მედია მონიტორინგი
8 სექტემბერი
ტელევიზია
08.09.2020
Link: 08.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
კორონავირუსის რეკორდულად მომატებული მაჩვენებელი საქართველოში. 45 ახალი შემთხვევა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
1. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 1729-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 6-ით არის გაზრდილი. 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარაშია დაინფიცირებული და ეპიდემიოლოგები ალაპარაკდნენ, რომ საჭიროა ქვეყანაში გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები და მაქსიმალური კონტროლი მიმდინარეობდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა 45 ახალი შემთხვევა უკვე იმას მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მექანიზმი არის უკონტროლო და ბათუმი არის წითელი ზონა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1321-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
რამდენიმე საათია ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო კოვიდ 19 - ხოფას ბაზრობა დაიკეტა. ყველაზე ხალხმრავალ ტერიტორიაზე ვირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა. ადგილზე დილიდან სპეციალისტები მუშაობენ და თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მარინა ეზუგბაია აცხადებს რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა. დღეს ე.წ ხობის ბაზრობა დაიკეტა, სადაც ამ დროისთვის კოვიდინფექციის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ამ ეტაპზე პაცეინტების მდგომარეობა არის სტაბილური.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
45 ახალი შემთხვევიდან სამი არის „დონას“ კლასტერი, 19 კონტაქტია დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევა და აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი და ახალი შემთხვევები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში - კოვიდ ინფექციის მატების ტემპი გაიზარდა. ფოთში ინფიცირებულია მეხანძრე-მაშველი.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
რესტორნებს შრომის ინსპექტორთან ერთად შსს-ს წარმომადგენელიც შეამოწმებს, რაც მიუღებელია ბიზნესისთის. რა არგუმენტი აქვს მთავრობას და რა პრობლემებს ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილება კვების ობიექტებისთვის? ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლით არის გამოწვეული. შოთა ბურჯანაძე: არ არის შსს ის ორგანო, რომელიც ბიზნესის კუთხით ჩარევის აუცილებლობას წარმოადგენს. გარკვეული შიშის ფაქტორი შეიძლება არსებობდეს და ამას არ მივესალმები.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების საჭიროება არ დადგეს. საუბრისას აღინიშნა რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია პროცესი იყოას მართვადი, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე ქვეყნის ეკონომიკას.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - იმედი - იმედის დილა
კორონავირუსი
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
კორონავირუსის ახალი შემთხვევები სამეგრელოში. რუხის კლინიკაშ კიდევ 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს. პარალელურად კორონავირუსი დაუდასტურდა ფოთში მეხანძრე-მაშველს. ინფიცირებული 6 სექტემბერს მორიგეობდა, მასთან მომუშავეები კარანტინში გადაიყვანეს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
კორონავირუსი კერძო ლინიკის ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა. მედიკოსს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და სამსახურში 2 დღის წინნ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც კოვიდზე ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აჭარის რეგიონს უკავშირდება. 45-დან 21 სწორედ ბათუმს უკავშირდება, ამიტომ რეგიონი დღეს უკვე წითელ ზონად მიიჩნევა. ვირუსი დაუდასტურდათ ბათუმის იუსტიციის სახლის და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
შეკვეთილში, სასტუმრო "პარაგრაფის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. რამდენიმე პირს, რომელიც ინფიცირებულთან შემხებლობაში იყო, ტესტირება ჩაუტარდა. სასტუმროს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ პირთან კონტაქტი მხოლოდ 3 ადამიანს ჰქონდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ისინი კვლავ იზოლაციაში რჩებიან.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
რამდენად მზადაა მმართველი გუნდი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის - დღეს პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭო ბიზნესსა და მოწალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს და სპეციალსიტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესება არ გახდეს საჭირო.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კავკასია - დღეს 19:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსით ინფოცირების მაჩვენებელს კიდევ ერთხელ ეხმაურება და სტატისტიკას საყურადღებოს უწოდებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვითარება პანიკის საშუალებას არ იძლევა, თუმცა რეკომენდაციების უგულებელჰყოფის ნიშანია. გამყრელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს რეგულაციებს, რომელიც მისი შეფასებით, მოქალაქეებს კორონავირუსისგან დაიცავს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - I არხი - მოამბე 18:00
დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქამდე კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი, 42 შემთხვევა, ქვეყანაში 16 აპრილს აღრიცხეს. ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსი უკვე 219 ადამიანს დაუდასტურდა. მანამდე პიკურ პერიოდში, 7 დღის დაჯამებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 137 ინფიცირებული იყო. რამდენ შემთხვევაშია დაუდგენელი ინფიცირების წყარო და რომელ კლასტერებს უკავშირდება დღეს დადასტურებული შემთხვევები? ახალი შემთხვევბიდან 2 რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელია.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ქვეყანას 45 პაციენტი მიემატა. ედს ყველაზე მძლავრი შეტევაა, მთავრობა მიმართავს ყველას ვინც ბოლო 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდა აჭარაში, მიმართონ ცხელების ცენტრს ან 112ს. აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. შემთხვევათა უმეტესობა აჭარას უკავშირდება დაკეტილი იუსტიციის სახლი, ხოფის ბაზრობაც. 15მდე გაიზარდა ავერსის კლასტერის რაოდენობა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
რა ხდება წითელ ზონად გამოცხადეუბლ აჭარაში, სადა ყველაზე მეტი დაინფიცირებულია. ხელისუფლება კი მძიმე ეპიდ ვითარების მიუხედავად წესების დარღვევით ბულვარში კონცერტს ატარებს. საქართველოში დღე-ღამეში 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დრომდე დღიური რეკორდული მაჩვენებელი 38 ინფიცირებული იყო. დაიხურა იუსტიციის სახლი და ხოფის ბაზრობა. დაინფიცირების სხვადასხვა შემთხვევებია სხვადასხვა რეგიონში. რესტორნებში, საჯარო სამსახურებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ზრდის თუ არა პანდემიის მასშტაბური გავრცელების რისკს ხელოვნურად ხელისუფლება საარჩევნო მიზნებისთვის.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
აჭარაში ეპიდმიოლოგიური ვითარება გართულდა. ვირუსის გავრცელებამ ფართომასშატბიანი სახე მიიღო. ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 45 შემთხვევიდან თითქმის ნახევარი აჭარას უკავშირდება და ნაწილს რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს, ზოგიც კონტაქტია, ნაწილი კი ე.წ დონას ჯგუფს ეკუთვნის. რესპუბლიკურში 105 ადამიანი მკურნალობს. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრებს ამირან გამყრელიძე. ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში შიდამობილობა მკვეთრად გაიზარდა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
კორონავირუსის გავრცელებიდან პირველად საქართველოში COVID - 19-ის ყველაზე დიდი მატებაა. ბოლო 24 საათში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რეკორდია 7 თვის განმავლობაში. ექიმები უკვე ამბობენ, რომ კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება. კორონავირუსი საქართველოში ინტენსიური გავრცელების ხასიათს იღებს. 45 ახალი შემთხვევიდან ნაწილი მრავალრიცხოვან ქორწილებს უკავშირდება, 23 ახალი ფაქტი კი ბათუმს, რომელიც ჯერჯერობით არ იკეტება, თუმცა ქალაქი წითელ ზონად გამოაცხადეს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
1. "მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი და მისი ოჯახი თვითიზოლაციაშია. სამინისტროში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, წყარო კი "მთავარს" უყვება, რომ 6 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ დაბადების დღე რესტორან "რესპუბლიკაში" გადაიხადა და ტერასა დახურა. დახურულ წვეულებაზე მყოფ რესტორნის თანამშრომელს კი რამდენიმე დღეში კოვიდ-19 ოფიციალურად დაუდასტურდა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
უწყებათაშორისი საბჭო ბიზნესსა და საზოგადოებას მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების საჭიროების საფრთხე არ დადგეს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ფაქტის პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუსაო შეხვედრა გამართა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
1 დღეში 45 ახალი შემთხვევა - კორინავირუსის ეპიდემიის საქართველოს 7 თვის ისტორიაში ეს ახალი ფაქტის მატების რეკორდული მაჩვენებელია. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები კონკრეტული კავშირების გამოვლენაზე მუშაობენ.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ფორმულა - პოლიტმეტრი-ფორმულა
საუბარია კორონავირუსზე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე. გადაცემის სტუმარია ამირან გამყრელიძე. ამირან გამყრელიძე რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
კორონავირუსის გავრცელებიდან პირველად საქართველოში COVID - 19-ის ყველაზე დიდი მატებაა. ბოლო 24 საათში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რეკორდია 7 თვის განმავლობაში. ექიმები უკვე ამბობენ, რომ კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება. კორონავირუსი საქართველოში ინტენსიური გავრცელების ხასიათს იღებს. 45 ახალი შემთხვევიდან ნაწილი მრავალრიცხოვან ქორწილებს უკავშირდება, 23 ახალი ფაქტი კი ბათუმს, რომელიც ჯერჯერობით არ იკეტება, თუმცა ქალაქი წითელ ზონად გამოაცხადეს.ასევე კორონა დაუდასტურდათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
აჭარა წითელი ზონაა, თუმცა რეგიონის მაღალმთიანეთში პანდემია დაავიწყდათ. თავშეყრის ადგილებში, პირბადით მოქალაქეს იშვიათად ნახავთ. თუ, რატომ? ხალხის პასუხი მარტივია - ჯერათ, რომ ვირუსი გვერდს აუვლით. მიუხედავად ყველაფრისა, მაღალმთიანი აჭარა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. შესაბამის უწყებებში კი ამბობენ,რომ პანდემიის ფონზე პრევენციულ ღონისძიებებს ხშირად ატარებენ და ჯანდაცვის სამინისტროს რგულაციებს ახსენებენ.
9 სექტემბერი
ტელევიზია
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ინფიცირებულთა რაოდენობა და ბოლო პერიოდის მონაცემები კვლავ შემაშფოთებელია. მოგეხსენებათ, რომ სპეციალური რეკომენდაციებით და წესების დაცვით მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებები, მაგ: მაღაზიები, სილამაზის სალონები, აფთიაქები, კაფე-ბარები და ტრანსპორტი. დღევანდელი მონაცემებით, ქართულ თეატრში სპექტაკლზე დასწრებას ოქტომბრის თვიდან შევძლებთ. კინოთეატრები 15 სექტემბრიდან განაახლებენ ფუნქციონირებას. რეგულაციებით მუშაობს სილამაზის სალონები.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ეკონომიკის მინისტრს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები შევაფასებინეთ, რომელთან დაკავშირებითაც ბიზნესისა და კანონის პროექტების შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მინისტრი კოლეგა ჯანდაცვის მინისტრისაგან განსხვავებით გუშინ კანონპროექტზე საუბრისას უფრო ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა, თუმცა, კონკრეტული პასუხიც საინტერესო იქნება. ნათია თურნავა: "ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა გვქონდეს. ბიზნესინტერესები ცალსახად უნდა იყოს დაცული, მაგრმ ამავდროულად დასაქმებულის ინტერესებიც უნდა დავიცვათ. შრომის ინსპექციამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა პანდემიის კონტროლთან მიმართებაში".
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
„რესპუბლიკას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. რესტორნის თანამშრომლების ნაწილი საკარანტინო ზონებში არიან გადასული, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. რესტორნის მენეჯერის, თამარ კვერნაძის განცხადებით, ინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა თანამშრომლების ტესტირების პასუხი დღეს და ხვალ გახდება ცნობილი.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. ეპიდაფეთქებამ აჭარაში ქვეყნის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. საზღვაო ქალაქმა სტატუსი შეიცვალა და ის უკვე წითელი ზონაა. ბათუმის რესპუბლიკურ საავამდყოფოში ამ ეტაპზე 111 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა 22-ს კი მწვავე პნევმონია აღენიშნება. გუშინ ქვეყნის მასშტაბით სულ გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევიდან 23 მხოლოდ აჭარაში დაფიქსირდა. 2. მწვანე ზონის სტატუსი მოეხსნა ცაგერის მუნიციპალიტეტს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00
თამარ გაბუნია
8 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
08.09.2020
Link: 08.09.2020 - რეგინფო.ჯი
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის - 45 შემთხვევის გამოვლენის გამო, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ვირუსის გავრცელების ეფექტური პრევენციის ღონისძიებებზე.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ბიპიენ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის განახლებული რეკომენდაციები დაამტკიცა. კერძოდ, ცვლილება ღია ტიპის რესტორნებს შეეხება, როგორც დამტკიცებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, თუ ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანის განთასება იყო შესაძლებელი, ახლა ეს რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1729-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC)-ის ფეისბუქგვერდზეა მოცემული. მათივე მონაცემებით, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1321 გახდა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავისით ინფიცირების 363 აქტიური შემთხვევაა, კარანტინში იმყოფება 5 882 ადამიანი.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 სექტემბერს დაფიქსირებული კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 3 არის “დონას” კლასტერი, 19 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 – “ავერსის” კლინიკის სამედიცინო პერსონალი, 4 – შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთოს მძღოლია, 12 – აჭარაში მოგზაურობის ისტორიითაა და 3-ზე წყაროს დასადგენად და კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - პია.ჯი
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო კონტროლი მკაცრდება. ამასთან, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გამოქვეყნდა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ინფო9
კიდევ ერთხელ მოგმართავთ და ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაზეც სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი საუბრობს. ეს რეკომენდაციები გახლავთ: ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება, ასევე თუ ვიკრიბებით გარკვეული რაოდენობით ადამიანები და დისტანციას ვერ ვიცავთ, გარეთაც პირბადის ხმარება.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ბიპიენ.ჯი
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, და ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაზეც სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ბიპიენ.ჯი
პიროვნება, რომელსაც Covid19 დაუდასტურდა, არ არის სასტუმროს “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს შტატში რიცხული თანამშრომელი და სასტუმროში დრობით იმყოფებოდა, - ამის შესახებ სასტუმრო “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის” განცხადებაშია აღნიშნული.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 185 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) -1 კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრმა ეპიდემიოლოგმა სასწავლო წლის განახლებით მობილობის მკვეთრ ზრდაზე აღნიშნა, რეკომენდაციების დაცვის საჭიროებაზე. გამყრელიძემ დაწყებითი კლასის მოსწავლეების იგულისხმა, როგორც აღნიშნა, რომლებსაც მშობლის დაუხმარებლად წესების ზედმიწევნით დაცვა გაიჭირდებათ.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ბიემ.ჯი
მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია უკან არ იხევს. უმრავლეს ქვეყნებში, ადგილი აქვს ყოველდღიურ შემთხვევათა ზრდას, რომელიც მერყეობს 200-დან 250 ათასამდე. ზოგიერთ დღეს ყოველდღიური შემთხვევები 300 ათასამდე ავიდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ-19-ის სტატისტიკაზე გლობალურად, რეგიონში და საქართველოში.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ბიემ.ჯი
ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ბიემ.ჯი
მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ბიემ.ჯი
მოგახსენებთ, რომ პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid19, არ არის სასტუმროს “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დროებით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სასტუმრო ავრცელებს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კიდევ ერთხელ მოგმართავთ და ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაზეც სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია უკან არ იხევს. უმრავლეს ქვეყნებში, ადგილი აქვს ყოველდღიურ შემთხვევათა ზრდას, რომელიც მერყეობს 200-დან 250 ათასამდე. ზოგიერთ დღეს ყოველდღიური შემთხვევები 300 ათასამდე ავიდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, და ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაზეც სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი საუბრობს. ეს რეკომენდაციები გახლავთ: ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება, ასევე თუ ვიკრიბებით გარკვეული რაოდენობით ადამიანები და დისტანციას ვერ ვიცავთ, გარეთაც პირბადის ხმარება.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ძალიან გთხოვთ ყველას, პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო შეკრებები, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერებასთან, თუ იქნება სამწუხარო თავშეყრები. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რადგან ეს არის ძალიან მომატებული რისკი, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო 2 კვირის განმავლობაში პროგნოზირებადი იყო იმიტომ, რომ ზაფხულში ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდა ხალხმა დაისვენა, იყვნენ კურორტებზე, სტიმული მიეცა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და გარკვეულად, რომ ინფექციის შემთხვევების ზრდა გვექნებოდა ეს პროგნოზირებადი იყო, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - კომერსანტ.ჯი
გასულ პერიოდში 1 200 საწოლი გვქონდა მობილიზებული, თუმცა ამ ეტაპზე ამდენის საჭიროება აღარ არის და „კოვიდის“ და ცხელების მიზნებისთვის გვრჩება 680 საწოლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, გასული სამი-ოთხი თვის განმავლობაში ჰოსპიტალურმა სექტორმა სერიოზული გამოცდა გაიარა. „ჰოსპიტალური სექტორის მომზადება დიდი ხანია, დავიწყეთ, ეპიდემიის პირველივე დღეებიდან.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
პიროვნება, რომელსაც Covid19 დაუდასტურდა, არ არის სასტუმროს “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს შტატში რიცხული თანამშრომელი და სასტუმროში დრობით იმყოფებოდა , - ამის შესახებ სასტუმრო “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის” განცხადებაშია აღნიშნული.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო 2 კვირის განმავლობაში პროგნოზირებადი იყო იმიტომ, რომ ზაფხულში ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდა ხალხმა დაისვენა, იყვნენ კურორტებზე, სტიმული მიეცა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და გარკვეულად, რომ ინფექციის შემთხვევების ზრდა გვექნებოდა ეს პროგნოზირებადი იყო, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფექციის წინააღმდეგ ქვეყნის მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციას გეგმავს, რისთვისაც 20 მილიონი დოლარია საჭირო. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
08.09.2020
Link: 08.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
უ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ჯამურად გვექნება 370 შემთხვევა და დავრჩებით „მწვანე ზონაში“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ეპიდემიაზე საუბრისას განაცხადა.
9 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 2700 PCR კვლევა, აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 25 პირს“ ,- აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი. ამჟმინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1773 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1325 განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟმინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1773 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1325 განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კვების ობიექტებში, ერთ მაგიდაზე დასაშვებ წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. კერძოდ, უნივერსიტეტებში განთავსებულ კაფეტერიებში ერთ მაგიდაზე მხოლოდ 6 პირი განთავსდება. პროტოკოლში, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავდა, აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება ყველასთვის აუცილებელ პირობად რჩება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარაგში, 7 სექტემბრის მდგომარეობით, 198 611 PCR ტესტის სრული ნაკრები ირიცხება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ამასთან, მათივე ცნობით, 7 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში 1 060 000 PCR ტესტია შეძენილი, მათ შორის: სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის Covid 19-ის სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყების დღიდან შეძენილია 670 000 PCR ტესტი. მიმდინარე კონტრაქტებით კი შეძენილია 390 000 ტესტი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 31 იანვრიდან დღემდე ლაბორატორიებში 421 695 - PCR ტესტია გაკეთებული.
პრესა
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რეზონანსი
მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სკოლის დაწყება გამოიწვევს მობილობის მკვეთრ ზრდას, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რადგან ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. „მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - სკოლებში მისვლასთან, ბავშვის მიყვანასთან, მხედველობაში მაქვს პატარა ბავშვები და წესების დაცვა. რამე თუ ეს არის მობილობის ყველაზე დიდი ზრდა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რეზონანსი
ეპიდემიოლოგებმა თბილისიდან თელავში ჩასული ექიმის 19 კონტაქტი მოიძიეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, 19 კონტაქტის ნიმუში უკვე აღებულია და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. "რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ყველა მათგანი უკვე იმყოფება თვითიზოლაციაში. ეს არის შემოტანილი ვირუსი და ადგილობრივ შემთხვევად არ განიხილება,"- განაცხადა ხიზანიშვილმა. თელავში მდებარე "ევექსის" კლინიკას კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში მცხოვრებმა, პროფესიით ანგიოლოგმა მიმართა. ჩატარებული ტესტის მიხედვით მის ორგანიზმში ვირუსის არაებობა დადასტურდა. დაინფიცირებული ქალი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ახალი თაობა
- მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სკოლის დაწყება გამოიწვევს მობილობის მკვეთრ ზრდას, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რადგან ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. - მხედველობაში მაქვს პატარა ბავშვები და წესების დაცვა. რამე თუ ეს არის მობილობის ყველაზე დიდი ზრდა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რეზონანსი
სამშაბათს, 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა - 45 ახალი შემთხვევა 24 საათში. ამის მიუხედავად, სპეციალისტთა უმრავლესობა მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგანაც ახალი შემთხვევების მატება სხვადასხვა რეგიონებში მიკრო „აფეთქებების" ხარჯზე ხდება და მასობრივი თავშეყრის კონკრეტულ შემთხვევებს უკავშირდება.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - ვერსია
მას შემდეგ, რაც საქართველოში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა ისაა, კორონა სტატისტიკის გაზრდის გამო, ქვეყანა ხელმეორედ ხომ არ ჩაიკეტება? ამასობაში კი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ხორციელდება და მართალია, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ ამ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას.
09.09.2020
Link: 09.09.2020 - რეზონანსი
„რაც უფრო მოგვეჩვევა, მით უფრო ნაკლებად ლეტალური გახდება",- ასე უპასუხა შ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმედის ეთერში კითხვას - შესუსტდა თუ არა კორონავირუსი. „სამეცნიერო კვლევებს ველოდებით, მტკიცებულებები სჭირდება ამას, მაგრამ გარედან თუ შევხედავთ, რაც უფრო მოგვეჩვევა ადამიანებს, უფრო ნაკლებად ლეტალური გახდება ჩვენთვის. ჩანს, რომ ასე ხდება",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.