| From : | Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | ანგარიშები |
| Cc : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.06.2020 14:51 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
25 ივნისის საპარლამენტო მოსმენასთან დაკავშირებით, მიმაგრებული ფაილის სახით გიგზავნით სახალხო დამცველის 2019 წლის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს.
წარმოდგენილია შემდეგ ანგარიშები:
1) ჩვენი უწყების მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული 2019 წლის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში (რომელიც ოფიციალურად პარლამენტში გაიგზავნა);
2) მთავრობის მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული 2019 წლის იმ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომლებიც შედის სამინისტროს კომპეტენციაში (მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნილი);
3) პარლამენტში გაგზავნილი სამინისტროს პოზიცია, სახალხო დამცველის მიერ გაცემულ 2019 წლის რეკომენდაციებთან დაკავშირებით (წარმოდგენილია ჩვენი უწყების პოზიცია, თუ რომელი რეკომენდაციების შესრულებას ვეთანხმებით და თუ არ ვეთანხმებით, უნდა დაგვესაბუთებინა რატომ). გასულ კვირას გაიგზავნა პარლამენტში აღნიშნული დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია სამინისტროს პოზიცია როგორც მის მიმართ, ასევე მთავრობის მისამართით გაცემულ ზოგიერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით;
4) მიმაგრებულ ფაილში ასევე წარმოდგენილია პირველი ორი ანგარიშის მცირედით განახლებული ვერსიები.
როგორც პარლამენტიდან აცნობეს თათია გვარამაძეს, 25 ივნისის მოსმენა განსხვავებულ ფორმატში გაიმართება (ჯერ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაიწყებს და შემდეგ, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გააგრძელებენ).
თქვენი მითითებისამებრ, მზად ვართ კონდენსირებული (მოკლე მოხსენება) ან სხვა ფორმატის დოკუმენტი მოვამზადოთ და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზეპირად, თქვენთვის მისაღებ დროს.
პატივისცემით,
დავით ფეიქრიშვილი
სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: 0177, თბილისი, მ. თამარაშვილი ქ. N15ა
მობ.: +995 599 49 76 71