მედია მონიტორინგი
28 სექტემბერი
ტელევიზია
28.09.2020
Link: 28.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
დღეს კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. ის 50 წლამდე ასაკის იყო და თბილისის რესპუბლიკურ საავადამყოფოში მკურნალობდა. ბოლო 24 საათში ეს არის ლეტალურად დასრულებული მე-4 ფაქტი. გასული კვირის განმავლობაში კი კორონამ 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს არის 57 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, რომ სიკვდილიანობა არის გაახალგაზრდავებული. თუმცა თანმხლები დაავადებების სიმრავლე ყველა იმ პაციენტს აღენიშნებოდა, რომელიც დღეს გარდაიცვალა კოვიდინფექციის თანხლებით," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაუმჯობესებული იყო, თუმცა ბოლო 2 დღის განმავლობაში ისევ გაუარესდა და დღეს დილით პაციენტი გარდაიცვალა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა. 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. რეკორდულად მაღალია ინფიცირების მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში კორონა ვირუსი 298 ადამიანს დაუდასტურდა. წითელ ზონად ისევ რჩება აჭარა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა უკვე განცხადება, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო გარდაცვლილი 57 წლის მამაკაცია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
ვითარება არის რთული მაგრამ მართვადი - ამბობს თორნიკე რიჟვაძე. მან ხაზი გაუსვა კოვიდსტატუსთან მიღებულ გადაწყვეტილებას , რომელიც გულისხმობს გამოჯანმრთელების პროტოკოლურ კრიტერიუმებს. საზოგადოებრივი აქტიურობის გამო გაძლიერდა ცხელი ხაზი. ექიმები თვლიან , რომ ხარვზები გამოსწორებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულებაში და კოვიდსასტუმროში შესაბამისი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. სისტემის გამართულობას გაუსვა ხაზი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო წილოსანმაც. კორონავირუსის 4 მსხვერპლია მხოლოდ ერთ დღეში საქართველოში. ყველაზე მეტი ინფიცირებული კი აჭარაშია. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ , რადგან ისინი მიზნობრივ ჯგუფებში ვერ მოხვდნენ. აღნიშნულ ჯგუფებს განეკუთვნებიან კონტაქტები და რისკჯგუფები.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
1. კოვიდ 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით დაღუპულთა რაოდენობა უკვე 32-მდეა გაზრდილი. თებერვლის ბოლოდან დღემდე საქართველოში 5532 ინფიცირების ფაქტია დადასტურებული, 2. აჭარა საქართველოს კოვიდ რუკაზე ისევ წითელი ზონაა. რეგიონში დღეს 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში კი 32. სულ ქვყენის მასშტაბით 298 ახალი კოვიდინფიცირებული გვყავს. მზარდი სტატისტიკის მიუხედავად სპეციალისტები კვლავ ამბობენ, რომ ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება. ეკატერინე ტიკარაძე:" იმერეთში ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მოხდეს ყველა ლაბორატორიის სწორი მობილიზაცია".
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
ქვეყანაში კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტირებების რაოდენობა იკლებს. ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმ ოფიციალური დოკუმენტით დასტურდება, რომელიც ევროპულმა საქართველომ გაასაჯაროვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ რომ ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებს და პანდემია სწორედ მათთვის ილუზიის გაჩენას ცდილობს. სპეციალისტები ტესტირების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად არასაკმარის რესურსს ასახელებენ. "ეს არისპ ოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლების და აქ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არაფერ შუაში არ არის ", - სერგი კაპანაძე. "რაც ნაკლებს შევამოწმებთ მით ნაკლები რაოდენობა გვექნება თუმცა რაოდენობა მაინც არ კლებულობს ", - ვახტანგ სურგულაძე. "საერთოდ არ არის აწყობილი ტესტირება, ალგორითმი, მექანიზმი ვის ტესტავენ სად ტესტავენ, ეს არის სრული ქაოსი", - სერგო ჩიხლაძე.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00
საქართველოში დღეს კორონავირუსმა კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იზრდება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა რიცხვი და ამ მომენტისთვის მათი რაოდენობა 25-ს შეადგენს. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 300-ს მიუახლოვდა. დაფიქსირდა 298 ახალი შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო დღეებში მონაცემები სტაბილურია და საშუალოდ 250-დან 300-მდე მერყეობს. აჭარის შემდეგ საყურადღებო ზონებია გურია, იმერეთი, სამეგრელო. მარტო ზუგდიდის რაიონში ერთმა მასწავლებელმა 14 მოსწავლე დააინფიცირა, რის გამოც სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. უახლოეს პერიოდში დაავადებათა კონტროლის ცენტრი დღიური მაჩვენებლების 500-მდე მატებას არ გამორიცხავს. ეკატერინე ტიკარაძე:" ჩვენ ვაკვირდებით, რომ გაახალგაზრდავებულია სიკვდილიანობა, თუმცა თანმხლები დაავადებების სიმრავლე ყველა იმ პაციენტს აღენიშნებოდა, ვინც გარდაიცვალა კოვიდინფექციის თანხლებით". მიხეილ ჩხენკელი:" ეტაპობრივად მოხდება მოსწავლეების და სტუდენტების დაბრუნება სკოლებსა და აუდიტორიებში".
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
კორონავირუსმა მოხუცებილთა კიდევ ერთ ერთ თავშესაფარში შეაღწია. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრია წნორი, სადც ერთ-ერთ კერძო მოხუცთა ტავშესაფარში ვირუსი 79 წლის მოხუცს დაუდასტურდა. მოხუცები დიდი რისკის ქვეშ არიან. 6. მდგომარეობა, რომელიც ყოველ დღე სულ უფრო მეტად უარსედება და საგანგაშო ნიშნულამდე მიდის. კორონავირუსმა საგანგაშოდ ყველა კუთხეში გავრცლება დაიწყო. დღეს ახალი კლასტერი გაჩნდა. ინფიცირებულია სკოლის 14 მოსწავლე , რომლებიც მასწავლებელმა დააინფიცირა. საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ მიუხედავად ინფიცირენბისზრდუისა ისინი აკონტროლებენ ვიტარებას.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
4 გარდაცვლილი და 298 ახალი კოვიდ დაინფიცირებული პაციენტი ასეთია დღის მონაცემები საქართველოში. როგორც ჩანს ახალი სტარტისტვის ზრვისპირა რეგიოი საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა კოვიდ ინფექციისთვის. მხოლოდ აჭარაში დღეს 175 ინფიცირებული გამოვლინდა. განიკურნა 148 ადამიანი. მოსახლეობას ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლები ყურადღებისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
ყველგან გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს საბავშო ბაღის აღსაზრდელები ბაღებში დაბრუნებას შეძლებენ. ყველა ბაღში ინფექციის პრევენციისთვის მზადაა დეზობარიერები, თერმოსკრინინგის სისტემა და დისტანციის აღმნიშვენლი სტიკერებიც. მშობელბი ბაღში არ დაიშვებიან, მიზეზი კი პანდემიაა. აჭარის გარდაც ყველა უმაღლესი სასწავლებლის კარი 19 ოქტომბერს გაიღება.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, PCR ტესტები მხოლოდ კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარდება. ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებით, რეკორდულად გაზრდილი კოვიდ მაჩვენებლის შემცირებას მართველი გუნდი ხელოვნურად აპირებს. ანალიტიკოსები კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ - აგრესიულმა კვლევამ მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი გამოავლინა და მოუმზადებელი სისტემა ვერ ახერხებს პაციენტების დროული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველჰყოფას. ამას გარდა, წითელ ზონად გამოცხადებულ ბათუმში პაციენტებისთვის საკმარისი რაოდენობა, არც კლინიკებშია და არც საკარანტინე სივრცეში.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალ. 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის საავადმყოფოში კორონა ვირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ე.წ ოპერატიული შტაბი იუწყება.
29 სექტემბერი
ტელევიზია
29.09.2020
Link: 29.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
"მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების გარკვეული რაოდენობისა, ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის 0,57 პროცენტი, რაც მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების მართვა არის ძალიან წარმატებული"- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. მისივე თქმით, შემთხვევების მართვა არის ძალიან წარმატებული, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს ამ გამოწვევას საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს.
29.09.2020
Link: 29.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ჯანდაცვის სისტემაში კოლაფასის არსებობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელი უარყოფს. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მნიშნელოვანი აჭარამ პანდემიასთან ბრძოლის რეჟიმში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.
29.09.2020
Link: 29.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
კოვიდ 19
29.09.2020
Link: 29.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 10:00
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, სავარაუდოდ, დღეს საბოლოოდ დამტკიცდება. დიმიტრი ცქიტიშვილისა და სხვა კანონმდებლების ინიციატივით შემუშავებული ცვლილებების კანონპროექტი სესიაზე უნდა გავიდეს. სიახლე შრომის ინსპექციის უფლებრივი მდგომარეობის გაზრდას ითვალისწინებს, გარდა ამისა იზრდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაც. მის მისაღებად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს. დიმიტრი ცქიტიშვილი: "ეს კანონპროექტი მოიცავს, როგორც დისკრიმინაციის მიმართულებით დამატებით გარანტიებს, აქ არის სტაჟირების მექანიზმები, სამუშაო დროის რეგულირება - ნორმირებული, ზეგანაკვეთური, ნახევარგანაკვეთები. ასევე ძალიან ძლიერი შრომის ინსპექციის სამართლებრივი მექანიზმებია ჩამოყალიბებული, რომელიც პაკეტში კანონით არის განსაზღვრული და ჩვენ შევქმნით ძალიან ძლიერ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელსაც ყოველწუთიერად ექნება შესაძლებლობა, დაიცვას დასაქმებულის უფლებები სამუშაო ადგილებზე".
28 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ახალი რეკომენდაციები მიიღო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. თამარ გაბუნიას თქმით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის მიუხედავად იმისა,რომ ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება. შესაბამისად, გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის. „არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, სიტუაციას ჯანდაცვის სისტემა მართავს. აჭარაში ჩვენ, მთლიანად ჯანდაცვის სისტემამ, მივიღეთ სერიოზული გამოცდილება, პირველადი ჯანდაცვის რგოლი აქტიურად ჩაერთო. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვა ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებშიც, ქუთაისში, ბათუმში.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატება ისევ ველით და ახალი შემთხვევების რიცხვი, დაახლოებით, 400-500-ს შორის იქნება. მისივე თქმით, ახალი შემთხვევების 70 პროცენტი ჯერჯერობით ისევ აჭარაში ფიქსირდება, ამიტომ, ყველა ყურადღება მიქცეულია აჭარაზე.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინფო9
„დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აჭარაში ინფექცია აქტიურად ცირკულირებს, ხანდაზმულები ამ ინფექციის მიმართ მოწყვლადი ჯგუფია. „გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. დღეს აჭარაში კოვიდინფიცირების 175 შემთხვევა გამოვლინდა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინფო9
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. „ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. მსოფლიოში უკვე შეცვლილია რეკომენდაციები.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრის 22 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 735 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა. 148 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 3498-ს შეადგენს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - პია.ჯი
კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელებულის სტატუსი შესაძლოა ტესტის გარეშე მიენიჭოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „24-საათიანი ინტერვალით, ორჯერადი ტესტირების რეკომენდაცია საერთაშორისო დონეზე უკვე აღარ არის და პირს შესაძლებელია გამოჯანმრთელებულის სტატუსი ტესტის გარეშეც მიენიჭოს, თუ სიმპტომები აღარ აქვს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - პია.ჯი
ბინაზე 800-მდე კოვიდადასტურებული მკურნალობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 800-დან 600-ზე მეტი პაციენტი აჭარაშია, რომლებსაც გამოჯანმრთელების პერიოდი უახლოვდებათ და უახლოეს პერიოდში ისინი ჩვეულ სოციალურ აქტივობას დაუბრუნდებიან. პაციენტების შედარებით ნაკლები რაოდენობა ბინაზე თბილისსა და იმერეთში მკურნალობს. სომეხი მოხალისეები მთიან ყარაბაღში მიდიან 10 000 სომეხი რუსეთიდან ყარაბაღში საბრძოლველა... კონფლიქტები 10 წუთის წინ პოლიტიკოსი უკრაინაში სააკაშვილი: მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვე... კონფლიქტები 29 წუთის წინ „ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებამ უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსის შეფასების შესახებ ახალი რეკომენდაცია მიიღო. მისი თქმით, მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შეცვლილია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის - ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, ადამიანი დააინფიციროს, მინიმალურია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მე-12 დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, განმეორებითი ტესტირების ჩატარების გარეშე სოციალურ აქტივობას დაუბრუნდება და ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული ადამიანი.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - პია.ჯი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 200-დან ზემოთ, 400-500-ს შორის იმერყევებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ყოველდღიური შემთხვევების ზრდა გვექნება. მთავარია სისტემა მას მართავს და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი რჩება. შემთხვევათა რაოდენობა იქნება 200, 400, 500-მდეც შეიძლება იყოს ყოველდღიურად ქვეყანაში, მაგრამ 70% კვლავ აჭარაზე მოდის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პირი, რომელსაც ტესტირების ჩატარებიდან მეთორმეტე დღეს სიმპტომები არ ექნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. "პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან უკვე გაუვიდა მეთორმეტე დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია, დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე". – თქვა გაბუნიამ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ტაბულა.ჯი
“პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან. ეს სრულად პროგნოზირებადი იყო. უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 28 სექტემბერი, 2020
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პროცენტი 0,56-ია, რაც, როგორც გამყრელიძე ამბობს, ევროპაში ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამირან გამყრელიძის შეფასებით, სექტემბერში შემთხვევების მატება, მათ შორის მძიმე და კრიტიკული პაციენტების მიღება, პროგნოზირებადი იყო. "რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მედიცინაში ეს ხდება, მაგრამ შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების პროცენტი საქართველოს, ჯერჯერობით, აქვს ერთერთი საუკეთესო". – ამბობს გამყრელიძე.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
COVID-19-ით გამოჯანმრთელებულ ადამიანებს განმეორებით PCR ტესტებს აღარ ჩაუტარებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. მისი თქმით, ამ პერიოდში ტესტმა, შესაძლოა, კვლავ დადებითი აჩვენოს, თუმცა ვირუსს აღარ აქვს უნარი, სხვა ადამიანი დააინფიციროს. "პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან უკვე გაუვიდა მე-12-ე დღე და სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და შეუძლია, დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, PCR ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე. 13 დღეში იგულისხმება 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე - უსიმპტომო პერიოდი,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ტაბულა.ჯი
"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარაა". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გაბუნიას განმარტებით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ტესტის პასუხი კორონავირუსზე, შესაძლოა, დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია – "პრაქტიკულად არ არსებობს".
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 906 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა. 5 650 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინფო9
აჭარის მსგავსად, სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „არავითარი კარავის დადგმა არ იგეგმება. ჩვენ თბილისში პილოტირება გავაკეთეთ და, კარავი გექნება, თუ მაგიდა, სამი დღის განმავლობაში ყველას შეეძლო მისვლა. მივიდა 988 ადამიანი და აღმოაჩნდა მხოლოდ შვიდს, რომელიც 0.7 პროცენტია. ანუ, თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს, ისევე როგორც მოგეხსნებათ, გაიტესტა მასწავლებლების დიდი ნაწილი, ვინც აჭარიდან იყო გამოსული. 1 800 გაიტესტა და 14 მასწავლებელში აღმოჩნდა, ყველაზე მეტი გურიის რეგიონში. აჭარის გარეთ შემთხვევების დიდი ნაწილი არის პირდაპირ კავშირში აჭარასთან, პირველად ან მეორეულ კავშირში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი სამი ადამიანიდან, ორი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა ერთი კი თბილისში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა, არის 65 წლის მამაკაცი, ის მკურნალობდა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი ჰიდროთორაქსი. სამინისტროს ინფორმაციით, მეორე კოვიდ ინფიცირებული პაციენტი 70 წლის მამაკაცია, ისიც მკურნალობდა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 298 შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარაშია. რეგიონების მიხედვით გადანაწილება ასეთია: აჭარაში — 175; იმერეთი — 38; თბილისი — 32; გურია — 16; სამეგრელო-ზემო სვანეთი — 14; სამცხე-ჯავახეთი — 11; ქვემო ქართლი — 7; კახეთი — 4. როგორც ენდელაძე ამბობს, ახალი შემთხვევებიდან არ არის არც ერთი, ვისი წყაროც უცნობია და ყველა ინფიცირებულთან კონტაქტია. მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ გუშინ 294 ახალი შემთხვევა იყო და დღეს მატება მცირეა, "სტაბილიზაციისკენ მივდივართ".
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ბათუმელები.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელია კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების ზრდა. „სწავლა იწყება, ეს დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი დაცვა იმ რეკომენდაციებისა, რაზეც ვსაუბრობთ – პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება. ყოველდღიური შემთხვევების ზრდა გვექნება, მთავარია, რომ სისტემა მართავს ამ ეტაპზე და ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რჩება სრულად მართვადი. შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით იმერყევებს 200-400, 500- შორისაც შეიძლება ყოველდღიურად მთელს ქვეყანაში, მაგრამ 70 პროცენტი ჯერჯერობით მოდის აჭარაზე. ამიტომ ჩვენი ყურადღება მიმართულია აჭარაზე.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 28 სექტემბრის მონაცემებით საქართელოში კორონავირუსისგან 148 ადამიანი განიკურნა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. ამ დროისთვის სულ 2054 ადამიანია გამოჯანმრთელებული. საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. 31 ადამიანი კი გარდაიცვალა. 5 637 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პირი, რომელსაც ტესტირების ჩატარებიდან მე-12 დღეს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება განმეორებითი ტესტირების გარეშე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, გაბუნიას თქმით, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა 13 დღეა — აქედან 10 დღე არის სიმპტომების, ხოლო სამი უსიმპტომობის პერიოდი.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - რეპორტიორი.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პასუხი არაერთი საერთაშორისო ექსპერტისა და ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც ძალიან წარმატებული. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების გარკვეული რაოდენობისა, ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის 0,57 პროცენტი, რაც მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების მართვა არის ძალიან წარმატებული.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
ბინაზე დღეისთვის წარმატებით იტარებს მკურნალობას, 800-მდე კოვიდდადასტურებული პირი, მათი უმრავლესობა 600-ზე მეტი პაციენტი არის აჭარაში“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით კვლავაც საყურადღებო რჩება ბათუმი, რადგან დღეს დაფიქსირებული შემთხვევების 72%, 175 შემთხვევა მოდის აჭარაზე, სხვა შემთხვევები განაწილებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
სწავლის დაწყება დაკავშირებულია მობილობის სერიოზულ ზრდასთან , ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს და მეტი რეკომენდაციების დაცვა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიური შემთხვევების ზრდა იქნება, თუმცა მთავარია, რომ ამ ეტაპზე სისტემა მას მართავს და ეპიდსიტიაცია რჩება კონტროლირებადი. „შემთხვევათა რაოდენობა იქნება ჯერჯერობით დაახლოებით 200-400 და 500-ს შორისაც შეიძლება ყოველდღიურად მთელ ქვეყანაში, მაგრამ 72% ჯერჯერობით მოდის აჭარაზე. ამიტომ მთელი ყურადღება მიმართულია აჭარისკენ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
მიუხედავად შემთხვევების მატებისა, რომელიც მოსალოდნელი იყო მობილობის ამგვარ პირობებში, გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთსო ევროპის ქვეყნებს შორის. 0,57% მიუთითებს იმას, რომ შემთხევების მართვა არის ძალიან წარმატებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, სახელმწიფოს მუშაობა კოვიდთან მიმართებაში შესაცვლელია. გაბუნიას განცხადებით, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს კორონავირუსის გამოწვევას საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა – მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
მე რამდენადაც ვიცი, არც პირბადის და არც პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ დეფიციტი არც PCR-ტესტების მხრივ არსებობს. „ამის წარმოება უკვე საქართველოშიც გახლავთ, ამიტომ კლინიკებს ის რა თქმა უნდა აქვთ და ასევე სტრატეგიულ მარაგში, მაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს. ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაახლოებით ნახევარი მილიონი PCR-ტესტის მარაგი ამჟამად გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „აჭარაში ჩვენ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება – მთლიანად ჯანდადცვის სისტემამ. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უკვე აქტიურად ჩაერთო. კერძოდ, ეს პროცესი უკვე ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, თუმცა იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში. მოგეხსენებათ, მთლიანი შემთხვევების 1%-ია მხოლოდ კრიტიკული, 10%-მდე მძიმე, დანარჩენი კი საშუალო, მსუბუქი და უსიმპტომო ფორმაა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის, მალხაზ თორიას თქმით, ზუგდიდის სამ სკოლაში სწავლას, ბავშვები კვლავ დისტანციურად გააგრძელებენ. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, რუხის საჯარო სჯოლა, ინგირის პირველი და დიდინეძი საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ოზურგეთის ყველა სკოლა, კორონავირუსის გამო, სწავლას დისტანციურად განაგრძობს. როგორც On.ge-ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ინფიცირებულთა ზრდის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლას დისტანციუად განაგრძობენ. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 906 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა. 5 650 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ბინაზე 800-მდე კოვიდადასტურებული მკურნალობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 800-დან 600-ზე მეტი პაციენტი აჭარაშია, რომლებსაც გამოჯანმრთელების პერიოდი უახლოვდებათ და უახლოეს პერიოდში ისინი ჩვეულ სოციალურ აქტივობას დაუბრუნდებიან. პაციენტების შედარებით ნაკლები რაოდენობა ბინაზე თბილისსა და იმერეთში მკურნალობს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
თამარ გაბუნიას თქმით, გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში 775 საწოლი იყო თავისუფალი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დანარჩენი საწოლები დაკავებულია. ნაწილი კოვიდპაციენტების მიერ და ნაწილი მათზე, ვინც შეფასების ეტაპზე იმყოფება, უფრო მეტი დატვირთვა არის აჭარაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა, 148 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 298 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 800 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო. ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში ნიმუშის ასაღებად მისული 988 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ შვიდს დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ თბილისში ინფექცია ჯერ აქტიურად არ ცირკულირებს. გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება. ამასთან, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აჭარის გარეთ შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარის რეგიონთან პირველად ან მეორეულ კავშირშია.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, COVID19-ზე ტესტირებების შემცირება მიზანს არ წარმოადგენს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა შესაბამისი პროტოკოლი, სადაც მითითებულია, თუ რამდენი ტესტირება უნდა ჩატარდეს ვირუსზე. „ნამდვილად არ ვცდილობთ, რომ გამოკვლეულთა რაოდენობა მინიმუმზე დავიყვანოთ. ჩვენ გავსაჯაროვეთ დოკუმენტი, სადაც 120 000 სულ მოსახლეზე თითოეული ზონის მიხედვით მითითებული გვაქვს, თუ რამდენი ტესტირება უნდა ჩატარდეს. ეს პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემუშავებულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მიზანი, რომ ტესტირებები შემცირდეს, ნამდვილად არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - მედიანიუს.ჯი
კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა. ქვეყანაში დღეს კორონავირუსი 298 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 5 552-მდე გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 148 პაციენტი, 4 კი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 32 შეადგინა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინფო9
კორონავირუსით 32-ე პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავდებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ტიკარაძის თქმით, ყველა გარდაცვლილი პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა. ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში იმყოფება, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგემლებთან შეხვედრას მართავს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - პია.ჯი
კორონავირუსით ინფიცირებული 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი 57 წლის მამაკაცია, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. „ვაკვირდებით, რომ სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილია 32.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - კვირა.ჯი
“კორონავირუსზე ტესტირებების შემცირება ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა შესაბამისი დოკუმენტი, სადაც მითითებულია, ვირუსზე რამდენი ტესტირება უნდა ჩატარდეს. „ნამდვილად არ ვცდილობთ, რომ გამოკვლეულთა რაოდენობა მინიმუმზე დავიყვანოთ. ჩვენ გავასაჯაროეთ დოკუმენტი, სადაც 120 000 სულ მოსახლეზე თითოეული ზონის მიხედვით მითითებული გვაქვს, თუ რამდენი ტესტირება უნდა ჩატარდეს. ეს პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემუშავებულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მიზანი, რომ ტესტირებები შემცირდეს, ნამდვილად არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - კვირა.ჯი
კორონავირუსით 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავადებები ჰქონდა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ბიემ.ჯი
"კორონავირუსით სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „დღეს გარდაცვლილი მამაკაცი იყო 57 წლის, ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ისევე როგორც ყველა სხვა დღეს გარდაცვლილს. ზოგადი დაკვირვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ინფორმაციისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსით 3 მოქალაქე გარდაიცვალა, სულ ვირუსმა 32 პაციენტი იმსხვერპლა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
„ჩვენ ვაკვირდებით, რომ სიკვდილიანობა არის გაახალგაზრდავებული“ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. “ეს არის 57 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, რომ სიკვდილიანობა არის გაახალგაზრდავებული. თუმცა, რა თქმა უნდა, თანმხლები დაავადებების სიმრავლე ყველა იმ პაციენტს აღენიშნებოდა, რომელიც დღეს გარდაიცვალა კოვიდინფექციის თანხლებით” , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქ. ქუთაისში იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსისგან 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. დღეს ეს უკვე მეოთხე გარდაცვლილი ადამიანია. პაციენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა. 28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 906 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 5 650 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინფო9
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 5552 შეადგინა. 2054 პაციენტი კი სრულად გამოჯანმრთელდა. კარატინის რეჟიმში 5637 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანია. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
"კორონავირუსით სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "დღეს გარდაცვლილი მამაკაცი იყო 57 წლის, ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ისევე როგორც ყველა სხვა დღეს გარდაცვლილს. ზოგადი დაკვირვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ინფორმაციისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსით 4 მოქალაქე გარდაიცვალა, სულ ვირუსმა 32 პაციენტი იმსხვერპლა.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ამბები.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრის 22:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 735 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა. 148 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 3498-ს შეადგენს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო განიხილავს საკითხს, რომ კოვიდ პაციენტებს, თუ მათ ვირუსული ინფექციის სიმპტომები აღარ ექნებათ, მეთორმეტე დღეს, განმეორებითი ტესტირების ჩატარების გარეშე, შეძლებენ კლინიკის დატოვებას. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტორლის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად აღარ არის ვირუსის გადამტანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ტესტის პასუხი კოვიდ დადებითი იქნება.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქ. ქუთაისში იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოდან აცნობეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. „კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - პია.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქ. ქუთაისში იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს მასშტაბით კოვიდ ინფიცირებულებისთვის 3 000-მდე საწოლია მობილიზებული. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. “ქვეყნის მასშტაბით 3 000-მდე საწოლია მობილიზებული, ყველაზე მეტი დატვირთვა ამ ეტაპზე ბათუმზე მოდის და ბათუმშიც 80 საწოლი არის მუდმივად თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტების იქ გადაყვანის შესაძლებლობა გვქონდეს”, – განაცახადა გაბუნიამ. გაბუნიას თქმით, 27 სექტემბრის ღამის 10 საათის მონაცემებით, 3 000 საწოლიდან თავისუფალი იყო 775.
28.09.2020
Link: 28.09.2020 - ფრანთნიუს.ჯი
თბილისი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სკოლებში, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადრებას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად მართვადი და კონტროლირებადია.
29 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
29.09.2020
Link: 29.09.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ იმ დევნილების სია გამოაქვეყნა, რომელთაც ხაშურსა და გორში სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ. უწყების ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 დევნილ ოჯახს გადასცემს. „სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა: https://idp.gov.ge/statement-12/
29.09.2020
Link: 29.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. „კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. დამატებით 43 დევნილ ოჯახს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის ბინებს უახლოეს მომავალში შევისყიდით.
29.09.2020
Link: 29.09.2020 - ბიემ.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 დევნილ ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება. სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა:https://idp.gov.ge/statement-12/
29.09.2020
Link: 29.09.2020 - ბიპიენ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2390 სკოლაა შემოწმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა ფერაძემ განუცხადა, 2390-ვე სკოლაში სწავლის განახლების ნებართვაა გაცემული. „ამ სკოლებიდან 2085 სკოლა საჯაროა, დანარჩენი კი კერძო. ჩვენ ყველა ის სკოლა შევამოწმეთ, ვინც მოგვმართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 10 სკოლაა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.
29.09.2020
Link: 29.09.2020 - კომერსანტ.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. „კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას.
პრესა
29.09.2020
Link: 29.09.2020 - რეზონანსი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტების მკურნალობის გაიდლაინში ცვლილებები შევიდა. მისი თქმით, დაავადება კონტროლის ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდა რეკომენდაციები, რომლის თანახმდაც უსიმპტომო პაციენტები 12 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან. „კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მერვე დღეს ადამიანი უკვე გადამდები აღარ არის. უსიმპტომო პირებს გამოჯანმრთელებულების სტატუსი მინიჭებათ მე-12 დღეს. ტესტირების ჩატარებიდან მეთორმეტე დღეს თუ პაციენტს სიმპტომები აღარ ექნება, ჩაითვლება როგორც გამოჯანმრთელებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
29.09.2020
Link: 29.09.2020 - რეზონანსი
საქართველოში პანდემია თანდათან მწვავე ხასიათს იღებს, გარდაცვლილთა რაოდენობას ერთდროულიად კიდევ ოთხი დაემატა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა კი ყოველდღიურად სამი ასეულით იმატებს - რატომ მოიმატა ფატალურმა შემთხვევებმა და სადამდე გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ყოველდღიურ ასეულ შემთხვევებს? ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, საერთო რაოდენობამ კი 32 შეადგინა, ორშაბათს კი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საერთო მაჩვენებელი კი 5500-ს მნიშვნელოვნად გადასცდა. "დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია კოვიდ ინფიცირების 5552 შემთხვევა.
29.09.2020
Link: 29.09.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში ნიმუშის ასაღებად მისული 988 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ შვიდს დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ თბილისში ინფექცია ჯერ აქტიურად არ ცირკულირებს. გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება.
29.09.2020
Link: 29.09.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
ჯანდაცვის სამინისტრო უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინს შეცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხდა. მისი თქმით, ჯანმომ უკვე განაცხადა, რომ ვირუსის დადასტურებიდან 8 დღეში პაციენტი გადამდებად უკვე არ ითვლება, ამიტომ მოქმედი სქემა იცვლება. „პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე.
რადიო
29.09.2020
Link: 29.09.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5866-ს შეადგენს. შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 2324 -ს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2390 სკოლაა შემოწმებული. როგორც ბექა ფერაძემ განაცხადა, 2390-ვე სკოლაში სწავლის განახლების ნებართვაა გაცემული.
29.09.2020
Link: 29.09.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, სავარაუდოდ, დღეს საბოლოოდ დამტკიცდება. დიმიტრი ცქიტიშვილისა და სხვა კანონმდებლების ინიციატივით შემუშავებული ცვლილებების კანონპროექტი სესიაზე უნდა გავიდეს. სიახლე შრომის ინსპექციის უფლებრივი მდგომარეობის გაზრდას ითვალისწინებს, გარდა ამისა იზრდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაც. მის მისაღებად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს.