From : Katie Sartania <sartania.katie@gmail.com>
To : Ia Orkodashvili <iorkodashvili@moh.gov.ge>; HousingWG@moh.gov.ge
Subject : [HousingWG] ინტერვიუ საცხოვრისის პოლიტიკასთან დაკავშირებით
Received On : 21.09.2020 05:20

მოგესალმებით ქალბატონო ია,

ჩემი სახელია ქეთი სართანია. მე გახლავართ სოციოლოგი. ამჟამად ვმუშაობ საცხოვრისის კვლევაზე თბილისისა და ქუთაისის მაგალითზე.
მიმდინარე წლის მაისის თვეში თქვენგან მივიღე "პრობლემების ხის" მეილი. ვინაიდან [საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს] პოლიტიკის დეპარტამენტის სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველო მუშაობს ამ საკითხზე,  ვფიქრობ, კვლევის ანგარიშისთვის მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს/სამმართველოს წარმომადგენელთან ინტერვიუ საცხოვრისის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ჩემი ინტერვიუ შეეხება არსებულ პოლიტიკასა და მიმდინარე ცვლილებებს. ინტერვიუს ხანგრძლივობა 1 საათი.
პანდემიის პირობებში, წარმომიდგენია თქვენი დატვირთული გრაფიკი, თუმცა ძალიან დამეხმარებით, თუ თვენ ან თქვენი კოლეგა მოახერხებს ინტერვიუსთვის დროის გამონახვას, სასურველია მიმდინარე კვირაში.
ჩემი მობილურის ნომერია: 551659656 

ველი თქვენს პასუხს.
კეთილი სურვილებით,
ქეთი სართანია