მედია მონიტორინგი
9 სექტემბერი
ტელევიზია
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, დღეს, 9 სექტმებერს, ბათუმში, „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო ტესტირებისთვის კარვები დაიდგმება. სავაჭრო ობიექტის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. კვლავაც წითელი ზონაა აჭარა. ახალი შემთხვევები ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი თბილისში რესპუბლიკის მოედანზე დაფიქსირებული შემთხვევების შემდეგ თვითიზოლაციაშია გადაყვანილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ინფიცირების კვლავ მაღალი მაჩვენებლია აჭარაში, სადაც დღეს 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ათი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. სულ აჭარაში 2700 ადამიანი გამოიკვლიეს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
1. წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში ბოლო მონაცემებით 25 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა, 10 ინფიცირებულის წყაროს დადგენა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. დახურულია ბათუმის ერთ-ერთი სამშობიარო, სადაც კიდევ ერთ პირ დაუდატურდა კორონავირუსი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
1. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამმო მავრობა შეზღუდვებს აწესებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები 1-ლი ნოემბრიდან გაიხსნება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00
კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა – საქართველოში უკვე მეორე დღეა, ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ყველაზე ცხელ წერტილად აჭარა რჩება, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
ვსაუბრობთ კოვიდ 19-ზე, რომლის რეკორდული მაჩვენებლები ბოლო 2 დღეა რეკორდულად ფიქსირდება - 1773 შემთხვევით. აჭარა კი წითელ ზონადაა გამოცხადებული, აიკრძალა სოციალური ღონისძიებები, გადაიდო კინოთეატრების და ბავშვთა ღონისძიებების გახსბა, უნივერსიტეტში პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონა ვირუსის გავრცელების ახალი ჯგუფი აჭარაში. აჭარაში COVID-19 სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. მათგან ერთ-ერთი ბათუმის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი დამხმარე პერსონალი. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბომ მიიღო. შემოწმებებს იწყებს შრომის ინსპექცია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ახალი პროტოკოლი დამტკიცდა. სამკურნალო საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ იმ კოვიდ პაციენტებს, ვისაც სიმპტომები და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებათ. შეზღუდულია ასაკობრივი ზღვარიც. ამ კრიტერიუმების მქონე პაციენტები 18-დან 65 წლამდე უნდა იყვნენ. სამკურნალო საკარანტინო სივრცეები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
სენაკის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების ფაქტს შსს იძიებს. სავარაუდოდ, საეჭვო ვითარებაში დაღუპული პაციენტის ექსპერტიზა სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს. კლინიკის დირექტორი გიორგი გახარიას სიმამრია. სენაკში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის გამო პროკურატურამ ძიება დაიწყო, აცხადებს კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
საქართველოში დღეს კორონა ვირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია: გაფართოვდა დონას კლასტერი 7 პაციენტით, 12 ინფიცირებული უკანშირდება ბათუმს, 12 უკვე დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
ახალი პროტოკოლი დამტკიცდა. სამკურნალო საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ იმ კოვიდ პაციენტებს, ვისაც სიმპტომები და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებათ. შეზღუდულია ასაკობრივი ზღვარიც. ამ კრიტერიუმების მქონე პაციენტები 18-დან 65 წლამდე უნდა იყვნენ. სამკურნალო საკარანტინო სივრცეები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ეპიდვითარება კიდევ უფრო მძიმდება ქვეყანაში. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნიბილი, რომ რუსთავში 10-მდე ინფიცირების შემთხვევა დაადასტურდა, აქედან 3 ერთი ოჯახის წევრები არიან. უცნობია, დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები რუსთავში.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - იმედი - დღის ქრონიკა
გადაცემას ვაგრძელებთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ნინო ნიჟარაძე შემოგვიერთდება. "ნამდვილად ეპიდდაძაბული ვითარება გვაქვს რეგიონში, თუმცა ამ ეტაპზე ეს არის მართვადი, რადგან მიდევნება ხდება თითოეულ შემთხვევაზე და თითოეულ კონტაქტირებულ პირზე.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - I არხი - საჯარო პოლიტიკა
ტვ პირველის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, მისი პირველი ტესტის შედეგი უარყოფითი იყო, თუმცა განმეორებითმა ტესტმა ვირუსი დაადასტურა, ინფიცირების წყარო ოჯახია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კავკასია - დღეს 19:00
შესაძლოა საქართველოში ახალი მედიის კლასტერი გაჩნდეს, ცნობილი ხდება, რომ ტელეკომპანია ტვ პირველის ჟურნალისტს ვირუსი დაუდასტურდა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომლებთან ხშირი შეხება ჰქონდა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 18:00 ტვ 1
ტელეკომპანია პირველის თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ვიკა ბუკიას ტესტის პასუხი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფიცირების წყარო ოჯახური კონტაქტებია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
სენაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 59 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც გაირკვა პაციენტს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გამოზიება 116-ე მუხლით დაიწყო.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კავკასია - დღეს 19:00
ემუქრება თუ არა ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას საფრთხე და შეზღუდვების ფონზე ჩაივლის კენჭისყრის დღე. მთავრობის განცხადებით, არჩევნების თარიღის გადაწევა დღის წესრიგში არ დგას, რადგან ხელისუფლება ეპიდსიტუაციას აკონტროლებს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება არც უმაღლეს სასწავლებლებში.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება. როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ არასრულწლოვნები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ტვ პირველში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან. ინფორმაციას ინგა გრიგოლია ავრცელებს: ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა((((( მისი ინფიცირების წყარო ცნობილია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
უსიმპტომო პაციენტებს კი საავადმყოფოების ნაცვლად სასტუმროებში უმკურნალებენ. ასეთი რამდენიმე პაციენტი უკვე გადაიყვანეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში. ხელისუფლება გლობალურ პრაქტიკაზე საუბრობს, თუმცა ჩნდება ეჭვები, რომ ჯანდაცვის სექტორი კვლავაც მოუმზადებელია და გასული თვეების განამვლობაში კლინიკებში ბევრი არაფერი კეთდებოდა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
44 ახალი ინფიცირებული, აჭარა ცხელ წერილად რჩება. მტავრობა კიდევ ერთ გზავნილს ავრცელებს, 20 აგვისტოს შემდეგ თუ იმყოფებოდით დონაში ან მრავალჟამიერში და ოაზისში უნდა ცაიტაროთ უფასო ტესტი. ინფიცირებულებს შორის არიან იუსტიციის სახლის, სამშობიაროს, გარემოს დაცვის, სასაზღვრო პოლიციის და ორბის თანამშრომლები. კორონა დაუდგინდა ჩვენს კოლეგასაც. ქორწილები, იუბილეები, ქელეხები ისევ გადაიდო. სწავლა დაიწყება თუმცა ზეიმის გარეშე. გადაიდო კინოსა და თეატრის გახსნა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში. დღეს, ვირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთით ნაკლები ვიდრე გუშინ. მესამე დღეა, კოვიდ 19-ის სტატისტიკა მნიშვნელოვნად იზრდება. 7 ინფიცირებულით გაფართოვდა ე.წ დონას ჯგუფი. COVID-19 აჭარაში სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელსაც დაუდასტურდა. ბათუმში, დაკეტილია სამშობიარო სახლიც. ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილი აჭარაა. აჭარაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს ნინო ნიჟარაძე.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
კორონა ვირუსის გავრცელების ახალი ჯგუფი აჭარაში. აჭარაში COVID-19 სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. მათგან ერთ-ერთი ბათუმის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი დამხმარე პერსონალი. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა კლინიკების ნაცვლად სასტუმროებში გრძელდება. მთავრობა ირწმუნება, რომ ჯერ ჰოსპიტალური მარაგები ამოწურული არ არის, თუმცა სათადარიგო გეგმა უკვე ამ ოქმედებულია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
რა მოხდა სენაკის ფსიქიატრიულ კლინიკაში და რას შეეწირა 59 წლის პაციენტი ქალის სიცოცხლე. ფაქტზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღძრა. კლინიკაში, სადაც საეჭვო შემთხვევა მოხდა, ერთ-ერთი ექიმი გიორგი გახარიას სიმამრია, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მას პაციენტთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
სასწავლო პროცესის თარიღის მოახლოებასთან ერთად, "ევროპული საქართველო" იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც სკოლებში, კორონა ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
ისევ 4 ათეულზე მეტით მატება ბოლო 24 სთ-ში. დღეს ქვეყანაში კოვიდ დადებითი 44 ახალი პაციენტია გამოვლენილი. მათ შორის არის დეპუტატი მეუღლესთან ერთად, ჟურნალისტი, ექიმი. დადგენილი თუ დაუდგენელი დაავადება პირველწყაროებთ. კლასტერებიც მრავლდება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
თუ აქამდე მსუბუქი სიმძიმის პაციენტები ჰოსპიტალში მკურნალობდნენ ახალი გადაწყვეტილებით საკარანტინო ზონებად მოწყობილ სასტუმროებში იმკურნალებენ, თუმცა მხოლოდ 19-დან 65 წლის ასაკის ჩათვლით ადამიანები, რომელთაც არც ქრონიკული დაავადებები აქვთ და არც სიმპტომები აქვთ გამოვლენილი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ფორმულა - გიორგი თარგამაძის ფორმულა
დღეს ორი ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების მორავლებასთან ერთად კვლავ ახალი ამბების პირველ ხაზზე გადაუნაცვლა ეპიდემიის საშიშროებამ.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
COVID-19-ის ისევ მაღალი მაჩვენებელი საქართველოში - 44 ახალი შემთხვევა და ახალი კლასტერები. მასშტაბები სერიოზულად იმატებს. ინფიცირების ახალი კერებია: საქართველოს პარლამენტი, ქუთაისის საჯარო სკოლა, რესტორანი და სამედიცინო კლინიკა თბილისში, აჭარის სასაზღვრო პოლიცია, ბათუმის საბანკეტო დარბაზი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - I არხი - მოამბე 18:00
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. უკვე მეორე დღეა, საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00
კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დღესაც დაფიქსირდა. ქვეყანაში ჩნდება ახალი კლასტერები და სულ უფრო იზრდება დაავადების გავრცელების არეალი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება არც უმაღლეს სასწავლებლებში.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში მეორე ტალღის დაწყების წინ იმაზე ნაკლები საწოლებია, ვიდრე - პირველი ტალღისას. არის თუ არა საკმარისი 600 საწოლი, მაშინ როდესაც კოვიდ 19-ის კიდევ ერთი აფეთქების წინ ეპიდემიოლოგები ინფიცირების უფრო მეტ შემთხვევას ელოდებიან, უცნობია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
კორონავირუსის ახალი კლასტერები. ხელისუფლებამ საზოგადოება დღეს ისევ შეზღუდვების რეჟიმში დააბრუნა. მტავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით აიკრძალა ქორწილები, ქელეხები და ნებისმიერი თავყრილობა, გარდა პოლიტიკური ღონისძიებებისა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით უსიმპტომო პაციენტებს ცენტრებში უმკურნალებენ. ლევან გოგჩაიშვილს დღეს კორონავირუსი დაუდგინდა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. 2. ტვ პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაინფიცირდა - წყარო ინგა გრიგოლიაა. 3. რუსთავიში ტრანსპორტის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
რა მოხდა სენაკის ფსიქიატრიულ კლინიკაში და რას შეეწირა 59 წლის პაციენტი ქალის სიცოცხლე. ფაქტზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღძრა.
10 სექტემბერი
ტელევიზია
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
თურქეთში პირბადეები ყველგან გარდა სახლისა როგორც გითხარით უკვე აუცილებელია, თუმცა, ჩვენთანაც სავალდებულოა და მგონი, ბეჭდიანი ფურცელი არ უნდა გახდეს საჭირო იმისთვის, რომ წესები დავიცვათ.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით დაინფიცირების მიუხედავად, პარლამენტი მუშაობას აგრძელებს. ყველა ის პირი, ვისაც ინფიცირებულთან 5 სექტემბრის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება. მმართველი გუნდის განცხადებით, შემთხვევის გამო პარლამენტში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კოვიდ-19-ის ქვეყანაში დაფიქსირების დღიდან. დღეს საქართველოში 57 ახალი პაციენტი გვყავს. სულ კი ვირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია და ცხრას შეადგენს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
1. კორონავირუით დაინფიცირების პირველი შემთხვევა, რომელიც საარჩევნო კამპანიას აფერხებს. პარტია ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის წევრები თვითიოლაციაში გადავიდნენ და დღეს ტესტირება ჩაუტარდებათ. მიზეზი მათი წევრის დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით ინფიცირებაა. ვირუსი დაუდასტურა ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლესაც, რომელიც ტვ პირველის თანამშრომელიც.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
იუბილეები, ქორწიები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები დღეიდან როგორც დახურულ სევე ღია სივრცეებში აიკრძლება. გადაწყვეილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. იზღუდება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონიძიებებიც. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისინებულია შესაბამისი სანქციები. საბჭოს გადაწყვეილებით, პირველ ნოემბრამდე გადაიდო თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც. ბექა ფერაძის თქმი, კონტროლი განხორციელდება როგორც შრომის ინსპექციის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური სააგენტოს მიერ.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - I არხი - მოამბე 10:00
იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები დღეიდან იკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. ბათუმში მდებარე წვეულებათა სახლის "აჭარას" თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ინფიცირებული მიმტანების ხელმძღვანელია. დაწესებულების დირექტორის განცხადებით, წვეულებათა სახლში 6 სექტემბერს 200-კაციანი ქორწილი იყო, თუმცა ინფიცირებული სტუმრებთან უშუალო შემხებლობაში არ იყო. ლია აბულაძის თქმით, ტესტირბა რესტორნის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამ დროისთვის რესტორანი დახურულია.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მდგომარეობას შრომის ინსპექტორები ამოწმებენ. სკოლების ნაწილში მონიტორინგი უკვე განხორციელდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაკვეთილო პროცესის აღდგენა მხოლოდ შრომის ინსპექტირების დასკვნაზეა დამოკიდებული.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 25 შემთხვევის წყარო კი აჭარის რეგიონია. მარინა ეზუგბაია: "5-ის წყარო არის "დონა", 14 პაციენტის წყარო არის ბათუმი, 18 პაციენტის წყარო გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
პაატა იმნაძე: "
10.09.2020
Link: 10.09.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 25 შემთხვევის წყარო კი აჭარის რეგიონია.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
კორონავირუსი
9 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პია.ჯი
დღეიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებს სასტუმროებში გადაიყვანენ.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ყოველდღიურად 7 000-მდე ტესტი ტარდება, სექტემბრის ბოლომდე კი, დღიურად 10 000-მდე ტესტი გაკეთდება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პია.ჯი
„მოგიწოდებთ უფრო მეტად მოსახლეობამ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დისციპლინა, მხედველობაში მაქვს კორონავირუსულ ინფექციასთან გაჟღერებული პრევენციული ღონისძიებები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პია.ჯი
„მთავარია, რომ ეს პროცესი ქვეყანაში მართვადია, ეს ჩვენი გამოცდაა. გამოცდას გავდივართ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ვითარება მართვადია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, როდესაც შეამჩნევენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინმეს პირბადე არ უკეთია, არ არასწორად უკეთია, მივიდნენ და შენიშვნა მისცენ. „ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ გვაკონტროლოს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
“არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორებსა და ცესკო-სთან ერთად ვმუშაობთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
“გეგმაზომიერად, როგორც დაანონსებული გვქონდა, სექტემბრის ბოლომდე ავალთ 10 000 დღიურ ტესტირებაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება. მინისტრის თქმითვე, სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი ხორციელდება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
“ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული”,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – “რა დამატებითი რეგულაციები დაწესდება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის შემთხვევები საგრძნობლად მოიმატებს და ქვეყანა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს დაკარგავს”.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
“ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ უკეთია ვიღაცას ნიღაბი ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
“არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა იყოს, რომ ეს არ იყოს გამოყენებული მმართველი ან სხვადასხვა პარტიის მიერ დისკრიმინაციად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მედიანიუს.ჯი
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს. დღეს დასრულდება შენობაში მომუშავე 100-ზე მეტი თანამშრომლის ტესტირების პროცესი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მედიანიუს.ჯი
დღეიდან, 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ სასტუმროებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, "კორონავირუსიან პაციენტებს სასტუმროებშიც უმკურნალებენ".
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება. მინისტრის განმარტებით, სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ არასრულწლოვნები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს და დღევანდელი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ. ეს არაა შენიშვნა, რეკომენდაციაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ბიემ.ჯი
"კორონავირუსიან პაციენტებს სასტუმროებშიც უმკურნალებენ", - გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო და საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააცნო.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ბიემ.ჯი
დღეს, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემილოგიური მდგომარეობის გართულების გამო, დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის განახლებული რეკომენდაციები დაამტკიცა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინფო9
დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინფო9
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინფო9
როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ბიპიენ.ჯი
შრომის ინსპექციამ სასწავლო წლის დაწყებამდე 2800-მდე როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის კვების ობიექტები (ბუფეტები) უნდა შეამოწმოს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ბიპიენ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პუბლიკა.ჯი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი 44 ახალი შემთხვევიდან 7 ე.წ. „დონას“ კლასტერიდანაა, 12-ის ინფიცირების წყარო ქალაქი ბათუმია;
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პუბლიკა.ჯი
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარის რეგიონში დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ ჩატარდა 2700 PCR ტესტი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პუბლიკა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსით ინფირიცებულთა ნაწილი საავადმყოფოების ნაცვლად მკურნალობას საკარინტინო სივრცეებში გააგრძელებენ. პაციენტების ნაწილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სასტუმროებში დღეიდან გადაინაცვლებს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პუბლიკა.ჯი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამკაცრდება რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
“სკოლების შემოწმება გრძელდება და უკვე 1500-მდე სკოლაა შემოწმებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
“ბათუმში კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება და მნიშვნელოვანია, რომ ობიექტების შემოწმების პროცესი კონტროლზე იყოს აყვანილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 18-დან 65 წლამდე პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები და სიმპტომები არ აქვთ, მკურნალობას სასტუმროში, კარანტინში გაივლიან.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტაბულა.ჯი
“ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ცესკოსთან ერთად. ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესს არ შეექმნას არანაირი რისკი და ჩვენმა ყველა მოქალაქემ შეძლოს და დააფიქსიროს თავისი სურვილი იმასთან მიმართებაში, თუ როგორი მთავრობა და ხელისუფლება წარმოუდგენია მას შემდეგი 4 წლის მანძილზე. ” ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 2020 წლის არჩევნებზე.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პია.ჯი
საქართველოში შექმნილი ეპიდვითარების და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება. საკოორდინაციო საბჭოს წევრების ცნობით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით, საკმაო რაოდენობის სკოლაა შემოწმებული.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ არეშფერანის ამბულატორიის ინფრასრტრუქტურულ გაუმართაობაზე საუბრობს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, კოვიდინფიცირებულის რომელ ჯგუფს შეეძლება სასტუმროში მკურნალობა. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, სასტუმროში უმკურნალებენ 18-დან 65 წლამდე ადამიანს, რომელსაც ექნება უსიმპტომოდ გამოვლენილი ვირუსი და არ ექნება რაიმე ქრონიკული თანმხლები დაავადება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, დღეიდან დაიწყება სასტუმროს მომსახურებით, კარანტინში პაციენტების მკურნალობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ბიემ.ჯი
პარლამენტი ფუნქციონირებას განაგრძობს, - ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კომერსანტ.ჯი
შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 2900-მდე სასტუმროდან ნებართვა 1461-მა მიიღო. როგორც შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, ინსპექტორების რაოდენობა უახლოეს დღეებში გაიზრდება და აგვისტოს შუა რიცხვებიდან პროცესში 70-მდე ინსპექტორი იქნება ჩართული.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კომერსანტ.ჯი
თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება; 10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში;
09.09.2020
Link: 09.09.2020 - კვირა.ჯი
შრომის ინსპექცია აქტიურად უწევს ზედამხედველობას ობიექტების ინსპექტირების პროცესს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ არ იკეტება აჭარის რეგიონი ინფიცირების ამდენი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაიხურება თუ არა ტ პირველი - ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თამარ ჩიხლაძის „ დღის ამბებში“ ამირან გამყრელიძის რეკომენდაციებზე ისაუბრა. გრიგოლიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა მათ უთხრა, რომ ჯერჯერობით ტელევიზიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა.
10 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
10.09.2020
Link: 10.09.2020 - პია.ჯი
PIA.GE გთავაზობთ 9 სექტემბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობა აიკრძალა. თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა 1 თვით გადაიდო მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აიკრძალა.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ფეისბუქ გვერდზე განახლდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - პუბლიკა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1830-ია. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 1334-ია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 451 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - მედიანიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ფეისბუქ გვერდზე განახლდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - კვირა.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 334-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - კვირა.ჯი
„თბილისის მიკროავტობუსი“ მოსახლეობას მიმართავს, ფეხზე დამდგარმა არ იმგზავროს, ხოლო მძღოლები, ვინც ტრანსპორტში წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან. ამის შესახებ განცხადებას „თბილისის მიკროავტობუსი“ ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რეგინფო.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 451 აქტიური შემთხვევაა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაცია დილით განახლდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 1830 ადამიანს დაუდასტურდა, სიადანაც 1334 (73 %) უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. დაავადებათა კონტროლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს. განახლებული სტატისტიკა ასეთია: გარდაიცვალა 19 პაციენტი კარანტინის რეჟიმში 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 390 პირი იმყოფება.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ინფო9
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ფეისბუქ გვერდზე განახლდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - პია.ჯი
საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 9 პაციენტმა შეძლო. მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაახლა. 10 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდვირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 1334 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებვერვალს დადასტურდა.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - პია.ჯი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაახლა. 10 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1830 შეადგენს.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ბიემ.ჯი
მთავარია ასეულობით შემთხვევა არ დაგვემატოს, ამას გავუმკლავდებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ბიემ.ჯი
თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ხანდაზმულებს, რამეთუ ისინი მაღალი რისკის ზონაში არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - პია.ჯი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია შუა ხნის ქალს დაუდასტურდა, რომელიც გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში მაღალი ტემპერატურით მოათავსეს.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - პია.ჯი
გურიაში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. ამის შესახებ PIA.GE -ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავანაძემ განუცხადა.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რეგინფო.ჯი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარას უკავშირდება.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რეგინფო.ჯი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „რეგინფოსთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ინფო9
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - ბიპიენ.ჯი
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს.
პრესა
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რეზონანსი
დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება არც უმაღლეს სასწავლებლებში. „ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეიცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს. დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
სკოლებში საზეიმო ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა უწყებათაშორისმა საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საკითხი არ განიხილება. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსის მართვის პოლიტიკის გაძლიერება. „ჩაკეტვების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენთან უკვე აღარ არის დღის წესრიგში, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა, ანუ სწრაფი იდენტიფიცირება და მართვა და ეკონომიკის აქტივობების გაძლიერება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რეზონანსი
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის მომატებული შემთხვევებთან დაკავშირებით აუცილებელია არა რეგულაციების გამკაცრება, არამედ არსებული რეგულაციების აღსრულების და შესრულების კონტროლი, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი რეგულაციების მკაცრად დაცვა, როგორიცაა დისტანცირება, პირბადეების ტარება და პირადი ჰიგიენის დაცვა. "ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება, ჩვენ, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასეულები არ განვითარდეს. 3,4 და 5 ათეულს ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - მესინჯერი
კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. მისი განმარტებით, ზოგადად ჩაკეტვის პოლიტიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში აღარ დგას.
10.09.2020
Link: 10.09.2020 - რეზონანსი
იმის გამო, რომ კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი მკვეთრად იზრდება, სასწავლო პროცესში ახალი რეგულაციები შემოდის, განათლების სამინისტრომ შერეული სწავლების მოდელი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც შედარებით მაღალ კლასებში მოსწავლეებს ნაწილობრივ ონლაინ-გაკვეთილები ჩაუტარდებათ.