მედია მონიტორინგი
8 ოქტომბერი
ტელევიზია
08.10.2020
Link: 08.10.2020 - I არხი - მოამბე 12:00
კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 2 ახალი შენობა გაიხსნა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
ქვეყანაში რეანიმატოლოგთა ჯგუფი შექმნება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე იმუშავებს. გუნდს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს. სიახლის შესახებ პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების წარმომადგენლებს შორის შემდეგ გახდა ცნობილი. გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. თამარ გაბუნია: "უმოკლეს ვადებში იგეგმება რეანიტალოლოგთა ჯგუფების ჩამოყალიბება. სადაც შეიქმნება კრიტიკული პაციენტების მართვის პლატფორმა".
08.10.2020
Link: 08.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
თბილისის 140-ე საჯარო კოლაში ერთი დღით შეწყდა, მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. ბებიაც ამავე სკოლის პედაგოგია. 2. თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მეექვსე კლასელი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბოლოს პარასკევს იმყოფებოდა, სავარაუდოდ ვირუსი მას ძისგან გადაედო. ფაქტზე ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო. 3. 472 ახალი შემთხვევა, სამი გარდაცვლილი და 318 გამოჯანმრთეებული - ასეთია 8 ოქტომბრის კოვიდ-სტატისტიკა. სამივე გარდაცვვალება აჭარას უკავშირდება. რეგიონი ისევ ლიდერია, შემდეგ მოდის თბილისი და იმერეთში. 4. რვა ახალი შემთხვევა დაემატა სამეგრელო-ზემო სვანეთს. რუხის კლინიკას ამ ეტაპზე 73 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ოცის მდგმარეობა ფასდება მძიმედ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 2 ახალი შენობა გაიხსნა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და კაჭრეთისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად მოინახულა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
ახალი კლასტერი და ახალი კერა - კორონავირუსით ინფიცირება 52-ე სკოლოს მეექვსე კლასელს დაუდგინდა. ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არ არის და დაინფიცირებული მოზარდის თანაკლასელები ონლაინ სწავლებაზე გადაუყვანეს, თუმცა ეპიდემიოლოგებს მათთვის თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ მიუციათ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალი შემთხვევების რიცხვს, რაოდენობამ წინა დღეებთან შედარებით იკლო და 472 შეადგინა. აქედან, 134 თბილისს უკავშირდება. გვყავს 318 გამოჯანმრთელებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
კორონავირუსით დღეს სამი ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10 225 -ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი. დღეს გარდაცვლილი სამივე პაციენტი აჭარის რეგიონში მკურნალობდა. აჭარაში დღეს კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.მთავრობის მეთაურმა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
მთვრობის სხდომის დასსრულების შემდეგ კომენტარები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს. ვანო მაჭავარიანი:"თქვენ იცით, რომ საქართველოში ვირტუალურად იმყოფება სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ეროვნული ბანკიც მათთან არის მუდმივ კონტაქტზე. დარწმუნებული ვარ, რომ სებ-ი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ეს ქმედებები მეტია თუ ნაკლები, დავუტოვოთ სებ-ს.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19“-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ხელფასების ზრდის საკითხს.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. პრემიერის განცხადებით, ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. პრემიერმა მოისმინა კლინიკების წარმომადგენლებისა და მედიკოსების კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები, კლინიკურ, მათ შორის, მძიმე პაციენტების მართვის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 2 ახალი შენობა გაიხსნა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია პრემიერს მიმართავს. ისინი მეიდკამენტების წარმოების GMP-ის სტანდარტზე გადასვლას 2022 წლის ნაცვლად 2027 წლამდე გადავადებას ითხოვენ. კომპანები ახალ სტანდარტზე გადასავლელად მზად არ არიან და მასზე გადასვლის შემთხვევაში არაერთი მათგანი არმოჩნდება დაზურვის საფრთის წინაშე.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი მუცლადყოფნისას დაეღუპა - შემთხვევა ბათუმის სამშობიარო სახლში მოხდა, პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დღეს კორონა ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 472-ით გაიზარდა. სამშობიარო სახლის დირექტორის თქმით, მუცლადმყოფი ნაყოფის მდგომარეობა დილის საათებში ჩატარებული მონიტორინგისას დამაკმაყოფილებელი იყო. "დილით, როდესაც გაისინჯა პაციენტი, ბავშვის გულისცემა კარგი იყო.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ქალს ნაყოფი მუცლადყოფნის დროს დაეღუპა. 26 კვირის ორსული გუშინ, 7 ოქტომბერს ამშობიარეს. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პირველ ოქტომბერს შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ერთ-ერთი გეგმიური კვლევის დროს ნაყოფის გულისცემა არ ისმოდა, შემდეგ კი ფაქტი ექოსკოპიური კვლევითაც დადასტურდა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
ამ წუთებში სამედიცინო სასამართლო ექსპრტები ბათუმის სამშობიარო სახლში საგამოძიებო მოქმედეებს ატარებენ. მიზეზი ახალშობილის გარდაცვალებაა. სამშობიაროში მყოფ ერთ-ერთ კორონა ვირუსით ინფიცირებულ 26 კვირის ორსულ პაცინეტს ნაყოფი დაეღუპა. ქალი გუშნ ამშობიარეს.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
ლარის კურსი, რეგულაციები, 520 დადგენილება და კორონავირუსის პანდემია - კლინიკებმა ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკვე დაიწყეს საუბარი ხარჯების 30%-იან ზრდაზე და ამის პარალელურად მომართვიანობის შემცირებაზე. რას ითხოვენ კლინიკები, რომლებიც COVID პაციენტების მიმღებები არ არიან და პაციენტებს როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უწევენ? "ოპერაციის თვითღირებულება გაიზარდა თუმცა ოპერაციის ფასი პაციენტისთვის არ გაიზარდა ", - სულხან ლომინაძე.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
ფარმაცევტთა ასოციაცია პრემიერს GMP სტანდარტზე გადასვლის 2027 წლისთვის გადადებას სთხოვს. მათი განმარტაებით, დადგენილი ვადის ფარგლებში GMP-ის სტანდარტებზე გადასვლამ შესაძლოა 75 რეგისტრირებული ფარმაცევტული წარმოებიდან 72 საწარმოს დახურვა გამოიწვიოს. მიმდინარე წელს ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა რეგულირების გავლენის შეფასება და სწორედ ამ შეფასებაზე დაყრდნობით ასოციაიციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ შესაძლოა სტანდარტის დროზე ადრე გამოიწვიოს ძალიან ბევრი კომპანიის ბაზრიდან გაქრობა. ასოიაციამ წერილი პრემიერს ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შემდეგ გაუგზავნა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 472 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, ვირუსი 134 ადამიანს დაუდასტურდა თბილისში, რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში 318 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღეს გარდაცვლილი სამი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, რაც შეეხება რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას, აჭარაში ახალმა შემთხვევებმა იკლო, დღეს რეგიონს 230 ინფიცირებული ჰგავს.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
პრემიერი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი გახარიამ რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. ირაკლი გოგოხია: აუცილებელი გახდა დამატებითი კლინიკური ჯგუფის შექმნა. უკვე არსებულთან კოორდინაციაში ვიმუშავებთ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
სამი გაედაცვლილი ერთ დღეში. ასეთ სურათს გვთავაზობს კოვიდ-19 ერთ დღეში. რეგიონის რვა კლინიკაში ახლა 472 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს, თუმცა ამ ფონზე ვირუსის გავრცელების დადებითი დინამიკაა. აჭარაში კორონა ვირუსი 230 ადამიანს დაუდგინდა. წინა დღეებისგან განსხვავებით მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
3 გარდაცვლილი და კოვიდ 19-ის 472 ახალი შემთხვევა. აქედან 230 აჭარაში დაფიქსირდა. იმერეთში 68 ახალი პაციენტია. აჭარა ისევ წითელ ზონად რჩება, საყურადღებო ვითარებაა თბილისშიც. მედიკოსების თქმით, 60 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. პარალელურად საქართველოში რეანიმატოლოგთა ჯგუფი იქმნება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. ინფორმაცია პრემიერ მინისტრისა და ექიმების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალს ნაყოფი დაეღუპა. პაციენტი კლინიკაში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს. დღეს აჭარაში კორონავირუსს 3 პაციენტის სიცოცხლეც ემსხვერპლა. მათი ასაკი 52-დან 84 წლამდე იყო. ბოლო პერიოდში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეში თითქმის 2-ჯერ იცვლება.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთა ბრძოლაში ახალ კლინიკურ მოდელს ქმნის. გაზრდილი სტატისტიკის ფონზე ყოველდღიურად მძიმე პაცინეტების რიცხვიც მატულობს. ამიტომ მთავრობა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფს ქმნის , რომელიც მძიმედა კრიტიკულ პაციენტებს გაუწევს დახმარებას ამ ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს.
9 ოქტომბერი
ტელევიზია
09.10.2020
Link: 09.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს წუხელ კიდევ სამი ახალი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი დაემატა. 10 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 10 225 დადასტურებული შემთხვევაა. 2. რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართულ ოპერატიული შტაბის სხდომაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. თამარ გაბუნია: "მნიშვნელოვანია ის, რომ მძიმე შემთვევების მართვა იყოს შესაფერისი და პაციენტები, რომლებიც მოხვდებიან ჰოსპიტალში ჰქონდეთ მაღალი ხარისხის სერვისი". 3. 7 ახალი კოვიდ დადებითი პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს. ისინი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. 4. გორის მე-3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც კოვიდ 19 კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, ერთის ტესტის პასუხს კი ელოდებიან.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 553 ადამიანი, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ანტივირუსული პრეპარატის, „რემდესივირის“ მოწოდებაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან. თამარ გაბუნიას განმარტებით, პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნული მედიკამენტი მხოლოდ მძიმე პაციენტებში, მკაცრი მეთვალყურეობით იქნება გამოყენებული. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა შვიდმა პაციენტმა დატოვა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 86 პაციენტი რჩება. აქედან 67 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. მათ შორის 17 პაციენტი არასრულწლოვანია. ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
კოვიდ 19-ის შემთხევების რაოდენობა ქვეყანაში 10 000 გასცდა. რამდენით გაუზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24-საათის მონაცემებს, ცოტა ხანში გახდება ცნობილი. 2. წითელ ზონაში ყოველდღიური მაჩვენებელი კლებს, თუმცა აჭარაში ეპიდემილოგიური მდგომარეობა ისევ საყურადღებოა. „ბოლო რამდენიმე დღეა, იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რისი მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც დაახლოებით 10 დღეა, ამოქმედდა, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევების მართვა იყოს შესაბამისი.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხზე მეგობართა ჯგუფის მინისტრთა დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დისტანციური შეხვედრის მიზანი ახალ კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლის საქმეში საყოველთაო ჯანდაცვის როლის და მნიშვნელობის შეფასება და ამ მხრივ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება იყო. ონლაინ კონფერენცია იაპონიის მთავრობის ინიციატივით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამასპინძლობით გაიმართა. ღონისძიებაში პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობდნენ გაეროს გენერალური მდივანი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დავით ზალკალიანმა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხზე მეგობართა ჯგუფის მინისტრთა დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იაპონიის, საქართველოსა და ტაილანდის, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამასპინძლობით დისტანიურ რეჟიმში გაიმართა. მის მიზანს კორონავირუსთან ეფექტიანად ბრძოლის საქმეში საყოველთაო ჯანდაცვის როლის და მნიშვნელობის შეფასება და ამ მხრივ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
8 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
08.10.2020
Link: 08.10.2020 - პუბლიკა.ჯი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა: • აჭარა – 230; • თბილისი – 134; • იმერეთი – 68; • სამცხე-ჯავახეთი -8; • ქვემო ქართლი – 8; • სამეგრელო-ზემო სვანეთი -8; • შიდა ქართლი – 6; • კახეთი – 5; • მცხეთა-მთიანეთი – 5. ენდელაძისვე განცხადებით, დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4672 აქტიური შემთხვევაა. მათგან 60 – კრიტიკულად მძიმეა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
გაეროს სახლში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - აიბიზნეს.ჯი
2020 წლის 8 ოქტომბერს, გაეროს სახლში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - კომერსანტ.ჯი
2020 წლის 8 ოქტომბერს, გაეროს სახლში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საყოველთაო ჯანდაცვის (UHC) მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც იაპონიის მთავრობის ინიციატივითა და ჯგუფის თანათავმჯდომარეების - იაპონიის, საქართველოსა და ტაილანდის, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამასპინძლობით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ამ კვირის განმავლობაში მოხდება, სხვადასხვა კლინიკებიდან დამატებით ექიმების მობილიზება და განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვაზე იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის მოადგილემ, რომელიც აჭარაში იმყოფება, აღნიშნა, რომ იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რაც გატარებული ღონისძიებების შედეგია.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ინფიცირების მზარდი რიცხვი ფიქსირდებოდა. „ის, რომ აჭარაში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ეს უკავშირდება იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც მაღალი იყო. თუმცა, რეგიონში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ შეინიშნება. ყველაფერი შედარებითია. ზოგადად, ქვეყანა ლეტალობის მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, ამდენად ვფიქრობთ, რომ მძიმე შემთხვევები, რომლის გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს, ყველასთნ წარმატებული გამოსავალი დადგება და ეს პროცესი მართული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიცისტების მიერ“,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტების მკურნალობისთვის მოხდება. როგორც მინისტრის მოადგილემ საქართველოში „რემდესივირის“ შემოტანის კომენტირებისას აღნიშნა, „რემდესივირი“ მცირე ჯგუფის პაციენტებისთვისაა, ვისაც ეს რეალურად დასჭრიდებათ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - პია.ჯი
აჭარაში კორონავირუსით ჯამში 33 პაციენტია გარდაცვლილი, აქედან 31 გარდაიცვალა სექტემბრის თვიდან დღემდე, ორი კი გაზაფხულზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში გარდაცვალების შედარებით მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება. „პროპორციულად, რეგიონში სიკვდილობის განსაკუთრებით მაღალი ტენდენცია არ შეინიშნება. ყველაფერი შედარებითია“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „რემდესივირთან“ დაკავშირებით ერთ-ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. მისი თქმით, როდესაც „რემდესივირს“ საქართველოში შემოიტანენ, მას მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტებისთვის გამოიყენებენ. „სოლიდარობის კვლევას“ საქართველო რამდენიმე თვეა შეუერთდა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინფო9
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ანტივირუსული პრეპარატის, „რემდესივირის“ მოწოდებაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან. თამარ გაბუნიას განმარტებით, პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნული მედიკამენტი მხოლოდ მძიმე პაციენტებში, მკაცრი მეთვალყურეობით იქნება გამოყენებული.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ინფიცირების მზარდი რიცხვი ფიქსირდებოდა. - რეკლამა - „ის, რომ აჭარაში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ეს უკავშირდება იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც მაღალი იყო. თუმცა, რეგიონში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ შეინიშნება. ყველაფერი შედარებითია. ზოგადად, ქვეყანა ლეტალობის მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, ამდენად ვფიქრობთ, რომ მძიმე შემთხვევები, რომლის გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს, ყველასთნ წარმატებული გამოსავალი დადგება და ეს პროცესი მართული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიცისტების მიერ“,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - კვირა.ჯი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა. - რეკლამა - შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაიგეგმა სხვადასხვა კლინიკებიდან დამატებით ექიმების მობილიზება. აჭარაშო იკვეთება ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება და სტაბილიზაციის ტენდენცია. დღეს გამოჯანმრთელდა 230 პირი.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაიგეგმა სხვადასხვა კლინიკებიდან დამატებით ექიმების მობილიზება.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ საშუალო სიმძიმის და მძიმე პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდებათ, რათა განისაზღვროს, მოსალოდნელია თუ არა გართულებები. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მსუბუქ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია არ უტარდებათ და ისინი ბინაზე მკურნალობენ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარაში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. სწორედ ამიტომ, ნინო ნიჟარაძემ მოსახლეობას არსებული რეგულაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ბიემ.ჯი
“კლინიკების ხარჯი 30-40%-ით გაიზარდა, პაციენტების რაოდენობა კი 60%-ით შემცირდა”- ამის შესახებ BM.GE-ის კლინიკა “გულის” დამფუძნებელმა ანზორ მელიამ განუცხადა. როგორც მელია ამბობს, გაუფასურებული ლარის ფონზე გაძვირებულმა წამლებმა, სახარჯო მასალამ, სამედიცინო აღჭურვილობამ და მომართვიანობის შემცირებამ კლინიკები მინიმალური შემოსავლის გარეშე დატოვა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 580 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 338 პაციენტი. ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 5 553-მა პაციენტმა დაამარცხა. 8 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებობს პროტოკოლი, რომლითაც განსაზღვრულია მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევების მკურნალობის მეთოდი. გაბუნიას თქმით, მსუბუქ შემთხვევებში მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა ხდება. გაბუნიას განმარტებით, საუბარია პაციენტებზე, რომლებიც ბინაზე რჩებიან.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან რისკჯგუფებში შემავალი ადამიანების სეზონურ გრიპზე აცრები დაიწყება. მისივე თქმით, რისკჯგუფში შედიან: ორსულები; ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები; ბავშვთა სახლში მცხოვრებლები; ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანი; საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 გერმანიამ საქართველო რისკჯგუფის ქვეყნებში შეიყვანა. რისკის ზონად კლასიფიკაცია გერმანიის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროების ერთობლივ გადაწყვეტილებას ემყარება.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 8 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 318. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - მარშალპრეს.ჯი
კვლევის შედეგებით, ეს გახლდათ ნოროვირუსი – ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება, – ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კვლევის შედეგები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთლეობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს ცნობილია.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - მარშალპრეს.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - მარშალპრეს.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით – Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაცია, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ინფიცირებულთა კონტაქტების სწრაფი დადგენის პროცესში ერთ-ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ფრანთნიუს.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - ფრანთნიუს.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაცია, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ინფიცირებულთა კონტაქტების სწრაფი დადგენის პროცესში ერთ-ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - აიპრეს.ჯი
2020 წლის 8 ოქტომბერს, გაეროს სახლში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ. მხარეებს ერთმანეთთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.
08.10.2020
Link: 08.10.2020 - აიპრეს.ჯი
2020 წლის 8 ოქტომბერს, გაეროს სახლში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ. მხარეებს ერთმანეთთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.
9 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
09.10.2020
Link: 09.10.2020 - ტაბულა.ჯი
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველო რისკ ქვეყნების სიაში შეიყვანა და სამოგზაურო შეზღუდვებიც დააწესა. შეზღუდვები ძალაში 2020 წლის 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან შედის. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის: ჯანდაცვის პერსონალი, მომვლელები, კვალიფიციური მუშა-ხელი, სეზონურად დასაქმებულნი, სატრანსპორტო საშუალებებში დასაქმებულნი, სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - ბიემ.ჯი
220 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა და 18 700-ზე მეტი გაგზავნილი შეტყობინება - ეს stopcov.ge-ის აპლიკაციის ოფიციალური სტატისტიკაა, საიდანაც ინფიცირების 27 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაციის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა და ის 2020 წლის აპრილში გამოჩნდა.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ანტივირუსული პრეპარატის, „რემდესივირის“ მოწოდებაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან. თამარ გაბუნიას განმარტებით, პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნული მედიკამენტი მხოლოდ მძიმე პაციენტებში, მკაცრი მეთვალყურეობით იქნება გამოყენებული.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შედის საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემოსვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყეს. უწყების ინფორმაციით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე თერმოსკრინინგი უტარდება თ.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - რეგინფო.ჯი
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჯუგაანის თემის სოფელ ერისიმედში პოლიციის საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც სოფელში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. საჭიროების შემხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.
09.10.2020
Link: 09.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს.