From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 6-7 ოქტომბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 07.10.2020 08:43

მედია მონიტორინგი

6 ოქტომბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ იზრდება. ბოლო 24-საათში ინფექციას კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ჯამური მაჩვენებელი 58 გაუტოლდა. სამი ბათუმში, ერთი კი მცხეთაში გარდაიცვალა. 2. ქვეყნის მასშტაბით აჭარა დაინფიცირებულთა რაოდენობით ისევ პირველია, აქ 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხი გარდაცვლილიდან სამი სწორედ ზღვისპირა რეგიონს უკავშირდება.

შემოწმებული 700-მდე საბავშვო ბაღიდან 525-ის მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

შემოწმებული 700-მდე საბავშვო ბაღიდან 525-ის მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სასწავლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორების შემოწმებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. პროცესი, რომელიც ყოველდღე მიმდინარეობს, 12 ოქტომბერს დასრულდება.

კორონავირუსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

გურიაში ინფიცირებული შვიდი პირიდან სამი სოფელ ლაითურის სკოლის მოსწავლეა. ისინი კლასელები არიან და უკვე ინფიციკრებულის კონტაქტს წარმოადგენე. ინფიცირებულის წყარო აჭარა ტექსტილია. 2. კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველკლასელს. 3. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ იზრდება.

კორონავირუსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

21-ე საჯარო სკოლაში, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. კორონავირუსი აქ ერთ-ერთ პირვეკლასელს დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. დირექტორი აცხადებს, მოსწავლე დაინფიცირების შემდეგ სკოლაში არ ყოფილა. . საქართველოში კორონავირუსს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა. ბოლო 24 სთ-ში კი ქვეყანას კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 549 ადამიანი ჰყავს. დღს პირველად რეკორდული მაჩვენებლი დადასტურდა დედაქალაქშიც. კრიტიკულად მძიმეა 55 პაციენტის მდგომარეობა.

რა გახდა თენგიზ ცერცვაძის თანამდებობაზე დარჩენის მიზეზი?

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა თენგიზ ცერცვაძე, "ტვ პირველისთვის" მიცემული ინტერვიუში განმარტავს, რომ გადაწყვეტილება, ქვეყანაში გართულებული ეპიდ.ვითარების გამო შეცვალა. უკავშირდებოდა თუ არა, ეს "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირებას, ცერცვაძე არ აკონკრეტებს.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

06.10.2020

Link:    06.10.2020 - I არხი - მოამბე 15:00

კორონავირუსის ყოველდღიურად მზარდი სტატისტიკა. თბილისში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ვირუსი 99 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი შემთხვევა 21-ე სკოლაში გამოავლინეს. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა პირველი კლასის მოსწავლეს, თუმცა იზოლაცია მხოლოდ ამ მოსწავლის კლასელებს შეეხო. კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა და ოთხი გარდაცვლილი. სტატისტიკური მონაცემები ყოველდღიურადად მზარდია.

თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შესაძლო კონფლიქტს არ ადასტურებს. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პირადი პრობლემების გამო გადადგომას ნამდვილად აპირებდა, თუმცა არა მინისტრთან უთანხმოების გამო. თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეცვალა.

კოვიდ 19

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში. სპეციალისტების განცხადებით, მათი გადარჩენა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობდიან გამომდინარე ვერ მოხერხდა. არიან გამოჯანმრთელებულებიც, თუმცა ,,კოვიდ 19“ კიდევ 348 ადამიანს დაუდასტურდა რეგიონში. გუშინდელთან შედარებით ახალი შემთხვევების სტატისტიკა ნაკლებია, თუმცა რეგიონში მაინც დაძაბული ეპიდვითარებაა. სპეციალისტები ხანდაზმულებს სახლში დარჩენას სთხოვენ, მოქალაქეებს კი სიფრთილისკენ მოუწოდებენ. აჭარაში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბათუმსა და ხელვაჩაურზე მოდის. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 549 ადამიანს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

მაშინ როცა ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნაზე საუბრობდა, ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი საწოლების და დიალიზის ქირაობას გეგმავს. შესყიდვებისთვის 48 მლნ ლარია გამოყოფილი. ჯერ უცნობია, რამდენი საწოლის ქირაობა იგეგმება. შესყიდვების სააგენტოში უკვე გამოქვეყნებულია შესაბამისი განცხადება. სერგო ჩიხლაძე: ეს უნდა მომხდარიყო გაზაფხულზე, ზაფხულზე მაინც და არა დღეს, როცა 500-600 შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, დაგვიანებულია.

კორონავირუსი საქართველოში

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლე წვეულებაზე დაინფიცირდა, რომელზეც პირველკლასელი შაბათს იმყოფებოდა. დირექტრის განცხადებით, პირველკლასელს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და სწავლის პროცესი მხოლოდ იმ ჯგუფებში შეწყდება, სადაც შემთვევები დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 549 შემთხვევა გამოვლინდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 549 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა თბილისში. კლინიკებიდან გაწერეს 268 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი, აქედან სამი აჭარაში, ერთი კი მცხეთაში მკურნალობდა. (2) თბილისში, 21-ე საჯარო სკოლაში კორონა ვირუსი გამოვლინდა, ინფიცირებული პირველი კლასის მოსწავლეა.

კორონავირუსი საქართველოში// დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ისევ მზარდი სტატისტიკა, ისევ აჭარა და გაზრდილი შემთხვევები დედაქალაქში. გასულ 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 549 ადამიანს დაუდგინეს. სამციფრიანი მაჩვენებლების მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი დღეს თბილისშიც მაღალია. გურიის, იმერეთი და შიდა ქართლის შემდეგ თბილისშიც ინფცირებულია პირველკლასელიც. 2.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოროგი კვლევა კოვიდ 19-ზე, რომელიც 2020 წლის სექტემბრის პერიოდს მოიცავს, ირკვევა, რომ პაციენტების 36.2% პისიარ ტესტირების დიაგნოსტიკის დღეს, ასიმპტომური იყო. ინფიცირებულ პაციენტებში ყველაზე ხშირად ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, ზოგადი სისუსტე და ხველა.

#Covid19 - ყოფნის თუ არა საქართველოს საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა?

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

მთავრობა 48 მილიონ ლარად "საწოლფონდს" დაიქირავებს. განაცხადში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უთითებს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი ინფიცირების მაჩვენებელი გასცდა იმ რესურსს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედ დაწესებულებებშია, შესაბამისად უნდა განხორციელდეს გადაუდებელი შესყიდვა. ამ "საწოლფონდს" სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებიდან დაიქირავებს. რა ოდენობის საწოლებია ახლა და რას ემსახურება დამატებითი ადგილების დარეზერვება?

კორონა ვირუსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

კორონა ვირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, წითელ ზონაში დღეს ინფექციონისტები იმყოფებოდნენ. გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 3 სწორედ აჭარას უკავშირდება. ლევან რატიანის თქმით, ის პირადად გაეცნო რეგიონის ყველა კოვიდ ცენტრსა და კოვიდ სასტუმროს, მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს ტექნიკურ-მატერიალური ბაზის დეფიციტი. "თითქმის ყველა კლინიკაში ვიყავი ბათუმში და ქობულეთში.

ამ დრომდე უცნობია რამ მოწამლა 100-ზე მეტი მოქალაქე გორში

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ამ დრომდე უცნობია რამ მოწამლა 100-ზე მეტი მოქალაქე გორში. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა რომ მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყლის დაბინძურება არ გამხდარა, კვლევებს აგრძელებს სურსათის უვნებლობა, არ არის გამორიცხული საუბარი იყოს ენტერო ვირუსზე. ეს უკვე ჯანდაცვის უწყებამ უნდა დაადგინოს.

კორონავირსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - კავკასია - დღეს 19:00

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 549 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირსს 4 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუოპულთა რიცხვი 58 მდე გაიზარდა. სამი მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, სამივე მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მე-4 ცხელების ცენტრში გადიოდა მკურნალობას. 67 წლის ქალბატონი ონკო პაციენტი იყო, კორონა ვირუსმა კი მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა.

კორონას შეფერხების პირველი ნიშანი?

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 68-ით შემცირდა და 348 შეადგინა, თუმცა სამწუხაროდ არიან გარდაცვლილებიც. დღესვე სპეციალური საგანგებო შტაბის შეხვედრაც გაიმართა, სადაც ქვეყნის წამყვანმა კლინიცისტებმა რეგიონში არსებული ვითარება შეაჯამეს.

კოვიდ 19

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

კორონა ვირუსი დღეს 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც დაუდასტურდა. ინფიცირებული პირველი კლასის მოსწავლეა. დაცულია თუ არა სასწავლო დაწესებულებებში სათანადოდ რეგულაციები და უზრუნველყოფს თუ არა სათანადოდ ჯანდაცვის სისტემა რომ სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად რისკის ქვეშ არ აღმოჩნდნენ მოზარდები? მოსწავლეების მშობლები ამბობენ რომ არ იციან რა ფორმით ან გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში. 549 ახალი ინფიცირებული და კიდევ 4 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში.

კორონავირუსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

გახდება თუ არა თბილისი აჭარის მსგავსად წითელი ზონა. სტატისტიკა იმატებს და ვირუსის არეალიც ფართოვდება. დღეს ქვეყანაში 549 ახალი დაინფიცირებული გამოვლინდა, საიდანაც აჭარაში 348 ინფიცირებული დაფიქსირდა, თბილისში კი 99. დედაქალაში გაჩნდა ახალი კლასტერები. 21-ე სკოლის პირველკალასელს კორონავირუსი დაუდგინდა. ეპიდემიოლოგებს არ ეშინიათ, თუმცა გვაფრთხილებენ, არ მივცეთ ვისრუსს გავრცელების საშუალება და დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

თენგიზ ცერცვაძის განცხადება და კოვიდ-19

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

რატომ მიდიოდა და გადაიფიქრა თენგიზ ცერცვაძემ. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი პოსტზე დარჩენის შესახებ მედიასთან ვრცელ განმარტებებს აკეთებს. მან არ უარყო, რომ გადადგომას მართლაც განიხილავდა, მაგრამ მისთვის უცნობია სადიან გამოჟონა ამ ინფორმაციამ. თენგიზ ცერცვაძე ახლა ქუთაისშია. კორონა ვირუსით იფნიცირების გაზრდილი მაჩვენებელს ფონზე ჯანდაცვის სამინისტრომ საწოლების ქირაობა კერძო კლინიკებიდან მხოლოდ ახლა დაიწყო. ამისთვის 48 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამინისტრომ ასევე დაიწყო ბაზრის მოკვლევა დიალიზის და სხვა საჭირო აპარატურის მოსაძიებლად.

გადაცემის სტუმრები არიან კახი კალაძე და თამარ გაბუნია

06.10.2020

Link:    06.10.2020 - იმედი - არენა

გადაცემის სტუმრები არიან კახი კალაძე და თამარ გაბუნია. ფონდმა ქართუმ იპოდრომის ტერიტორია მერიას უსასყიდლოდ გადასცა. (ვიდეო 1, 00:11:07)". ნიკოლოზ ჩხეტიანი:" როგორც ყოველთვის, არის უსაფუძვლო და სულელური ბრალდებები. რაც კი გააჩნდა ქართუ ფონდს, მთლიანად ეს მიწა გადაეცა თბილისის მერიას".

7 ოქტომბერი

ტელევიზია

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 710 ბაგა-ბაღიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები 85-მა ვერ დააკმაყოფილა

07.10.2020

Link:    07.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შემოწმებული 710 ბაღიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 625 ბაღი აკმაყოფილებს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, რომ შემოწმებული ბაღებიდან 85-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები. მისივე თქმით, ბაგა-ბაღების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მთავრობა 48 მილიონ ლარად "საწოლფონდს" დაიქირავებს

07.10.2020

Link:    07.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

48 მლნ ლარად მთავრობამ საწოლფონდი უნდა დაიქირაოს. განაცხადში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უთითებს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი ინფიცირების მაჩვენებელი გასცდა რესურსს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედ დაწესებულებებშია, შსაბამისად გადაუდებელი შესყიდვა უნდა განხორციელდეს. საწოლფონდს სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებიდან დაიქირავებს.

კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი

07.10.2020

Link:    07.10.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

ვირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად იმატებს იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც სახლში გადის მკურნალობას. ბოლო მონაცემებით, კოვიდ 13-ით დაავადებული რამდენიმე ასეული პაციენტი სახლში მკურნალობს. ვინ წყვეტს ავადმყოფი მკურნალობას სახლში გაივლის თუ სტაციონარში? და რა შემთხვევაში შეიძლება სახლში დარჩენა? თამარ გაბუნია: "ეპიდემიის დასაწყისიდანვე დავიწყეთ ცხელების ონლაინ კლინიკა. 25 კლინიკაა ქვეყანაში, ყველა რეგიონში, რომელიც იღებს ზარებს ცხელებიანი პაციენტების.

შიმშილობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად - მოქალაქეების პროტესტს აჭარის ა/რ-ის ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა

07.10.2020

Link:    07.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

შიმშილობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად - რამდენიმე მოქალაქე ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს. აქციის მონაწილეთა შორის არიან სამორინეების, რესტორნების, სხვა ობიექტების თანამშრომლები, ასევე თურქეთში დასაქმებული პირები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

07.10.2020

Link:    07.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

კორონავირუსი უწყებაში, რომელიც პანდემიას ებრძვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთ-ერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს და ამბობს, რომ პაციენტი უსიმპტომო იყო. ირკვევა რომ ინფიცირებულს ცენტრის დაახლოებით 50 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეული და დატესტილია, მათ შორის ტესტი ჩაუტარდა თავად გამყრელიძესაც. არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კორონავირუსი

07.10.2020

Link:    07.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ეპიდ ვითარება ისევ რთულია აჭარაში, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვითარება კონტროლირებადია. ღამით 14 ახალი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი დაემატა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. 2. ოთხი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ კლინიკას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში მკურნალობას 17 არასრულწლოვანი განაგრძობს.

07.10.2020

Link:    07.10.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

კორონავირუსი

07.10.2020

Link:    07.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

კოვიდ 19-ს კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში კი ვირუსით კიდევ 508 ადამიანი დაინფიცირდა. პარალელურად სასწავლო პროცესია შეწყვეტილი 65-ე სკოლაში. კორონავირუსი აქ დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაუდგინდა პედაგოგი სკოლაშ დადიოდა, თუმცა, სიმპტომები არ ჰქონდა.

6 ოქტომბერი

ინტერნეტ სააგენტო

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ინფიცირებული მოსწავლის მშობლები ამბობენ, ბავშვი შაბათს, 3 ოქტომბერს , წვეულებაზე იყო და ფიქრობენ, რომ შესაძლოა სწორედ ეს იყოს ინფიცირების წყარო. მშობლების მტკიცებით, მოსწავლე ინფიცირების პირველი ნიშნების აღმოჩენისთანავე სკოლაში არ გაუშვეს და სიმპტომების შესახებ სკოლის ადმინისტრაციასაც აცნობეს.

სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფოს მძღოლს დაუფიქსირდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პია.ჯი

სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფოს მძღოლს დაუფიქსირდა. ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, დაინფიცირებულ პირს ოჯახის წევრების გარდა სამსახურეობრივი კონტაქტი მედ-პერსონალთანაც უფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლს სიმპტომები არ ჰქონია და მისი დაინფიცირების შესახებ გეგმიური ტესტის ნიმუშის აღების შემდეგ გახდა ცნობილი.

თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა — ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით, თბილისის ბაღები მუშაობისთვის მზადაა. მათივე ინფორმაციით, ბაღების ეზოებში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა.

იმნაძე: თუ სისტემის გამოცდაზე მიდგება საქმე, სისტემა გაუძლებს მაღალ დატვირთვას

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტაბულა.ჯი

“თუ დავუკვირდებით სიტუაციას, თითქმის 600 შემთხვევიდან თითქმის 500-მდე არის აჭარაში. ერთ რეგიონშია კონცენტრირებული პრაქტიკულად ეპიდემია, აქედან გამომდინარე, აჭარა ამ სიტუაციას მართავს. ყველა ვხედავთ, რომ აჭარაში არ არის შემთხვევა, რომ მძიმე ავადმყოფი საავადმყოფოში არ მოხვდეს.

კალოიანი: ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია იმან, რაც ჯანდაცვამ 6 თვეში არ გააკეთა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტაბულა.ჯი

აჭარის ავტონომიურ საბჭოს არჩევნებში ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ნიუ ჰოსპიტალს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ აჭარის რეგიონში შემთხვევების ზრდას ორი მიზეზი ჰქონდა: ტურისტულ სეზონზე მობილობის გაზრდა და მოუმზადებელი და გაქცეული ეპიდემიოლოგიური ვითარება სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

ეს უნდა იცოდეთ! რა როლს თამაშობენ ბავშვები კორონავირუსის გავრცელებაში

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

პანდემიიდან 8 თვის თავზე მსოფლიო ნელ-ნელა ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. კორონავირუსის პარალელურად სხვადასხვა ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. გამონაკლისი არც საქართველო გახლავთ. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყეს. რა როლს თამაშობენ ბავშვები კორონავირუსის გავრცელებაში ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ბავშვებს დაავადება მსუბუქად გადააქვთ და ხშირად სიმპტომები საერთოდ არ უვლინდებათ. ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის შემთხვევების რაოდენობა თინეიჯერებში უფრო მაღალია, ვიდრე ბავშვებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: კორონავირუსით გარდაცვლილ ყველა პაციენტს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ინფო9

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა ნახევარზე მეტს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის ისტორია სხვა დაავადებების გამო.

პაატა იმნაძე: ნუ გავწირავთ უფროს თაობას და ჯანმრთელობის პრობლემების მქონეებს

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ინფო9

ნუ გავწირავთ უფრო თაობას და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. „ცუდ რაღაცას შეიძლება ვამბობდე, მაგრამ ასეთი რამ შევატყვე: ადამიანები თვლიან, „მე ახალგაზრდა ვარ, ჯანმრთელი ვარ, მე ხომ არაფერს მიზამს და ახლა რა ვქნა, ვიღაცას მოკლავს“.

კორონავირუსი | 6 ოქტომბრის მიმოხილვა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პუბლიკა.ჯი

6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მცირედით ნაკლები, ვიდრე გუშინ. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 9245-ს მიაღწია. რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია: 348 გამოვლინდა აჭარაში; თბილისი – 99; იმერეთი – 59; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19; მცხეთა-მთიანეთი – 10; შიდა ქართლი – 4; გურია – 3; კახეთი – 3; ქვემო ქართლი – 1; სამცხე-ჯავახეთი – 1; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 4358 აქტიური შემთხვევაა და მათ შორის კრიტიკულად მძიმე 55 პაციენტია.

საქართველომ „მწვანე ზონა“ დატოვა – ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 კაცზე 10-ს გადასცდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - აიპრეს.ჯი

სამთავრობო საიტ stopcov. ge განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს. facebook sharing button twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 549 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 29-ით ნაკლებია წინა 24 საათის რაოდენობაზე. ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოში პირველად დაფიქსირდა წინა დღესთან შედარებით ნაკლები კოვიდინფიცირების შემთხვევა. განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 კაცი.

ფოთში, კოვიდ კლინიკის სამ ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - აიპრეს.ჯი

ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. „გეგმიური გატესტვის დროს, სამ ექთანს ამოუვიდა დადებითი პასუხი. facebook sharing button twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button „ორი ფოთელია, ერთი სუფსიდანაა. სამივე უსიმპტომოა და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. დღეს გვყავს 19 კოვიდ პაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

Exclusive: გარდაიცვალა 37 წლის მამაკაცი, რომლის ჰოსპიტალიზაცია სასწრაფოს ეკიპაჟმა საჭიროდ არ ჩათვალა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მარტყოფში 6 ოქტომბერს, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული 37 წლის ბიჭი, მიღებული ტრავმით დღეს გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა მისი კლინიკაში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა. რის გამოც, გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხაირისხისა და შიდა კონტროლის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ადგილობრივმა წყარომ მიაწოდა. როგორც წყარო ამბობს, შემთხვევა გუშინ საღამოს, 22:00 საათზე მარტყოფის პანსიონატში მოხდა. ერთ-ერთ ბენეფიციარს სამი თანატოლი თავს დაესხა.

აჭარის ჯანდაცვის სისტემამ ძალიან მაღალ დატვირთვას გაუძლო - იმნაძე

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პუბლიკა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალ რაოდენობას სისტემამ გაუძლო, რაც ეპიდემიოლოგებს იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ ჯანდაცვის სისტემა მაღალ დატვირთვას მთელი ქვეყნის მასშტაბითაც გაუძლებს. თუმცა, როგორც ტელეკმპანია „ფორმულას“ ეთერში იმნაძემ თქმით, შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზრდება გარდაცვალების შემთხვევებიც და ვირუსის გავრცელების არიდებას უნდა ვეცადოთ.

თბილისი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პროგრესნიუს.ჯი

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც, სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა. კახაბერ გვანცელაძემ საძინებელ ოთახებში საწოლების განაწილებაც შეამოწმა. ახალი რეგულაციით, ბავშვები საწოლებში უნდა განთავსდნენ იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი სახით კონტაქტი.

კორონავირუსის გავრცელების გამო ე.წ ოქროს ბირჟა ორი კვირით დაიკეტა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პროგრესნიუს.ჯი

თბილისი ცენტრალში მდებარე ე.წ ოქროს ბირჟა ორი კვირით დაიკეტა. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ბირჟის 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ყველა მათგანი კოვიდ კლინიკებშია გადაყვანილი. იზოლაციაში არიან გადასულნი დაინფიცირებულთა ახლო კონტაქტები. სულ ოქროს ბირჟაზე 550-მდე პირი მუშაობს. ასევე, COVID-19 დაუდასტურდა “სპარის” თანამშრომელსაც. ინფიცირებული covid მიმღებ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. თვითიზოლაციაში არის გადასული მასთან კონტაქტში მყოფი 10-მდე პირი. “სპარის” მარკეტინგის დირექტორის თქმით, აღნიშნულ ობიექტს უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია და ფილიალმა მუშაობა ახალი შემადგენლობით განაახლა.

„შემთხვევები მოიმატებს... ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ დაავადებულთა მატებასთან ერთად გარდაცვლილების რაოდენობაც გაიზრდება“ - პაატა იმნაძე

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პია.ჯი

„ჩვენი ქვეყნის ეპიდემიოლოგებს და სახელმწიფოს კორონავირუსის მართვის სადაავეები ხელიდან არ გაქცევიათ“, - ამის შესახებ პაატა იმნაძებ სტუმრად ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, გაჩერებაზე ადვილი არაფერი არ არის და საქართველო აღარ შეიძლება იყოს ჩაკეტილი. „თუკი გავატარებდით კონკრეტულ შეზღვუდვებს, შესაძლებლობა გვექნებოდა ბოლომდე გაგვეკონტროლებინა სიტუაცია, უბრალოდ აღარ შეიძლება ქვეყანა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში. გაჩერებაზე ადვილი არაფერი არ არის.

რატომ ხარჯავს მთავრობა 48 მილიონს დამატებით სამედიცინო მომსახურებასა და საწოლფონდში?

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ბიემ.ჯი

საქართველოს მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას ახდენს. სოციალური მომსახურების სააგენტო 48-მილიონლარიანი გამარტივებული შესყიდვისთვის მთავრობისა და შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ითხოვს. დოკუმენტაციაში წერია, რომ “მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა გასცდა ინფექციურ დაწესებულებებში არსებული საწოლფონდების რესურსს”, რისთვისაც დაუყონებლივაა საჭირო დამატებითი საწოლადგილების მობილიზება.

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 4 274 ადამიანი მკურნალობს – 6 ოქტომბრის სტატისტიკა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 274 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 230 პაციენტი. ინფიცირების 549 შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 4 887 პაციენტმა დაამარცხა. 6 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 58 პაციენტი იმსხვერპლა.

გრიპის ვაქცინა არ იშოვება – როდიდან შეივსება მარაგები?

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ხელმისწავდომი არ არის. ვაქცინის მარაგთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა ინფორმაცია გადაამოწმა მსხვილ სააფთიაქო ქსელებში: ავერსში, პსპ-ში, ფარმადეპოში, ჯიპისისა და იმპექსში. ავერსში აცხადებენ, რომ ვაქცინა შეკვეთილი აქვთ და მის მიღებას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან. ჯიპისიში კი ამბობენ, რომ ქსელში გრიპის საწიააღმდეგო ჰოლანდიური ვაქცინა ჰქონდათ, რომლის მარაგიც ამოიწურა და ახლა “ვაქსი-გრიპის” ვაქცინას ელოდებიან.

იმნაძე: ტესტი კეთდება იქ, სადაც საჭიროა, ჩვენს სიტუაციაში დღეში 7-8 ათასზე მეტი ტესტი არ უნდა კეთდებოდეს

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში ტესტირება კეთდება იქ, სადაც საჭიროა. მისივე თქმით, საქართველოში მილიონ მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებელი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე მაღალია.

ახლა აჭარაზე მოდის ისეთივე დატვირთა, როგორც იტალიის დაზარალებულ რეგიონებში იყო — იმნაძე

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ გაზრდილი კოვიდინფიცირების ფონზე აჭარაზე ისეთივე დატვირთა მოდის, როგორც ეს იტალიის დაზარალებულ რეგიონებში იყო.

თბილისის 21-ე სკოლაში პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა, თამარ ამზაშვილმა On.ge-ს უთხრა, ბავშვის ტესტის პასუხის შესახებ გუშინ, 5 ოქტომბერს გაიგეს. მისივე თქმით, სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა და სასწავლო პროცესი გაგრძელდა. 6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 268 —გამოჯანმრთელდა.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსსა და გრიპს შორის ბევრი მსგავსებაა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რეპორტიორი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, შემოდგომაზე კორონავირუსს გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციაც დაერთოს. როგორც მან კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კლინიკურად კორონავირუსსა და გრიპს შორის ბევრი მსგავსებაა, თუმცა საბოლოო დიფერენცირება ლაბორატორიულად ხდება.

თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რეპორტიორი.ჯი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - სივილ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 5 ოქტომბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მეოთხე შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული განაწილების მახასიათებლები დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბერის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 6 640 შემთხვევა იყო დადასტურებული, მათ შორის, 51% იყო მამაკაცი, 49% კი – ქალი იყო.

7 ოქტომბერი

ინტერნეტ სააგენტო

"ეს არის კრიტიკული პაციენტების გადარჩენის შესაძლებლობა" - "რემდესივირს" საქართველოში ელიან

07.10.2020

Link:    07.10.2020 - ბიემ.ჯი

„რემდესივირი“ სოლიდარობის კვლევის ფარგლებში უნდა შემოვიდეს საქართველოში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კარგია რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო კვლევებში, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდების დასადგენად მიმდინარეობს.

თამარ გაბუნია: წელს იქნება პირველი სეზონი, როცა ერთად უნდა გადავიტანოთ კორონავირუსისა და გრიპის ეპიდემია - ამ სეზონისთვის მეტი ყურადღება და მობილიზება გვმართებს

07.10.2020

Link:    07.10.2020 - კომერსანტ.ჯი

წელს იქნება პირველი სეზონი, როცა ერთად უნდა გადავიტანოთ კორონავირუსისა და გრიპის ეპიდემია. ამდენად, ამ სეზონისთვის, მეტი ყურადღება და მობილიზება გვმართებს, ვიდრე ეს როდესმე ყოფილა, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიამ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რისკჯგუფთა ნუსხის გადახედვა იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მათი თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იყო და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია

07.10.2020

Link:    07.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია. მათივე განცხადებით, ყველა თანამშრომელს ტესტირება პერიოდულად, დადგენილების მიხედვით უტარდება და ამ კონკრეტულ ფაქტთან კავშირი არ აქვს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა - ჯამში 62

07.10.2020

Link:    07.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 348 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში ვირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

508 ახალი ინფიცირებული ბოლო 24 საათში - კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში

07.10.2020

Link:    07.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 348 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში ვირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

07.10.2020

Link:    07.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პაციენტი უსიმპტომო იყო. ინფიცირებულს ცენტრის დაახლოებით 50 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება. ამ დროისთვის ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეული და დატესტილია, მათ შორის ტესტი ჩაუტარდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს. არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

პირბადე ბავშვებმაც უნდა გამოიყენონ – დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია

07.10.2020

Link:    07.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს, რომ პირბადე ბავშვებსაც ჰქონდეთ გაკეთებული. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კი პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენონ ბავშვებმაც. რეკომენდაციები: რეკომენდებულია საბავშო ნიღბის გამოყენება. თუ საბავშვო ნიღაბი ხელმისაწვდომი არ არის, დარწმუნდით, რომ ნიღაბი რომელსაც ბავშვი ატარებს, მჭიდროდ ერგება ცხვირს, პირსა და ნიკაპს. ნიღბის გამოყენება სავალდებულო არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.