მოგესალმებით ძვირფასო დოქტორანტებო,
იმედია ჯანმრთელად გრძნობთ თავს.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გაცნობებთ , რომ 14 სექტემბრიდან იწყება ახალი სემესტრი დოქტურანტურაში. შემოდგომის სემესტრისათვის გაიხსნება შემდეგი საგნები:
|
PHDH7120 |
სამეცნიერო წერა და კვლევითი პროექტი ჯანდაცვაში |
|
PHDH7130 |
კვლევის მეთოდები, ბიოსტატისტიკა და ეპიდემიოლოგია |
|
PHDH7100 |
ჯანმრთელობის ფილოსოფია და კვლევის ეთიკა |
|
PHDH8110 |
კვლევა |
დოქტორანტებმა, ვისაც გასავლელი აქვს ზემოთ აღნიშნული სასწავლო მოდულები დროულად გაიარეთ რეგისტრაცია საგნებზე, ხოლო ვინც იმყოფება კვლევით კომპონენტზე, უნდა დარეგისტრირდეთ კვლევაზე, სამეცნიერო ხელმძღვანელის ჯგუფში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგნები ცხადდება წელიწადში ერთხელ, შესაბამისად შემოდგომის სემესტრში გამოცხადებული საგნები გაზაფხულის სემესტრში აღარ გამოცხადდება.
კითხვების შემთხვევაში მომწერეთ,
საუკეთესო სურვილებით
თინა ბერუჩაშვილი
გთხოვთ დამიდასტუროთ ინფორმაციის მიღება