From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 5-6 ოქტომბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 06.10.2020 10:06
Attachments :

მედია მონიტორინგი

5 ოქტომბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მონაცემებით მესამე პაციენტიც გარდაიცვალა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რესურსი რომ უკვე იწურება და საავადმყოფოების დატვირთვა ახლა საშიშ ზღვარს უახლოვდება, დღეს არც ქვეყნის პრემიერს დაუმალავს. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რესურსი, რომელიც ჯადაცვის სამინისტროს აქვს, არის ამოწურვადი. ეკატერინე ტიკარაძე: "საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპისთვის 3000 საწოლამდეა, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული და 300-ზე მეტი ადამიანი დაყოვნებულია და ელოდება დიაგნოსტირებას".

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

05.10.2020

Link:    05.10.2020 - იმედი - ქრონიკა პირდაპირი

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი იმართება. ქვეყანაში „პისიარტესტების“ მარაგი შეძენილია და დეფიციტი არ ფიქსირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კორონავირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

კორონავირუსი 578 ახალი შემთხვევა, 375 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება. 578 ახალი შემთხვევდან 416 აჭარას უკავშირდება. ამ რეგიონთანაა კავშირში გარდაცვალების 2 ახალი ფაქტიც. თბილისში ბოლო 24 საათში დადასტურდა 76 ახალი შემთხვევა. გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინსტრო.

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი იმართება. ქვეყანაში „პისიარტესტების“ მარაგი შეძენილია და დეფიციტი არ ფიქსირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „პისიარტესტების მარაგი შეძენილია, აქედან გამომდინარე დეფიციტი არ ფიქსირდება. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ მარაგებს და შესყიდვებიც პარალელურ რეჟიმში, გეგმურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟანგბადდამოკიდებულია 23 პაციენტი.

საკორდინასიო საბჭოს სხდომა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

ქვეყანაში ლაბორატორიების რაოდენობა იზრდება, რათა კორონავირუსზე ტესტირება ყველგან იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის მოთხოვნა. რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას. საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. გამოჯანმრთელდა 375 პირი. ახალი შემთხვევებიდან 72 თბილისშია გამოვლენილი. ქვეყნის მასშტაბით 45 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

კორონავირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

ბოლო 24 საათში კოვიდკლინიკებში 578 ადამიანი შეიყვანეს. აქედან, ყველაზე მეტი - 416 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 72 თბილისში, გაიზადა გარდაცვლილთა რიცხვიც. ვირუსით დაავადებული 88 და 82 წლის პაციენტების გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ეკატერინე ტიკარაძე:"არც სამედიცინო დაწეებულებების სიმძლავრე, არც ადამიანური რესურსის სიმძლავრე არ არის ამოუწურავი". გიორგი გახარია:"ის, რომ დღესს სიტუაციის მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის ამოუწურავი".

საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლების დაშვება რეკომენდირებული არ არის

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლების დაშვება რეკომენდირებული არ არის - ამის შესახებ ჯანდაცვი მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, თუმცა საკოორდინაციო საბჭო საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

კოვიდ 19 - საკორდინაციო საბჭოს სხდომა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ახლა კი საათობრივად მზარდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი - კორონა ვირუსს დღეს უკვე 4 პაციენტი ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა რეგოონებში. 5 ოქტომბერს 2 გარდაცვლილია აჭარაში. ამ რეგიონში ამ დრომდე ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. 2 პაციენტი დაიღუპა ქუთაისის საავადმყოფოებში, მათგან ერთი 92 წლის ქალი გურიიდან გადაიყვანეს, 62 წლის მამაკაცი კი მძიმე დაავადებებით კორონა ვირუსს 24 სექტემბრიდან ებრძოდა. კორონა ვირუსი დაუდასტურდა, ველისციხეში მე-9 კლასელსაც. დინამოს აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ზაზა დოლიძის თქმით, კონსულტაცია გაიარეს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სასწავლო პროცესი აკადემიაში 1 კვირით გადავადდა.

კორონა ვირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

ბოლო დღეღამეში 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. კოვიდ ინფიცირების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, ამის შესახებ პრემიერმა უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ითქვა რომ ვითარება მართვადია, თუმცა ის რომ კორონა ვირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, არ ნიშნავს იმას რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი შეუზღუდავია.

კორონავირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ინფიცირებულთა მყოფი ახლო კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახალო კონტაქტები 12 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ თვითზოლაციაში და თუ სიმპტომი არ გამოვლინდა, ტესტირებაც არ ჩატარდება. 2. კიდევ ერტი პრობლემა, რომლის გადაჭრაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. მინისტრმა ეკატერინე ტიკატრაძემ დღეს დაადასტურა, რომ სეზონური გრიპების საწინააღმდეგოდ 250 000-ზე მეტ ვაქცინას შეიძენს.

არჩევნების თარიღი არ შეიცვლება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

არჩევნების თარიღი რომ არ შეიცვლება - ეს დღეს კახა კალაძემ დაადასტურა. მიუხედავად ქვეყანაში გართულებული ეპიდ-ვითარებისა, მერი ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები საარჩევნო უბნებთან მაქსიმალურად იქნება დაცული. ცესკო აქტიურ კომუნიკაციაში ჯანდაცვის უწყებასთან. ეკატერინე ტიკარაძე: არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ცესკოსთან/ გვაქვს საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა ამ კუთხით. კახი კალაძე:არჩევნები ჩატარდება. ამ ხნის განმავლობაში პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ და თანაბარ პირობებში ჩაატარონ.

კორონა ვირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა. ინფიცირებულია პირველკლასელი, რომელსაც "კოვიდ 19" დღეს დაუდგინდა. ამ შემთხვევის გამო ინფიცირებულის კლასი სწავლას დისტანციურად აგრძელებს. ბავშვის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ არის ოჯახის წევრი, რადგან დედას აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ 19. ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი იზოლაციაშია, ადგილზე ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს, რადგან ვირუსის გავრცელების საფრთხეებია.

578 ახალი შემთხვევა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

578 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში, 4 გარდაცვლილი. ასეთია ეპიდვითარება საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 8 თვეში. აჭარის და თბილისის შემდეგ გავრცელების მაშტაბით მესამე ადგილზეა იმერეთი. 23 ახალი შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთში. დაინფიცირდა სკოლის მოსწავლეც, ეს შემთხვევა გურჯაანის ერთ-ერთ სკოლას უკავშირდება. მოქალაქე, სახელმწიფო, დაწესებულება - ამ სამეულის ერთიანობის მნიშვნელობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა შეახსენა.

საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს მაყურებლის გარეშე ჩატარდებ

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ასეთი რეკომენდაცია გასცა ამირან გამყრელიძემ. მართალია უეფამ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ქვეყნის მთავრობებს მიანდო და 30%-იანი დასწრების რეკომენდაცია გასცა, თუმცა მაყურებლის დაშვება ამ დროს რეკომენდირებული არ არის- განმარტა ამირან გამრყელიძემ.

კორონავირუსი საქართველოში

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კავკასია - დღეს 19:00

4 გარდაცვლილი და 578 ინფიცირებული. ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა. გარდაცვლილებიდან როი ბათუმში მკურნალობდა, ორი კი ქუთაისში. ექიმების ინფორმაციით გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. ინფიცირებულების რაოდენობასთან ერთად იზრდება გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად შეზღუდვების შემოღება არ იგეგემება.

კოვიდ 19

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ისევ პირბადე ისევ დისტანცია. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძლის ხერხი არ იცვლება. მსოფლიოში ამაზე ეფექტური ბრძოლის საშუალება ვერ მოიფიქრეს. მთავრობისთვია ახლა მნიშვნელოვანია იმოქმედოს სამმა კომპონენტმა. დღეს საქართველოში 578 ახალი ინფიცირებული გვყავს. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. დაიკეტა თბილისის ოქროს ბირჟა, თანამშრომლების ინფიცირების გამო. მთავრობა ზომების გამკაცრებას არ გეგმავს.

კორონავირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - I არხი - მოამბე 21:00

1. საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მეორე დღეა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 500-ს აჭარბებს. რეგიონული გადანაწილების მიხედვით, ლიდერობს ისევ აჭარა, სადაც დღევანდელი 578 შემთხვევიდან ყველაზე ბევრი, 416 ფაქტი გამოვლინდა. მონაცემების მატების ტენდენციაა თბილისში, ასევე იმერეთში.

კოვიდ 19

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

პანდემიის მზარდი სტატისტიკის ფონზე რესურსების შეზღუდულია. მწვავედ დგას მედიკოსთა რაოდენობის პრობლემაც. პანდემიასთან გამკლავება რომ უჭირს ამის აღიარება მთავრობას დღეს მოუხდა არადა ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლპობა ისაა რასაც ოპოზიცია და სპეციალისტები ხელისუფლებას კრიზისის წინაპირობად უსახელებდნენ. ექპსერტები პრობლემის წყაროდ ზაფხულში კონტროლის შესუსტებაშიც ხედავენ. "ჩვენ დღეს მკაფიოდ ვხედავთ რომ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სამედიცინო სექტორის სათანადო მომზადება", - ზურაბ ჭიაბერაშვილი. "ამაზე მთავრობას 5-6-7 თვის წინ უნდა ეფიქრა და ამაზე მადლობა ღმრთს გვქონდა ჩვენ დრო მოსაფიქრებლად თუმცა არაფერი გაკეთდა ", - სერგო ჩიხლაძე. "ამისთვის მზადება უნდა დაიწყო წინასწარ და არა ეხლა", - ვახტანგ სურგულაძე.

რატომ არ იყენებს მოსახლეობა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ აპლიკაციას - მისი საშუალებით ინფიცირების სულ 17 შემთხვევა გამოვლინდა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი მობილური აპლიკაცია ექსპლუატაციაში ჩაშვებიდან ამ დრომდე მხოლოდ 217 000-მა მომხმარებელმა ჩამოტვირთა. მოქალაქეების ნაწილი პროგრამის მიმართ მცირე ინტერესს აპლიკაციის დაბალი ცნობადობით ხსნის, ნაწილი კი ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე ინფორმაციას არ ფლობს. აპლიკაციის მიმართ დაბალ ინტერესს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეების მიერ ტექნოლოგიის გამოყენების სირთულით ხსნის.

კოვიდ 19

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

თბილისი ცენტრალში "ოქროს ბირჟის" 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფორმაციით პიველი ინფიცირებული თანამშრომლის ინფიცირების წყარო ოჯახი იყო. მისი განცხადებით ოქროს ბირჟა ხვალდიან 2 კვირის განმავლობაში დაიკეტება. თბილისის დინამო არენაზე 8 ოქტომბერს დანიშნული მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშა ნატქვამი.

6 ოქტომბერი

ტელევიზია

კოვიდ ვითარება

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველოში არჩევნები ხურდება კოვიდ ვითარებასთან ერთად იმ ფონზე, რომ საკმაოდ მოიმატა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყოველდღიურმა რაოდენობამ. ეს არის საფრთხილო. თუ მიუშვებ პროცესებს და არ გავუფრთხილდებით, მსოფლიოს ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ უძლებს ამგვარ დატვირთვას. პრემიერმა მიმართა საქმიან საზოგადოებას და დაადასტურა, რომ ეკონომიკური შეზღუდვები არ იქნება.

06.10.2020

Link:    06.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

გეგმური ინსპექტირება

06.10.2020

Link:    06.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

თამარ გაბუნუას განცხადება

რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

"ჯანდაცვის სისტემის რესურსები ამოწურვადია,რაც ყველაზე დიდი რისკია"- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისაკენ და პასუხისმგებლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოში დიდი ალბათობით ინფიცირებულების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

კორონავირუსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - I არხი - მოამბე 09:00

თბილისი ცენტრალში განთავსებულ „ოქროს ბირჟის“ 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი ინფიცირებული თანამშრომლის ინფიცირების წყარო ოჯახი იყო. საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 578 ადამიანს დაუდასტურდა, 375 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. 416 ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 72 - თბილისში. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კორონავირუსის 8696 შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 54 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შემოწმებული 700-მდე საბავშვო ბაღიდან 525-ის მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

შემოწმებული 700-მდე საბავშვო ბაღიდან 525-ის მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სასწავლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორების შემოწმებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. პროცესი, რომელიც ყოველდღე მიმდინარეობს, 12 ოქტომბერს დასრულდება.

კორონავირუსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

თბილისი ცენტრალში მდებარე ე.წ. ოქროს ბირჟა დაიკეტა. კორონავირუსით ინფიცირებულია ოქროს ბირჟის ხუთი თანამშრომელი. ცენტრში შესაბამისი სადენზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. 2. კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, ამაღლების 12 ნომერში მდებარე სუპერმარკეტ "სპარის თანამშრომელსაც". 3. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში დღეიდან ფართომასშტაბიანი თერმოსკრინინგი იწყება.

კორონავირუსი და საქართველო

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

თბილისი ცენტრალში მდებარე ე.წ ოქროს ბირჟა ორი კვირით დაიკეტა. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ბირჟის 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ყველა მათგანი კოვიდ კლინიკებშია გადაყვანილი. იზოლაციაში არიან გადასულნი დაინფიცირებულთა ახლო კონტაქტები. სულ ოქროს ბირჟაზე 550-მდე პირი მუშაობს. ასევე, COVID-19 დაუდასტურდა "სპარის" თანამშრომელსაც. ინფიცირებული covid მიმღებ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. თვითიზოლაციაში არის გადასული მასთან კონტაქტში მყოფი 10-მდე პირი. "სპარის" მარკეტინგის დირექტორის თქმით, აღნიშნულ ობიექტს უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია და ფილიალმა მუშაობა ახალი შემადგენლობით განაახლა.

გეგმური ინსპექტირება

06.10.2020

Link:    06.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სასწავლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ბიზნესოპერატორების შემოწმებას განაგრძობს. პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 12 ოქტომბრამდე დასრულდება. ბექა ფერაძე: "შემოწმებულია 2390 კერძო და საჯარო სკოლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესოპერატორი, ისევე როგორც სახელწიფო საჯარო სკოლის ფუნქციონირების განახლება შესაძლებელია. დარჩენილია დაახლოებით 10-მდე საჯარო სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება."

თამარ გაბუნუას განცხადება

06.10.2020

Link:    06.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ბოლო ერთი თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ინფიცირებული აჭარაში აღირიცხა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ რეგიონში ვირუსი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თამარ გაბუნია: "შემთხვევების მატება გრძელდება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ლოკალიზებული ეპიდემია, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ რამდენად შესაძლებელია ეპიდემიის კონტროლი".

კორონავირუსი და საქართველო

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

კორონავირუსს კიდევ 4 პაციენტი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში კი 549 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი. ბოლო მონაცემები ასეთია - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 9245. მათ შორის გამოჯანმრთელდა 4887. გარდაიცვალა 58.

კორონავირუსი

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ იზრდება. ბოლო 24-საათში ინფექციას კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ჯამური მაჩვენებელი 58 გაუტოლდა. სამი ბათუმში, ერთი კი მცხეთაში გარდაიცვალა. 2. ქვეყნის მასშტაბით აჭარა დაინფიცირებულთა რაოდენობით ისევ პირველია, აქ 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხი გარდაცვლილიდან სამი სწორედ ზღვისპირა რეგიონს უკავშირდება.

შემოწმებული 700-მდე საბავშვო ბაღიდან 525-ის მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული

06.10.2020

Link:    06.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

შემოწმებული 700-მდე საბავშვო ბაღიდან 525-ის მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სასწავლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორების შემოწმებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. პროცესი, რომელიც ყოველდღე მიმდინარეობს, 12 ოქტომბერს დასრულდება.

 

5 ოქტომბერი

ინტერნეტ სააგენტო

ჯანდაცვის მინისტრი: საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე დასწრება რეკომენდებული არ არის

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პია.ჯი

საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე დასწრება რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პია.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავცრელებს.

დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა.

„520-ე დადგენილების მსგავსი მომავალშიც იქნება, რათა მოსახლეობამ მიიღოს ხარჯეფექტური და ხარისხიანი სერვისები“ - დავით სერგეენკო

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კომერსანტ.ჯი

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილება მაშინ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დღეს 520-ე დადგენილება აღარავის ახსოვს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როცა 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სამინისტოში ახსოვდათ, უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული. „კომერსანტი“ დადგენილების მიღების მიზეზებზე და მის ირგვლივ არსებულ პრობლემატიკაზე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს ესაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენენ

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კომერსანტ.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსული ინფექცია საქართველოში სულ მცირე კიდევ ერთი წელი დარჩება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექცია საქართველოში სულ მცირე კიდევ ერთი წელი დარჩება.

ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით გამოდის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით გამოდის, რომ საქართველო- ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი, 8 ოქტომბერს, თბილისში, COVID19-ის პრევენციის მიზნით, გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს.

„კორონავირუსით ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში"

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან მყოფი ახლო კონტაქტები - ოჯახის ან სამსახურებრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი 1 თვეში 800-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოხატა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ბიპიენ.ჯი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ქვეყანას - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები სტუმრობენ, რომელთა შერჩევის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი საშუალო ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი - 2 000 აშშ დოლარია.

covid-ზე ვაქცინაცია იწყება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - ვაქცინის პირველი პარტიის მომავალ კვირას შემოტანაზე, ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდემის მართვის 3 შრიან პასუხიმგებლობაზე საუბრისას 250 000 ვაქცინის შეძენაზე აღნიშნა.

ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მატებაა, ეს მნიშვნელოვნად საყურადღებოა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება საყურადღებოა. - რეკლამა - - რეკლამა - მისივე თქმით, მოსახლეობის პასუხისმგებლობა და მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულება უმნიშვნელოვანესია.

დღეს კორონავირუსით მესამე პაციენტიც გარდაიცვალა - ტიკარაძე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პუბლიკა.ჯი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, დღეს უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, გარდაცვალების 2 შემთხვევა ბათუმში, ხოლო 1 – ქუთაისშია. საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულის ახლო კონტაქტები ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ იზოლაციაში - გამყრელიძე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პუბლიკა.ჯი

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც, სავარაუდოდ, ორ დღეში შევა ძალაში და განსაზღვრავს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების ქცევის პროტოკოლს.

კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია – ტიკარაძე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პუბლიკა.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, აქედან კრიტიკულ მდგომარეობაშია 36 პაციენტი.

გრიპის საწინააღმდეგო 250 ათასზე მეტ ვაქცინას შევიძენთ, რადგან აცრის სურვილი გაზრდილია – ტიკარაძე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პუბლიკა.ჯი

საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ვაქცინა შეძენილია, თუმცა ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ დამატებითი რაოდენობა შევიძინოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი, რომ ისინი იყვნენ აცრილები. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უკვე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი ქალაქში იქნება და აქედან გამომდინარე, დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. საერთო ჯამში, შევიძენთ 250 ათასზე მეტ ვაქცინას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაცვლილი სამი პაციენტიდან 2 ბათუმში, ერთი კი ქუთაისში მკურნალობდა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაცვლილი სამი პაციენტიდან 2 ბათუმში, ერთი კი ქუთაისში მკურნალობდა. - რეკლამა - - რეკლამა - მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, რეანიმაციაში 115 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. „გვაქვს სამი გარდაცვალება, 2 ბათუმში, 1 კი – ქუთაისში. ამ ეტაპზე, სუნთქვის აპარატზე არის 23 პაციენტი, რეანიმაციაში კი 115 პაციენტია. კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება 36 პაციენტს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო გრიპის 250 000-ზე მეტ ვაქცინას შეიძენს - ეკატერინე ტიკარაძე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო 250 000-ზე მეტ ვაქცინას შეიძენს, რადგან მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობა და მოთხოვნა საკმაოდ დიდია. "ვაქცინის შემოტანას ვაპირებთ, მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა ასევე სურვილი, რომ ისინი იყვნენ აცრილები. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ველოდებით ვაქცინის პირველ ნაწილს და სწორედ მაშინ დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია. საერთო ჯამში, ჩვენ შევიძენთ 250 000-ზე მეტ ვაქცინას,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ადამიანური რესურსი, დღესდღეობით, არის ყველაზე კრიტიკული რესურსი - ეკატერინე ტიკარაძე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომ რესურსი არ არის ამოუწურავი. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, გეგმიური ნაბიჯების შესასრულებლად საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი - 30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 648 736-ს შეადგენს

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 648 736-ს შეადგენს, მათ შორის 642 541 - პირველადია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

საქართველოში დღეს კოვიდინფიცირებული მე-4 პაციენტი გარდაიცვალა. სულ - 54

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე, 54-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს. ინფიცირებული ქუთაისში მკურნალობდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მათივე ინფორმაციით, 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტი ჩატარდა.

NCDC - ის ახალი ანგარიში: რა სიმპტომებით იწყება covid-19 საქართველოში ყველაზე ხშირად

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პუბლიკა.ჯი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგად, რომელიც 30 სექტემბრამდე გამოვლენილი შემთხვევებს ეფუნება, გაანალიზდა კლინიკური სიმპტომები ჰოსპიტალიზაციამდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, პანდემიის პერიოდში, საქართველოში სიკვდილიანობის დაბალი ნიშნულია შენარჩუნებული

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის პერიოდის განმავლობაში, საქართველოში სიკვდილიანობის დაბალი ნიშნულია შენარჩუნებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი - საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი 30-59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელს, ხოლო მინიმალური - 1 თვეს შეადგენს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება. ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი ინფიცირებულთა შორის 13,4%-ს შეადგენდა. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, კერძოდ 51.5%, 30-წლიდან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ინფიცირებულთა 18.5% კი 60 წელს გადაცილებულია. ამასთან, ანგარიშის თანახმად, PCR ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევათა შორის 51% კაცი, ხოლო 49% - ქალი იყო. ამასთან, ანგარიშში სიმპტომებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის სიმშრალე/ტკივილი და თავის ტკივილი. „ PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს 36.2% იყო ასიმპტომური, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები“,-აღნიშნულია ანგარიშში.

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელს, ხოლო მინიმალური - 1 თვეს შეადგენს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი - COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილთა სქესი თითქმის თანაბარი პროპორციით არის განაწილებული - 20 კაცი და 19 ქალი. ანგარიშში ასევე სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების მიერ საწოლდღეების საშუალო რაოდენობაცაა მითითებული, რომლის მიხედვითაც, საშუალო რაოდენობა 19.9 დღეს შეადგენდა, საწოლდღეების მინიმალური რაოდენობა კი, 2 დღეს.

როგორია თანმხლებ დაავადებათა მიხედვით covid-19-ით გარდაცვლილთა განაწილება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პუბლიკა.ჯი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილ პაციენტთა ნახევარზე მეტს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის ისტორია სხვა დაავადებების გამო.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პროგრესნიუს.ჯი

საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „24 საათის განმავლობაში გვაქვს სამი გარდაცვალება, ორი გარდაცვალება ბათუმში და ერთი ქუთაისში“, – განაცხადა ტიკარაძემ. 5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი - პაციენტების 36.2% PCR ტესტირების დღეს ასიმპტომური იყო

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

პაციენტების 36.2% PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს ასიმპტომური იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი - საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი 30-59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინფო9

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელს, ხოლო მინიმალური - 1 თვეს შეადგენს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

სოც. მომსახურების სააგენტო: ინფიცირების მოსალოდნელი რაოდენობა საწოლფონდის რესურსს გასცდა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ბიემ.ჯი

"ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურსი გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობას,"- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე რეგისტრირებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრი: საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპზე კვლავ რჩება 3 ათასამდე, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული

05.10.2020

Link:    05.10.2020 - აიპრეს.ჯი

ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სუნთქვის აპარატზეა 23 პაციენტი, რეანიმაციაშია 115 პირი და კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება 36 მოქალაქეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი 30-59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, კერძოდ 51.5%, 30-წლიდან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

პაციენტების 36.2% PCR ტესტირების დღეს ასიმპტომური იყო - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი

პაციენტების 36.2% PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს ასიმპტომური იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული.

"კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8-9 დღეში ვირუსი არის გადამდები, ადამიანს სხვა ადამიანის დაინფიცირება არ შეუძლია" 1 საათი წინ 2

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი

კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8-9 დღეში ვირუსი არ არის გადამდები, ადამიანს სხვა ადამიანის დაინფიცირება არ შეუძლია“,-ამის შესახებ “ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ "ფორტუნასთან" ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სიმპტომების მქონე პაციენტებში მეტი პერიოდია საჭირო. მისი თქმით, 10 დღიანი მკურნალობის მომდევნო 3 უსიმპტომო დღის შემდეგ, ადამიანი გამოჯანმრთელებულად ითვლება.

კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ -ამირან გამყრელიძე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მედიანიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ქცევასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება ახლო მომავალში შევა ძალაში.

NCDC: საქართველოში ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი 30-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ტაბულა.ჯი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელი, ხოლო მინიმალური - 1 თვეა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშში წერია, რომელიც 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

კორონავირუსის აფეთქება სასწავლო დაწესებულებებში – სკოლების ჩამონათვალი, სადაც Covid-19 დაფიქსირდა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

გასული 5 დღის მანძილზე, სკოლებში კოვიდინფიცირების შემთხვევები იმატებს. დღეს, კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 5 რუსთავში გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის ერთი-ერთი პირველკლასელია. კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მათემატიკურ სკოლაში მესამე კლასის მოსწავლესაც. ბავშვები ცხელების ცენტრში არიან გადაყვანილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით Covid 19 ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - აიპრეს.ჯი

როგორც სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიამ განაცხადა, 7 შემთხვევა ზუგდიდშია, შვიდიდან 3 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტია, 3 გორგიას დარაჯის კლასტერის კონტაქტია, ხოლო ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის კონტაქტია. რაც შეეხება დანარჩენ სამს, 3 შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, მათგან 1 შემთხვევა უკავშირდება მედ.

„საქართველოში, სავარაუდოდ, გავიმეორებთ ყველა იმ ქვეყნის მოდელს, სადაც კოვიდ19-ის პიკური მიმდინარეობა იყო“ – ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან

05.10.2020

Link:    05.10.2020 - აიპრეს.ჯი

“გარდამტეხი იქნება ვაქცინა. თუ კი ჩვენ გვექნება ეფექტური ვაქცინა და საბედნიეროდ, ამის ძალიან დიდი იმედია, იმიტომ რომ 4 ვაქცინა უკვე სერიოზულ დამაიმედებელ შედეგებს იძლევა, ეს შეიძლება გარდატეხის სერიოზული საფუძველი გახდეს. სხვა რაიმე პერსპექტივაში, წამალი, ან თვითონ ვირუსის მისუსტება, ჯერჯერობით არ იკვეთება”, – აცხადებს “აიპრესთან” ინტერვიუში ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ბუწაშვილი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. ეს ბოლო 24 საათში Covid-19-ით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ერთი პაციენტი ქუთაისში, ორი კი ბათუმში გარდაიცვალა.

ტიკარაძე: ადამიანური რესურსი არის დღესდღეობით ყველაზე კრიტიკული

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ მთავრობის დადგენილი რეგულაციები მკაცრად დაიცვას, რათა სამედიცინო, ადამიანური და ლაბორატორიული რესურსები მაქსიმალურ სიმძლავრეზე არ დაიტვირთოს: “რესურსი არასდროს არ არის ამოუწურავი, რესურსი ყოველთვის არის თვლადი და გაზომვადი. სწორედ ეს იგულისხმა პერმიერ-მინისტრმა.

კოვიდინფიცირებულებთან უსიმპტომო კონტაქტებს არ გატესტავენ

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომზადებულია და უახლოეს პერიოდში ძალაში შევა დადგენილება, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულებთან კონტაქტების მართვას შეეხება. ახალი წესის მიხედვით, ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტები თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა გადავიდნენ, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში კი, მათ ტესტირება არ ჩაუტარდებათ.

აჭარის ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყნის ზოგად მაჩვენებელზე დაახლოებით 10-ჯე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარის ინციდენტობის მაჩვენებელი (Covid-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე) ქვეყნის ზოგად მაჩვენებელზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია. ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს, განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 3 999 ადამიანი მკურნალობს – 5 ოქტომბრის სტატისტიკა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 999 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 100 პაციენტი.

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 54 გახდა. შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდა მთავრობის მიერ ოფციალურ გვერდზე, StopCov-ზე. ბოლო 24 საათში ეს არის გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევა. დღეს, 5 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ Covid-19-ით ორი პაციენტი ბათუმში, ერთი კი ქუთაიში გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8696 გახდა. მათგან გამოჯანმრთელდა 4619 პაციენტი.

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს STOP COVID აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს STOP COVID აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება ეპიდემიოლოგებს კონტაქტების მოძიებაში.

ინფიცირებულთა ზრდის ფონზე დამატებითი საწოლების მობილიზებაზე 48 მლნ დაიხარჯება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კომერსანტ.ჯი

ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფო დამატებითი საწოლების მობილიზებას იწყებს და ამ მიზნით 48 მლნ ლარს დახარჯავს. 122 დღეში გასაწევი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის უფლება სოციალური მომსახურების სააგენტომ ითხოვა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპლიკაცია STOP COVID მომხმარებელს კოვიდინფექციის გავრცელების რისკის შემცირებაში დაეხმარება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპლიკაცია STOP COVID მომხმარებელს კოვიდინფექციის გავრცელების რისკის შემცირებაში დაეხმარება. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ჯანიაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში განმარტავს, რომ აპლიკაცია აგროვებს კონტაქტებს და თუ რომელიმე კონტაქტს ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ დაუდასტურდება, რისკის ქვეშ მყოფი პირები გაფრთხილებას მიიღებენ.

დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - აიპრეს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

იმუნიზაციის აპლიკაცია, რომლითაც მშობლებს შვილების მონაცემების შეყვანით, აცრებზე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ

05.10.2020

Link:    05.10.2020 - აიპრეს.ჯი

4 წლის წინ გავაკეთეთ იმუნიზაციის აპლიკაცია, რომელიც მშობლებმა უნდა ჩამოტვირთონ, შეიყვანონ შვილის მონაცემები და აცრებზე მიიღებენ ინფორმაციას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ვაქცინაციასთან დასმული კითხვის საპასუხოდ.

ტიკარაძე: საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის დასწრება რეკომენდირებული არაა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - აიპრეს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო-ბელარუსის მატზე, რომელიც 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება, რეკომენდაციაა, რომ მაყურებელი არ დაესწროს.

ტიკარაძე covid19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე: სუნთქვის აპარატზეა 23, რეანიმაციაშია 115 პირი, 36 კრიტიკულ მდგომარეობაშია

05.10.2020

Link:    05.10.2020 - აიპრეს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. რომ საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპზე კვლავ რჩება 3 ათასამდე, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული.

ადამიანური რესურსი, დღესდღეობით, არის ყველაზე კრიტიკული რესურსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომ რესურსი არ არის ამოუწურავი. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, გეგმიური ნაბიჯების შესასრულებლად საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.

ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში PCR-ტესტების მარაგი შეძენილია და დეფიციტი არ ფიქსირდება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - რეპორტიორი.ჯი

ქვეყანაში PCR-ტესტების მარაგი შეძენილია და დეფიციტი არ ფიქსირდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე: ვეცდებით, უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - რეპორტიორი.ჯი

ვეცდებით, ყველა მოქალაქისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ცესკო-სთან ინტენსიური თანამშრომლობა აქვს.

ეკატერინე ტიკარაძე: გრიპის ვაქცინა შეძენილია და პირველ ნაწილს ერთი კვირის განმავლობაში ველოდებით

05.10.2020

Link:    05.10.2020 - რეპორტიორი.ჯი

გრიპის ვაქცინა შეძენილია და ერთი კვირის მანძილზე ველოდებით, რომ პირველი ნაწილი საქართველოში იქნება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველო გრიპის 250 000-ზე მეტ ვაქცინას შეიძენს - ეკატერინე ტიკარაძე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - 2020ნიუს.ჯი

საქართველო 250 000-ზე მეტ ვაქცინას შეიძენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობა და მოთხოვნა საკმაოდ დიდია. "ვაქცინის შემოტანას ვაპირებთ, მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა ასევე სურვილი, რომ ისინი იყვნენ აცრილები. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ველოდებით ვაქცინის პირველ ნაწილს და სწორედ მაშინ დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია. საერთო ჯამში, ჩვენ შევიძენთ 250 000-ზე მეტ ვაქცინას", - განაცხადა ტიკარაძემ.

NCDC : "PCR ტესტირებით დიაგნოსტირებისას პაციენტების 36.2%–ს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა"

05.10.2020

Link:    05.10.2020 - აქცენტნიუს.ჯი

PCR ტესტირებით დიაგნოსტირებისას პაციენტების 36.2%–ს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC ) მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

6 ოქტომბერი

ინტერნეტ სააგენტო

საქართველოში COVID-19–ით გარდაცვლილთა შორის ჭარბობენ 70 წელზე ნაკლები პაციენტები – ანგარიში

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ბიემ.ჯი

სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების მიერ გატარებული საწოლდღეების საშუალო რაოდენობა 19.9 დღეს შეადგენდა, – ამის შესახებ აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, შემთხვევათა 56.1% მიმდინარეობდა მსუბუქი, 34.7% კი - საშუალო სიმძიმის ფორმით.

შემოწმებული 700-მდე საბავშო ბაღიდან 625-ზე დადებითი დასკვნა გაიცა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ამ დროისათვის უკვე შემოწმებულია 700-მდე საბავშო ბაღი, საიდანაც 625-ის მიმართ უკვე გაიცა დადებითი დასკვნა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე განმარტავს, ბაღების ნაწილთან მცირეოდენი ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა, რა დროშიც ეს ხარვეზი უნდა აღმოფხვრან. „დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 2390 კერძო და საჯარო სკოლა. დარჩენილია დაახლოებით ათამდე საჯარო სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში იქნება დასრულებული.

კარგი ამბავი! საქართველოში კორონავირუსისგან 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

აქედან გამოჯანმრთელებულია 268 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. ხოლო გარდაცვლილია 58 ადამიანი. მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის მთავარი რეკომენდაციები ატარეთ პირბადე დაიცავით დისტანცია არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მას აქვს მომატებული ტემპერატურა (37° და მეტი), ხველა, სურდო ან სხვა რესპირატორული სიმპტომი;

549 ახალი ინფიცირებული და 268 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის შედგები 6 ოქტომბერს

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,268 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9248 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 710 ბაგა-ბაღიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები 85-მა ვერ დააკმაყოფილა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ბიპიენ.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 710 ბაღიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 625 ბაღი აკმაყოფილებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმებული ბაღებიდან 85-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები. მისივე თქმით, ბაგა-ბაღების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, აჭარის რეგიონის გარდა, საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის დაცვითაც განაახლებენ ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს.

საქართველოში კორონავირუსისგან 4 ადამიანი გარდაიცვალა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პია.ჯი

დღეს, 6 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 9 245 ადამიანი, აქედან 4 887 განიკურნა, 58 კი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე ტესტირება სულ 988 პირს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 7 პირს დაუდასტურდა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე ტესტირება სულ 988 პირს ჩაუტარდა, აქედან ვირუსი მხოლოდ 7 პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. შეგახსენებთ, იუსტიციის სახლთან, კორონავირუსზე PCR ტესტის ნიმუშების აღება 22 სექტემბერს დაიწყო. ტესტირების მიზანს ქალაქში არსებული ეპიდვითარების კონტროლი წარმოადგენდა. PCR კვლევის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეეძლო.

საქართველოში 30 სექტემბრამდე 648 736 PCR ტესტი ჩატარდა – NCDC-ის ანგარიში

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რეგინფო.ჯი

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ახალი ანგარიშის მიხედვით, 30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე საქართველოში 648 736 PCR ტესტი ჩატარდა. PCR მეთოდი განიხილება როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში.

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 710 ბაგა-ბაღიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები 85-მა ვერ დააკმაყოფილა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 710 ბაღიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 625 ბაღი აკმაყოფილებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმებული ბაღებიდან 85-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - კვირა.ჯი

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც, სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა. - რეკლამა - კახაბერ გვანცელაძემ საძინებელ ოთახებში საწოლების განაწილებაც შეამოწმა. ახალი რეგულაციით, ბავშვები საწოლებში უნდა განთავსდნენ იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი სახით კონტაქტი.

ბაღების სააგენტოს ცნობით, თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პუბლიკა.ჯი

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა. ახალი რეგულაციებით, ბაღების ეზოებში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი. ახალი რეგულაციით, ბავშვები საწოლებში იმგვარად უნდა მოთავსდნენ, რომ არ იყოს მათი სახით კონტაქტი. ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, შეიძინეს მეთოდური მასალა, რაც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. ყველა სააღმზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირებისთვის.

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 710 ბაგა-ბაღიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები 85-მა ვერ დააკმაყოფილა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - ინფო9

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 710 ბაღიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 625 ბაღი აკმაყოფილებს. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმებული ბაღებიდან 85-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები.

თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პია.ჯი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა.

თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა.

„კომერსანტის“ ექსკლუზივი : მიზანმიმართული კორუფცია თუ მცირე კლინიკების ჩაძირვის სქემა

06.10.2020

Link:    06.10.2020 - კომერსანტ.ჯი

ექსკლუზიურად „კომერსანტისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ბრძანება გახდა ცნობილი, ბრძანება რომელიც არაოფიციალურია და მასზე ღიად არავინ საუბრობს. საქმე ეხება სავარაუდო კორუფიულ სქემას, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლისტ კლინიკაში გადაჰყავთ.

 

 

 

პრესა

ზამთარში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება - "დაინფიცირებულთა რიცხვმა დღეში 1000-მდეც კი შეიძლება მიაღწიოს"

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რეზონანსი

გაგვექცა თუ არა კორონავირუსის მართვა - ყოველდღიურად ქვეყანა მოსახლეობის დაინფიცირების რეკორდულ ნიშნულს აღწევს და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება გვამშვიდებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, როდემდე გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას და გაივლის თუ არა საქართველო ყველა ევროპული ქვეყნების გზას, რომლებმაც ეს პირველი ტალღის დროს უკვე გამოსცადეს.

დღეს, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება, დამსაქმებლების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია - ამირან გამყრელიძე

06.10.2020

Link:    06.10.2020 - რეზონანსი

სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება - ჩვენ, ეს სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ ქვეყნაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა დამსაქმებლების როლს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში. „ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დღეს, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება, დამსაქმებლების ანუ დაწესებულებათა ხელმძღვანელების მხრივ თუ როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ დაწესებულებაში არ დაიშვას ტემპერატურით ადამიანი. რომ თუ ვინმეს უდასტურდება, ახლო სამსახურეობრივი კონტაქტები სწრაფად იყვნენ გადაყვანილები იზოლაციაში. ეს ყველაფერი არის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო სტრატეგიულ საკითხებზე ზრუნავს, თუმცა ასევე დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც აკისრია და ამიტომ ყველამ არსებული რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში მომავალი კვირიდან იქნება

06.10.2020

Link:    06.10.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

სეზონური გრიპის ვირუსების საწინააღმდეგოდ ჯანდაცვის სამინისტრო 250 ათას ერთეულ ვაქცინის შეძენას გეგმავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკაგერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სეზონური გრიპებთან დაკავშირებით ვაქცინის ნაწილი უკვე შეძენილია და დამატები კიდევ მოხდება შეძენა.​