| From : | Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Nino Nijaradze <nnijaradze@gmail.com>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; pimnadze@ncdc.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: Urgent Tasks-COVID |
| Cc : | Goguadze.tamta@gmail.com; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de |
| Received On : | 27.09.2020 15:17 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
გიდასტურებთ დავალებების მიღებას.
პატივისცემით,
ეკა
კოლეგებო
გიგზავნით კოვიდის შემთხვევების მართვის მიზნით ამ ეტაპზე განსახორციელებელი პრიორიტეტული აქტივობების ნუსხას. შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების მითითებით:
1. ამ ეტაპზე აუცილებელია დავიწყოთ ბინაზე მყოფი პაციენტების გამოჯანმრთელების სტატუსის გადამოწმება:
ნსდს-ისაგან უნდა ავიღოთ დადასტურებული პირების სია ტესტირების თარიღის მიხედვით - ამ სიის სინქრონიზაცია უნდა მოვახდინოთ ბინაზე დატოვებული პირების სიასთან და მომზადდეს იმ პირთა სია, რომელსაც უკვე უწევს ტესტირება გამოჯანმრთელების სტატუსის დადგენის მიზნით - ტესტირების თარიღიდან +10 დღე.
ჩემი აზრით უკეთესი იქნება, თუ ამ პირებისთვის ბინაზე მოხდება ნაცხის აღება და ტესტირება. თამარის პოლიკლინიკის ლაბორატორია ხომ გაეშვება ამ კვირაში და ჩავაბაროთ ეს ნაწილი მთლიანად. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია - იმეილით მივმართე დაავადებათა კონტროლის ცენტრს (ბატონო ამირან გთხოვთ დახმარებას), მაგრამ ადგილიდან დასჭირდება აქტიური კოორდინაცია (ნინო ნიჟარაძე).
2. ბინაზე მართვის ქსელის გაფართოვება: ვფიქრობ 112- ონლაინ კონსულტანციისთვის შევინარჩუნოთ უკვე მოქმედი 25 კლინიკა (ბრიგადების გაზრდილი რაოდენობით), რათა სტანდარტიზაცია მოხერდეს და ხარისხის ხარვეზები არ გაგვეზარდოს ქსელის გაფართოვებასთან ერთად. ეს კლინიკები მიიღებენ ცხელების ზარებს და ინფორმაციას კოვიდ დადსტურებული პაციენტების შესახებ. სიმძიმის შეფასების შემდეგ ცხელების ზარებზე მონიტორინგი გაარძელოს ონლაინ კლინიკამ როგორც ადრე. დადასტურებული კოვიდ პაციენტები გადაეცეს უბნობრივი პრინციპით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებს- ანუ კოვიდ პაციენტი მკურნალობისთვის გადაეცემა თავისივე ოჯახის ექიმს. თუ ჯერ რეგისტრირებული არ არის დარეგისტრირედება არჩევანის მიხედვით. ხარისხის მონიტორინგისთვის 25 ონლაინ კლინიკას მიემაგრება სატელიტი პჯდ კლინიკები. პერიოდულად მდგომარეობის გადამოწმებას პაციენტებთან სატელეფონო ზარების მეშვეობით განახორციელებენ 25 კლინიკის ექიმები. ეკა ადამია და ლელა წოწორიას ვთხოვ ამ მოდელის დამუშავებას და სასწრაფო კონსულტაციებს 112-თან (განხორციელებადობის შესაძლებლობის კუთხით), თამარ მელიქიძესთან რეგისტრირებული პაციენტების ნუსხასთან წვდომის უზრუნველყოფის კუთხით. ქალბატონო ეკა და ქალბატონო თამარ გთხოვთ ამ მოდელთან დაკავშირებული ფინანსური საჭიროების შეფასებას- ბინაზე მართვისთვის გარდაუვალია ბინაზე ვიზიტების აუცილებლობა (მგზავრობის და ეკიპირების ხარჯები) ამიტომ მიმდინარე კაპიტაციის პირობებში ამ რესურსის ადეკვატურად მობილიზება შესაძლოა ვერ მოხერხდეს. ოჯახის ექიმების მოტივაციაც გასათვალისწინებელია- მთავარი საყრდენი ეს რგოლი გახდება ცოტა ხანში. სოფლად პაციენტის ბინაზე დატოვების საკითხი განვიხილით დამატებით. ჯერ-ჯერობით იყოს ისე როგორც არის 25 ონლაინ კლინიკის ფარგლებში. ბატონო გია (ჭავჭავაძე) გთხოვთ თემის კოორდინაციას.
3. კოვიდ რეფერალური კლინიკები: ვფიქრობ უახლოეს დღეებში უნდა განისაზღვროს კოვიდ რეფერალური კლინიკების სქემა. თბილისში 1 საუნივერსიტეტო კლინიკა და ბოჭოროშვილის კლინიკა შესაფერისი საიტებია მათი ტექნოლოგიური რესურსის გათვალისიწნებით. ეკა (ადამია) გთხოვ ოფიციალური წერილების მომზადებას- სრული მობილიზაციის მოთხოვნით, გავწეროთ და დავამტკიცოთ რეფერალის კრიტერიუმები (მაგ. ორსული საშუალო სიმძიმის კოვიდით, პაციენტების მძიმე ქორნიკული დაავადებებით თავიდანვე მოვიყვანოთ მანდ).
4. ეკა (ადამია) გთხოვ ავთო თალაკვაძესთან და თამარ მელიქიძესთან კოორდინაციით მოამზადოთ წერილი ტურიზმის სააგენტოსთვის სადაც განისაზღვრება კოვიდ და ცხელების სასტუმროების საჭიროება და პროგნოზული საწოლფონდი. იხილეთ ქვემოთ წინასწარი პროგნოზული განაწილება.
5. მძიმე და კრიტიკული პაციენტების დეტალური ცხრილი ლოკაციებით (რომელ კლინიკაში) და აღწერილობით - ქნო თამარ (მელიქიძე) ეს ინფორმაცია შეაქვთ ჯესის პორტალში, მაგრამ სრული აღწერილობა არ მოყვება, ამიტომ მონიტორებს უნდა ვთხოვოთ ყოველი დღის კონკრეტულ საათზე მოგვაწოდონ.
6. ქალბატონო თამარ (მელიქიძე) გთხოვთ პროგრამაში მონაწილე კოვიდ კლინიკებს ვთხოვთ მოგვწერონ ვინ აიყვანეს კლინიკურ კონსულტანტად კოვიდის ნაწილში და თუ სჭირდებათ ჩვენი დახმარება კონსულტანტის მოძიებაში.
7. დიალიზის აპარატების შესყიდვა არის უკიდურესად სასწრაფო - ნინო კვერნაძეს ვთხოვ ეკა ადამიასთან კოორდინაციით დაძრას ეს პროცესი.
გთხოვთ დამიდასტუროთ, რომ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში დავალებების მიღება.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister