| From : | IT <it@moh.gov.ge> |
| To : | juna gersamia <jgersamia@moh.gov.ge> |
| Subject : | [Everyone] სოციალური საწარმო „იკორთა“ (ყაყაჩოს გულსაბნევი) |
| Received On : | 06.08.2018 11:45 |
სოციალური საწარმო „იკორთა“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში 2012 წელს შეიქმნა, მისი საქმიანობა უკავშირდება ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრის ხელოვნებას. საწარმოში დასაქმებულნი არიან დევნილები, რომლებსაც 2008 წელს, ომის გამო, საკუთარი საცხოვრებელის დატოვება მოუწიათ;
სოციალურმა საწარმო „იკორთამ“-მ 2008 წლის 8 აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ტიხრულ მინანქარში ყაყაჩოს გულსაბნევი შექმნა.
ყაყაჩოს გულსაბნევის შეძენით ერთის მხრივ, სოციალურ საწარმოში დასაქმებულ დევნილებს ეხმარებით, ხოლო, მეორეს მხრივ სამოსზე დამაგრებული გულსაბნევით კიდევ ერთხელ ახსენებთ მთელ სამყაროს 10 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას.
ზომა 2,3X2,5 სმ; მასალა ვერცხლი (სინჯი 985) და მინანქარი.
1 ცალი: 90 ლარი; 20 ცალი: 85 ლარი; 40 ცალი და მეტი: 75 ლარი
ყაყაჩოს გულსაბნევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ შეკვეთით „იკორთა“-ს ფეისბუქ გვერდზე, მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი. დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ სოციალური საწარმოს ფეისბუქ გვერდს ან დარეკეთ ნომერზე 595554512