| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; aburduli@gov.ge; atsqiphurishvili@mia.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | ადამიანის უფლებები და ნარკოპოლიტიკა |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; Ekaterine Lortkipanidze <e.lortkipanidze@mfa.gov.ge>; Shota Mchedlishvili <shmchedlishvili@mfa.gov.ge> |
| Received On : | 19.03.2020 07:32 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 25 თებერვალს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის, ჟენევაში ევროკავშირის
მუდმივი წარმომადგენლობისა და ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა პარალელური ღონისძიება თემაზე „International Guidelines on Human Rights and Drug Policy”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჟენევაში
მექსიკისა და ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა, გაერო-ს შესაბამისი სააგენტოების ექსპერტებმა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესექსის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული პუბლიკაციის პრეზენტაცია და განხილულ იქნა ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ზიანი და უარყოფითი გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის ბავშვებზე, ქალებზე და სექსუალურ უმცირესობებზე. აღინიშნა, რომ
პუბლიკაციაში განსაზღვრული საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანის უფლებებისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ სიახლეს არ წარმოადგენს და ქვეყნებს საერთაშორისო ვალდებულებები ისედაც აქვთ აღებული საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის
უფლებების დაცვა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა მრავალი ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შეფასება და შესაბამისი ზომების მიღება ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, განსაკუთრებით იმ
ქვეყნებში, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს ნარკოტიკულ დანაშაულებებზე.
შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა შვეიცარიის მაგალითი, როდესაც 1980 წელს მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში აივ-შიდსის ინფექციის მაღალი მაჩვენებლით ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა. 90-იანი წლებიდან შვეიცარიის მთავრობამ შეიმუშავა ახალი კომპლექსური მიდგომა
და შექმნა ჰეროინით ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც საბოლოოდ ეფექტიანი აღმოჩნდა და დადებითი შედეგები მოიტანა.
აქვე, გიგზავნით ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.
საუკეთესო სურვილებით,