ქეთი, მოგესალმებით,
გიგზავნით თანდართულ ფაილში თანადგომას 2018 წლის მონაცემებს. როგორც იყო ხოლმე ადრე, აქ არ არის ასახული გლობალური ფონდის (საქართველოში მიმდინარე პროგრამის) ხარჯები, და ასევე არ არის ასახული გაეროს მოსახლეობის ფონდისგან მიღებული სახსრები (ნატალიასთან შეთანხმებულია ეს საკითხი, ის თავად მოგაწვდით). ხოლო გლობალური ფონდის რეგიონული პროექტების თანხები კი ასახულია.
თანხები მითითებულია ლარში.
პროექტები, რომელთა მონაცემებიც შევიდა მოწოდებულ მატრიცაში, შემდეგია:
1. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "მოწყვლადი ქალების გაძლიერება დისკრიმინაციის დასაძლევად"
2. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი
პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“
3. შიდსის ფონდი აღმოსავლეთი- დასავლეთის მიერ დაფინანსებული (გრანტი გაცემულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ) პროექტი "აღმოვფხვრათ ხარვეზები - ჯანმრთელობა და უფლებები სარისკო პოპულაციებისათვის"
4. გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის ფარგლებში მამაკაცების ჯანმრთელობის ევრაზიის კოალიციის (ECOM) მიერ გაცემული მცირე გრანტი "თემების გაძლიერება ჯანმრთელობის უფლების დასაცავად"
5. გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებუილ რეგიონული პროექტი "დაჩქარებული პასუხი აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ეპიდემიებზე სარისკო პოპულაციებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქალაქებში“. თანხას ვიღებდთ უკრაინული ორგანიზაციისგან "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ალიანსი"
6. ფრანგული ორგანიზაცია Solidarite SIDA, პროექტი "აივ ინფექციის პრევენციის, მკურნალობისა და მხარდაჭერის სერვისებთან კავშირის გაუმჯობესება მსმ-ებისათვის საქართველოში"
თუ პროექტების სახელწოდებები ინგლისურად გჭირდებათ, მომწერეთ.
პატივისცემით,
ნინო წერეთელი