From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 5 ოქტომბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 05.10.2020 09:54
Attachments :

მედია მონიტორინგი

5 ოქტომბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ბოლო პერიოდში შედარებით მძიმედ ვართ. კოვიდ დაავადების მთელი სივერაგე ის გახლავთ, რომ ვიდრე ის არ გაქრება, არანაირ წამალსა და ვაქცინზე არ ღირს ოცნება, რადგან საუკეთესო წამალი უახლოეს წლებში კორონავირუსების წინააღმდეგ იქნება დისტანციის დაცვა ხალხმრავალ ადგილებში, მოჭარბებული ჰიგიენა და პირბადე, რომელსაც ვერანაირი ვაქცინა ვერ აჯობებს უახლოეს მომავალში. წელს ამ ვითარების გადამკიდე თბილისობაც უცნაური გვქონდა. 2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება გურამ დოჩანაშვილსა და პანდემიასთან მებრძოლ 9 ექიმს მიენიჭა, მათ შორის არიან მუშკეტერებიც (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე...). ჩვენ ვულოცავთ მათ თბილისის მერიის აღიარებას.

კორონავირუსი და საქართველო

05.10.2020

Link:    05.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

კორონავირუსის ისევ რეკორდული მაჩვენებელი და საქართველოს გაუარესებული რეიტინგი კოვიდ გავრცელების სტატისტიკის მიხედვით. ყოველდღიურად ასობით ახალი აქტიური ფაზით მსოფლიო ქვეყნებს შორის საქართველოს მდგომარეობა თითქმის 40 საფეხურით გაუარესდა და ახლა ჩვენი ქვეყანა 110-ე ადგილზეა. დღეს ოფიციალურ სტატისტიკას 578 დაემატა. ყოველდღიურობად იქცა ლეტალურად ახალი შედეგების აღრიცხვაც. კოვიდ 19-მა კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა. 5 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ბოლო 4 თვეში კორონავირუსი დაუდასტურდა 7186 პირს. ამ პერიოდში კი გარდაიცვალა 34 პაციენტი. დღს ინფექციისგან განიკურნა 375 პირი. წითელ ზონად ისევ რჩება აჭარა. აქ 416 ახალი დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა. მარინა ენდელაძე: "აჭარაში არის 416 ახალი შემთხვევა, თბილისში ცოტა იმატებს, 72 შემთხვევაა, იმერეთში 44, სამგრელო-ზემო სვანეთში 23 ახალი შემთხვევა გახლავთ, ქვემო ქართლში 10, გურიაში 8, ჯავახეთში გახლავთ 3 ახალი შემთხვევა, კახეთში 1 და შიდა ქართლში 1. გარდაცვალება ორია, ერთი გახლავთ ქუთაისში, ერთი ბათუმში. ორივენი იყვნენ 80 წელს გადაცილებული პაციენტები, თანმხლები დაავადებებით და მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა". 2) ეპიდვითარებაზე მსჯელობენ საკოორდინაციო საბჭოზე. მათ სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი გახარია: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის. დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ სადაც არის განგაშს აუცილებლობა, სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი რომ სექტორით ვმართოთ, შემდგომ კარანტინები და მძიმე პაციენტები რა თქმა უნდა ჰოსპიტლებში“. 3) ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა დღეიდან მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კოვიდ 19-ია, რომელიც ორ მოსწავლეს დაუდგინდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაინფიცირებულია მათი მშობელიც. თვითიზოლაციაში გადავიდნენ დაავადებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები.

05.10.2020

Link:    05.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

კოვიდ ვითარება საქართველოში

კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

05.10.2020

Link:    05.10.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განცხადებები გააკეთა. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით რვა თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე და მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები. მისივე თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს. „ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვართ, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, გითხრათ, არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე. ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, ამისთვის საჭიროა, რომ ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად – მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას, რადგან ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს. ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

სპორტი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - I არხი - ტაიმაუტი

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით მსჯელობა იყო საქართველო ბელარუსის თამაშთან დაკავშირებით თუმცა საბჭოს არ იუღია გადაწყვეტილება დაესწრება თუ არა მატურებელი თამსშ.

 

 

 

ინტერნეტ სააგენტო

ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ბიეფემ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი. ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 375 პირი გამოჯანმრთელდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 4077-ს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 375 პირი გამოჯანმრთელდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 4077-ს შეადგენს.

კოვიდინფიცირებით გარდაცვლილი ორი პაციენტი 80 წელს გადაცილებული პირები იყვნენ

05.10.2020

Link:    05.10.2020 - პია.ჯი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილი 2 პაციენტი 80 წელს გადაცილებული იყო. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გარდაცვალების ორივე შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება. „ამჟამად გარდაცვლილია საერთო ჯამში 52 პაციენტი. დღეს 2 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. კონფიგურაცია ასეთი ერთი ქუთაისში და მეორე კი ბათუმში. ორივე გარდაცვლილი 80 წელს გადაცილებული იყო. 88 და 80 წლის პაციენტები იყვნენ. თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ. ამასთან, აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 80 წლის ქალი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით შეიყვანა. მას პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, ის 65 წლის ქალია. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ფჰიპერტენზია და შოკი, კომა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრში. ინფორმაციისთვის, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პრესა

ინფექციონისტის პასუხები კოვიდ19-ის მითებსა და რეალობაზე

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ალია

"ალიას" ესაუბრება, ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი, ევროპის სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის წევრი, მაია ბუწაშვილი. -რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ პირბადე არ არის თავდაცვის გარანტია და არ არის აუცილებელი ის ყველას ეკეთოს, თუმცა, ახლა საპირისპიროს გვიმტკიცებენ - რა შეიცვალა? -რეკომენდაციები იცვლება ყოველდღიურად, გამოცდილება გროვდება და რასაც მარტში და აპრილში გვეუბნებოდნენ, შესაძლებელია, ახლა სრულიად იყსო შეცვლილი. ასეა პირბადებზეც. თავიდან ითქვა, რომ პირბადე აუცილებელია იმათთვის, ვისაც თავის დაცვა უნდა, მაგრამ დაგროვილმა ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა გვაჩვება, რომ პირვადე თუ ორივე მხარეს უკეთია, გადადების რისკი ძალიან მცირეა. თუ ერთ-ერთს უკეთია, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით, როცა არავის უკეთესია, რისკი მცირდება, მაგრამ თუ ორივეს უკეთია, გავრცელების რისკი თითქმის ნულს უტოლდება.

პანდემიის კვალდაკვალ "მე ვრჩები, არსად მივდივარ! დიახ, ვრჩები!"

05.10.2020

Link:    05.10.2020 - კვირის პალიტრა

კოვიდინფიცირებულთა მატებასთან ერთად იმატებს კითხვებიც COVID -19-ისა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. "კვირის პალიტრა", ტრადიციულად, ამ კითხვებზე პასუხს ცნობილი ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგებისა თუ კლინიცისტებისგან იღებს. ამჟამად ჩვენ თენგიზ ცერცვაძეს ვესაუბრებით. - ბატონო თენგიზ, როგორ ფიქრობთ, გაგვექცა სადავეები, თუ ისევ კონტროლირებადია სიტუაცია? ინფიცირებულთა მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება და ლამის 500-ს მიაღწია. - მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიოზული ზრდაა, სიტუაცია კონტროლირებადია. რაღაც დონემდე მატება გარდაუვალი და მოსალოდნელი იყო და ეს სადავეების ხელიდან გაქცევად ვერ ჩაითვლება. სადავეების ხელიდან გაქცევად ჩაითვლება სიტუაცია, როცა ნაკადებს ვეღარ ვმართავთ, კონტაქტების გამოკვლევას აზრი არ ექნება, ტესტირების პასუხები დაგვიანდება, საწოლები პაციენტებს ვერ დაიტევს, ყველას, ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, კლინიკაში ვერ დავაწვენთ და გარდაცვალების შემთხვევები გაიზრდება სახლებში ან კარანტინში ისე, რომ ექიმამდე და კლინიკამდე ვერ მიაღწევენ. სწორედ ასეთი სიტუაცია იყო თვეების განმავლობაში ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ირანში. საქართველოში ასე არ არის. ყოველდღიურად ვაკონტროლებთ მთელ ქვეყანას, აჭარის რეგიონს - განსაკუთრებით. ტესტირების პასუხები 72 საათზე მეტხანს არ იგვიანებს, თუმცა იყო რამდენიმედღიანი დაგვიანების ცალკეული შემთხვევები. იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, რომელთაც ონლაინკლინიკების ექიმების აზრით, ეს აუცილებლად სჭირდებათ, იმავე დღეს ხდება, ერთეული გამონაკლისების გარდა. სექტემბრამდე ერთი საათიც არ მდგარა არც ერთი პაციენტი რიგში საავადმყოფოში მოსახვედრად, ევროპასა და ამერიკაში კი ჩვეულებრივი ამბავი იყო ტესტირების პასუხის ლოდინი ერთი და ზოგჯერ ორი კვირა. თვით ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სამი დღე ელოდებოდა ტესტირების პასუხს და ეს იყო ამერიკისთვის ჩვეულებრივი რეჟიმი. ჩვენთან პირველი 7-8 თვის განმავლობაში ვინმესთვის სამი დღე რომ დაეგვიანებინათ ტესტირების პასუხი, ეს იქნებოდა საგანგებო განხილვის საგანი. აჭარაში ყველაფერი თითქმის უკვე მოწესრიგებულია, თანაც იქ არ ყოფილა შემთხვევა, მძიმე პაციენტი ჰოსპიტალიზებული არ ყოფილიყო.

ქმნის თუ არა განგაშის საფუძველს 554 ახალი შემთხვევა - „უნდა ველოდოთ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების მატებას“

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

„კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი იმ შემთხვევაში გახდება განგაშის საფუძველი, თუ საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს დასჭირდებათ მძიმე ტექნიკური დახმარებები", - ასე აფასებს ექიმი ირაკლი ხმალაძე კორონავირუსის მაჩვენებლის სწრაფ ზრდას და ამბობს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდა. „გაზრდილი მაჩვენებლიდან - 554 ახალი შემთხვევიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ ვირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების მატებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იქნება შემთვევები, როცა საჭირო გახდება რეანიმაციული დახმარება, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ვითარება არ ქმნის განგაშის საფუძველს," - ამბობს „მთელ კვირასთან" საუბრისას ირაკლი ხმალაძე. იგი არ ფლობს ინფორმაციას ინფიცირებული პაციენტების ზუსტ რაოდენობაზე, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის სასტუმროებსა და სახლებში, ასევე ვირუსი შედარებით მარტივ ფორმებში აქვთ გამოვლენილი და მკურნალობაც მარტივად მიმდინარეობს. ამის საფუძველზე იმედოვნებს, რომ არსებულ პაციენტებს არ დასჭირდებათ მძიმე ტექნიკური ჩარევები და რეანიმაციული დახმარება. „მე არ ვიცი ახლა რამდენი პაციენტია მძიმე მდგომარეობაში. მთავარია მათი პროცენტული რაოდენობა არ გაიზარდოს. თუმცა, მაგალითისათვის, ეს მაჩვენებელი სეზონური გრიპის შემთხვევას რომ შევადაროთ, ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა უფრო მეტიც ყოფილიყო. „კიდევ ერთხელ ვამბობ - განგაში იმ შემთხვევაში უნდა ატყდეს, თუკი საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს დასჭირდებათ მძიმე ტექნიკა და რეანიმაციული თუ სხვა სახის დახმარება, რომელიც მოითხოვს სპეციალისტების მიერ მძიმე ინფექციურ-თერაპიულ ჩარევას. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა ამ ყველაფერს არ საჭიროებს და კორონავირუსს თვითიზოლაციის პირობებში - სახლში და სასტუმროებში მკურნალობენ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გვაქვს განგაშის საფუძველი. „მეორეს მხრივ, თუ ყველაფერი ჩავკეტეთ, ეს გამოიწვევს ეკონომიკურ კატასტროფას, რაც სახელმწიფოში შექმნის კრიტიკულ მდგომარეობას. „ასევე მინდა დავამატო, რომ ბოლო დროს კორონა ვირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირება გამოწვეულია მოსახლეობის მოდუნებული ყურადღებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების უგელვებელყოფით," - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

“ეს ადამიანები ვირუსის გადამტანები არ არიან და არც ავადმყოფობა აღენიშნებათ”

05.10.2020

Link:    05.10.2020 - ალია

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “როგორც ვიცით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულია ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ პაციენტებს, ვისთანაც სიმპტომების დაწყებიდან გასული აქვთ 10 დღე (და სიმპტომების დასრულებიდან 3 დღე) ან უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში პირველი დადებითი PCR ტესტიდან გასულია 10 დღე, აღარ ჩაუტარდეთ განმეორებითი PCR ტესტი და პირდაპირ ჩაითვალონ გამოჯანმრთელებულებად. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს და გამოცდილებას. საქმე იმაშია, რომ PCR განმეორებითი ტესტირების დროს ბევრი რეალურად გამოჯანმრთელებული ადამიანის ტესტის პასუხი კვლავ რჩება დადებითი. რეალურად კი ეს ადამიანები ვირუსის გადამტანები არ არიან და არც ავადმყოფობა აღენიშნებათ. უბრალოდ, ისინი კვლავ გამოყოფენ ვირუსული რნმ ფრაგმენტებს, ანუ მათი PCR ტესტი შეიძლება ისევ დადებითი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი გადამდებია. როგორც გვახსოვს, თავდაპირველად პაციენტების კლინიკებიდან გაწერა ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ 24 საათში ორჯერადად უარყოფითი ტესტის პასუხი ჰქონდათ. ამის გამო ისინი, ვისაც ტესტი დადებითი ქონდათ, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ხანდახან კვირაობით რჩებოდნენ სტაციონარში, არადა, არც თავიანთი ჯანმრთელობის მხრივ და არც ინფექციის გავრცელების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. უბრალოდ ვირუსული რნმ-ის შემორჩენილი ფრაგმენტები ესაზღვრებოდათ. PCR შეიძლება დადებითი იყოს 3 თვემდე. თუმცა ყველა კვლევა და ფაქტები მოწმობს, რომ ❗️ ადამიანი სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები ❗️. ❗️ ამიტომ ასეთ პაციენტებს აღარ ევალებათ იყვნენ იზოლირებულები, რადგან ისინი ითვლებიან გამოჯანმრთელებულებად და არ წარმოადგენენ ინფეციის წყაროს ❗️ ხოლო ისინი, ვისაც სიმპტომები არა აქვთ, იზოლაციისგან განთავისუფლებულებად ითვლებიან პირველი დადებითი PCR ტესტიდან 10 დღეში და აღარ წარმოადგენენ რისკს.”

თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, ლევან რატიანი - ნახეთ, კიდევ ვინ მიიღო საპატიო თბილისელის წოდება

05.10.2020

Link:    05.10.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა. საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა. მათ შორისაა ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში; თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე; თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი; მარინა ეზუგბაია - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი; ლევან გოფოძე - თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი; ლევან რატიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი; ელზა ვაშაკიძე - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი; დავით გადელია აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი. საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six. წლევანდელი თბილისობა მთლიანად უნდა მიძღვნოდა დიდ მაესტროს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

რადიო

კორონავირუსი

05.10.2020

Link:    05.10.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

დღეის მდგომარეობით საქართველოში დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 560. გამოჯანმრთელებულია - 375 გარდაცვლილი - 52 2. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მისაღებად 540 საწოლია ტავისუფალი. 3. ქუთაისის საჯარო 31-ე სკოლა დღეიდან მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სკოლის 2 მოსწავლეს დაუდგინდა. 4. აჭარის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან პენიტენციურ დაწესებულების პერიმეტრზე მომუსავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 5. ბათუმში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა, ხდომას ლევან რატიანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკების ბაზა და პროფესიული რესურსები განიხილეს. რეგიონში დაგეგმილია კოვიდ კლინიკების დათვალიერება და გამოცდილების გაცვლა. 6. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისთვის გდაუთის საავადმყოფოში 148 ადამიანია კლინიკაში მოტავსებული.

​