მედია მონიტორინგი
7 სექტემბერი
ტელევიზია
07.09.2020
Link: 07.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით ამ დროისთვის კორონავირუსზე 409 323 ტესტია ჩატარებული. პირველად ტესტირებულთა რაოდენობა 404 061-ია. ენსიდისი გვარწმუნებს, რომ წელიწადი არის მინიმუმი, რაც კოვიდ ვითარებაში მოგვიწევს ცხოვრება და ჭკუით თუ არ ვიქნებით არსებობაც. ჯამში ორივე ამბავი ვაი ჭკუისგან მოგვდის. ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსმა და გრიპმა შეიძლება ერთმანეთი დაამძიმონ და მთელი მსოფლიო ემზადება მათი თანაცხოვრებისთვის.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებს ახალი დავალება აქვთ - მათ კარანტინის პერიოდის შემცირებასთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება ევალებათ. გიორგი გახარიას თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო შეხვედრა დღეს ან ოთხშაბათს ჩატარდება და სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი შესაძლებელია, თუ არა საკარანტინე ვადების შემცირება ისე, რომ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00
საქართველოში კარანტინის ვადა შესაძლოა შემცირდეს. შესაბამისი დავალება ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს და საკითხს უახლოეს დღეებში საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. პმიერ-მინისტრის განცხადებით თუკი იქნება კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა ისე რომ არ დაზიანდეს მოაქლაქეების ჯანმრთელობა ის უნდა გადაიხედოს. საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებით 12 დღიანი კარანტინი მოქმედებს.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ღია ტიპის რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს ერთ მაგიდასთან 12-მდე ადამიანის განთავსების უფლება მიეცათ. შრომის ინსპექციის უფროსის თქმით, ახალი გამარტივებული რეგულაციების მიზანია ღია დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის სტიმულირება, რადგანაც ამ ტიპის რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში დაინფიცირების რისკი არის ნაკლები.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
დაწესდება თუ არა ქვეყანაში კვლავ შეზღუდვები ბოლო პერიოდში გაზრდილი კოვიდ შემთხვევების ფონზე.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. მაღაზია "ზღაპარში" დასაქმებულებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა მას შემდეგ მიიღეს რაც სასურსათო მაღზიის ვარკეთლის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. 2. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1650 დადასტურებული შემთხვევაა. მათ სორის განკურნებულთა საერთო რიცხვი 1310-ს შეადგენს. სტაციონარში რჩება 299 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში კი 6020 ადამიანი. 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალოიბას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. 3. ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა 4. ეპიდემიოლოგების პროგნოზით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1315-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
აჭარაში გაფაროებული ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. ზღვისპირა რეგიონში კიდევ 20 ახალი ინფიცირებულია. არსებული კლასტერები ისევ ფართოვდება. 2. საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორ პაციენტთან ვირუსის ინფიცირების პირველწყარო უცნობია. მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტების მოძიება. გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულად მძიმეა სამი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის დასხდომა დასაშვები ხდება. აქამდე მოქმედი რეგულაციით ეს რაოდენობა ექვსით არის განსაზღვრული. „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შეიმუშავა. ახალი წესები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ხვალ გამოქვეყნდება. განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. დახურულ სივრცეებში ექვსკაციანი შეზღუდვა ძალაში რჩება.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები და დევნილი სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლა სრულად დაუფინანსდებათ. სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - რუსთავი 2 - სხვა შუადღე
ბექა ფერაძე
ინტერნეტ სააგენტო
07.09.2020
Link: 07.09.2020 - რეგინფო.ჯი
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, თუმცა კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების დაცვა აუცილებელი იქნება. განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არსებული ეპიდსიტუაცია აუდიტორიებში სწავლის დაწყების შესაძლებლობას იძლევა. „მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლოს სიტუაციის შენარჩუნება.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - პია.ჯი
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ჯამში გამოჯანმრთელებულია 1315 ადამიანი. დღესვე კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია 1684 შემთხვევა, მათ შორის 19 გარდაცვლილია.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის. მისივე ინფორმაციით, დაავადების კონტროლირებისთვის აუცილებელია რეგულაციების შესრულება. „არ მგონია, კარანტინის გამოცხადებაზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ ხედავთ, როგორ მყისიერად ხდება თანაზომადი ღონისძიებების გატარება. ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეუძლია, რომ გამოავლინოს პაციენტები, პრევენცია და იზოლაცია მოახდინოს. თვითიზოლაცია თუ საკარანტინე სივრცე დამოკიდებულია ინფიცირებული პაციენტის ყოფით მდგომარეობაზე.
პრესა
07.09.2020
Link: 07.09.2020 - კვირის პალიტრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებზე, კიბერთავდასხმა მოხდა. " წარმოდგენა არ მაქვს , რა უნდათ და რა წაიღეს. კიბერშეტევა რუსეთიდანაა" - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - კვირის პალიტრა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც 5 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბათუმში საკონდიტრო " დონასთან" ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - მესინჯერი
შაბათ-კვირას კოვიდ19-ის 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. უმეტესი მათგანი აჭარის რეგიონს უკავშირდება. ექსპერტები ამბობენ, რომ სიტუაცია მართვადია და საგანგებო ზომების შემოღება საჭირო არ არის. როგორც ცნობილია ვირუსით ინფიცირება აჭარის ტელევიზიაშიც დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელევიზიის „კლასტერი“ არ გაჩნდება.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - ალია
დავით სერგეენკოს მინისტრობისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხარვეზებით სავსე რომ იყო, ეს უკვე ცნობილი ამბავია. ამ პროგრამის, ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსანთა შეცდომებისა და სავარაუდო დანაშაულების ბიუჯეტიდან მილიარდების არამიზნობრივად ხარჯვის, გაფლანგვის, კლინიკების მესვეურთა მოუთოკავი მადისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, "ალიას" ჯანდაცვის სისტემის ჩინოვნიკი ესაუბრება, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში მოსახლეობა ქორწილების გადახდას უნდა მოერიდოს. გამყრელიძის თქმით, გურიის რეგიონში არსებული ვითარება სწორედ ქორწილს უკავშირდება . "ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ ქორწილთან. ეს მოწოდება ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ, ვცხოვრობთ პანდემიის და ეპიდემიის პირობებში, აკრძალულია კანონით 100 ადამიანზე მეტის შეკრება. თავი უნდა შევიკავოთ...კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში და რაც მეტი ბავშვი გაჩნდება ამას რა სჯობია, მაგრამ დროებით, სანამ ამ პირობებში ვცხოვრობთ თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან" - ამბობს გამყრელიძე.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე შეშფოთებას გამოთქვამს და აქტს უგუნურსა და საშიშს უწოდებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ, რომელიც 1 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. მისივე თქმით, სტუდენტებმა თავი უნდა შეიკაონ თავშეყრისგან და დაიცვან პირადი ჰიგიენა. „ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი. უნივერსიტეტების რეკომენდაციების პაკეტი მსგავსია იმის, რაც სკოლებისთვის მომზადდა, თუმცა მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ უნივერსიტეტებში ყველასთვის არის ნიღბის ტარების მოთხოვნა. რეკომენდაციებშია ასევე, ფიზიკური დისტანცირების დაცვა, ხელის დეზინფექცია და რა თქმა უნდა, ის, რომ უნდა მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს უნივერსიტეტების სივრცეებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - ალია
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა: „საკოორდინაციო საბჭოზე იყო სერიოზული მსჯელობა, ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებული ვაქცინის ყიდვით. შეკვეთილია მოსახლეობის 20 პროცენტის, დაახლოებით 700 ათასი, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება. გვაქვს ორი დედლაინი, 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი-რისკ ჯგუფებისთვის”
07.09.2020
Link: 07.09.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
„შესაძლოა კარანტინის პერიოდი 8 დღემდეც დავიდეს იმიტომ,რომ ამ დაავადების გამოვლინება უპირატესად მე-5-6 დღესაა ხოლმე", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით დღეს მოქმედი 12-დღიანი სავარაუდო კარანტინის პერიოდის შესაძლო შემცირებას.
07.09.2020
Link: 07.09.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
„კლინიკების გადატვირთვა ან იქნება, ან არა, იმიტომ, რომ ამჯერად ალბათ სელექცია მოხდება. უწინ ნებისმიერი პაციენტი პირდაპირ სტაციონარში გადაჰყავდათ ხოლმე და ამ შემთხვევაში ალბათ სელექცია მხოლოდ მძიმე სიტუაციებზე მოხდება და ოჯახის ექიმებს ძალიან დიდი დატვირთვა ექნებათ, რომლებიც ვალდებული იქნებიან, რომ ასეთ (შედარებით მსუბუქ) პაციენტებს კონტროლი ბინაზე გაუწიონ."- ასე შეაფასა „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ, მოსალოდნელი სიტუაცია, როცა წელს პირველად ჩვეულებრივი გრიპის სეზონი და კორონავირუსის ეპიდემია ერთმანეთს დაემთხვევა. ამ დამთხვევასთან დაკავშირებით განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.