From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 24-25 სექტემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 25.09.2020 09:00
Attachments :

მედია მონიტორინგი

24 სექტემბერი

ტელევიზია

კოვიდ-19

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

კორონა ვირუსის მზარდი მაჩვბენებლები. ქვეყანაში სულ 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 164 აჭარაში მოდის. სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთი. მედიკოსების თქმით იგი ერთი კვირისა მანძილზე სუნთქვის მართვის აპარატზე იყო შეერთებული. გარდა ამისა, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. აჭარა აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შეზღუდვების რეჟიმში ბრუდნება. ისევ ბრუნდება სლოგანი "დარჩი სახლში" რომლითაც უფრო ხანდაზმულ მოქალაქეებს მოუწოდებენ. სასწავლო პროცესი სკოლებში პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ აჭარაში არ განახლდება.

ბათუმში კოვიდ ვირუსის გამო გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

ბათუმში კოვიდ ვირუსის გამო გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება. საკორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო , რომ დღეს 10 საათიდან ტრანსპორტი და რესტორნები შეაჩერებენ მუშაობას. საკვები ობიექტები დილის 08:00-დან საღამოს 10 საათამდე იმუშავემს.მოსახლეობა დაბნეულია. 259 კოვიდ ინფიცირებულიდან კვლავ უმეტესობა ბათუმზე მოდის , მხოლოდ 126 საწოლი თავისუფალია. ამირან გამყრელიძე კვლავ დისტანციისკენ მოუწოდებს და "დარჩი სახლში"-ის ამოქმედებას. 4 სკოლას ბავშვები უბრუნდებიან, მაგრამ შერჩევით. თბილისში , ქუთაისში რუსთავში და გორში, სასწავლო ოთახებში სწავლის განახლებას მხოლოდ 1 -დან 6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები შეძლებენ. განცხადება მიხეილ ჩხენკელმა საკორდინაციო საბჭოზე გააკეთა. თუმცა მშობლებს ექნებათ საშუალება აირჩიონ დისტანციური სწავლების მეთოდიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

24.09.2020

Link:    24.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00

დინამიკა ისევ აღმავალია. მწვანე ზონის სტატუსის დაკარგვამდე ქვეყანას მცირე ზღვარი აშორებს. 2 410 ინფიცირებულს დღეს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 259 ახალი შემთხვევა დაემატა. ეპიცენტრი ისევ აჭარაა, სადაც ხვალიდან მობილობის შესამცირებლად და დაავადების მასობრივი გავრცელების შესაკავებლად ზომები მკაცრდება. ნაწილობრივ იზღუდება კვების ობიექტების და მთლიანად იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თბილისში, იუსტიციის სახლში მოწყობილ სივრცეში ნებაყოფლობითი პისიარ-ტესტირების დროს ვირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა.

შეზღუდვები და ეპიდვითარება აჭარაში

24.09.2020

Link:    24.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

შეუცვლის თუ არა საქართველოს მწავნე სტატუსს აჭარის მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება? აჭარის რეგიონი ინფიცირებულთა ანტირეკორდულ ზრდას განაგრძობს. დღეს ქვეყანაში დაფიქსირებული 259 ახალი შემთხვევიდან ზღვისპირა რეგიონში 164 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოვლიდა, გარდაიცვალა 26-ე 70 წლის პაციენტი, რომელიც ბათუმში მკურნალობდა. მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე ახალი რეგულაციები დაწესდა ბარ-რესტორნებისთვის. აჭარაში 22:00 საათიდან დილამდე ყველა რესტორანი დაიკეტება. დღის განმავლობაში კი მათ ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ მუშაობა. ასევე სრულად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა.

კოვიდ 19

24.09.2020

Link:    24.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

კორონა ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 26-ე გარდაცვლილი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა. ვირუსით ბოლო 48 საათში ქვეყანაშ დაღუპულია სულ 5 ადამიანი. რეკორდულია ინფიცირების მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში ინფიცირების 259 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 164 აჭარაში.

259 შემთხვევა, 62 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილი

24.09.2020

Link:    24.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

საქართველოში კოვიდ ინფიცირებულების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსრიდა. 259 ახალი დადასტურებული კოვიდ დადებითი პაციენტიდან 26-ე გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი. აჭარის გარდა ინფიცირებულებს ქვეყნის ყველა რეგიონში ითვლიან. სტატუსს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა არ თმობს აჭარა. დღეს აჭარაში 164 ინფიცირებული დაითვალეს, ეს კი მთელი შემთხვევების რაოდენობის 63%-ია. ახლა პრემიერის განმარტებით ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის შეგუების და მისი მართვის ეტაპზე. გიორგი გახარია: "ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური."

კორონავირუსი

24.09.2020

Link:    24.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

1. საქართველოში სწავლა განახლდება, თუმცა ნაწილობრივ და სხვადასხვა წესებით. ზუსტად 6 დღეში დიდი ქალაქების უმრავლესობაში სკოლის ზარი დაირეკება. თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი - ამ ქალაქებში სკოლებში სწავლა I-დან VI კლასის ჩათვლით განახლდება. ზედა კლასები კი ისევ დისტანციურ რეჟიმში რჩებიან. ფოთი და გორი, აქ ყველა კლასის მოსწავლე დაბრუნდება საკლასო ოთახში. ამასთან მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად განაგრძონ, არჩევანის საშუალება ეძლევათ. საქართველო წერტილოვან დარტყმებზე გადადის. ხელისუფლება ცდილობს, ახალი რეგულაციები ისე დაწესდეს, რომ არც ქალაქები ჩაიკეტოს და არც ეკონომიკა გაჩერდეს.

2600 შემთხვევა და 11 დაღუპული ქალი - ქვეყანაში ოჯახური ძალადობა მატულობს

24.09.2020

Link:    24.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

საქართველოში ბოლო 9 თვის განმავლობაში ოჯახურის ძალადობის შედეგად 11 ქალი დაიღუპა. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობა კი ამ დროისთვის 2600-ია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გაუარესებულია მდგომარეობა არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობის მხრივაც. მათი აზრით, ხელისუფლება არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს. ამასთან, შესუსტებულია სოციალური სამსახურის როლიც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ძალადობის ფაქტების დაფიქსირება და მისი შესაბამისი უწყებისთვის გადაცემა. როდესაც გვინდა რომ ვებრძოლოთ ოჯახში ძალადობას, მარტო პოლიცია და პროკურატურა ამას თავს ვერ გაართმევს.

კორონავირუსი

24.09.2020

Link:    24.09.2020 - კავკასია - დღეს 19:00

კორონავირუსის მეორგი მსხვერპლი ქვეყანაში. COVID-19-ით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში ჯამში 5 პაციენტი დაიღუპა. გასულ დღე-ღამეში კი კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კოვიდ ინფექცია 259 ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა ვირუსის რეკორდული მატების მიუხედავად ექიმები მოსახლეობას ამშვიდებენ და ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გამართულია. კოვიდ ინფიცირებულების აქტიურ შემთვევათა რაოდნებამ კი 2000-ს გადააჭარბა, 18 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ახალი შემთხვევაბიდან 43 დედაქალაქში დაფიქსირდა. ეპიდემიის ეპიცენტრი კვლავ აჭარაა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 164 ადამიანი დაინფიცირდა. გაჩნდა ახალი კერაც.

ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის პირისპირ

24.09.2020

Link:    24.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის პირისპირ. "ოცნების" ხელისუფლება აჭარაში კორონა პანდემიას ვეღარ უმკლავდება და ბოლო რესურსის სახით, შეზღუდვებს და რეგულაციებს აწესებს. ბათუმში ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს - გუშინ covid19 165 პაციენტს, უკვე დღეს კი, 164-ს დაუდასტურდა. დღის ბოლოს კი, აჭარაში კიდევ ერთი რიგით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით რეგიონში შეზღუდვები დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვასა და სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ამირან გამყრელიძე სისტემის ხარვეზებს აღიარებს, პოტენციურ ინფიცირებულებს ტესტის პასუხები დაგვიანებით მისდით.

იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა

24.09.2020

Link:    24.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან შემოწმების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს, 20.00 საათამდე იუსტიციის სახლთან მისულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის აღება შეუძლიათ, მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა.

25 სექტემბერი

ტელევიზია

კორონავირუსის გავლენა

25.09.2020

Link:    25.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ შეზღუდვები, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით შესაძლოა, მომავალში დაწესდეს, არ იქნება სისტემური და მხოლოდ ლოკალური ხასიათის იქნება. გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ქართული ჯანდაცვის სისტემა სუსტია, ქვეყანა პანდემიას კარგად გაუმკლავდა. 2. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. გადაწყვეტილების მიზეზი კოვიდ ინფიცირებულების მზარდი რაოდენობაა.

კორონავირუსი და საქართველო

25.09.2020

Link:    25.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა. გადაადგილება კორონავირუსით დაინფიცირების მატების გამო შეიზღუდა. გურიაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. მხოლოდ დაბა ლაითურში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და გურიაში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 84-ამდე გაიზარდა. რეგიონში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობს. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს ცხელი ხაზი. 2) პანდემიის მართვის პროცესში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა ამოქმედდა, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს.

სკოლებში მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო პუნქტები განთავსდება

25.09.2020

Link:    25.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ცვლილებები ზოგადი განათლების კანონში. კანონპროექტის მიხედვით, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის სამედიცინო პუნქტები განთავსდება. პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. ასევე შემუშავდება და დამტკიცდება სკოლის სამედიცინო პერსონალის სტანდარტი და სამედიცინო სივრცეების ფუნქციონირების წესი. ყველა სამედიცინო პუნქტი 2023 წლის პირველ იანვრამდე ამოქმედდება. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხს რეგიონალური და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები განიხილავენ. გენადი მარგველაშვილი: "მთავარი აუცილებლობა გულისხმობს იმას, რომ სამედიცინო მომსახურების სერვისების ცენტრი იყოს ნებისმიერ სკოლაში. კოვიდმა ეს პროცესები დააჩქარა".

კორონავირუსი

25.09.2020

Link:    25.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00

აჭარასთან დაკავშირებით შემოღებული ზომები დღეიდან ამოქმედდა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინ მიიღო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ადგილობრივის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი. „სწორედ ასეთ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება მინიმლური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის,შეზღუდვა და ზეგიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსი

25.09.2020

Link:    25.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

1. დღეს გახდება, სავარაუდოდ ცნობილი აქვს თუ არა კორონავირუსი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს. მეუფე გერასიმეს ვირუსზე ტესტირება სწორედ დღეს უნდა ჩაუტარდეს. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც კორონავირუსი ტაძრის მესანთლეს დაუდგინდა, რომელიც თბილისიდან ეპარქიაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. 2. პაციენტი, რომელსაც არ ჰქონდა კოვიდი, თუმცა მაინც კოვიდცხელების ცენტრად გადაკეთებულ კლინიკაში მკურნალობდნენ. მთავარ არხს ბათუმიდან ქალბატონი დაუკავშირდა, რომელიც ურწმუნება, რომ დედამისს 11 დღე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სადაც ვირუსდადებითი პაციენტებ ჰყავდათ მოთავსებული.

კოვიდ 19; ახალი შეზღუდვები

25.09.2020

Link:    25.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. შეზღუდვა ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც გავრცელდება. დღეიდან აჭარაში კვების ობიექტები შზღუდული დროით, 22:00 საათამდე იმუშავებენ. სკოლებში სწავლა დისტანციურად გრძელდება. აჭარაში ყოველდღიურად ინფიცირების ანტირეკორდი დასტურდება. თამარ გაბუნია:"ბათუმში, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მზარდი შემთხვევების გამო, აუცილებელი გახდა დამატებითი შემზღუდველი ღონისძიებების ამოქმედება". 2. დაბა ლაითური ჩაიკეტა.

კოვიდ 19; სოფელი ლაითური ჩაიკეტა

25.09.2020

Link:    25.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა. გურიაში სოფელი დაბა ლაითური ჩაიკეტა. კორონავირუსის შემთხვევენის მატების გამო გადაადგილება შეიზღიდა. გურიაში სასწავლო პროცესიც შეწყვეტილია. დაბა ლაითურში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა. გურიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. რეგიონში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობს. სოფლის შესასვლელთან პოლიცია არის მობილიზებული. 6. აჭარაში ყოველდღიურად ინფიცირების ანტირეკორდი დასტურდება. აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა.

24 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 0.57%, გვქონდა დღეს დილისთვის 25, სამწუხაროდ, დაგვემატა ერთი ბათუმში. სულ 26 პაციენტია გარდაცვლილი. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა, ყველა მათგანი იყო უმძიმესი პაციენტი, რომელიც იმყოფებოდნენ ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, პაციენტი 70 წლის იყო და თანხმლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

გამყრელიძე: გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცი იყო, მძიმე თანმხლები დაავადებებით

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 24 სექტემბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. "პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ, 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და აჭარის საავადმყოფოში უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში შევიდა". - თქვა გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, ის 70 წლის იყო და მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 399-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 705 პაციენტი.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

24.09.2020

Link:    24.09.2020 - კომერსანტ.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 175 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 101 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში აღებული 538 ნიმუშიდან, კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდ

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში კორონავირუსზე გამოსაკვლევად სამი დღის განმავლობაში სულ 754 პირის ნიმუში აიღეს. მისივე თქმით, 538 ნიმუშის პასუხი უკვე ცნობილია და მათგან ოთხ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ უნდა გაარჩიონ COVID-19-ისა და სეზონური გრიპის სიმპტომები — მინისტრის მოადგილის რჩევა მშობლებს

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ონ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სეზონური გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ტემპერატურის მატებაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. გაბუნია მშობლებს ურჩევს, რომ დააკვირდნენ ბავშვის ტემპერატურის მატებას, თუ ის თავს შეუძლოდ იგრძნობს, ბავშვი სახლში უნდა დარჩეს და უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომებს. რაც შეეხება გარჩევას, გაბუნია ამბობს, რომ ეს ტესტირებით არის შესაძლებელი.

თამარ გაბუნია: გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსი იქნება

24.09.2020

Link:    24.09.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსი იქნება. მისივე თქმით, მათ შორის განსხვავების გარჩევა ტესტირების გზით იქნება შესაძლებელი. “გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსი იქნება. თუმცა, ამის გარჩევა შესაძლებელია ტესტირების გზით. აღსანიშნავია, რომ გრიპის მართვა ბინაზე წარმატებით არის შესაძლებელი.

თამარ გაბუნია - აჭარაში შეზღუდვები მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში დაწესებული შეზღუდვები, მობილობას შეამცრებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს. მისი თქმით, სასწავლო პროცესის განახლება და სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა, მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. "ეს შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს. ამან შეიძლება, მინიმალური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს.

თამარ გაბუნია: აჭარაში შეზღუდვების დაწესებამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ეფექტი უნდა მოგვცეს

24.09.2020

Link:    24.09.2020 - კვირა.ჯი

“ეს შეზღუდვები მობილობის შემცირებაში დაგვეხმარება”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვას – “რამდენად ეფექტური იქნება ის შეზღუდვები, რაც აჭარაში დაწესდა”. მისივე თქმით, შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს. “ეს შეზღუდვები მობილობის შემცირებაში დაგვეხმარება. მობილობის შეზღუდვა 15-20%-ით არის მოსალოდნელი. ეს აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სიტუაციის სტაბილიზაციის ეფექტი უნდა მოგვცემს. ეს შეზღუდვები მიმართულია არააუცილებელი სოციალური აქტივობების შეზღუდვისკენ, რაც თავისთავად არის მკვებავი ამ ეპიდემიისა”, – აღნიშნა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე, ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

თამარ გაბუნია - აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. მისი ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს.

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალი ამოქმედდა

24.09.2020

Link:    24.09.2020 - კვირა.ჯი

“სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი – student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდეა შესაძლებელი. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა: 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 -ელი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით. სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და, 2020 წლის 1 -ელი სექტემბრის მდგომარეობით, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

გაბუნია: აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი ზეგიდან იქნება

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი ზეგიდან, 26 სექტემბრიდან, იქნება. "რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გარკვეული დისკომფორტის გამომწვევი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ დიდი ხანი არ დაგვჭირდება ამ შეზღუდვის გამოყენება, რადგან ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც ეპიდემია, პრაქტიკულად, მიდის სტაბილიზაციისკენ. ეს დამხმარე ზომა მობილობის შეზღუდვისთვის იქნება გადამწვეტი მოკლე ხანებსი ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის." - თქვა თამარ გაბუნიამ. დღეს, 24 სექტემბერს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები ვეღარ იმუშავებენ, ასევე, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

26 სექტემბრიდან ბათუმის მიმართულებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

26 სექტემბრიდან ბათუმის მიმართულებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება - განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აჭარის მთავრობაში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბათუმიდან და ბათუმის მინართულებით იკრძალება ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების გადაადგილება. გაბუნიას თქმით, ამ შეზღუდვაზე მეტი დეტალი ხვალ გახდება ცნობილი. თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ეს შეზღუდვები მოგვცემს სტაბილური ვითარების შენარჩუნების საშუალებას.

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ელპორტალი ამოქმედდა

24.09.2020

Link:    24.09.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან ამოქმედდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ელექტრონული პორტალი – student.moh.gov.ge. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა: • 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი დღეიდან ამოქმედდა

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა: 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ბავშვებს მხოლოდ საავადმყოფოებში უმკურნალებენ

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ეტალონი.ჯი

კორონავირუსით ინფიცირების შედარებით მსუბუქი შემთხვევები ე.წ. კოვიდკარანტინში იმართება და უსიმპტომო პაციენტებს საკარანტინე სივრცეებში მკურნალობენ. თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ რეგულაციას არ დაექვემდებარებიან ბავშვები და ასაკოვანი პირები. „ესაა რისკჯგუფები, სადაც მდგომარეობის სწრაფად გართულების შანსი მაღალია. ამიტომ, ბავშვები, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ე.წ. კოვიდ-სივრცეებში ვერ იმკურნალებენ“, - აღნიშნა მთავრობის სხდომაზე ამირან გამყრელიძემ.

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

24.09.2020

Link:    24.09.2020 - კომერსანტ.ჯი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა: 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

ამირან გამყრელიძე: „ბოლო 48 საათში 5 პაციენტი დაიღუპა"

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ფორ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კორონავირუსის მორიგი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 26-ე ინფიცირებული ბათუმში გარდაიცვალა. „აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70- მდე მძიმე. ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით კი ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა", - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეის მდგომარეობით აჭარაში 80 საწოლი თავისუფალია – გამყრელიძე

24.09.2020

Link:    24.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში, ჯამში, 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, დღეის მდგომარეობით კი 80 საწოლი თავისუფალია. ასე უპასუხა გამყრელიძემ კითხვას იმის შესახებ, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აღემატებოდა საწოლების რაოდენობას: “ქვეყანაში მთლიანად ამ ეტაპზე მობილიზებული 3 100 საწოლია. აქედან აჭარაში არის 620 ან 630, შესაძლოა რიცხვი მეშლება. დღეს, ახლა ჩვენ რომ ვსაუბრობთ, 80 საწოლი აჭარაში თავისუფალია.” სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა. ბოლო დღეებში აჭარაში შეინიშნება ახალი შემთხვევების მატება. დღეს რეგიონში 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

25 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა, ხვალიდან კი საქალაქთაშორისო აიკრძალება

25.09.2020

Link:    25.09.2020 - რეგინფო.ჯი

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო, დღეიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, ხვალიდან კი შეჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ტაქსისა. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. შტაბის კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, დღეიდან აჭარაში არსებული კაფე-ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები 22:00 საათზე დაიკეტებიან. გარდა ამისა, სწავლა ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

დღეიდან აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

25.09.2020

Link:    25.09.2020 - პია.ჯი

დღეიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ, 24 სექტემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. დღეიდან აჭარაში წესდება შემდეგი შეზღუდვები: 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ჩერდება როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა აჭარაში შეზღუდვები იქნება მანამ, სანამ ეპიდემიური სურათი არ შეიცვლება. თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვების არსებობის სულ მცირე 2 კვირიანი ციკლია საჭირო, რომ შედეგი დავინახოთ. ასევე მისი თქმით, 26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალება. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. აჭარა კი ამჟამად ვირუსის გავრცელების მხრივ წითელ ზონად რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 265 შემთხვევა დადასტურდა

25.09.2020

Link:    25.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული — 265 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. 25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4664 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 759 უკვე გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა. კარანტინში არის 5 584 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში კი იმყოფება 781 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსისგან 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

25.09.2020

Link:    25.09.2020 - ონ.ჯი

აავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 25 სექტემბერს საქართველოში Covid-19-სგან 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. დღეს კორონავირუსის რეკორდული — 265 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. 25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4664 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 759 უკვე გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა. კარანტინში არის 5 584 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში კი იმყოფება 781 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსისგან 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

25.09.2020

Link:    25.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 25 სექტემბერს საქართველოში Covid-19-სგან 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. დღეს კორონავირუსის რეკორდული — 265 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

25.09.2020

Link:    25.09.2020 - 2020ნიუს.ჯი

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4664 დადასტურებული შემთხვევაა. ცნობისთვის, COVID 19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, პანდემიად კი ვირუსი 11 მარტს გამოცხადდა.

პრესა

ახალი ცნობები კორონავირუსით დაღუპულ 26-ე პაციენტზე - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

25.09.2020

Link:    25.09.2020 - რეზონანსი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილ 26-ე პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 70 წლის იყო. მათივე ინფორმაციით, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა და მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. „70 წლის მამაკაცი ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეიყვანა 17 სექტემბერს 16:30 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადამ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 90 პროცენტის დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე", - აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე კოვიდ19-ის სტატისტიკაზე საუბრობს

25.09.2020

Link:    25.09.2020 - მესინჯერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია ჩატარებული. მისივე თქმით, ტესტირების დინამიკა აგვისტოს თვიდან იზრდება. „ქვეყანაში დღემდე ჩატარებულია 587 259 „პისიარ“ ტესტი. ტესტირების დინამიკა არ მცირდება და ბოლო 1 თვის მონაცემებს მოგახსენებთ: 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში, ქვეყანაში საშუალოდ ჩატარებულია 5 568 „პისიარ“ ტესტი. 4-დან 13 სექტემბრამდე ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი იყო 8 466 ტესტი. 14 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე საშუალოდ გვაქვს 10 232 ნიმუში ანუ აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ტესტირების დინამიკა არის მზარდი, აქ დამალული არაფერი არ არის და არის ზრდის დინამიკა, თუმცა, ლაბორატორიები საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ, აჭარაში გარკვეული დაგვიანებაც გვქონდა და ამ ადამიანებს ბოდიშიც მოვუხადე. ამასთან, ყველა ადამიანს, ვისაც ტესტს აუღებენ, აფრთხილებენ, რომ სანამ პასუხს მიიღებს სასურველია, თვითიზოლაციაში იყოს, რომ თუ მას დადებითი პასუხი მოუვა, გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, იუსტიციის სახლთან მოწყობილ ლაბორატორიაში აღებულ ტესტებში 4 დადებითი გამოდგა.

ვის და რატომ მოუხადა ბოდიში ამირან გამყრელიძემ

25.09.2020

Link:    25.09.2020 - რეზონანსი

აჭარაში ბოდიშიც მოვუხადე იმ ადამიანებს, ვინც დაგვიანებით მიიღეს დადებითი პასუხი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დაგვიანებული ტესტირების პასუხის გამო. აგვისტოს თვის მერე ტესტირების რაოდენობის დინამიკა არის მზარდი, შეიძლება ერთ დღეს ყოფილიო 6 ათასი, რაზეც ატყდა ერთი ამბავი ვაი-ვიში, მაგრამ იყო შემდეგი დღეები როცა გვქონდა 12 და 14 ათასი ტესტი. აქ დამალული არაფერია, არის ზრდის დინამიკა, თუმცა, საკმაოდ დატვირთულია ეს ლაბორატორიები, ამიტომაც იცით, რომ აჭარაში იყო დაგვიანებული, ამას ვაღიარებთ და მე ბოდიშიც მოვუხადე იმ ადამიანებს, ვინც დაგვიანებით მიიღეს დადებითი პასუხი. ყველა ადამიანს, ვისაც ვუღებთ ტესტს, განსაკუთრებით კონტაქტებს ვაფრთხილებთ, რომ ტესტს რომ აიღებს, სასურველია სანამ პასუხს გაიგებს, იყოს თვითიზოლირებული", - განაცხადა გამყრელიძემ.​