From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 28 სექტემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 28.09.2020 10:09
Attachments :

მედია მონიტორინგი

28 სექტემბერი

ტელევიზია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე დღეს საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბა. თითქმის 2 საათიანი შეხვედრა დასრულებულია. ამირან გამყრელიძე: "ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში. მაგრამ ეს ყველაფერი, მთავარია, იყოს მართვადი. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი სრულად მართვადია. საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, სადაც შემთხვევათა ზრდის ფონზე აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა და მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში დატოვება, მაგრამ რადგან ჩვენთან მრავალწევრიანი ოჯახების კულტურაა, ამ ადამიანებისთვის ჩვენ ე.წ. შუალედური რგოლი ჩავრთეთ, კოვიდ სასტუმროები, კარანტინები, სადაც მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტები გადიან ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობას, როგორც ბინაზე, ისე სასტუმროებში". თამარ გაბუნია: "პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან უკვე გაუვიდა მე-12-ე დღე და სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და შეუძლია, დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, PCR ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე. 13 დღეში იგულისხმება 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე - უსიმპტომო პერიოდი".

კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00

რა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. შეხვედრა დასრულებულია. საბავშვო ბაღები, აჭარის რეგიონის გარდა, მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ ფუნქციონირებას საბავშო ბაღები. ეს მოხდება 12 ოქტომბერს“, – განაცხადა ჩხენკლემა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციების სრულად დაცვა. „მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა მინისტრმა. აჭარის გარდა, ყველა სტუდენტი 19 ოქტომბრიდან დაბრუნდება აუდიტორიებში, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „19 ოქტომბრიდან, უნივერისტეტები, პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, უშუალოდ აუდიტორიებში განაახლებენ სწავლასა და მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა. ეს არის ეტაპობრივი. ძალიან დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას. ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული – 12 და 19 ორშაბათია ორივე. მოსწავლეებისა და შესაბამისად სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ეტაპობრივად მოხდება.

კორონავირუსი

28.09.2020

Link:    28.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 650 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 2. საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა. „გამოვლინდა 298 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 175 შემთხვევა, თბილისში - 32, იმერეთში - 38, გურიაში- 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში - 11, ქვემო ქართლში -7, კახეთში - 4“, - განაცხადა ენდელაძემ. 3. კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდში 14 მოსწავლეს, რის გამოც სამ სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო პედაგოგია. 4. ქუთაისის ინფექციურ კლინიკას შვიდი ინფიცირებული პაციენტი დაემატა, ხოლო ოთხი გამოჯანმრთელდა. 5. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 117 კოვიდინფიცირებული რჩება.

ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარება და საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება

28.09.2020

Link:    28.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარება და საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება - 12 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას აახლებენ საბავშვო ბაღები, 19 ოქტომბრიდან კი აუდიტორიებში ბრუნდებიან სტუდენტები. ძალაში რჩება 1 ოქტომბრის შემდეგ სასწავლო პროცესის დაწყება სასწავლო ოთახებში 1-დან მეექვსეს კლასის მოსწავლეებისთვის გარდა აჭარისა.

საკოორდინაციო საბწოს სხდომა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

აჭარის გარდა, 12 და 19 ოქტომბრიდან ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლა და ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. საკოორდინაციო საბწოს სხდომა დასრულდა. ამირან გამყრელიძე:"შემუშავებულია პროტოკოლი, რომელიც კლინიკურ ჯგუფთან ექსპერტიზას გადის, ანუ როდიდან აღარ არის ადამიანი საშიში ეპიდემიოლოგიურად. დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტრო ახალ პროტოკოლს დაამტკიცებს. დღეს ბატონი მიხეილი გამობრძანდა და მოგეხსენებათ, რომ სწავლა იწყება".

კოვიდ 19

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 2 აჭარის კლინიკებში მკურნალობდა. დღეს 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ქვეყანაში უკვე 5552 შემთხვევა არის დადასტურებული. კოვიდ 19-ის 175 შემთხვევა დღს აჭარაში დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაშ სამედიცინო დაწესებულებები 55-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა.

ინტერნეტ სააგენტო

„ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარებას და გადაყვანას ჰოსპიტალში“ – ბათუმელი ექიმის მიმართვა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ბათუმელი ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარ ბარიერად იქცა ლაბორატორიული კონფირმაციის არარსებობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აგვიანებს 7 დღე! ამის გარეშე მათი ჰოსპიტალიზაციის ერთადერთი გზა ცხელების ცენტრია, რომელიც სულ ორია რეგიონში! ეს არ იყო საკმარისი 50 ახალ შემთხვევაზე! მით უმეტეს არ არის საკმარისი 200 ახალ შემთხვევაზე!!! · მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები!!!! · იმოქმედეთ სწრაფად!!! · აღიქვით კრიზისი!!! ძალიან ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაყვანას ჰოსპიტალში.“ – წერს სოფიო ბერიძე.

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - პია.ჯი

დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამად ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდინფიცირების 5552 შემთხვევა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - პია.ჯი

დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2054 განიკურნა, 31 კი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 2 პაციენტი აჭარიდანაა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - პია.ჯი

აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, ორივე, მამაკაცი. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის ერთი 65 წლის პაციენტია, რომელიც „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ მკურნალობდა. იგი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ კორონავირუსის დიაგნოზით 22 სექტემბერს შეიყვანეს.

მარინა ენდელაძე: თბილისში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - პია.ჯი

დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან: აჭარა 172 იმერეთი 38 თბილისი 32 გურია 16 სამეგრელო-ზემო სვანეთი 14 სამცხე-ჯავახეთი 11 ქვემო ქართლი 7 კახეთი 4 ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

COVID-19-ით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 აჭარაში მკურნალობდა, მათი ასაკი 65 და 70 წელია

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ტაბულა.ჯი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი კაცია. ერთერთი გარდაცვლილი, 65 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. სამინისტროს ინფორმაციით, მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა. "პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ორმხრივი ჰიდროთორაქსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 07:45 საათზე". – წერს ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება ბათუმში გარდაცვლილ მეორე ინფიცირებულს, 70 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 სექტემბერს ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას ჰქონდა ცხელება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. "პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში პაციენტი გადამდები აღარაა - covid-19-ის გაიდლაინები იცვლება

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, NCDC-სგან მიღებულია ახალი რეკომენდაციები, რომელიც უსიმპტომო პაციენტებს ეხებათ. გაბუნიას თქმით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჯანმოს მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი, პრაქტიკულად, გადამდები აღარაა და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა გადამდები აღარ არის. "აღნიშნულიდან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, შეეხება უსიმპტრომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მე-12 დღეს, პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან სიმპტომი არ აქვს, ითვლება გამოჯანმრთელებულად და შეუძლია, სოციალურ აქტივობას დაუბრუნდეს, თან ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, NCDC-სგან მიღებულია ახალი რეკომენდაციები, რომელიც უსიმპტომო პაციენტებს ეხებათ. გაბუნიას თქმით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჯანმოს მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი, პრაქტიკულად, გადამდები აღარაა და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა გადამდები აღარ არის. "აღნიშნულიდან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, შეეხება უსიმპტრომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მე-12 დღეს, პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან სიმპტომი არ აქვს, ითვლება გამოჯანმრთელებულად და შეუძლია, სოციალურ აქტივობას დაუბრუნდეს, თან ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, თუკი ვირუსის დადასტურებიდან 13 დღეში, 10 დღე სიმპტომებით იყო და 3 უსიმპტომოდ, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება“, - ამბობს გაბუნია. მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის მზად პაციენტი კლინიკურად სოციალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, თუმცა ასეთი პაციენტი მე-14 დღეს საზოგადოებისთვის რისკს აღარ წარმოადგენს. თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი რეკომენდაციები გაიდლაინებში აისახება.

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ბიემ.ჯი

"ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ჯანდაცვის სისტემამ აჭარაში სერიოზული გამოცდილება მიიღო. პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჩაერთო პროცესში და ეს უკვე ხორციელდება დიდ ქალაქებშიც. ინფიცირების ზრდა გვექნება სხვა რეგიონებშიც, ისევე როგორც აჭარაში, მაგრამ მთავარია, თავიდან ავირიდოთ ფართომასშტაბიანი ზრდა, როგორიც აჭარაში გვქონდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი ბინაზე მკურნალობს

28.09.2020

Link:    28.09.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 600-ზე მეტი აჭარაში, დანარჩენი კი თბილისსა და იმერეთში. რაც შეეხება საწოლფონდს, გაბუნიას თქმით, 3000-მდე საწოლია მობილიზებული. „ჩვენ გვეგმავთ, რომ ჩაერთონ სხვა ოჯახის ექიმები, დიდ ქალაქებში განსაკუთრებით. ასევე, გრძელდება კოვიდსასტუმროებში პაციენტების მკურნალობა, მსუბუქი პაციენტები რჩებიან იქ. რაც შეეხება საწოლფონდს, 3000-მდე საწოლია მობილიზებული. მაინც ყველაზე მეტი დატვირთვა ახლა მოდის ბათუმზე და ახლაც კი მუდმივად 80 საწოლია თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს პაციენტების იქ გადაყვანის შესაძლებლობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე: სიკვდილიანობის პროცენტით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში

28.09.2020

Link:    28.09.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს სიკვდილიანობის პროცენტით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. “სამწუხაროდ, 31 გარდაცვალებაა. სიკვდილიანობის პროცენტით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში. ეს პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში რაოდენობა მოიმატებდა. შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე პროცენტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძე. მისივე თქმით, ყველაზე ცხელ წერტილად, ჯერჯერობით, კვლავ აჭარა რჩება.

თამარ გაბუნია: პირი, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული

28.09.2020

Link:    28.09.2020 - კვირა.ჯი

“პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია სოციალურ აქტივობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, გაბუნიას თქმით, პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოებში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის ცამეტი დღე, რაშიც იგულისხმება, 10 დღე სიმპტომების პერიოდი და სამი დღე უსიმპტომო პერიოდი. „მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის, ტესტი შეიძლება დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად, არ არსებობს.

„ისევ არის აჭარაში მოწოდება, რომ ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ“

28.09.2020

Link:    28.09.2020 - პროგრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სლოგანი „დარჩი სახლში“ განსაკუთრებით აჭარაში უნდა ამუშავდეს. გამყრელიძე კვლავ მოუწოდებს ხანდაზმულებს, აუცილებელი საჭიროების გარეშე, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. „ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ინციდენტობა საკმაოდ მაღალია, ისევ და ისევ არის აჭარაში მოწოდება, რომ ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ, ნაკლებად მოხდეს მათზე გადადება, რადგან ინფექცია აქტიურად ცირკულირებს აჭარაში. მოგეხსენებათ, ხანდაზმულები არიან მოწყვლადი ჯგუფი ინფექციის მიმართ.

რა შემთხვევაში ჩაითვლება უსიმპტომო კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელებულად – ჯანდაცვის სამინისტრო გაიდლაინს ცვლის

28.09.2020

Link:    28.09.2020 - პროგრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრო უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინს შეცვლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხდა. მისი თქმით, ჯანმომ უკვე განაცხადა, რომ ვირუსის დადასტურებიდან 8 დღეში პაციენტი გადამდებად უკვე არ ითვლება, ამიტომ მოქმედი სქემა იცვლება. „პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე.

თამარ გაბუნია: სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში კორონავირუსი, პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის

28.09.2020

Link:    28.09.2020 - კვირა.ჯი

“ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, ტესტი შეიძლება დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად, არ არსებობს. „მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის, ტესტი შეიძლება დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად, არ არსებობს.

თამარ გაბუნია - სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

თამარ გაბუნია - სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით, გუშინდელი ღამის მონაცემებით, კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად თავისუფალია 775 საწოლი

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინდელი ღამის მონაცემებით, კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად თავისუფალია 775 საწოლი. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. „გუშინდელი ღამის 10 საათი მონაცემებით, 775 საწოლი იყო თავისუფალი. დანარჩენი არის დაკავებული ნაწილი კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების მიერ და ნაწილი იმ პაციენტების მიერ, ვინც იმყოფება შეფასების ეტაპზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამყრელიძე - კოვიდ19-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა დაახლოებით 200-ს, 400-ს, 500-ს შემთხვევას შორის იმერყეოს

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსი კორონავირუსუს შემთხევევბის რაოდენობამ შესაძლოა დაახლოებით 200, 400, 500 შემთხვევას შორის იმერყეოს. მისი თქმით, ვირუსის შემთხვევების მატება იქნება, მაგრამ მთავარია, რომ სისტემა მას მართავს. „ვირუსის შემთხვევების მატება იქნება. მთავარია, რომ სისტემა მას მართავს და სპიდსიტუაცია მართვადი რჩება. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების რაოდენობა იმერყევებს დაახლოებით 200, 400, 500 შემთხვევას შორისაც კი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - NCDC-ის მარაგში ნახევარ მილიონამდე PCR ტესტი აქვს

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, NCDC-ის მარაგში ნახევარ მილიონამდე PCR ტესტი აქვს. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში არსებობს პირადი დაცვის საშუალებებისა და პირბადეების მარაგიც. „მე რამდენადაც ვიცი, არც პირბადის და არც პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის. ამის წარმოება უკვე საქართველოშიც ხდება. კლინიკებს მარაგი აქვთ. ასევე სტრატეგიულ მარაგში, მაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს. ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტს დაახლოებით ნახევარი მილიონი „პისიარ“ ტესტის მარაგი აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია: სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს კორონავირუსის გამოწვევას, საკმარისად მაღალია

28.09.2020

Link:    28.09.2020 - კვირა.ჯი

“მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, რომელიც მოსალოდნელი იყო მობილობის ამგვარ პირობებში, გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის. 0,57% მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების მართვა ძალიან წარმატებულია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

პრესა

შაბათ-კვირას ინფიცირების 50 შემთხვევა გამოვლინდა

28.09.2020

Link:    28.09.2020 - მესინჯერი

შაბათ-კვირას ინფიცირების 50 შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი. მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა და მატება არ არის. "3348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ ცენტრებში, ასევე, სასტუმროებსა და მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე".

ჯანდაცვის მინისტრის კლასტერი – “ეს შეიძლება ყველაზე დიდი და ყველაზე მძიმედ სამართავი კლასტერი იყოს!”

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ალია

“ალიას” ექსკლუზიურად მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ,,ალიას” წყარო უყვება, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ორ თანამშრომელს (რომელთა სამუშაო ადგილია დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში) კორონავირუსი უკვე რამდენიმე დღეა დაუდასტურდა, შენობაში არც მუშაობა შეწყვეტილა, არც დისტანციურ რეჟიმზე გადასულან, არც დეზინფექცია ჩატარებული, არც თანამშრომელთა ტესტირება და მეტიც, ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებენ. “ალიას” ინფორმაციით, ჯანდაცვის ინფიცირებული თანამშრომლის ერთ-ერთ ახლო კონტაქტს (რომელიც არ არის სამინისტროს თანამშრომელი) კორონავირუსი დაუდასტურდა და ჯანდაცვის თანამშრომელმა ამის შემდეგ ჩაიტარა პისიარ ტესტირება და მასაც დაუდასტურდა ვირუსი.

როგორ შეუძლია რუსეთს ლუგარის ცენტრიდან მოპარული ინფორმაციის არჩევნების წინ საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად გამოყენება

28.09.2020

Link:    28.09.2020 - თბილისელები

კარგა ხანია, ცნობილია, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს თვალი აქვს დადგმული ლუგარის ლაბორატორიისთვის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ კი შევიტყვეთ რომ, ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის შედეგად მონაცემთა ბაზაა გატეხილი. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ ამ თემას. ბესიკ ალადაშვილი: დიდი ხნის განმავლობაში შენდებოდა ლაბორატორია და ეს არ არის ერთი ლაბორატორია, რასაც ლუგარის ცენტრს ვუწოდებთ, 22 ლაბორატორიისგან შემდგარი ცენტრია და , თუ არ ვცდები, 12 ლაბორატორია ექვემდებარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო 10 უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია.

კორონავირუსის სხვისთვის გადადება 1-7 წლამდე პატიმრობით ისჯება

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ალია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ინფექციური დაავადების სხვისთვის გადადება დასჯადია და რიგ სანქციებს ითვალისწინებს, კანონის კარგად წაკითხვის შემთხვევაში, ბევრი საჯარო მოხელე გაგვახსენდება, რომლის ქცევა, ან განცხადება, ან ინფორმაციის დამალვა, სწორედ, ამ არსებული კანონით ისჯება: 1.მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა 1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

“ტესტი არ აუღიათ, დაურეკეს, დადებითია პასუხიო… 16 შემთხვევა ვიცი ასეთი”

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ალია

პროფესორი, ზაზა სიამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “არ ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ უკვე 16 შემთხვევაა ასეთი ბათუმში… უბედურება და ცუდი ისაა, რომ ამ შემთხვევის ,,გმირებს” ეშინიათ საკუთარი სახელ-გვარების გამომზეურება… მიზეზი კი ის არის, რომ დასაქმებულები არიან და ამის გამხელა დაუჯდებათ იმ სამსახურების გარეშე დარჩენად, სადაც მიზერულ ხელფასს უხდიან… მოკლედ, ბათუმში უკვე ლამის ათასამდე შემთხვევა არისო გვარწმუნებენ… იმ ,,მეთოდოლოგიით” და სისტემით, რასაც ახლა გეტყვით, მიკვირს 2000 და მეტიც არაა!

“მასობრივი ვაქცინაცია გრიპზე აუცილებელი არ არის” – სულ 135 000 დოზა გვაქვს!

28.09.2020

Link:    28.09.2020 - ალია

ქვეყანაში, ოქტომბერში 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერით განაცხადა. მისი თქმით, სკოლის მოსწავლეების მასობრივი ვაქცინაცია არც ტარდება და ამის აუცილებლობაც არც არის. „ვაქცინაცია ძირითადად მაღალი რისკის ჯგუფებისთვის არის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ასევე, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ჯერჯერობით ჩვენი მომზადება გრიპის ვირუსისთვის იქნება ის, რომ ჩვენი პირადი დაცვის საშუალებები გავააქტიუროთ” შეგახსენებთ, გასულ წელს, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინა იმდენი შემოიტანეს რომ ქრონიკული დაავადებების ადამიანებს და ორსულ ქალბატონებს ეყოფათ.

ამირან გამყრელიძე: "ვაქცინა ხელმისაწვდომი ალბათ, გაზაფხულიდან გახდება"

28.09.2020

Link:    28.09.2020 - კვირის პალიტრა

ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესაუბრება. - ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ანტირეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. ბატონო ამირან, ისევ ვრჩებით მწვანე ზონაში თუ არა? - მწვანე, წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი - ეს ერთგვარი შუქნიშანი მიგვანიშნებს, როგორ უნდა ვუპასუხოთ გავრცელების სხვადასხვა ინტენსივობას, ამიტომ ეს ფერები შეფარდებითია.

​