მედია მონიტორინგი
24 სექტემბერი
ტელევიზია
24.09.2020
Link: 24.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
ამ დრომდე რთული ვითარებაა აჭარაში
24.09.2020
Link: 24.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
კორონავირუსის გამო გურიაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დაბა ლაითურში პედაგოგის დაინფიცირების გამო საჯარო სკოლა ორი კვირით ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. პედაგოგის ინფიცირების წყარო ცნობილია, ცნობილია მისი კონტაქტებიც. დაბაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობდა, პროცედურები დღესაც გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით გურიაში სულ 68 კოვიდინფიცირებულია. 2) ზუგდიდში ახალი ინფიცირებულების 700-მდე კონტაქტის პასუხს ელოდებიან, მათ შორის არიან მერიის თანამშრომლები. დღესვე გახდება ცნობილი, აქვთ თუ არა კორონავირუსი ხაიშში ინფიცირებულების კონტაქტებს, რის გამოც ხაიშის სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება ეპიდვითარებას და მოსალოდნელ შეზღუდვებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ დგას. ამ დროისთვის რეგიონში 42 კოვიდინფიცირებულია. მალხაზ თორია: "რეგიონში ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს". 3) საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ აჭარაა, სადაც ვითარება რთულია. ეპიდაფეთქების გამო პროცესის მართვაში ადგილობრივ ეპიდემიოლოგებთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია ჩაერთვნენ. რეგიონში 1200-ზე მეტი ინფიცირებულია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. თამარ გაბუნია: "აჭარაში არის დინამიკა ნელი მატების, რაც არის გარანტია იმისი, რომ სიტუაცია დასტაბილურდება. გრძელდება ტესტირების პროცესი". 4) სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი გეგმიური ანალიზის დროს დაუდგინდა. სოფელ უდეში ინფიცირების პირველი შემთხვევაა, ინფიცირების წყარო კი უცნობია. ეპიდემიოლოგებმა კონტაქტების მოძიება დაიწყეს.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საწარმომ რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა. ქობულეთის „აჭარატექსტილის“ დირექტორის, გია ლომინაძის განცხადებით, ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე ინფორმაციით, ყველა თანამშრომელს უტარდება „პისიარ“ გამოკვლევა. აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლორებადია და ყველაფერი პროტოკოლის გათვალისწინებით მიმდინარეობს,- ეს განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისათვის 600 საწოლია მობილიზებული და ავადმყოფების დიფერენცია და მათი მდგომარეობა ფასდება.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00
კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მობილობის გაზრდამ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაც გამოიწვია. „ჩვენ გვაქვს ინფიცირების მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგნოზირებადი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან, რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ახალი ანტირეკორდი – საქართველოში კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა. 18 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი. ინფიცირებულებიდან 34 თბილისშია. სპეციალისტების რეკომენდაციები კი უცვლელია – დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 18 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. „ამჟამად, ქვეყანაში არის 18 კრიტიკული პაცინეტი. მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით პროგნოზირებას ვერ ვაკეთებთ. ზოგადად, ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი- რვა არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი კრიტიკული პაციენტი არის თბილისში, გორშიც ორი, საჩხერეში არის ასევე ორი, ქუთაისში კი სამი კრიტიკული პაციენტია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ახალი ანტირეკორდი – საქართველოში კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა. 18 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი. ინფიცირებულებიდან 34 თბილისშია. სპეციალისტების რეკომენდაციები კი უცვლელია – დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 18 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. „ამჟამად, ქვეყანაში არის 18 კრიტიკული პაცინეტი.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
ამ დრომდე რთული ვითარებაა აჭარაში
ინტერნეტ სააგენტო
24.09.2020
Link: 24.09.2020 - ბიემ.ჯი
კომერციულ სექტორში გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი ნოემბრამდე არ იქნება. ამის შესახებ BMG -ს ვაქცინის შემომტან კომპანია „ჯიპისიში“ უთხრეს. კომპანიის პრესამსახურის ინფორმაციით, შეკვეთა 30 ათას ოთხკომპონენტიან ვაქციანზეა გაკეთებული, თუმცა რა რაოდენობის შესყიდვა მოხდება ამ დროისთვის უცნობია. „სექტემბრის ბოლოს შემოვიტანთ გრიპის საწინააღმდეგო ჰოლანდიურ სამკომპონენტიან ვაქცინას - ინფლუვაკს, რაც შეეხება 4 კომპონენტიან ვაქცინას - ვაქსიგრიპს, კომერციული შეკვეთა ქვეყანაში ნოემბრამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მსოფლიოში გრიპის ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნა ფიქსირდება და მოთხოვნის შესაბამისად ჯერ სახელმწიფო შეკვეთები კმაყოფილდება და შემდეგ ხდება კომერციულ შეკვეთებზე გადასვლა. ჩენი მხრიდან მოთხოვნილია მაქსიმალური ოდენობა - 30 ათასის ოდენობით, თუმცა რა რაოდენობაზე იქნება თანხმობა ამ ეტაპზე არ ვიცით“ - აცხადებენ კომპანიაში. რაც შეეხება სახელმწიფო სექტორს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს ამ დროისათვის უკვე შეძენილი აქვს სეზონური გრიპის 135 000 ვაქცინა, რომლის პირველი ნაწილი ოქტომბრის პირველ კვირაში შემოვა.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - ბიპიენ.ჯი
დღეის მდგომარეობით სრულფასოვნად მუშაობენ ცხელების ცენტრები, 112-ის სისტემა, კონტაქტების სწრაფი დადგენის სისტემა, საკარანტინო სისტემა და რაც მთავარია, ამ ეტაპების შემდგომ ეფექტურად მუშაობს ტესტირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ინფიცირებულების გაზრდილი ოდენობის სამართავად დღეს ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად. „დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენისა და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მესამე - ვირუსის მართვის ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები. ამით უნდა შეანელოს ვირუსის გავრცელება და შემდგომ კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს ჩვენს მოქალაქეებს, ისინი სწრაფად უნდა დავუბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებას.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ადიგენის სასწრაფო დახმარების ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს მაცხოვრებელია. ინფორმაციას ადასტურებენ სამხარეო ადმინისტრაციის აპატარში. სამედიცინო პერსონალს გეგმური ანალიზის შედეგად დაფიქსირდა უდეში პირველი შემთხვევა. ინფიცირების წყარო უცნობია. ეპიდემიოლოგებმა კონტაქტების მოძიება დაიწყეს. სასწრაფო დახმარების ექიმი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და გამოძახებებზეც დადიოდა. „პრაიმტიამის“ ინფომაციით, ექიმი სოფელ ჭეჭლეში იმყოფებოდა გამოძახებაზე და სავადაუროდ, აქ დაინფიცირდა. 23 სექტემბრის მდგომარეობით, ადიგენში ოთხი პირია ინფიცირებული, სამი სოფელ ჭეჭლადან, ერთი კი უდედან.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - მედიანიუს.ჯი
კლინიკური მართვის ნაწილში იმ მოცემულობიდან, იმ საერთო გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა ვირუსის მართვის ნაწილში, კლინიკური მართვის ამ ეტაპზეც, ამ მიმართულებითაც გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი და ერთმნიშვნელოვნად სხვადასხვა ეტაპის მკურნალობა გახდა საჭირო, ეს არის როგორც ბინაზე მკურნალობა, ასევე კოვიდ-სასტუმროებში და მძიმე შემთხვევების, რა თქმა უნდა, სტაციონარში მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკური მკურნალობის ახალი სქემა, რომელიც მომზადდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, მძიმე შემთხვევების, მათ შორის, რისკ-ჯგუფების, ქრონიკული დაავადებების მქონე, ან 65-წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების ერთმნიშვნელოვნად სტაციონარში მკურნალობას, კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობას შედარებით მსუბუქი შემთხვევების, რომელთაც არ სჭირდებათ 24-საათიანი სამედიცინო დახმარება და საერთოდ მსუბუქი, ან უსიმპტომო შემთხვევების სახლში მკურნალობას ითვალისწინებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა კლინიკური მკურნალობის ახალი სქემაზე გადამზადებულია. „ეს სისტემა, კლინიკური მკურნალობის მოქმედების ახალი სქემა, რომელიც მომზადდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, უკვე ამოქმედებულია აჭარაში და ეფექტურად მუშაობს. საერთოდ, კლინიკური მართვის მიმართულებით სრულ მენეჯმენტს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო და ისინი საკმაოდ ეფექტურად აკეთებენ ამას ქვეყნის მასშტაბით. ეს საკმაოდ კარგად გამოჩნდა აჭარაშიც.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 175 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 101 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის. 2020 წლის განმავლობაში, სააგენტო, ჯამში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 200-ზე მეტ ოჯახს განასახლებს.
24.09.2020
Link: 24.09.2020 - პია.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. „ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 175 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 101 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო“ ,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის. 2020 წლის განმავლობაში, სააგენტო, ჯამში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 200-ზე მეტ ოჯახს განასახლებს.