პატივცემულო კოლეგებო,
მოგეხსენებათ, რომ ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელება წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას.
როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ SARS-CoV-2 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის
მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, გაზრდილი დეფერალი, COVID 19-ის შემთხვევები, კარანტინი,
თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი
მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას.
საყურადღებოა, რომ სისხლის ბანკებიდან ყოველდღიურად მიღებული ინფორმაციის და ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა დონაციების რაოდენობა (კერძოდ, მარტში განხორციელდა დონაციების საშუალო
რაოდენობის მხოლოდ 50%), რის გამოც, კლების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში შესაძლებელია აღმოვჩნდეთ სისხლის
პროდუქტების მწვავე დეფიციტის წინაშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის სახელით მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ სამინისტროში უანგარო დონაციების ჩატარების
ინიციატივას, გაიღოთ სისხლი და გადაარჩინოთ თანამოქალაქეების სიცოცხლე, რაც სამაგალითო იქნება სხვა უწყებების და მთლიანად საქართველოს
მოსახლეობისთვის, მით უფრო, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის პერიოდში.
დონორობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (+ 995 32) 2 51 00 26 (შიდა1124) ან 591 50 49 45;
სიების შედგენის შემდეგ შეგატყობინებთ აქციის დღეებს. აქცია ჩატარდება ორ დღეს, რათა ნახევრად დისტანციურ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებმა
შეძლონ დონორობა.
დონორობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ სისხლის დონორის საინფორმაციო ბუკლეტს და არსებულ შეზღუდვების
გათვალისწინებით შეაფასოთ თქვენი აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი