| From : | nino makhashvili <nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | ეპიდემიოლოგიური კვლევა და მოწვევა კვლევაში მონაწილეობის შესახებ |
| Received On : | 26.05.2020 21:00 |
ქალბატონო თამარ,
ძვირფასო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ 25 მაისს დავიწყეთ მოსახლეობის კვლევა COVID-19 ზეგავლენის შესასწავლად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (ქვემოთ იხილეთ წერილი კვლევაში მონაწილეობის შესახებ). კვლევა 1 თვე იქნება გახსნილი, თუმცა პლატფორმას მხოლოდ 10 000 რესპოდენტის პასუხების დატევა შეუძლია და შესაძლოა უფრო ადრე შევწყვიტოთ. სექტემბრის 25-ში მეორე რაუნდი გვექნება მდგომარეობების დინამიკის. კვლევის კონსულტანტია დრ. დანიელ ქრიშჰოლმი, ჯანმოს ევროპის ოფისიდან. შედეგები როგორც კი გვექნება, გაგაცნობთ და იმედია, პრაგმატულ და ქვეყნისთვის სასარგებლო რეკომენდაციებს მოგვცემს.
ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით და
გიწვევთ ონლაინ გამოკითხვაში, რომლის მიზანია შევაფასოთ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული სტრესის ზეგავლენა საქართველოს მოსახლეობის
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და, ასევე, შევისწავლოთ, თუ როგორ ვუმკლავდებით მოცემულ
სიტუაციას.
კვლევას ატარებენ ფონდი
„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ლონდონის ტროპიკული მედიცინის სკოლის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
კვლევაში მონაწილეობა
ნებაყოფლობითია და მონაწილეობა შეუძლია 18 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ
ადამიანს. კვლევის ხანგრძლივობაა 15 წუთი.
მიღებული მონაცემების
მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები მოსახლეობის ფსიქიკური კეთილდღეობის
გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე, თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, გთხოვთ მოცემული ბმული გაავრცელოთ, რათა მოვიცვათ მაქსიმალურად მეტი
ადამიანი და გავითვალისწინოთ მათი აზრი და მდგომარეობა.
წინასწარ გიხდით
მადლობას თანამშრომლობისთვის!
გთხოვთ გაჰყვეთ ამ ბმულს
და გადახვიდეთ კითხვარზე:
https://gipmhpss.onlinesurveys.ac.uk/covid-19-c-3