From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : Davit Baliashvili <dato.baliashvili@gmail.com>; Tengo Abazadze <tengoabazadze@gmail.com>; tabazadze@ssa.gov.ge; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : Re: TB/HCV კვლევისთვის საჭირო მონაცემები
Cc : Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Natalia Adamashvili <natalia.adamashvili@gmail.com>
Received On : 12.10.2020 17:23
Attachments :

ქალბატონო თამარ, ქალბატონო მაგდა, ბატონო თენგო

მოგესალმებით, მოგეხსენებათ, ცენტრსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებულია მემორანდუმი ინფორმაციის ურთიერთგაცვლის თაობაზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი საქმიანობის შეუფერხებლად და ჯეროვნად შესასრულებლად. ამ ეტაპზე მოგახსენებთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ კვლევას ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კოინფექციის  ტვირთის შეფასებისა და მათი გავრცელების დონის შესწავლის მიზნით.

კვლევაში "ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კოინფექციის ეპიდემიოლოგია საქართველოში" საკვლევ პოპულაციას წარმოადგენს: 1. საქართველოში C ჰეპატიტზე დასკრინული პირები; 2. C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართული პაციენტები; 3. ტუბერკულოზის პროგრამაში ჩართული პაციენტები. საკვლევი პერიოდი: 2015-2020. 

კვლევის ფარგლებში შეისწავლება C ჰეპატიტის მოვლის კასკადი ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კოინფექციის მქონე პაციენტებში, ასევე შეფასდება, ზრდის თუ არა C ჰეპატიტი ტუბერკულოზის პროგრესირებისა და რეციდივის რისკს და რა გავლენა აქვს ამ ორი დაავადების კოინფექციას სიკვდილობაზე. 

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია საკვლევ პოპულაციაში შემავალი პირების სოციო-ეკონომიკური სტატუსის გათვალისწინება, ანუ ზემოაღნიშნულ საკვლევ პოპულაციებში შემავალ თითოეულ პირს 2015-2020 წლების განმავლობაში მინიჭებული ჰქონდა თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი. სასურველია, ეს ინფორმაცია იყოს ყოველწლიური ფორმით, ანუ რომელ წელს ჰქონდა პირს მინიჭებული სტატუსი და რომელ წელს არა. თუ ამ ფორმით მონაცემების მოპოვება შეუძლებელი იქნება, მაშინ მისაღებია ინფორმაცია მხოლოდ ერთი ცვლადის სახით - 2015-2020 წლების განმავლობაში პირს ერთხელ მაინც თუ ჰქონდა მინიჭებული სოციალურად დაუცველის სტატუსი. 

კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა სხვადასხვა მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირება, ასე რომ აუცილებელია, პირადი ნომრები დაშიფრული იყოს ზუსტად იმგვარად, როგორც ამჟამად ხდება C ჰეპატიტის ბაზების შემთხვევაში.

წინასწარ გიხდით მადლობას  მხარდაჭერისთვის. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, გთხოვთ შეგვატყობინოთ.


პატივისცემით,

ვლადიმერ (ხვიჩა) გეთია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი

მობ: +995 (5) 91 41 59 55

ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

Best Regards,

Vladimer Getia

Georgian National Center for Disease Control and Public Health

Head of State Public Health Programs and Regional Management  Department

Cell: +995 (5) 91 41 59 55

Website: www.ncdc.ge

Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

cid:image001.jpg@01D48CB2.4D6DB610