From : Anano Tsintsabadze <anano@osgf.ge>
To : HousingWG@moh.gov.ge
Subject : [HousingWG] მოწვევა ღონისძიებაზე
Received On : 06.07.2020 10:42

გიწვევთ ონლაინ საჯარო დისკუსიის თაობაზე, „რა პირობებში ცხოვრობენ უსახლკაროები სოციალურ საცხოვრისში“;

 

“ღია საზოგადოების ფონდის” ინიციატივით, მკვლევარი ქეთი სართანია სოციალურ საცხოვრისებში არსებულ მდგომარეობას სწავლობს.

კვლევა ამა წლის სექტემბერში გამოქვეყნდება და შეაფასებს სოციალური საცხოვრისის პირობებს, იქ მცხოვრები უსახლკარო ადამიანთა უფლებების კუთხით.

 

 ამ დისკუსიის ფარგლებში, ქეთი სართანია კვლევის პროცესში გამოვლენილ მიგნებებსა და მიღებულ გამოცდილებას გაგვიზიარებს. ამავე დისკუსიის ფარგლებში მოუსმენთ ანანო ცინცაბაძეს, რომელიც ღია საზოგადოების ფონდში საცხოვრისის უფლების თემაზე მუშაობს. სხვა საკუთხებთან ერთად, ანანო თავის მოხსენებაში ილაპარაკებს საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების ამჟამად მიმდინარე პროცესზე.

 

შეხვედრა  გაიმართება სამშაბათს, 7 ივლისს, 15:00 საათზე, 40 წუთი გაგრძელდება და მაყურებელს კითხვების დასმაც შეეძლება.

მოდერატორი: ვახტანგ ნაცვლიშვილი.

შემოგვიერთდით ამ ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=1604995572986905