From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 29-30 სექტემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 30.09.2020 08:35
Attachments :

მედია მონიტორინგი

29 სექტემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი საქართველოში

29.09.2020

Link:    29.09.2020 - კავკასია - დღეს 19:00

314 ახალი ინფიცირებული და კიდევ 3 დაღუპული -კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი ქვეყანაში. ვირუსის მაჩვენებელი უკვე პიკს აღწევს. კორონავირუსმა მხოლოდ დღეს 3 ადამიანის საიცოცხლე იმსხვერპლა, ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 35 მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვლი 55 წლის წალბატონი აჭარიდან იყო, მას ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა და ვირუსის დადასტურებიდან 3 დღეში გარდაიცვალა. 34-ე პაციენტი საჩხერეში დაიღუპა, ხოლო 35-ე პაციენტი 82 წის ქლბატონი იყო.

კორონავირუსი

29.09.2020

Link:    29.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

1. საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 225 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, მათ შორის არიან ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარები და თანამშრომლები. რეგიონში 400 კოვიდინფიცრებული ბინაზე მკურნალობს. დღეს, ტესტის აღება ცხელების ცენტრების გარდა, მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაში იყო შესაძლებელი და მხოლოდ, რისკ ჯგუფებისა და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებისთვის. ვირუსს დღეს, კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 2 აჭარას უკავშირდება. 2. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კოვიდკლინიკად გადაკეთებული შენობის სრულად აღჭურვას ითხოვს.

კორონავირუსი

29.09.2020

Link:    29.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

314 ინფიცირებული და 2 გარდაცვლილი - ქვეყანაში ოანდემიის მზიმე და მზარდი სტატისტიკაა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ აჭარაშია. ინფიცირებულებს შორის არიან მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები და მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლბი. ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება კახეთში. წნორის მუნიციპალიტეტის ტავშესაფარში კორონავირუსი დღეს ერთ ბენეფიციარს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ სახელდება პრობლემები სასწრაფო დახმარების დროულად მისვლის პრობლემა.

კორონავირუსი საქართველოში

29.09.2020

Link:    29.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

314 ინფიცირებული, 214 განკურნებული პაციენტი. კორონავირუსმა დღეს 4 პაციენტი იმსხვერპლა. წითელ ზონად რჩება აჭარა. 225 შემთხვევა სწორედ აჭარას უკავშირდება. ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში ხანდაზმულთა თავშესაფარში.

კოვიდ 19

29.09.2020

Link:    29.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

314 ინფიცირებული და კიდევ ორი გარდაცვლილი. კორონა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი პიკს აღწევს. საწოლების რაოდენობა კი ყოველდღიურდა მცირდება. აჭარაში მედიკოსები უკვე ღიად ამბობენ რომ ვითარება საგანგაშოა, ის კონტროლს აღარ ექვემდებარება და პაციენტებისმ ისაღებად უკვე ადგილები არ ყოფნით. მედიკოსები ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ტყუილია როცა სამინისტროს პირველი პირები მოსახლეობას არწმუნებენ რომ სისტემა ვირუსის მეორე ტალღასთან საბრძოლველად მზად არის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 300-ს გადასცდა.

29.09.2020

Link:    29.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 300-ს გადასცდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. ეპიდაფეთქების ყველაზე მეტი კერა ისევ აჭარაშია, სადაც 314 ახალი შემთხვევიდან 225-ია გამოვლენილი. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი, სადაც დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა და კორონავირუსი კიდევ 13 ხანდაზმულს დაუდასტურდა, ინფიცირებულები არიან პანსიონატის თანამშრომლებიც. ინფიცირებულთა ნახტომისებური მატების ტენდენცია სექტემბრიდან დაიწყო. 12 სექტემბერს დღიურმა მაჩვენებელმა პირველად მიაღწია სამნიშნა რიცხვს. მკვეთრად გაზრდილია ოქროს სტანდარტით ტესტირების რაოდენობაც.

კოვიდ 19

29.09.2020

 

Link:    29.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

უმართავი სიტუაცია საპატრიარქოს მოხუცებულთა თავშესაფარში, აქ კორონა ვირუსით 13 მოხუცი და პრაქტიკულად ყველა მომვლელი დაინფიცირდა. საპატრიარქოს დანარჩენი 90 რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარის მოსავლელად რესურსი აღარ დარჩა და ამიტომ დახმარებას მოხალისეებს სთხოვს. დღეს კიდევ ერთი ახალი რეკორდი მოიხსნა. 24 საათში 4 ადამიანი გარდაიცვალა 316 კი დაინფიცირდა. არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა რომ შეშინებულია მედ პერსონალი. "რატომ ხდება რომ გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე ტესტირების რაოდენობა კატასტროფულად იკლებს? ", - სერგო ჩიხლაძე.

კორონავირუსი

29.09.2020

მედ

Link:    29.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

314 დაინფიცირებული, 2 გარდაცვლილი და 270 გამოჯანმრთელებული - საქართველოში დღეს კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კრიტიკულია 5 პაციანეტის მდგომარეობა, მათი უმრავლესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს ყველაზე მთავარი ამოცანა პანდემიის მართვაა. 2. მოხუცებულთა თავშესაფარი ბათუმში შეველას ითხოვს. 90-მდე ბენეფიციარი მომვლელის გარეშე არის დარჩენილი. თავშესაფრის 10 თანამშრომელი კარანტინში იმყოფება. მოხალისეებს მოუწოდებენ დახმარებისკენ. 3.პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირი საქართველოს 129 მილიონ ევროს გამოუყოფს. ეს ბრიუსელში გიორგო გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

შრომის ინსპექციამ საქართველოში შემოწმებულ ყველა სკოლას სწავლის განახლების ნებართვა მისცა

29.09.2020

Link:    29.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2390 სკოლაა შემოწმებული. როგორც "პალიტრანიუსს" ბექა ფერაძემ განუცხადა, 2390-ვე სკოლაში სწავლის განახლების ნებართვაა გაცემული. შეგახსენებთ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში.

30 სექტემბერი

ტელევიზია

პარლამენტმა შრომის ინსპექციის რეფორმის ცვლილებები დაადგინა

30.09.2020

Link:    30.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის რეფორმის ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. დიმიტრი ცქიტიშილი ამბობს, რომ კანონპროექტში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. პროექტის განხილვაში ჩართული ბიზნესსექტორი კმაყოფილია იმ შედეგით, რომლის საფუძველზეც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების 125%-იანი სავალდებულო განსაზღვრება კანონში არ რეგულირდება.

სოციალური მუშაკი - ინტერვიუ

30.09.2020

Link:    30.09.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

სოციალური რუბრიკის ფარგლებში შევეხებით აქტუალურ თემებს, როგორიცაა: ძალადობა, ოჯახური დავები, შვილად აყვანის პროცედურა, ქუჩაში მომუშავე ბავშვები, ხანდაზმულები, შშმპ-ები და სხვა... დღევანდელი რუბრიკის მთავარი თემაა პროფესია - სოციალური მუშაკი. ერთი გოგონას ისტორია, რომლის ცხოვრებაშიც გადამწყვეტი როლი სოციალურმა მუშაკმა ითამაშა. მარიამ მიდელაშვილი დღეს 19 წლისაა და თსუ-ს სტუდენტია. იგი ურჩევს საზოგადოებას მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს. 2) პროფესია, რომელიც 20-ე საუკუნის ბოლოს ბავშვთა პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა, ამჟამად, უფრო ფართო მასებზე ზრუნვას გულისხმობს. თემაზე სასაუბროდ გადაცემაში სტუმრად იმყოფება "სახელწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ელენე მარტაშვილი.

თანამშრომლობის მემორანდუმი

30.09.2020

Link:    30.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანტიმიკრობულ რეზისტენტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თამარ გაბუნია:" ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა შევუერთდეთ საერთაშორისო მოძრაობას ანტიმიკრობული რეზისტენტობის დაძლევის".

შრომის ინსპექციამ საქართველოში შემოწმებულ ყველა სკოლას სწავლის განახლების ნებართვა მისცა

30.09.2020

Link:    30.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2390 სკოლაა შემოწმებული. ბექა ფერაძემ განუცხადა, 2390-ვე სკოლაში სწავლის განახლების ნებართვაა გაცემული. „ამ სკოლებიდან 2085 სკოლა საჯაროა, დანარჩენი კი კერძო. ჩვენ ყველა ის სკოლა შევამოწმეთ, ვინც მოგვმართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 10 სკოლაა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ეს სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დასრულდება,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

30.09.2020

Link:    30.09.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი სამედიცინო, სასოფლო, სამეურნეო და ვეტერინალურ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვაა. თამარ გაბუნია: "ჩვენ გვეძლევან საშუალება შევუერთდეთ საერთაშორისო მოძრაობას ანტიმიკრობული რეზისტენტობის დაძლევისთვის და განვავითაროთ ეს თანამშრომლობა".

29 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

შრომის ინსპექციამ საქართველოში შემოწმებულ ყველა სკოლას სწავლის განახლების ნებართვა მისცა

29.09.2020

Link:    29.09.2020 - პროგრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2390 სკოლაა შემოწმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა ფერაძემ განუცხადა, 2390-ვე სკოლაში სწავლის განახლების ნებართვაა გაცემული. „ამ სკოლებიდან 2085 სკოლა საჯაროა, დანარჩენი კი კერძო. ჩვენ ყველა ის სკოლა შევამოწმეთ, ვინც მოგვმართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 10 სკოლაა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ეს სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დასრულდება,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ. ცნობისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში. შეგახსენებთ იმასაც, რომ სკოლებს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით მოუწევთ მუშაობა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეგულაციებით, არაერთი რეკომენდაციის დაცვა მოეთხოვება როგორც სკოლებს და მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ შემთხვევების უკონტროლო მატება იქნება, დღეში დაახლოებით 800 შემთხვევა, ეს საყურადღებოა და მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული

29.09.2020

Link:    29.09.2020 - კვირა.ჯი

თუ შემთხვევების უკონტროლო მატება გვექნება, დღეში დაახლოებით, 800 შემთხვევა, ეს უკვე საყურადღებოა და მეტად მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მუდმივად ლოკდაუნის საჭიროება ამ პირობებში არც არის და ვერც შენარჩუნდება. „ბევრი რამ შეიცვალა მარტის და აპრილის შემდეგ კორონავირუსის მართვის ცოდნასთან თვალსაზრისით. მაშინ არც ის ვიცოდით რა კლინიკური შედეგები მოყვებოდა საბოლოოდ ამ ვირუსს, არც ის რამდენი კრიტიკული შემთხვევა დადგებოდა და არც ის, რა პასუხი ექნებოდა ზოგადად მეცნიერებას ამ ვირუსის წინააღმდეგ.

გაბუნია: უსიმპტომო პაციენტები ჩვეულ რიტმს მე-13 დღეს, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან

29.09.2020

Link:    29.09.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან, ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მან Palitranews-ის ეთერში ილაპარაკა. გაბუნიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ უსიმპტომო პაციენტებში ტესტირების საჭიროება ყველა შემთხვევაში იხსნება. მისი განმარტებით, ინფიცირებულებს რეკომენდაციას ოჯახის ექიმი ან კოვიდსასტუმროს ექიმი მისცემს. "უსიმპტომო პაციენტებისთვის, ჩვენი ახალი პროტოკოლის მიხედვით, განსაზღვრულია 12 დღე, 12 დღის შემდეგ ამ პაციენტებს შეუძლიათ ტესტირების გარეშე დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას.

უპრეცედენტო გადაწყვეტილება ფსიქიატრიულში მყოფი 14 წლის ლუკას საქმეზე

29.09.2020

Link:    29.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ 14 წლის ლუკა ფსიქიატრიულ საავადმყოფოს დატოვებს. სასამართლომ დააკმაყოფილა ლუკას დედის მოთხოვნა და ბავშვისთვის ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შექმნამდე ყოველ დღე, 12 საათის განმავლობაში მთავრობას ორი პერსონალური დამხმარის უზრუნველყოფა დაავალა. PHR-ის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს დღემდე უპრეცედენტო შემთხვევას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სიცოცხლის, უსაფრთხოების და თანასწორობის უფლების, თემში ცხოვრების შესაძლებლობის დაცვის მაგალითს. ორგანიზაციის განცხადებით, ლუკა, 14 წლის ბავშვი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2020 წლის 28 აგვისტოდან იმყოფება. „ლუკას გამოკეტვის ერთადერთი მიზეზი საავადმყოფოს გარეთ, თემში, ადეკვატური სერვისის არქონაა.

სკოლებში, სადაც COVID 19-ით ინფიცრების შემთხვევები დადასტურდა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

29.09.2020

Link:    29.09.2020 - ტაბულა.ჯი

წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება იმ სკოლებში, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მსგავსი შემთხვევებისას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. "აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. აღნიშნულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები დაემატა, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე შენარჩუნებული იქნება და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ". – წერია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

29.09.2020

Link:    29.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიბიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვაა. „მემორანდუმი ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს . ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების პროცესი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად აქტიურდება. დღეს ჩვენ გვეძლევა საშუალება , რომ შევუერთდეთ საერთაშორისო მოძრაობას და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა ანტიმიკრობული რეზისტენტობასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმადე შემცირდეს“-განაცხადა თამარ გაბუნიამ .

ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

29.09.2020

Link:    29.09.2020 - პია.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმის მიზანი სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვაა. „მემორანდუმი ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს . ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების პროცესი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად აქტიურდება. დღეს ჩვენ გვეძლევა საშუალება , რომ შევუერთდეთ საერთაშორისო მოძრაობას და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა ანტიმიკრობული რეზისტენტობასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმადე შემცირდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შემოწმება დასრულდა - 2 390-მა სკოლამ სწავლის შენობაში განახლების ნებართვა მიიღო

29.09.2020

Link:    29.09.2020 - ბიემ.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქართველოში არსებულ ყველა სკოლას სწავლის განახლების ნებართვა მიეცა. როგორც ფერაძემ bm.ge-ს უთხრა, სულ შემოწმებულია 2 390 სკოლაა, მათგან 2085 საჯაროა, დანარჩენი კერძო. მისივე ინფორმაციით, სკოლებს მცირე ხარვეზები ჰქონდათ, თუმცა ყველაფერი გამოსწორებულია. ამასთან, ფერაძის ინფორმაციით, რამდენიმე სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულებისთანავე მოხდება მათი შემოწმება, რათა სწავლა დაიწყოს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ფერაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით შემოწმება მიმდინარეობს და სიტუაცია დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში.

კოვიდ-დადებითი საქართველოში ამჟამად 3 483 ადამიანია – 29 სექტემბრის სტატისტიკა

29.09.2020

Link:    29.09.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 29 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 483 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 869 პაციენტი. ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 2 324 პაციენტმა დაამარცხა. 29 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 36 პაციენტი იმსხვერპლა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 413 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 869 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ამასთან, 29 სექტემბერს ქვეყანაში 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 631 403 ტესტი, PCR ტესტირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 169 874-ს შეადგენს.

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 13 ბენეფიციარსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

29.09.2020

Link:    29.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის მოცხუცთა თავშესაფარში 13 ბენეფიციარსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თავშესაფრიდან სულ 20 ინფიცირებულია. აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით ამ წუთებში 5 ბენებიციარაია ცხელების ცენტრში, მათი პასუხები კი ჯერ ცნობილი არ არის. საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, რეგიონების მიხედვით დღეს გამოვლენილი შმთვევები შემდეგნაირად ნაწილდება — 225 აჭარაშია, 35 თბილისში, იმერეთიში 22-ია, სამეგრელო-ზემო სვანეთში 18 ინფიცირებულია, შიდა ქართლში 9 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, სამცხე-ჯავახეთში 3 ინფიცირებულია, გურიაში 1 და ქვემო ქართლშიც 1 ინფიცირებულია. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 2 324 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა. 5 637 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

კორონავირუსი – ვითარება კახეთის რეგიონში

29.09.2020

Link:    29.09.2020 - მარშალპრეს.ჯი

გასული კვირის განმავლობაში კახეთიდან COVID19-ზე აღებული და PCR ტესტირებისათვის ლაბორატორიაში გაგზავნილია 7 073 ნიმუში. საერთო ჯამში კი ანალიზი აუღეს და ტესტირება ჩაუტარეს 24 076 მოქალაქეს, რომელთაგან 7 770 მედპერსონალია. ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში 52 კოვიდინფიცირებულია, რომელთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: ახმეტა -16; გურჯაანი -7; დედოფლისწყარო -1 ; ყვარელი -5; სიღნაღი – 5 ; ლაგოდეხი -18. „თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ინფიცირებულთაგან 37 მკურნალობს კოვიდკლინიკაში, 4 საკარანტინო სივრცეშია, 3 ადამიანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მკურნალობს, ასევე 8 ადამიანი კოვიდკლინიკიდან გაწერილია ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშაა.

მიმდინარე კვირაში პარლამენტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

29.09.2020

Link:    29.09.2020 - მარშალპრეს.ჯი

საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების უფლებას.

30 სექტემბერი

პრესა

„დარჩი სახლში“ ბრუნდება - „საკუთარი თავის მოვლა-პატრონობაა მნიშვნელოვანი და არა სახელმწიფოს თვალებში ყურება“

30.09.2020

Link:    30.09.2020 - რეზონანსი

შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სლოგანის „დარჩი სახლში" შემოღება შესაძლოა კვლავ დაგვჭირდეს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფესციონისტი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ საჭირო გახდება კარანტინის რეჟიმზე გადასვლა. ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება, მაშინ ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ მოიმატებს. „არ არის გამორიცხული მოქალაქეებს სახლში დარჩენა მოუწიოთ. ეს ინფიცირებულთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული - რამდენად მძიმე გახდება კლინიკური მიმდინარეობა და მოიმატებს თუ არა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც დასჭირდებათ საავადმყოფოში დაწვენა.

COVID-19-ის რეკორდული სტატისტიკური მონაცემები - საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ თვეში გაორმაგდა

30.09.2020

Link:    30.09.2020 - რეზონანსი

პანდემიის დაწყებიდან პირველად კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ყოველდღიური მაჩვენებელი სამასს ასცდა, დღეს კორონავირუსის 314 შემთხვევა დადასტურდა. COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობა დღეს 4-ით გაიზარდა. მთლიანობაში კი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ თვეში გაორმაგდა. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ისევ აჭარაშია, სადაც COVID-19-ით უკვე ინფიცირებულია მოხუცთა თავშესაფრის 25 ბენეფიციარი და 10 თანამშრომელი. დღესვე სამეგრელოში კორონავირუსი დაუდგინეს მძღოლს, რომელსაც ავტობუსით მოსწავლეები გადაჰყავდა. რეკორდული სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ზონის სტატუსს - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანა ღია მწვანე ფერი გახდა, თუმცა ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დონეებს განსაზღვრავს, უკვე გასცდა იმ ზღვარს, რომელიც საქართველოს სტატუსს აკარგვინებს.

"ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო ცუდისთვის ემზადება" - რატომ აღარ უტარებენ განმეორებით ტესტებს უსიმპტომო პაციენტებს

30.09.2020

Link:    30.09.2020 - რეზონანსი

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მკურნალობის დაწყებიდან მე-13 დღეს ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსთან" საუბარში განაცხადა. ინფექციონისტთა ნაწილი ამ გადაწვეტილებას კრიტიკულად აფასებს. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ინფიცირებული ადამიანის ხელმეორედ გამოკვლევა საჭიროა. ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო ცუდისთვის ემზადება. „არის ესეთი გამოთქმა - საბანი როგორც გაგწვდება, ისე უნდა დაიფაროო. ეს ყველაფერი გამოწვეულია არა კარგი ცხოვრებით, არამედ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს უფრო ცუდისთვის მოემზადოს. ჩვენ თუ საკმადო ძვირი ტესტისთვის ვხარჯეთ ფული, შეიძლება პრობლემა შეგვექმნას. „მაგრამ არ დავეთანხმები გაბუნიას განცხადებას, რადგან საჭიროა ინფიცირებული ადამიანის ხელმეორედ გამოკვლევა იმისათვის, რომ დადასტურდეს მას ვირუსი არ აქვს. „ადამიანი რომ გაყვითლდება, როცა ჰეპატიტი აქვს, მაშინ მას აღარავინ ეკარება და ის სწორედ ამიტომ არ არის გადამდები და არა იმიტომ, რომ მის ვირუსს შეუცირდა გადადების ძალა და სიმძლავრე. „ადამიანი როდესაც აცემინებს და ახველებს, იმას ადამიანი არ ეკარება.

 

​