| From : | Natalia Zakareishvili <zakareishvili@unfpa.org> |
| To : | Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; maka gogia <mgogia@hrn.ge>; Irma Kirtadze <irma@altgeorgia.ge>; Tanadgoma <center@tanadgoma.ge>; Tamar Sirbiladze <tsirbiladze@bemoni.ge> |
| Subject : | აივ პრევენცია_სარისკო პოპულაცია_ზიანის შემცირება_გაიდალაინები |
| Received On : | 05.06.2019 12:04 |
| Attachments : |
ქალბატონო ნანა, მოგესალმებით,
სამწუხაროდ, გუშინ CCM-ს ვერ დავესწარი, შესაბამისად, ვერც თქვენ გნახეთ, რომ შეთანხმებისამებრ, დეტალურად გაგვევლო ამ გაიდლაინების დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურები. როგორც ქალბატონმა თამარ გაბუნიამ გვირჩია, ამ ეტაპზე, მოგმართავთ თქვენ, რათა შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ. სავარაუდოდ, ქალბატონ მარინა ბაიდაურთან იქნება ასევე გასავლელი კონსულტაცია. გიგზავნით ოთხ გაიდლაინს:
1. აივ პრევენცია მსმ-ში
2. აივ პრევენცია სექს მუშაკებში
3. აივ პრევენცია ახალგაზრდა სარისკო პოპულაციაში
4. ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანი შემცირების გაიდლაინი
ამ დოკუმენტებს მცირედი განახლება ჭირდებათ, ექსპერთა ჯგუფთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს, თქვენ, თქვენი მხრიდან რომ გადახედოთ დოკუმენტებს და გვირჩიოთ ფორმატის საკითხი, გვერდების რაოდენობა, ასევე რეცენზიების რაოდენობა, წერილის ნიმუში მოგვაწოდოთ და ვის სახელზეც უნდა დაიწეროს და ა.შ; როგორც შევთანხმდით სამი წერილი დაიწერება ექსპერტთა ჯგუფის მიერ; ა) აივ პრევენციის გაიდალიანებისთვის (მსმ, სმ) ბ) აივ პრევენცია ახალგაზრდა სარისკო პოპულაციაში; ბ) ზიანის შემცირების გაიდლაინები. ამ ოთხ გაიდლაინზე სამი ექსპერტი მუშაობდა, შესაბამისად წერილებიც მათ მიერ იქნება მომზადებული.
დიდი მადლობა წინასწარ, თქვენთვის მისაღებ დროს შეგვიძლია შევხდეთ, მოვალ სამინისტრში.
დიდი მადლობა
ნატალია
|