| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | gia chavchavadze <g.chavchavadze@mci.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: რემდესივირი |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.10.2020 19:14 |
| Attachments : |
ბატონო გია და ბატონო ბექა
გთხოვთ ხვალ კოორდინაცია გაუწიოთ რემდესივირის შესყიდვის თემას, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ რამდენის ყიდვა შეგვიძლია, რომელი მომწოდებლისგან და რა რესურსით.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tt@aidscenter.ge]
Sent: 11 October, 2020 23:07
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia
Subject: რემდესივირი
ქალბატონო ეკატერინე,
მოგესალმებით.
გვინდა მოგმართოთ თხოვნით, რაც შეიძლება დაჩქარდეს რემდესივირის შემოტანა. მიზეზი რამოდენიმეა:
1. სამწუხაროდ, იზრდება COVID-19-ით ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა, მათ შორის მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების რაოდენობაც. შესაბამისად, მოიმატა სიკვდილობამ. მართალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით სიკვდილობა ისევ ძალიან დაბალი გვაქვს (პრაქტიკულად 1-2 ქვეყნის გარდა, ყველაზე დაბალი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში), მაგრამ ზოგიერთი ჩასაფრებულისთვის უკვე მაინც გახდა სალაპარაკო. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სიკვდილობის შემდგომი ზრდა არ დავუშვათ და ამაში რემდესივირი დაგვეხმარება.
2. რემდესივირის შეძენა უკვე არაერთმა ქვეყანამ მოახერხა, მათ შორის უკრაინამ, უზბეკეთმა და სხვებმა. მალე ალბათ, ყველა ქვეყანას ექნება და ძალიან ცუდი იქნება, თუ საქართველო მათ ჩამორჩება. ამას ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვება, მათ შორის ჩასაფრებულების და მასმედიის მხრიდან.
3. უკვე იმდენად გახმაურდა რემდესივირის შემოტანის რეალურობა, რომ ცალკეული მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების ოჯახები ცდილობენ საკუთარი ძალისხმევით და ხარჯით იშოვნონ და ჩამოიტანონ რემდესივირი. ზოგიერთმა ეს უკვე მოახერხა. საბოლოოდ ესეც ცუდად აისახება ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს იმიჯზე.
რაც შეეხება რემდესივირის რაოდენობას.
ამერიკის FDA-იმ რემდესივირის გამოყენებას თავიდან (2020 წლის 1 მაისი) რეკომენდაცია მისცა მხოლოდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისათვის, ხოლო შემდეგში (2020 წლის 28 აგვისტო) ჩვენებები გააფართოვა და რეკომენდაცია მისცა ყველა ჰოსპიტალიზებული ავადმყოფის სამკურნალოდ.
რამდენადაც ვიცი, სამინისტროს მიერ მიწერილ წერილებში ფიგურირებს პირველი პარტის მოწოდება 500 პაციენტზე. ეს ძალიან ცოტაა, შემდეგი გაანგარიშებებით:
დღევანდელი გამოვლენის მოცულობით ერთ თვეში მოსალოდნელია 16 ათასი ახალი პაციენტი (530 X 30) და შესაძლოა მეტიც იქნეს. მათგან მძიმე იქნება სულ ცოტა 10% ანუ - 1600 პაციენტი, ხოლო კრიტიკულად მძიმე - სულ ცოტა 1 %, ანუ 160 პაციენტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 მძიმე პაციენტს სჭირდება 6 ფლაკონი, ხოლო კრიტიკულად მძიმე პაციენტს 11 ფლაკონი, სულ ერთი თვის საჭიროება გამოდის 11 360 ფლაკონი. ალბათ, უპრიანია, რომ პირველ პარტიაში შევუკვეთოთ ერთი თვის მარაგი მაინც, ეს კი არის 11 360 ფლაკონი (1600 მძიმე და 160 კრიტიკულად მძიმე პაციენტისთვის) , ან ყველაზე უარეს შემთხვევაში - ამის ნახევარი მაინც, რაც იქნება სულ 2 კვირის მარაგი - 5680 ფლაკონი (800 მძიმე და 80 კრიტიკულად მძიმე პაციენტისთვის). მიმაჩნია, რომ ამაზე ნაკლების შეძენას აზრი არა აქვს, რადგან ყველა მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფს ვერ შეხვდება რემდესივირი, რაც დამატებით უსიამოვნებას გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებს ფლაკონების სხვადასხვა რაოდენობა სჭირდებათ, სჯობს შევუკვეთოთ პირდაპირ ფლაკონების რაოდენობა და არა პაციენტების რაოდენობა.
ვიმეორებ, ეს რაოდენობა გათვლილია მხოლოდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისათვის, რადგან ყველა ჰოსპიტალიზებული ავადმყოფის რემდესივირით მკურნალობას ჩვენ ვერ გავწვდებით.
რაც შეეხება ფირმას, დიდი ალბათობით ხარისხით ყველას სჯობს ინდური კომპანია Mylan-ის რემდესივირი, რომელსაც „პსპ“ გვთავაზობს, მაგრამ პირდაპირ ფირმაზე გასვლაც შეიძლება. მაგრამ ეს ფირმა მოსაწოდებლად სულ ცოტა 30-40 დღეს ითხოვს, ამიტომ უპრიანია, რომ პირველი პარტია შეძენილ იქნეს ინდური ფირმა „Cadila“-სგან, რომელიც 10 დღეში მოწოდებას გვპირდება. ან შეიძლება ინდური ფირმა „Hetero”-სგანაც, მაგრამ ეს უკანასკნელი რამდენადაც ვიცი, „Cadila“-ზე ნაკლებად ავტორიტეტულია.
ბოლოს და ბოლოს, სულ ერთია ვისგან შემოვიტანთ, მთავარია შემოვიტანოთ, რადგან ზემოთდასახელებული სამივე ფიმისგან ყველას აქვს Gilead-ის ლიცენზია და ერთჯერადი შემოტანისთვის საჭირო სერტიფიკატები და დოკუმენტები.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე