პატივცემულო სამუშაო ჯგუფის წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის #678 დადგენილებით დამტკიცდა დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგია და
მისი
განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა
(დოკუმენტი ხელმისაწვდომია როგორც საკანონმდებლო მაცნეზე, ისე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე).
აღნიშნულთან დაკავშირებით, ვგეგმავთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ შეხვედარას, სადაც გაგაცნობთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ
აქტივობებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებს, მოვისმენთ თქვენ წინადადებებსა და ინიციატივებს, ასევე, მზაობას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ჩართულობასთან დაკავშირებით. ამასთან,
შეხვედრაზე
წარმოგიდგენთ 2019 წელს დაწყებულ და მიმდინარე აქტივობებს რომლებიც დაკავშირებულია სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწიბეული აქტივობების შესრულებასთან.
სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება თებერვლის თვეში. ზუსტ
თარიღს
და შეხვედრის ადგილს გაცნობებთ დამატებით. შეხვედრას წაუძღვება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ქალბატონი მზია გიორგობიანი.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი დასწრება 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით.
პატივისცემით,
ნიკოლოზ როსებაშვილი