| From : | Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | ახალი მიმწოდებელი გეგმურ ამბულატორიაში |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 21.05.2020 16:22 |
თამუნა,
გიგზავნი სამუშაო ვერსიას გეგმურ ამბულატორიაში ახალი მიმწოდებლების შემოყვანასთან დაკავშირებით.
თუ ზოგადი პრინციპები მისაღებია, შესაძლებელია ვიმსჯელოთ ბენეფიციარების რაოდენობასა და ბუფერული პერიოდების ხანგრძლივობაზე.
„ვ1. თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი 2020 წლის 1 მაისის შემდეგ:
31.ა) შესაძლოა გახდეს დაწესებულება (ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით) რომელიც 3 თვიან (ბუფერულ) პერიოდში დაარეგისტრირებს 7,000 და მეტ ბენეფიციარს, ხოლო შემდეგ 3 თვიან (ბუფერულ) პერიოდში - 13,000 და მეტ ბენეფიციარს;
31.ბ) დაწესებულება ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ იმ თვიდან, როდესაც რეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობა იქნება ≥ 7,000-ზე;
31.გ) თუ დაწესებულება 3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს 7,000 ბენეფიციარის, ხოლო შემდეგ 3 თვეში - 13,000 ბენეფიციარის დარეგისტრირებას, შეუწყდება მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი.
31.დ) მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, აღნიშნულ დაწესებულებაში დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს, პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისათვის ეძლევათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის.“
პატივისცემით,
ლელა წოწორია
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აკ.წერეთლის 144. 0119. ქ.თბილისი, საქართველო.
(+995) 577 949491; (+995) 32 510038 1115.