მოგესალმებით,
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, გაეროს ქალთა ორგანზიაციის მხარდაჭერთ, გიწვევთ,
თემატურ, გასვლით ღონისძიებაზე, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
ღონისძიების მთავარი მიზანია, კოორდინაციის გაუმჯობესება და სამოქმედო გეგმის ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა.
მოგახსენებთ, რომ ღონისძიება გაიმართება
10-12 ივლისს ანაკლიაში, სასტუმრო ანაკლია.
თემატურ სესიებთან ერთად, ღონისძიება გააერთიანებს პრაქტიკულ აქტივობებს, რაც გულისხმობს ველზე, მოსახლეობასთან შეხვედრას.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა არაუგვიანეს 5 ივლისისა.
ღონისძიების დღის წესრიგს გაგიზიარებთ მოგვიანებით.
პატივისცემით,
მარი ჯობავა