| From : | it <it@moh.gov.ge> |
| To : | everyone@moh.gov.ge; Everyone@ssa.gov.ge |
| Subject : | [Everyone] "სააღდგომო ნივთების გამოფენა-გაყიდვა" |
| Received On : | 23.04.2019 07:22 |
ძვირფასო კოლეგებო!
მიმდინარე წლის 24 და 25 აპრილს 14:00 საათზე, სამინისტროს -2 სართულზე დაგეგმილია ხელნაკეთი ნივთების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა.
24 აპრილს, „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი“ გამართავს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვას, შემოსული თანხა მოხმარდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის „პეგასი“-ს მშენებლობას.
25 აპრილს გამოფენა-გაყიდვას გამართავს დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის მიერ გახსნილი სოციალური საწარმო „STUDIO 47“, სადაც დასაქმებულები არიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. შემოსული თანხა მოხმარდება საწარმოს ფუნქციონირებას და ბენეფიციარების საჭიროებებს.
გთხოვთ, მობრძანდეთ და შეიძინოთ ბენეფიციარების მიერ სახელდახელოდ დამზადებული სააღდგომო ნივთები.
____________________________
ნატო ჩხეტიანი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ტელ: 1505