მოგესალმებით,
გაცნობებთ რომ კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, რიგ თანამშრომლებს (ექიმები, უმცროსი ექიმები, ექთნები, პარამედიკოსები, მძღოლები) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით დაევალოთ გარკვეული ფუნქცია-მოვალეობების განხოციელება საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე (სარფი, დარიალი, წითელი ხიდი, სადახლო).
საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე (სარფი, დარიალი, წითელი ხიდი, სადახლო) ყოფნის პერიოდში დასაქმებულებს ევალებათ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირების უზრუნველყოფა, დადგენილი მომსახურების საფასურის საფუძველზე, მათ შორის: შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება, შენახვა და ტრანსპორტირება ან COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით (უშუალოდ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით) და COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის განმახორციელებელი/მიმწოდებელი დაწესებულების/ლაბორატორიების მეშვეობით (სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და შესაბამის დაწესებულებას/ლაბორატორიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).
ერთი ტესტის ღირებულება შეადგენს 250 ლარს
თიოთოეული დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ერთი მორიგეობა განისაზღვრება 100 ლარით და ასევე ყოველი აღებული ტესტი იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში რომლის ღირებულებაც შეადგებს150 ლარს... ცენტრი ასევე უზრუნველყოფს ტესტირების აღებისთვის საჭირო მასალებს,
პატივისცემით,
--
თამარ არევაძე
სსიპ "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი"
საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი
მობ: 593 444 554