| From : | Davit Urushadze <durushadze@moh.gov.ge> |
| To : | Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge> |
| Subject : | |
| Received On : | 24.09.2020 09:05 |
| Attachments : |
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები
სააგენტოს მიზნებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა
და დახმარების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული
ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების
უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა;
გ) მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით
აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა,
დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.
პატივისცემით,
დავით ურუშაძე
საფინანსო სამმართველოს უფროსი
Davit Urushadze
Head of Financial Division
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
ტელ/Tel: 2395315 მობ/Cell: 577 182783