მედია მონიტორინგი
26 სექტემბერი
ტელევიზია
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. აჭარა ისევ ჩაიკეტა, კოვიდ 19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონში დღეიდან ახალი შეზღუდვები დაწესდა. აიკრძალა საქალაქთაშორისო და შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ახალი შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ კვების ობიექტები. როდემდე გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვები ჯერჯერობით უცნობია. ეპიდემიოლოგები სიტუაციის დასტაბილურებამდე პროგნოზს ვერ აკეთებენ. მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი იცავდნენ ყველა იმ რეგულაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვდა. 2. საქართველოში დღეს ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სპეციალისტებმა კოვიდ 19 296 ადამიანს დაუდასტურეს. ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარის რეგიონშია დაინფიცირებული.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეიდან დედოფლისწყაროს მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებლი ყველა პირობაა შექმნილი. ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დამხმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად დაათავლიერა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
1. კორონავირუსით ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოში – დღეს 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აქამდე აღრიცხულ ყოველდღიურ სტატისტიკასთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილია 27 პაციენტი. 19 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის, ლიდერობს თუ არა კვლავ აჭარა დღევანდელ სტატისტიკაში და რამდენი შემთხვევა გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში. 2. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 166 შემთხვევა გამოვლინდა. სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. წითელ ზონაში შეზღუდვები მოქმედებს, დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლაც აიკრძალა. მერაბ წულუკიძეა დეტალებით პირდაპირ ეთერში – რა ვითარებაა აჭარაში. თამარ გაბუნია ამ დღეების განმავლობაში იმყოფებოდა აჭარაში, მან უკვე დატოვა აჭარა, თუმცა, მისი განცხადებით, ადგილზე რჩებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარებიან სიტუაციის მართვაში.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
კოვიდ სიტუაცია მძიმდება აჭარაში. ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად იზრდება, 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონი კვლავ წითელ ზონად რჩება. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. დღეს უკვე გაჩერდა საქალაქათშორისო ტრანსპორტიც. ღამის 22.00-ის შემდეგ კი კვების ობიექტებს მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვთ. მძღოლები შეზღუდვებს აპროტესტებენ და ტაქსების გაძვირებაზე საუბრობენ. 2. კლასტერები ფართოვდება სამეგრელოში. 12 ახალი შემთხვევიდან 3 ოქროს ბირჟის კონტაქტია, 9 კი საბერიოს კლასტერი.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ქვეყანაში კორონავირუსის 3 149 მოქმედი შემთხვევა გვაქვს, 19 პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა. „ქვეყანაში დღეისათვის რეგისტრირებულია 4960 კოვიდინფიცირებული, გუშინ დადასტურდა 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 1819, შესაბამისად, მკურნალობას გადის 3 149 პაციენტი. მათი უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან მცირე რაოდენობით - ბინაზე, თვითიზოლაციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ქვეყანაში კორონავირუსის 3 149 მოქმედი შემთხვევა გვაქვს, 19 პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა. „ქვეყანაში დღეისათვის რეგისტრირებულია 4960 კოვიდინფიცირებული, გუშინ დადასტურდა 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 1819, შესაბამისად, მკურნალობას გადის 3 149 პაციენტი. მათი უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან მცირე რაოდენობით - ბინაზე, თვითიზოლაციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 19, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, აჭარაში 166 პაციენტია, იმერეთში - 55, თბილისში - 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, გურიაში - 9, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში კი 1-1 პაციენტი.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
1. კოვიდ 19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენელის გამო აჭარა ისევ ჩაიკეტა. წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონში დღეიდან ახალი შეზღუდვები დაწესდა, აიკრძალა საქალაქთაშორისო და შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ კვების ობიექტები. როდემდე იქნება რეგიონი იზოლაციაში, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. 2. ეპიდაფეთქებაა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში. კორონავირუსი საჯარო სკოლის 11 პედაგოგსა და 10 მოსწავლეს დაუდასტურდა. ერთი სოფლისთვის ასეთი მაღალი მაჩვენებლის გამო წუხელ ღამიდან შეიზღუდა ტერიტორიაზე გადაადგილება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი, ევროპული სტანდარტის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, “ივეკო მაგირუსის” ფირმის ავტოკიბე 64 მეტრის სიგრძეზე იშლება და ის მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს. ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ ტექნიკასთან სამუშაოდ გერმანელმა ინსტრუქტორმა გადაამზადა. ავტოკიბის გაშლა ხდება როგორც ავტომატურად, ასევე, მექანიკურად. მას გააჩნია ლიფტიც, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, მოქალაქეების ევაკუაციას გააადვილებს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00
1. საქართველოში გამოვლენილი რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად ქვეყანა მწვანე ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დიდი შუალედი იქამდე, რომ გლობალურ შკალაზე მწვანე ზონიდან გავიდეს. 2. საქართველოში ვირუსის გავრცელების ისევ მზარდი მაჩვენებელია. დღეს ქვეყანაში კოვიდ 19-ის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აქამდე აღრიცხულ ყოველდღიურ სტატისტიკასთან შედარებით, ყველაზე მაღალი ნიშნულია. 166 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 3. წითელ ზონაში აჭარაში ამ დროისთვის 1700-მდე ინფიცირებულია, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდ ინფიცირებული ორსული პაციენტები იმყოფებიან, სამი ჩვილი გაჩნდა და როგორც დღეს გახდა ცნობილი, არცერთ მათგანს კორონავრუსი არ აღმოაჩნდა. ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ. 4. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან არის, სამი კი ზუგდიდის ე. წ. ოქროს ბირჟის კლასტერია.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
მე-16 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.მათი ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა თანამშრომელს რომელიც ამანათებს არიგებდა, შესაბამისად მას პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
რა გახდა 29 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი თელავის საკარანტინე სივრცეში ჯერ-ჯერობით უცნობია. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი დილით ნახა. მამაკაცი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან საქ-ში დაბრუნდა, რის შემდეგაც თელავის საცხოვრებელ საკარანტინე ნომერში იყო გადაყვანილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი, ევროპული სტანდარტის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, “ივეკო მაგირუსის” ფირმის ავტოკიბე 64 მეტრის სიგრძეზე იშლება და ის მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს. ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ ტექნიკასთან სამუშაოდ გერმანელმა ინსტრუქტორმა გადაამზადა. ავტოკიბის გაშლა ხდება როგორც ავტომატურად, ასევე, მექანიკურად. მას გააჩნია ლიფტიც, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, მოქალაქეების ევაკუაციას გააადვილებს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეიდან დედოფლისწყაროს მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებლი ყველა პირობაა შექმნილი. ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დამხმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად დაათავლიერა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით დევნილებს საჭირო ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცათ. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში ჯამში 50 დევნილი დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მსურველი დევნილებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00
ქვეყანაში კორონავირუსის 3 149 მოქმედი შემთხვევა გვაქვს, 19 პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა. „ქვეყანაში დღეისათვის რეგისტრირებულია 4960 კოვიდინფიცირებული, გუშინ დადასტურდა 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 1819, შესაბამისად, მკურნალობას გადის 3 149 პაციენტი. მათი უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან მცირე რაოდენობით - ბინაზე, თვითიზოლაციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 19, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, აჭარაში 166 პაციენტია, იმერეთში - 55, თბილისში - 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, გურიაში - 9, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში კი 1-1 პაციენტი. ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 კოვიდინფიცირებული, მათი უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალოა და გვყავს 2 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ენდელაძემ.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00
თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით დევნილებს საჭირო ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცათ. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში ჯამში 50 დევნილი დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მსურველი დევნილებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
1. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. 59 წლის ქალი აჭარიდან არის. ის მძიმე მდგომარეობით ქუთაისში რამდენიმე კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, პაციენტს თანმდევი დაავადებები, ასევე, ორმხრივი პნემონია ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნოდარ მაღლაფერიძე: "სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვენს კლინიკაში შემოიყვანა 59 წლის ქალბატონი, რომლის ანამნეზიც თავიდანვე მძიმე იყო".
26.09.2020
Link: 26.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
კორონავირუსის საშიშ ზონებს შორის გურიაც მოექცა, სადაც დღეს 9 შემთხვევა დაფიქსირდა საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა 29 წლის მამაკაცი - შემთხვევა თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. კურიერის" ინფორმაციით, პერსონალმა გარდაცვლილი საკუთარ ნომერში ნახა. ის საქართველოში ორი დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც სასტუმროში მოათავსეს. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე. ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო. მომხდარი ფაქტის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირები: "გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ რადგან საკითხი ეხება უკანასკნელ საათებში მომხდარ ფაქტს, მე დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - I არხი - მოამბე 18:00
1. ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ქუთაისის საავადმყოფოში 59 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა, კლინიკაში შეყვანისას კი ორმხრივი პნევმონია და სეფსისი აღენიშნებოდა. პაციენტი აჭარიდან იყო.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა დედოფლისწყაროში. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ავთანდილ თალაკვაძე: ,,დედოფლისწყაროში გავხსენით საგანგებო სიტუაციის მართვის ცენტრი, წლის ბოლომდე კიდევ 26 ფილიალს გავხსნით."
26.09.2020
Link: 26.09.2020 - I არხი - რეალური სივრცე 18:30
კორონა ცირუსით ინფიცირებულთა ათვლა საქართველოში თებერვლის ბოლოდან იწყება. დაახლოებით ამ მომენტიდან იცვლება ჩვენი ყოველდღიურობა. დისტანცია, პირბადე, ჩაკეტილი საზღვრები, სივცეები და ქალაქები. კარნატნი, თვითიზოლაცია, კლასტერები და ამით სრულიად შეცვლილი სოციალური ურთიერთობები. დღეს სურათი ასეთია, თერმოსკრინინგი, პირბადე და სოციალური დისტანცია აუცილებელია. ევროკავშირის მნეშვეობით საკმაოდ ბერვი პროექტ განხორციელდა სწორედ კოვიდ 19-თან დაკავშირებით. ჯანა ჯავახიშვილი: "იყო ძალიან კარგი მომენტი, როდესაც განათლების სამინისტრო ქმნიდა ფსიქოლოგიური დახმარების ფსიქოსოციალურ ცენტრს. მანდატურის სამსახურის ფარგლებში" (ვიდეო 2. 09:09) "საკოორდინაციო საბჭო იყო, რომელსაც წითელი ჯვარი ხელმძღვანელობდა და სხვადასხვა ორგანიზაციები იყო გაერთიანებული და იყო შეთავაზებული." (ვიდეო 2. 25:09)
26.09.2020
Link: 26.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
კორონავირუსმა კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა ასევე, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო ზონაშიც, თუმცა ეს შემთხვევა ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება, რადგან სიკვდილის მიზეზი COVID-19 არ არის. ინფიცირების დღევანდელი მონაცემები კი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალია. გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 296 პირს დაუდგინეს. აჭარის შემდეგ, ვითარება მძაფრდება გურიაში, COVID-19-მა პენიტენციურ დაწესებულებაშიც შეაღწია. ინფიცირებულია რუსთავის ციხის თანამშრომელი, თუმცა უწყების ინფორმაციით, მას პატიმრებთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ აჭარაში ინფიცირებულმა სამმა ორსულმა დღეს იმშობიარა და არცერთ ახალშობილს COVID-19 არ დაუდასტურდა. თელავში მამაკაცი კარანტინში გარდაიცვალა. მიცვალებული ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შსს-მ გამოძიება ჯერჯერობით სტანდარტული წესის თანახმად, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ფორმულა - შაბათის ფორმულა
14 წლის ლუკას დიაგნოზი აუტისტური სპექტრის მძიმე ფორმაა. მას არ აქვს ფსიქიკური პრობლემები, თუმცა ბავშვთა ფსიქიატრიულ საავადმოყოფოში თითქმის ერთი თვეა წევს. ლუკა დედის გარდა არავის ელაპარაკება. არავის ხელიდან არ ჭამს. ამიტომ საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში ლუკას დედა დღეში რამდენჯერმე აკითხავს და ყოველ ჯერზე ატყუებს რომ სალხში მალე წაიყვანს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უცვლელია. კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღეს ქვეყანაში კიდევ ერთი გარდაცვლილი და 296 ახალი კოვიდინფიცირებული გვყავს. მათი უმეტესობა რეგიონებს უკავშირდება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში „კოვიდ-19“-ის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. კოვიდსტატისტიკა ჩვენს სიუჟეტში.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
კოვიდ 19-ით დღეს კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 26 სექტემბრის მონაცემებით, ჯამში ვირუსს 28 ინფიცირებული ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 ადამიანი კი განიკურნა. ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ აჭარას ჰყავს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ფორმულა - შაბათის ფორმულა
საქართველომ ჟმიანობის მსოფლიო რუკაზე მწვანე ქვეყნის სტატუსი დაკარგა. საქართველომ ვირუსის გავრცელების ვითელ ზონაში გადაინაცვლა. ყოველდღიურად კოვიდინფექციით უფრო მეტი ადამიანი ავადდება. დღეს კორონა ვირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში, 41 კი თბილისში დადატურდა. კოვიდ პანდემიის სადავები ქმთავრობამ დაკარგა. ჯერჯერობით მოზარდები, სკოლის მოსწაველეები, სკოლებში ვერ დაბრუნდნენ. ესეც ეთ-ერთი და მთავარი პრობლემაა პანდემიისგან გამოწვეული. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი აზარალა ზოგადად მსოფლიო პანდემიამ. ისინი სამსახურის გარეშე დატოვა.
27 სექტემბერი
ტელევიზია
27.09.2020
Link: 27.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
ოზურგეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, შეზღუდვები გავრცელდება საბავშვო ბაღებზეც, ამ დრომდე ჩაკეტილია დაბა ლაითურიც, სადაც სურსათის დეფიტიცია, მაღაზიები კი ფაქტობრივად ცარიელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, ამ დროისთვის უბნის ექიმები რეგიონში ამ მიმართულებით გადამზადებულები არ არიან.
27.09.2020
Link: 27.09.2020 - I არხი - ახალი კვირა
ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მზადება სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. რა რეკომენდაციები მიიღეს სასწავლო დაწესებულებებმა, მათ შორის, რა წესები ამოქმედდება საბავშვო ბაღებში?! გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი. სულ დადასტურებულია 5254 შემთხვევა.
27.09.2020
Link: 27.09.2020 - იმედი - იმედის კვირა
აწარა ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება და დღე-ღამეში 200აღწევს. 292 შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში, გარდაცვლილია 28 ადამიანი. ბათუმში ამოქმედდა საკანონმდბლო შეზღუდვები. არც ქალაქში და არც ქალაქებს შოტის დამაკავშირებელი ტრანსპორტი არ მოძრაობს.
27.09.2020
Link: 27.09.2020 - ფორმულა - დროება
ბოლო ორი კვირის განვალობაში ინფიცირებულთა რიცხვა იმ ნიშნულს მიაღწია , რომელიც საქართველოში საერთო ჯამში 6 თვის განმავლობასი არ ყოფილა. სახელმწიფოს წინდაუხედაობა თუ ვირუსთან ბრძოლის მოდუნებული რეგულაციები ? როგორც აღმოჩნდა ზაფხულის სეზონი და ბათუმში დასვენება ყველას ძვირად დაუჯდა. აჭარას კი ერთი შეხედვით არ ეტყობა , რომ ქვეყნის ეპიცენტრია. აჭარაში კი ჯანდაცვის სამინისტრომ მარინა ეზუგბაია გაგზავნა. მან ადგილობრივ ექიმებს ტრენინგები ჩაუტარა.
26 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
აჭარაში, დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. როგორც ცნობილია, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, აჭარაში სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტი ექნება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ცნობილია რომ მედიკოსი საბურთალოს ფილიალში მუშაობდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში მომუშავე პერსონალის უმრავლესობა ამ დროისთვის კარანტინშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. „პრაიმტაიმი“ შესაბამის სამსახურებში დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე არკვევს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ბიემ.ჯი
აჭარაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, დღეიდან საქალაქოთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ამას "იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ" მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს. ამავე ცვლილებების თანახმად, დღეიდან აჭარაში კაფეები/ბარები მუშაობას მხოლოდ 22:00 საათამდე შეძლებენ.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ბიეფემ.ჯი
აჭარაში, დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. როგორც ცნობილია, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, აჭარაში სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტი ექნება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. დღეიდან დედოფლისწყაროს მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პია.ჯი
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დღეიდან, 26 სექტემბრიდან დედოფლისწყაროს მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეიდან დედოფლისწყაროს მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებლი ყველა პირობაა შექმნილი.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პროგრესნიუს.ჯი
თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ცნობილია რომ მედიკოსი საბურთალოს ფილიალში მუშაობდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში მომუშავე პერსონალის უმრავლესობა ამ დროისთვის კარანტინშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - რეგინფო.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განკურნებულთა რაოდენობა 60-ით გაიზარდა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - კომერსანტ.ჯი
თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების გამო „აჭარა ტექსტილის“ ქობულეთის საწარმო დროებით შეჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ჩართულობის მიუხედავად, პანდემიამ კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან, 2 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს "ცხელების ცენტრში" დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, ცხელების ცენტრის" ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განაცხადა, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, ერთი 30 წლის ქალია, რომელიც გასულ დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, მეორე კი 50 წლის მამაკაცი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს. თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. ამის შესახებ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „საშუალო გლობალური მაჩვენებელი ინციდენტობისა, ანუ ახალი შემთხვევების დღევანდელი პირობით არის დაახლოებით 19/100 000- ზე, ცხარმეტის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები, ცხრამეტის ზემოთ კი მიიჩნევა, რომ არის მაღალი რისკის ქვეყნები. ჩვენი დღევანდელი ინციდენტობის მაჩვენებლით, საქართველო არის 5.5, რაც არის დასაწყისი ამ გრადაციისა, ანუ ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც მუქი მწვანე ზონა ჩვენი რისკების შეფასების სისტემაში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო მაინც ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა. 55 შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში, თბილისში — 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 18, გურიაში — 9, ქვემო ქართლში — 3, სმაცხე-ჯავახეთსა და კახეთში — ერთ-ერთი. ამასთან, ენდელაძის თქმით, 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 17 მართვის სუნთქვაზეა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 17 კი მართვით სუნთქვაზეა. საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტომ განუცხადა. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს. მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 50 დევნილი დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მსურველი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო “მწვანე ქვეყნის” სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება. ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით – 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი – მაღალი რისკის ქვეყნები.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პია.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. „პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ქუთაისში კორონავირუსისგან 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, გარდაცვლილი 59 წლის ქალია, რომელიც ბათუმიდან გადაიყვანეს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4960 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1819 პაციენტი კი განიკურნა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 296 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან: აჭარა 166 იმერეთი 55 თბილისი 41 სამეგრელო-ზემო სვანეთი 18 გურია 9 ქვემო ქართლი 3 სამცხე-ჯავახეთი 2 კახეთი 1 ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 26 სექტებერს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული იქნა 4000-მდე PCR ტესტი და დადასტურდა 166 ახალი შემთხვევა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავად შეარჩიეს. მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 50 დევნილი დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მსურველი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მედიანიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება. ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით - 19.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პია.ჯი
გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით - 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი - მაღალი რისკის ქვეყნები.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მტკიცებით, ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო მაინც მინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს. ამის შესახებ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. "საშუალო გლობალური მაჩვენებელი ინციდენტობისა, ანუ ახალი შემთხვევების დღევანდელი პირობით არის დაახლოებით 19/100 000- ზე, ცხრამეტის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები, ცხრამეტის ზემოთ კი მიიჩნევა, რომ არის მაღალი რისკის ქვეყნები.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შემთხვევა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, პაციენტი საავადმყოფოში ბათუმიდან რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 59 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია და სხვა დაავადებები ჰქონდა. 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-ით გაიზარდა და ამჟამად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 4960-ს შეადგენს. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ ინფიცირებულებიდან 166 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, თბილისში კი ინფიცირების 41 შემთხვევა გამოვლინდა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანა მაინც ე.წ. "მწვანე ზონას" განეკუთვნება. მისი თქმით არსებული სტატუსი შეიცვლება თუ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზრდება. "გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება. ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით - 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი - მაღალი რისკის ქვეყნები.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინფო9
„COVID19-ის ყველაზე დიდი გავრცელების მაჩვენებელი გვაქვს ამჟამად აჭარის რეგიონში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით COVID19-ის გავრცელების 60% აჭარაზე მოდის. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მერყეობს 65-70%-ს შორის.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - აიპრეს.ჯი
“გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება. ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით – 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი – მაღალი რისკის ქვეყნები. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის – 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა. „სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს, 2 მძიმე ავადმყოფი იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი. დანარჩენი ასევე მძიმე, კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ. თუ არ ვცდები 3 შემთხვევა უკავშირდება აჭარას. ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ გადმოყვანილი იყო ბათუმიდან. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან 0,57% გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარიდან სხვა რეგიონებში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას ადგილი არ აქვს. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმში შემთხვევების მატება გეომეტრიული პროგრესით არ ხდება და მდგომარეობა სტაბილურდება. „შემთხვეევბის მატება აღინიშნება ძირითადად ბათუმის ხარჯზე.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე კორონავირუსით ინფიცირებულების 65-70% მოდის. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, აჭარის რეგიონში ფიქსირდება შემთხვევბი, როდესაც ინფიცირებულის წყარო უცნობია. „ამჟამად ყველაზე დიდი გავრცლების მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე ახალი შემთხვევების დაახლოებით 65-70% მოდის. აჭარაში გვაქვს ძირითადად გავრცელება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს. გაბუნიას თქმით, ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, დღევანდელი მდგომარეობით, არის დაახლოებით 19. მისივე განმარტებით, 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება დაბალი რისკის ქვეყნებად, ხოლო 19-ის ზემოთ უკვე მაღალი რისკის ქვეყნებია.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელი 5.5-ია, რაც გლობალურ შკალაზე ქვედა ზღვარს უახლოვდება. რაც შეეხება ქვეყანაში ლეტალობის შემთხვევების მატებას, როგორც გაბუნია აღნიშნავს, აღნიშნული მაჩვენებელი პროცენტულობით კვლავ 1-ს ქვემოთაა. „რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს გლობალურ ჭრილში, გლობალური მაჩვენებლით ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი არის 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 19.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ონ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად საქართველო დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. როგორც გაბუნია განმარტავს, ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 19-ია. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი — მაღალი რისკის ქვეყნები.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ნარინჯისფერი და წითელი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ ექნება, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე დაფიქსირდება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ინფო9
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ "მწვანე ზონის სტატუსის" საკითხი კიდევ ერთხელ განმარტა. თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ინფიცირების შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს. "ნარინჯისფერი და წითელი ზონა" საქართველოსთვის იწყება მაშინ, როდესაც დღეში შემთხვევების რაოდენობა არის 500-დან 700-მდე. "ჩვენ, ჯერ კიდევ დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ამ ნიშნულამდე არ მივალთ, რადგან ტარდება პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პია.ჯი
ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, საქართველოში 0.57% გვაქვს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
თელავში, საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, 29 წლის გურამ გლოველია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი ქუთაისის მცხოვრებია. ერთ – ერთ სასტუმროში განთავსებულ საკარანტინე სივრცეში, დღეს მისი ოჯახის წევრები არ გამოჩენილან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზა, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს ადგენს.შეგახსენებთ, საკარანტინე სივრცეში, საკუთარ ნომერში, მამაკაცის ცხედარი, სასტუმროს პერსონალმა, 25 სექტემბერს აღმოაჩინა. ახალგაზრდა, საფრანგეთიდან 24 სექტემბერს დაბრუნდა და კორონავირუსის გამო დაწესებულ სავალდებულო კარანტინს, თელავში გადიოდა. გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ფორ.ჯი
„თელავში, ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში გარდაცვლილ ახალგაზრდას წინასწარი ინფორმაციით, მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი არ ჰქონდა გაკეთებული", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და სხვა ყველა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ბიჭი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და სავალდებულო კარანტინს გადიოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული. 285 სარეკლამო ბა
26.09.2020
Link: 26.09.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს, თუმცა ინფიცირების შემთხვევები დასტურდება დანარჩენ რეგიონებშიც.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სადღეისოდ COVID-19–ის 3 149 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. "3 149 კოვიდ–ინფიცირებულიდან ამ ეტაპზე გვყავს 19 კრიტიკული პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვზე", – განაცხადა ელდელაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 17 იყო.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - აქცენტნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავად შეარჩიეს. მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 50 დევნილი დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მსურველი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ“, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის პოსტს ინფექციური საავადმყოფო აქვეყნებს.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 296 პირს დაუდასტურდა, 60 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1819 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 296 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 781 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო. ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - რეპორტიორი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ მამაკაცს მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის საჭიროებაზე საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, წინასწარი განაცხადი არ გაუკეთებია. „მე არ მინდა, დაუზუსტებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მიმდინარეობს მოკვლევა. წინასწარი ინფორმაციით, მას ასეთი განაცხადი არ ჰქონია გაკეთებული, მაგრამ ჯერჯერობით მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და საბოლოო ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. რადგან საკითხი ეხება სულ უკანასკნელ საათებში მომხდარ ფაქტს, ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გამყრელიძემ. თელავის საკარანტინო სივრცეში მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც საქართველოში საფრანგეთიდან 24 სექტემბერს დაბრუნდა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. "ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული კოვიდის ტესტების პასუხები უარყოფითია, უფლის წყალობით, ჩვენს ოჯახში ყველასთან", — წერს ჩარკვიანი. 26 სექტემბერის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 819 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ბათუმელები.ჯი
3 შემთხვევა პირდაპირ უკავშირდება აჭარას“, – თქვა დღეს ამირან გამყრელიძემ, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბოლო კვირაში კოვიდინფიცირებული 7 პირის გარდაცვალების, ანუ სიკვდილიანობის მატების შესახებ. ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ გარდაცვლილებს შორის 2 პირი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან იყო. „თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილთა საერთო პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან, ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 0.57%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში“, – განაცხადა სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში არსებული ვითარების შესაფასებლად ამირან გამყრელიძემ.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ბათუმელები.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიხსნა ელექტრონული პორტალი იმ მშობლებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და მათი სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად. აღნიშნული კატეგორიის მშობლებს საშუალება აქვთ, ამ პორტალზე სტუდენტი შვილები დაარეგისტრირონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად. რეგისტრაცია 24 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე [31 ოქტომბრის ჩათვლით] გაგრძელდება.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ლაივპრეს.ჯი
საქართველოსა და მსოფლიოში, შემოდგომა-ზამთრის დადგომასთან ერთად გრიპის ვაქციაცია აქტუალური ხდება პანდემიის ფონზე. რეალურად რაში გვჭირდება გრიპზე აცრა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გარკვეულწილად დაზღვეულები ვიქნებით კორონავირუსისგან? ექიმ-ინფექციონისტის და რუხის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, 100%-ით მტკიცება, რომ გრიპის ვაქცინაცია კორონავირუსისგან დაგვიცავს, რთულია და ამაზე ცალსახა პასუხი დღეს არავის აქვს, თუმცა გარკვეულ სირთულეებს თავიდან რომ აგვარიდებს, ცხადია. დღეისთვის ზუსტად ძნელია საუბარიც, თუ როგორ იმოქმდებს ეს აცრა უშუალოდ კორონავირუსზე.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი
ბოლო 24 საათში იმერეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 55-ით გაიზარდა. ჯამში, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 1182 ტესტი გაკეთდა. 55 შემთხვევიდან რამდენი უკავშირდება ქუთაისს ან იმერეთის სხვა რაიონებს, უცნობია. უცნობია, ასევე დადგენილია თუ არა ინფიცირებულთა კონტაქტები. ქუთაისში, დღეს ამის შესახებ ტრადიციული განცხადება არ გაკეთებულა. იმერეთის გუბერნატორი, რომელიც ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემებს მედიას ყოველდღიურად აწვდიდა,ჟურნალისტებს არ შეხვედრია.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, რომელიც კორონავირუსის იმერეთში გავრცელების მასშტაბებზე მედიას ყოველდღიურად აწვდიდა ინფორმაციას, დღეს ჟურნალისტებს არ შეხვდა. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მიზეზი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ სამხარეო ადმინისტრაციებისა და რეგიონული სამმართველოებისთვის ინფორმაციის გაცემის აკრძალვაა. სამხარეო ადმინისტრაციაში შეკითხვას თუ ვინ გასცემს ინფორმაციას ვირუსთან დაკავშირებულ მონაცემებზე, ვერ პასუხობენ. არ იციან არც ის, გააკეთებს თუ არა გუბერნატორი განცხადებებს მომდევნო დღეებში. მოგვიანებით, გუბერნატორის ნაცვლად მედიასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის შეხვედრა დაინიშნა, თუმცა, ცოტა ხნის წინ სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მონაცემებზე საუბარს ვერც ის შეძლებდა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - ნიუპრეს.ჯი
საქართველოს ნარინჯისფერი და წითელი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ ექნება, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე დაფიქსირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ბევრი პრევენციული სამუშაო მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ნარინჯისფერ და წითელი ზონის ქვეყნების რიგში არ მოხვდეს. ”საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს. საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა. „რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე.
26.09.2020
Link: 26.09.2020 - მარშალპრეს.ჯი
ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს. მისივე თქმით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
27 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
27.09.2020
Link: 27.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კორონავირუსზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა. „რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე. საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს.
27.09.2020
Link: 27.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ყოველთვის ვიამაყებთ მათი თავდადებით.
27.09.2020
Link: 27.09.2020 - პია.ჯი
სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ყოველთვის ვიამაყებთ მათი თავდადებით.
27.09.2020
Link: 27.09.2020 - აიპრეს.ჯი
სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში.
27.09.2020
Link: 27.09.2020 - სივილ.ჯი
27 სექტემბერი, კვირა 11:00 – დადასტურებული შემთხვევები 294-ით გაიზარდა, კიდევ 87 გამოჯანმრთელდა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 294-ით – 5 254-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 906-ს გაუტოლდა. 26 სექტემბერი, შაბათი 19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 9 გამოჯანმრთელდა, კიდევ 1 გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 41-ით – 1 286-მდე გაიზარდა.
27.09.2020
Link: 27.09.2020 - ქეინიუს.ჯი
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.