| From : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: 2018 |
| Received On : | 28.02.2019 12:28 |
From: Ekaterine Adamia
Sent: 28 February, 2019 16:25
To: Maia Gotiashvili
Subject: RE: 2018
სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკვლეული მოსახლეობის 7.7% ანტი-HCV დადებითია, ხოლო 5.4% − HCV რნმ დადებითი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით 150 000 ადამიანი დაავადებულია C ჰეპატიტის აქტიური ფორმით.
ამასთან, ელიმინაციის მისაღწევად, ჩვენი მიზანია დაავადებულთა 90% დიაგნოსტირება, მათ შორის 95% მკურნალობა და ნამკურნალევთა შორის 95% განკურნება.
აღნიშნული პრინციპების, ასევე პროგრამის გამტარუნარიანობის (მიმწოდებელ კლინიკათა რაოდენობა) გათვალისწინებით ხორციელდებოდა პროგრამის ფარგლებში პაციენტთა პროგნოზული რაოდენობების დაგეგმვა საშუალოდ თვეში 2000-2500 ოდენობით.
2017-2018 წლებში დაფიქსირდა პაციენტთა რაოდენობის კლება. თვეში საშუალოდ ერთვებოდა 800-1000 პაციენტი,
From: Maia Gotiashvili
Sent: 28 February, 2019 16:20
To: Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject: 2018
35 03 02 12 - C ჰეპატიტის მართვა - დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციების საფუძველზე, დიაგნოსტიკის კომპონენტში განხორციელებულმა ცვლილებამ (როგორც მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო კვლევების, ასევე, მონიტორინგის სქემების გამარტივების კუთხით) გამოიწვია კვლევების ღირებულების შემცირება. შესაბამისად, ასიგნებები გადანაწილდა სამინისტროს სხვა პროგრამულ კოდებზე.