| From : | Maka Gumberidze <mgumberidze@vrf.ge> |
| To : | gchavchavadze@moh.gov.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; kgoginashvili@moh.gov.ge; sokropiridze@moh.gov.ge |
| Subject : | ბავშვთა კარდიოქირურგიის საკითხები |
| Cc : | Giorgi Gvinepadze <ggvinepadze@vrf.ge> |
| Received On : | 30.09.2020 07:27 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა შეხვედრისათვის და დაგიდასტუროთ ჩვენი მზადყოფნა თანამშრომლობისათვის, გიგზავნით გაწერილი სტრატეგიის სამუშაო ვერსიას, რომელიც გადაგზავნილი გვქონდა ქალბატონ თამარ გაბუნიასთან (იხ. თანდართული დოკუმენტი).
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია 2 მიმართულებით თანამშრომლობა:
1. დაფინანსების სქემის შემუშავება (დარგის წამყვანი ინსტიტუტების გამოცდილების გამოყენებით, იხ. ქვევით);
2. ახალშობილთა სკრინინგის პროგრამის დანერგვა;
შემგომ ეტაპზე მნიშვნელოვანია:
1. ხარისხის კრიტერიუმების მიღება (რაც დაფუძნებული იქნება შესაბამის გაიდლაინ-პროტოკოლებზე);
2. ერთიანი ნაციონალური რეგისტრის შექმნა;
3. სამედიცინო კომპეტენციების გამიჯვნა, ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვა;
4. ფეტალური მედიცინის განვითარების საკითხები.
ჯო ენის სამედიცინო ცენტრიდან პასუხისმგებელი პირები იქნებიან:
ფინანსურ საკითხებზე - ჯანო კვირიკაშვილი,
ბავშვთა კარდიოქირურგიის - თენგიზ შირიაევი;
ბავშვთა ინტერვენციული კარდიოკლოგიის - ვახტანგ ხელაშვილი.
რაც შეეხება დაფინანსების სქემას , უპრიანი იქნება ისეთი მოდელის შემუშავება, რაც მისაღები იქნება სერვისის მიმწოდებელი ყველა სუბიექტისთვის.
ჩვენ ვფიქრობთ,
· ინტერვენციის კოდების გადახედვა, მასთან ასოცირებული მდგომარეობების ზუსტი განსაზღვრა (შეიძლება გამოყენებული იყოს ბოსტონის გაიდლაინ-პროტოკოლები);
· იდენტიფიცირდეს საქართველოს რეალური ბიუჯეტი და მიწოდებული სერვისების რაოდენობა;
· ბოსტონის ბავშვთა კლინიკისა (რომელიც ამ დარგის ლიდერია აშშ-ში და რომლის მონაცემებიც ხელმისაწვდომია ჯო ენის სამედიცინო ცენტრისათვის) და საქართველოში არსებული კლინიკების მიერ მიწოდებული სერვისების რაოდენობის შეფარდებით მოხდეს განსახორციელებელი სერვისების კოდებს (შესაბამისად დონეებს) შორის ბოსტონის კლინიკაში არსებული კოეფიციენტების მორგება/დათვლა;
· ეს მოდელი იქნება უფრო სამართლიანი, უნივერსალური და მკაფიო, რაც არ მისცემს ცალკეულ ერთეულებს მანიპულირების საშუალებას, ასევე დაფუძნებული მსოფლიოს წამყვანი კლინიკის გამოცდილებაზე, რაც შეამსუბუქებს სიახლის დანერგვის აუცილებლობასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობების გადალახვას.
ბავშვთა კარდიოსკრინინგის დანერგვის შემთხვევაში:
· მნიშვნელოვანია სამინისტროს სამართლებრივი მხარდაჭერა (მაგ.; ბრძანება), რაც დაარეგულირებს პროგრამის ეტაპებს;
· სკრინინგისათვის საჭირო პულსოქსიმეტრები გააჩნია ყველა დონის სამშობიარო სახლს (ევალებათ სალიცენზიო პირეობებით);
· ასევე მნიშვნელოვანია რამდენიმე წლის წინ (2014-2015 წწ) დანერგილი რეფერალიზაციის სქემის გამოყენება, რაც მოიცავს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სერვისების მისაღებას რეფერალიზაცია განახორციელოს სახელმშიფო სტრუქტურამ, რაც თავიდან ააცილებს სახელმწიფოს არამიზნობრივ რეფერალიზაციასა და დამატებით ხარჯებს;
· ამავე წლებში გამოყენებული პროტოკოლის მიხედვით ჯო ენის სამედიცინო ცენტრი თავისი ადამიანური და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს საქართველოს სამეანო სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულების ნეონატოლოგების გადამზადებას, ეფექტური ანგარიშგებისა და უკუკავშირის სქემის შემუშავებას და დანერგვას,
ხარისხის კრიტერიუმებისა და რეგისტრის შემუშავება აუცილებელია მოხდეს ზემოთ აღწერილი პროცესების პარალელურად.
საჭიროების შემთხვევაში მე და გიორგი ღვინეფაძე ყველა ეტაპზე ვიქნებით ჩართულები პროცესების მართვაში.
პატივისცემით,
მაკა გუმბერიძე