From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 22-23 სექტემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 23.09.2020 09:12
Attachments :

მედია მონიტორინგი

22 სექტემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

22.09.2020

Link:    22.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის გარდა სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა. მარინა ენდელაძე: "მეორე პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა ქუთაისიდან გადაყვანილი იყო ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში... კითხვებს რასაც მისვამთ, მაინც ზუსტად ჰკითხეთ დაავადებათა კონტროლს".

კოვიდ 19

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1

გარდაცვალების რიცხვი საქ-ში ისევ იზრდება, ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდს ამყარებს - გამოჯანმრთებულებს კი ვირუსი მძიმე კვალს უტოვებს ღვიძლსა და თირკმელებს. შესაძლებელია პაციენტებს სახლში უმკურნალონ - ამის შესახებ მარინა ენდელაძემ განაცხადა. გადაცემის სტუმარია ზაზა წერეთელი: ,, სიტუაცია ჯერ საგანგაშო არ არის, მაგრამ საქ-ში არ არის ისეთი ვითათება, როგორც სხვა ქვეყნებში. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ მთავარია, როგორ არის მზად ჩვენი ჯანდაცვის სისტემა.

კორონავირუსი

22.09.2020

Link:    22.09.2020 - იმედი - იმედის დღე

შემთხვევები ნელ-ნელა იმატებს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაზეც ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ. პირბადის ტარების მოთხოვნა იზრდება შემთხვევების მატებასთან ერთად, სულ რამდენიმე თვის წინ მივიწყებულიც კი გვქონდა საჯარო სივრცეში თავის დაცვა, დღეს უკვე ეს დაუშვებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, რაც ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება. 2020 წლის 11 ივნისს საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს (03:30), რომლითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი 500 ლარით.

კორონავირუსი

22.09.2020

Link:    22.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები არ იგეგმება. საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ეპიდემია აქტიური მართვის ფაზაშია გადასული და ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ისინი მოსალხოებას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. ნათია მეზვრიშვილი:"საგანგებო მდგომარეობია გამოცხადებას და მკაცრს შეზრუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ ვაპირებთ".

კოვიდ 19

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

კოვიდ 19-ს საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 23-ე ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. პარალელურად თბილისში ახალი, თანაკლასელების კლასტერი გამოჩნდა. ირკვევა რომ სოფელ დიღომში თანაკლასელების შეკრება ცხელების ცენტრში ტესტირებით დასრულდა. წვეულების 47 სტუმარი ახლა კოვიდ ინფიცირებულია.

კორონავირუსი

22.09.2020

Link:    22.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

საქართველოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეს დღეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე ფაქტია, საერთო ჯამში კორონავირუსით ქვეყანაში 23 პაციენტია გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კოვიდ 19

22.09.2020

Link:    22.09.2020 - იმედი - დღის ქრონიკა

მსოფლიო მაშტაბით კორონა ვირუსის მთლიანმა რაოდენობამ 31 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 970 ათასზე მეტია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23 მილიონ 150 ატას აღწევს. ბოლო 24 სათში საქართველოში ვირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 137 პირი აჭარიდანაა. სულ საქართველოში ვირუსი 3913 პირს აქვს გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 1574. გარდაიცვალა 23.

კოვიდ 19

22.09.2020

Link:    22.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

მესამე გარდაცვლილი ბოლო 24 საათში. კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს უკვე 23-მდე გაიზარდა. პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 სექტემბერს ოკუპირებული რეგიონიდან უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს და ექიმებმა მიის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. "დიდი რაოდენობით ტესტირების გამო დაყოვნების პერიოდი გაიზარდა დაახლოებით 3 დღმდე. ხშირად საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება და ამას შესაძლოა დამატებით დრო დასჭირდეს", - თამარ გაბუნია.

კორონავირუსი და საქართველო

22.09.2020

Link:    22.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

კორონავირუსით დღეს საქართველოში მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს. პაციენტი თბილისში სამკურნალო დაწესებულებაში დაიღუპა. 2. ვიდრე მესამე გარდაცვლილის შესახებ ამირან გამყრელიძე ილაპარაკებდა, დილით ცნობილი იყო, რომ კორონავირუსით ორი პაციენტი დაიღუპა. ორივე ასაკოვანი და ორივე თანმხლები დაავადებით. 3. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტი 67 წლის მამაკაცია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კორონავირუსი

22.09.2020

Link:    22.09.2020 - კავკასია - დღეს 19:00

3 გარდაცვლილი და 218 ახალი ინფიცირებული - კორონავირუსი ახალ რეკორდს ამყარებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში 3 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი ქუთაისში კლინიკაში მკურნალობდა, ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ასაკოვან ქალს, რომელიც ქუტაისში გარდაიცვალა რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. 68 წლის კაცს კი ინსულტი ჰქონდა მიღებული. ასევე მძიმე იყო მესამე გარდაცვლილის მდგომარეობა, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.

გამყრელიძის განცხადება

22.09.2020

Link:    22.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

პანდემიის პარალელურად მიმდინარეობს სეზონური გრიპის წინააღმდეგ მზადებაც. სახელმწიფომ გრიპის ვაქცინის 135 000 დოზა შეისყიდა. ვაქცინების რაოდენობა იმაზე ემტია, ვიდრე შარშან იყო. ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება.

137 ინფიცირებული აჭარაში, 3 გარდაცვლილი

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევბის რაოდენობა რეკორდულად იზრდება, როგორც საქართველოში ასევე აჭარაში. სამწუხაროდ დღეს სამი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. მედიკოსების თქმით, ამ პაციენტების მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. კონკრეტულად აჭარაში ამ ეტაპზე 550-მდე პაციენტი მკურნალობს. ეპიდვითარების გასაცნობად აჭარაში ჩავიდა ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ეპიდემიოლოგი მარინა ეზუგბაია. გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდება და არც მკაცრი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადეს.

კოვიდ-19

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

პანდემიის დაწყებიდან კი ყველაზე მძიმე დღე საქართველოში. კორონა ვირუსის ანტი რეკორდი დამყარდა. დაღუპულია სამი ადამიანი და დაინფიცირების ახალი შემთხვევა 128-ს აღწევს. პაციენტების უმეტესობა ბათუმიდანაა. სტატისტიკა შეუჩერებლად მზარდია იმ ფონზეც, რომ ტესტირების რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას სპეციალური მაგიდა და მოქალაქეებს შეუძლიათ უფასო ტესტირების ჩატარება .

კოვიდ 19

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

24 საათში კორონა ვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ასეთი რამ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე არ მომხდარა. ფაქტია ორმ კოვიდ 19 ქვეყნის მასშთაბით უკვე უკონტროლოდ ვრცელდება. დღეს ახალი ანტირეკორდი მოიხსნა, 24 საატში ინფიცირების 218 შემთხვევა გამოვლინდა საიდანაც 137 აჭარას უკავშრდება. მარინა ეზუგბაია ექიმებს ტრენინგებს ჩაუტარებს, ამის პარალელურად კი რთულია მდგომარეობა თბილისშიც, აქახალი თანაკლასელების კლასტერი გაჩნდა. "დიდი რაოდენობით ტესტების გამო დაყოვნების პერიოდი გაიზარდა დაახლოებით 3 დღემდე. უკვე ხვალ-ზეგიდან დავუბრუნდებით ისევ 24 საათიანი ტესტირების პასუხს ", - თამარ გაბუნია.

3 გარდაცვლილი, 218 ინფიცირებული და კლასტერებად ქცეული სუფრები - კორონავირუსის რეკორდულად ზრდის მიუხედავად მოსახლეობა ხალხმრავალ წვეულებებს მაინც მართავს

22.09.2020

Link:    22.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

3 გარდაცვლილი ერთ დღეში - ბოლო 24 საათში საქართველოში covid - 19-ის 218 ახალი ფაქტი გამოვლინდა, რაც ინფიცირების ყველაზე მეტი მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. კორონავირუსის სწრაფი მატების მიუხედავად, ქართველები სადღესასწაულო სუფრებს თავს ვერ ანებებენ. ხალხმრავალი ქორწილების მაგალითი საკმარისი არ აღმოჩნდა. თბილისში, დღეს დაფიქსირებული 47 ახალი შემთხვევიდან 47-ვე 60 წელს გადაცილებული ყოფილი თანაკლასელების ბანკეტიდანაა. საერთო ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში უკვე 4 000 აღწევს, რის გამოც მსოფლიო რუკაზე საქართველომ 128-ე ადგილზე გადაინაცვლა.

სად განთავსდება სპეციალური სივრცე თბილისში, სადაც მსურველებს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლებათ?

22.09.2020

Link:    22.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22-23 სექტემბერს, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მათი მიზანია, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვა. „მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნებიან ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. "სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.

კოვიდ 19

22.09.2020

Link:    22.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. "სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ. ბათუმის 8 კოვიდკლინიკაში 550-მდე პაციენტი იმყოფება. კოვიდკარანტინში კი 578-ი.

ცეკვის, მუსიკის, სპორტისა და სხვა წრეებზე, პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება

22.09.2020

Link:    22.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა დამატებით წრეზე, რაც ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვა აქტივობებს მოიცავს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძე განმარტებით, სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, სარეპეტიციო სივრცეებში აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია. დამატებით წრეებზე, რაც მოიცავს ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვას, აუცილებელია ინსტრუმენტების და სხვა საჭირო ნივთების ხშირი დეზინფექცია.

23 სექტემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი და სეზონური გრიპი

23.09.2020

Link:    23.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს. მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გუშინ თქვა, რომ ეს საერთაშორისო რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. მისივე ინფორმაციით, არ შეცვლილა მთავრობის გადაწყვეტილება სწავლის დაწყების თარიღისა და ფორმის შესახებ. 2. ბიზნესის დასამშვიდებლად გუშინ კიდევ ერთხელ ითქვა სახელმწიფო კანცელარიაში, რომ ის რისი კერძო სექტორს ყველაზე მეტად ეშინია და ეს ეკონომიკის მორიგ ჯერზე გაჩერებაა, მთავრობის გეგმებში არ არის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ოდენობის მიუხედავად სიტუაცია სრულად კონტროლდება და ის მართვადია.

შრომის უფლებები

23.09.2020

Link:    23.09.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

მუშაობის დროს დაშავებული ან გარდაცვლილი მუშების სტატისტიკა შემაშფოთებელია. რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე? ვისი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის მონიტორინგი? 2019 წელს საქართველოში 38 მუშა გარდაიცვალა, 155 კი დაშავდა. 2020 წელს, ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 22 მუშა, დაშავებული კი 108. მიზეზად ყველაზე ხშირად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა სახელდება. უსაფრთხოების ნორმებს კი შრომის ინსპექცია ამოწმებს. მას აქვს უფლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდეს სამუშაო ადგილზე და შეამოწმოს უსაფრთხოების საკითხები. კოტე ერისთავი: "ერთადერთი გზა, რაც დასაქმებულს აქვს თავის უფლებების დასაცავად არის სასამართლო. მაგრამ სასამართლო არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან და დროსთან, როგორც წესი არ მიმართავენ ამ გზას და რჩებიან უთანასწორო გარემოში სამუშაო ადგილზე. შრომის ინსპექციას ექნება დაიცვას არა მარტო უსაფრთხოების საკითხები, არამედ შრომითი უფლებების დაცვაც".

კორონავირუსი

23.09.2020

Link:    23.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების კვლავ გადადებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ უსაფრთხოების პროტოკოლში ცვლილებებს, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასში გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი.

ჯანდაცვის კომიტეტი

23.09.2020

Link:    23.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. კანონპროექტი მოიცავს როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე დეკრეტული შვებულების საკითხს, სადაც მამის კომპონენტი შემოდის. კანონპროექტის მიხედვით, ასევე უნდა განისაზღვროს სამუშაო დროის რეგულირების საკითხი. ''დიდი ნაწილი არის ძალიან კარგი და სიამოვნებით დაუჭერთ მხარს მაგრამ არის ისეთი ნაწილი რომელიც პირიქით გაუარესებს ვითარებას.''- განაცხადა რომან გოცირიძემ.

რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს

23.09.2020

Link:    23.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამიისტრო ავრცელებს. „Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული. სამედიცინო აპარატი,უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

რუხის საავადმყოფოს ულტრასონოგრაფიის აპარატი გადაეცა

23.09.2020

Link:    23.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მრავალფუნქციური, ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. აღნიშნული აღჭურვილობა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ არის რეკომენდირებული. სამედიცინო აპარატი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობითი პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. გიორგი წოწკოლაური:"პროცესი გაგრძელდება და კვლავ ჩართულები იქნებიან ამერიკის სსაელჩო და ამერიკის მთავრობა". ქეთრინ შვაიზერი:"დიდი პატივია, რომ რუხის ჰოსპიტალთან ვთანამშომლობთ, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში".

კორონავირუსი

23.09.2020

Link:    23.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

1. ქვეყნის კოვიდ რუკაზე აჭარა ისევ წითელ ზონად რჩება, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა რეგიონში უკვე 1000-ს გადააჭარბა. აჭარაში დღეს კიდევ 4000 ტესტის პასუხს ელოდებიან. ზღვისპირეთშია მარინა ეზუგბაია, რომელიც მედიკოსებს ტრენინგს ჩაუტარებს. აჭარაში ამოქმედდა ბინაზე მართვის პროტოკოლიც. 2. დედაქალაქში არსებული ეპიდვითარების კონტროლის მიზნით იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. შენობის უკანა მხარეს მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს პისიარ ტესტი უფასოდ გაიკეთოს. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმისთვის რომ დადგინდეს, რა ინტენსივობით ცირკულირებს დედაქალაქში კორონავირუსი, სწორედ მინიმუმ 1000 ადამიანის შემოწმებაა საჭირო.

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილავენ

23.09.2020

Link:    23.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

შრომის კოდექსში დიმიტრი ცქიტიშვილისა და სხვა კანონმდებლების ინიციატივით შემუშავებული ცვლილებების პროექტს დღეს დეპუტატები მესამე მოსმენით უბრუნდებიან. საკითხის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე იგეგმება. ცვლილებები ეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, სტაჟირების დროის რეგულირებას, ასევე გაძლიერდება შრომითი ინსპექციის უფლებები. ცვლილებების ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას ოპოზიციაში და კორუფციის საშიშროებაზე საუბრობენ. ამასთან მათი თქმით, შრომის ინსპექტირების გაზრდა და მისთვის სადამსჯელო ფუნქციების მინიჭება. ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუშლის. ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს მმართველი გუნდი.

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა

23.09.2020

Link:    23.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 ათასი დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. სამედიცინო აპარატი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ. გიორგი წოწკოლაური: "პროცესი კვლავ გაგრძელდება. ჩართულები იქნებიან საელჩო და აშშ-ს მთავრობა ამ პროცესში".

 

 

 

22 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, STOP COVID აპლიკაციით ამ დროისთვის 211 308 მომხმარებელი სარგებლობს, მისი საშუალებით კი 27 ინფიცირებული გამოვლინდა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის STOP COVID აპლიკაციით 211 308 მომხმარებელი სარგებლობს. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, ამ დროისთვის როგორია STOP COVID აპლიკაციით სარგებელობის შედეგები. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აპლიკაციის საშუალებით, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან, 27 ინფიცირებული გამოვლინდა.

შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - აიპრეს.ჯი

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას, თავად მერიის ადმინისტრაცია ავრცელებს, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შუახევის მერია მუშაობას განაგრძობს, მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდათ ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

კორონავირუსისგან ქუთაისში 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსისგან 21-ე პაციენტი გარდაიცვალა. 77 წლის ქალი ქუთაისის კლინიკა ბომონდში მკურნალობდა. როგორც კლინიკაში On.ge-ს უთხრეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. 20 სექტემბერს იგი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან კლინიკაში ბომონდში შეიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა — StopCov

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში გამოვლინდა. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 6, იმერეთში — 26, ხოლო გურიაში — 2. 22 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

აჭარაში კორონავირუსისგან 22-ე პაციენტი, 67 წლის კაცი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 აჭარაში კორონავირუსისგან 22-ე პაციენტი, 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახურმა გაავრცელა. დღეს ეს უკვე მეორე გარდაცვლილი პაციენტია. როგორც ჯანდაცვაში აცხადებენ, მას ჰქონდა თანმდევი დაავადებები ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი.

კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 21 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 218 შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა. ამასთან, აჭარაში კორონავირუსისგან 22-ე პაციენტი, 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახურმა გაავრცელა. დღეს ეს უკვე მეორე გარდაცვლილი პაციენტია.

კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 47 თბილისში გამოვლინდა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარას ეკუთვნის, 47 ინფიცირებული თბილისშია, სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი ინფიცირებულების რიცხვი 6-ია, იმერეთში — 26, ხოლო გურიაში 6 ახალი კოვიდინფიცირებული პირია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, STOP COVID აპლიკაციით ამ დროისთვის 211 308 მომხმარებელი სარგებლობს, მისი საშუალებით კი 27 ინფიცირებული გამოვლინდა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის STOP COVID აპლიკაციით 211 308 მომხმარებელი სარგებლობს. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, ამ დროისთვის როგორია STOP COVID აპლიკაციით სარგებელობის შედეგები. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აპლიკაციის საშუალებით, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან, 27 ინფიცირებული გამოვლინდა. „აპლიკაცია ამჟამად გადმოწერილი აქვს ანდროიდის 128 559 და 82 749 iOS მომხმარებელს. Alert შეტყობინება 13 867 ადამიანს გაეგზავნა, აქედან ინფიცირება 27-ს დაუდასტურდა“, - აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

რა ახალი რეგულაციები გავრცელდება ცეკვის, მუსიკის, სპორტისა და სხვა წრეებზე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ბიპიენ.ჯი

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა დამატებით წრეზე, რაც ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვა აქტივობებს მოიცავს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, სარეპეტიციო სივრცეებში აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია.

COVID-19 – ყველა სიახლე: კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - სივილ.ჯი

22 სექტემბრის 11:10 საათისათვის, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული. ამას გარდა, სამშობლოში სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. 1 574 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 22 კი – გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 11% მძიმეა, ხოლო 2% – კრიტიკული – NCDC

22.09.2020

Link:    22.09.2020 - პუბლიკა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეასხებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 3 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 218 ახალი შემთხვევაა, 2291 კი – აქტიური . გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1574-ია, რაც 40%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 22 ადამიანი. სულ ჩატარებულია 568 307 ტესტი. PCR-ტესტირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 152 898-ია. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 პაციენტი. კარანტინში 4 988 ადამიანი იმყოფება.

გერმანიის საგარეო უწყება მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობაზე ინფორმაციას აწვდის

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ბიემ.ჯი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ რეგულაციების და უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ წერს, რომელიც ვიზიტორებმა საქართველოში მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინონ. იქვე აღნიშნულია, რომ აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის გავრცელების გამო დაწესებული საერთაშორისო საჰაერო და სამგზავრო შეზღუდვები და ტურისტებმა არაუცილებელი ტურისტული ვიზიტებისგან თავი შეიკავონ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო დღემდე კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანაა და ჯანდაცვის სამინისტროს და მსოფლიო ჯანდაცვის ოგნიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობა დაბალი, სამნიშნა რიცხვების ფარგლებშია. საქართველოში რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტად აჭარის რეგიონია დაზარალებული, განსაკუთრებით - ბათუმი.

სკოლის კლასტერი - რამდენ სკოლაში და რამდენ მასწავლებელს გამოუვლინდა კორონავირუსი?

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ეტალონი.ჯი

საქართველოში Covid-19-ის სკოლის კლასტერიც გაჩნდა და მონაცემებიც მზარდია. ჩვენ დღემდე გამოვლენილ სტატისტიკას გაგაცნობთ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჯერ არ გახსნილ სკოლაში, სწავლის დაწყებამდე 8 დღით ადრე გამოვლინდა. პირველი ფაქტი ზღვისპირეთში დაფიქსირდა. ინფიცირებული პედაგოგი ორ სკოლაში ბათუმის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში ასწავლის და ორივეს თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება.

აკაურთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი რეგულაციების დაცვით დაიწყო

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ეტალონი.ჯი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლამ შრომის ინსპექციის მონიტორინგი წარმატებით გაიარა. სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეგულაციების სრული დაცვით უკვე დაწყებულია. სკოლის დირექციამ და თითოეულმა მასწავლებელმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც მსურველებს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მათი მიზანია, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვა. „მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნებიან ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია - ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და მართვა ეფექტურად ხდება

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის ეპიდემია აქტიური მართვის ფაზაშია გადასული და ქვეყანაში სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

თამარ გაბუნია - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჯანდაცვის სისტემის მზაობას, რათა შემთხვევების ახლანდელი და მოსალოდნელი მატებისთვის სისტემა სათანადოდ მოემზადოს. გაბუნიას თქმით, დღეისთვის 31 კლინიკაში 2522 საწოლია მობილიზებული. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის მართვასაც. „განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხარისხის მართვის პროცესებზე. დღეისთვის უკვე მობილიზებულია 2522 საწოლი 31 კლინიკაში.

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, ის საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. "სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოში covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. "სამწუხაროდ დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ სამწუხაროდ იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალ 3 პაციენტი.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფომ უკვე შეისყიდა სეზონური გრიპის 135 000 დოზა ვაქცინა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფომ უკვე შეისყიდა სეზონური გრიპის 135 000 დოზა ვაქცინა და მის მიღებას ელოდებიან. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინის ეს რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე შარშან ჰქონდათ შესყიდული. „როგორც წესი, კომერციულ ვაქცინა, დაახლოებით, 50-60 ათასის ფარგლებში ყოველ წელს შემოდის ქვეყანაში და წელსაც იქნება. რამდენად არის საკმარისი?! სასურველი იქნებოდა, რომ ზოგადად, ქვეყანას, არამარტო წელს, არამედ საერთოდ, უფრო ფართო მოცვა ჰქონდეს.

გაბუნია: აჭარაში პაციენტების ნაწილი არის ბინაზე, მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჯანდაცვის სისტემის მზაობას, რათა შემთხვევების ახლანდელი და მოსალოდნელი მატებისთვის სისტემა სათანადოდ მოემზადოს. გაბუნიას თქმით, დღეისთვის 31 კლინიკაში 2522 საწოლია მობილიზებული. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის მართვასაც. „განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხარისხის მართვის პროცესებზე. დღეისთვის უკვე მობილიზებულია 2522 საწოლი 31 კლინიკაში.

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში - მესამე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ტაბულა.ჯი

საქართველოში covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. "სამწუხაროდ დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ სამწუხაროდ იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალ 3 პაციენტი.

გაბუნია: ტესტის პასუხი 24 საათში გვქონდა, დიდი რაოდენობით ტესტირების გამო 3 დღემდე გაიზარდა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა. გაბუნიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ტესტის გადამოწმება ხდება, რისთვისაც დამატებითი დროა საჭირო. მისივე განცხადებით, მთავარია, ადამიანმა, რომელიც პასუხს ელოდება, თვითიზოლაცია დაიცვას. „ტესტის პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა. იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუ ჩვენ წარსულში 24 საათში გვქონდა ხოლმე პასუხები, დიდი რაოდენობით ტესტების გამო დაყოვნების დრო გაიზარდა დაახლოებით 3 დღემდე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - რეგინფო.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-პაციენტის გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. „სამწუხაროდ, დღეს დაემატა. იყო ძალიან მძიმე ავადმყოფი გადმოყვანილი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, იწვა აქ, თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია: წელს გრიპის 200 ათასამდე ვაქცინა გვექნება, დამატებით შესყიდვაზეც ვმუშაობთ

22.09.2020

Link:    22.09.2020 - კვირა.ჯი

წელს გრიპის 200 ათასამდე ვაქცინა გვექნება, ასევე, დამატებით შესყიდვაზეც ვმუშაობთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ზოგადად, საქართველოში ვაქცინის ათვისების მხრივ მაღალი აქტივობა არ არის. “სეზონური გრიპის ვაქცინა სახელმწიფომ შეისყიდა, საუბარია 135 ათას დოზაზე, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა.

საზოგადოებასლაიდერი საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - კვირა.ჯი

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. “სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე”, – განაცხადა გამყრელიძემ. “კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადიოდა მკურნალობის კურსს. როგორც ,,კვირას,, კლინიკაში განუცხადეს, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

თამარ გაბუნია: კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა. გაბუნიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ტესტის გადამოწმება ხდება, რისთვისაც დამატებითი დროა საჭირო. „ტესტის პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა.

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში - მესამე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი

საქართველოში covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. "სამწუხაროდ დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ სამწუხაროდ იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალ 3 პაციენტი.

covid19-ით საქართველოში 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - აიპრეს.ჯი

დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.რის შემდეგ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინის 135 000 დოზა შეისყიდა — გაბუნია

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ 135 000 დოზა სეზონური გრიპის ვაქცინა შეისყიდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "სეზონური გრიპის ვაქცინა სახელმწიფომ შეისყიდა 135 000 დოზა, რომელსაც ველოდებით. ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე შარშან გვქონდა შესყიდული. როგორც წესი, კომერციული ვაქცინა დაახლოებით 50-60 ათასი დოზის რაოდენობით ყოველთვის შემოდის და წელსაც იქნება", — განაცხადა გაბუნიამ. ასევე, მისი თქმით, წელს ჯამში გვექნება 200 000-მდე ვაქცინის დოზა და კიდევ მიდის მუშაობა დამატებითი ვაქცინის შესასყიდად.

გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების გადადება არ იგეგმება

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა. მისივე თქმით, არ გამოირიცხება, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებში, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაცია შევიდეს. ეს დამოკიდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე.

თამარ გაბუნია: წელს გვექნება გრიპის 200 ათასამდე ვაქცინა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - აიპრეს.ჯი

წელს გვექნება 200 ათასამდე ვაქცინა და ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიშოვოთ დამატებითი ვაქცინა და შევისყიდოთ რადგან ზოგადად, წელს დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე, – ამის შესახე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 11 Shares facebook sharing button twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button “სეზონური ვაქცინა სახელმწიფომ შეისყიდა, საუბარია 135 ათას დოზაზე, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ამბები.ჯი

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. "სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.

"სოფელ დიღომში დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა" - ამირან გამყრელიძე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ამბები.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორაციით, თბილისში კონკრეტულად კი სოფელ დიღომში, ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელება დაბადების დღეს უკავშირდება. "გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ და დაინფიცირდნენ. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, სტაბილიზებულია ვითარება ამ ეტაპზე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ,

გარდაიცვალა 23-ე პაციენტი, რომელიც არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი — გამყრელიძე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე ჯერ მხოლოდ 22 გარდაცვლილზეა ინფორმაცია. საკოორდინაციოო საბჭოს სხდომის შემდეგ გამყრელიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი არაკონტრორილებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი თბილისის კლინიკაში. მისი თქმით, პაციენტი მძიმე ავადმყოფი იყო. დღეს, 22 სექტემბერს კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი თბილისში, ერთი ბათუმში, ერთი კი ქუთაისში. 22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქტიური ტესტირების საჭიროება ამოწურულია, დავუბრუნდით პრიორიტეტულ ტესტირებას — გაბუნია

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის აქტიური ტესტირების ეტაპი და საჭიროება ამოწურულია და ამიტომ, პრიორიტეტული ტესტირების ჯგუფებს დაუბრუნდნენ. "ეპიდემია აქტიური მართვის ფაზაშია გადასული და სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. ტესტების რაოდენობა დამოკიდებულია ინციდენტობის მაჩვენებელზე. როდესაც არის ინციდენტობა 5-ზე დაბალი ტესტების რეკომედენდებული რაოდენობა ქვეყნისთვის არის 7 000-ზე ნაკლები", — განაცხადა გაბუნიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

22-23 სექტემბერს თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება იქნება შესაძლებელი

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გასაზომად, იუსტიციის სახლის უკან კორონავირუსზე ტესტირება 22 და 23 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. გამყრელიძის თქმით, ტესტის პასუხი მეორე დღეს იქნება ცნობილი. "გვაინტერესებს, დაახლოებით, 1 000 ადამიანზე გაკეთდეს ტესტი, რათა გავიგოთ, როგორია ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა. ეს კვლევები არის საშუალება იმისა, რომ გარკვეულწილად პულსზე გეჭიროს ხელი", — განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში კორონავირუსით 23-ე ადამიანი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "სამწუხაროდ, დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ სამწუხაროდ, იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში - მესამე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - პია.ჯი

საქართველოში covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. "სამწუხაროდ დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ სამწუხაროდ იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალ 3 პაციენტი.

გამყრელიძის თქმით, სოფელ დიღომში "არაახალგაზრდა" კლასელების კლასტერი ჩამოყალიბდა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, სოფელ დიღომში შექმნილი კლასტერი "არაახალგაზრდა" კლასელების შეკრებასთანაა დაკავშირებული. "გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, [შეიკრიბნენ] კლასელები, ოღონდ არაახალგაზრდები.

თამარ გაბუნია - სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. "სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აქამდე გაჟღერდა, მიღებული არ ყოფილა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, სწავლა 1-ელ ოქტომბერს, საკლასო ოთახებში განახლდება.

თამარ გაბუნია - პასუხების პერიოდი გაიზარდა დიდი რაოდენობით ტესტების გამო, თუმცა 7-8 დღიანი დაგვიანება არ ყოფილა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ტესტირებაზე პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუკი წარსულში 24 საათის განმავლობაში გვქონდა პასუხი, დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო დაყოვნების პერიოდი დაახლოებით სამ დღემდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ პირებმა, რომლებსაც კოორნავირუსზე ტესტირება აქვთ ჩატარებული, პასუხების მოლოდინის დროს თვითიზოლაციის წესები უნდა დაიცვან.

გაბუნიას თქმით, ინფიცირებულთა ნაწილი აჭარაში ბინაზე მკურნალობს

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პირი მკურნალობას სახლში გადის. მისივე თქმით, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, ბინაზე მკურნალობის მოდელის დანერგვაზე მუშობენ. გაბუნია ასევე განმარტავს, რომ სახლში მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტში ვირუსი მსუბუქი ფორმით უნდა მიმდინარეობდეს, ამავე დროს, მას შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობებიც უნდა ჰქონდეს.

ოქტომბრის დასაწყისში 135 000 გრიპის ვაქცინა შემოვა – გამყრელიძე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში გრიპის 135 000 ვაქცინა ოქტომბრის პირველ კვირაში შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაცია, პირველ რიგში, რისკჯგუფებს ჩაუტარდებათ, მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სახლებში მყოფი მოხუცები და ბავშვები, ორსულები, დიაბეტის მქონე ადამიანები, ბაღების მასწავლებლები და სხვა. “არცერთი ქვეყანა არ აკეთებს გრიპის სავალდებულო ვაქცინაციას, როგორც, ვთქვათ, წითელას და პოლიომელიტის შემთხვევაშია… შარშან ვიყიდეთ 100 000 ვაქცინა, მოთხოვნა კარგი იყო და ძალიან ცოტა დაგვრჩა აუთვისებელი.

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - მედიანიუს.ჯი

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. "სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სისტემას 3 200 საწოლი აქვს მობილიზებული, მათგან 500-ზე მეტი თავისუფალია - მინისტრის მოადგილე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემას 3 200 საწოლი აქვს მობილიზებული. დღეს უკვე გაშვებულია 2 522 საწოლი, აქედან თავისუფალი საწოლი არის 500-ზე მეტი. "იმის აუცილებლობა, რომ თუ ადამიანს ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება, ვერ მოხდეს, ასეთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ის, რომ ჩვენ ვიყენებთ ჰოსპიტალური მოვლის ნაცვლად სასტყუმრო მოდეს, ეს არის ერთი მხრივ, ის, რომ იყოს შუალედური ეტაპი, ვიდრე უფრო თამამი გადაწყვეტილება იქნება მიღებული პაციენტების ბინაზე მართვასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. ეს საკითხი ასე არ არის, რადგან დღეს საწოლების საკმაოდ დიდი პროცენტი არის თავისუფალი."- განაცხადა გაბუნიამ.

იუსტიციის სახლთან დღეს და ხვალ კოვიდზე ტესტირება ტარდება – გამყრელიძე

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, იუსტიციის სახლის უკან მოწყობილია სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია კორონავირუსზე ტესტის გაკეთება. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის პანდემია დასრულდება

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ვარაუდობს, რომ მანამდე ვაქცინა შეიქმნება. "ეპიდემიები და პანდემიები თავისითაც სრულდება. ეს პანდემიაც ადრე თუ გვიან დასრულდება თავისით.

საქართველოში კორონავირუსი ამჟამად 2 291 მოქალაქეს აქვს - 22 სექტემბრის სტატისტიკა

22.09.2020

Link:    22.09.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 291 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის COVID-19 სულ 1 574-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც ინფიცირებულების 40%-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 568 307 ტესტია ჩატარებული. პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 562 656-ია.

23 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება მიმდინარეობს

23.09.2020

Link:    23.09.2020 - პია.ჯი

თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს. PCR კვლევის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეუძლია. იუსტიციის სახლთან, კორონავირუსზე PCR ტესტის ნიმუშების აღება 22 სექტემბერს დაიწყოროგორც PIA.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ტესტირებას მსურველების 20:00 საათამდე შეძლებენ. მსგავსი სიახლეები

პარლამენტში დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ

23.09.2020

Link:    23.09.2020 - პია.ჯი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები ზეგანაკვცვლილება ეხება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, რომელიც ჩვეულ სამუშაო დროსთან შედარებით ერთნახევარი ოდენობით უნდა ანაზღაურდეს, ასევე ცვლილება ეხება ღამის შრომას და დასაქმებული არასრულწლოვნების ანაზღაურების საკითხს. კანონში ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რომ დამსაქმებელს სამუშაო საათების წარმოებისა და აღრიცხვის ვალდებულება გაუჩნდება.

ამირან გამყრელიძე - ვთხოვთ მედიას, ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს

23.09.2020

Link:    23.09.2020 - კომერსანტ.ჯი

უნდა გავაძლიეროთ პირბადის კულტურა. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, რომ ადამიანებამდე ეს ინფორმაცია მივიტანოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა იყოს.

პარლამენტში "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

23.09.2020

Link:    23.09.2020 - 2020ნიუს.ჯი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. კანონპროექტი მოიცავს როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე დეკრეტული შვებულების საკითხს, სადაც მამის კომპონენტი შემოდის. კანონპროექტის მიხედვით, ასევე უნდა განისაზღვროს სამუშაო დროის რეგულირების საკითხი.

პ არლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს

23.09.2020

Link:    23.09.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს, მესამე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი გულისხმობს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა, მაგალითად, დისკრიმინაციისა კრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, ასევე ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების უფლებას.

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

23.09.2020

Link:    23.09.2020 - აქცენტნიუს.ჯი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კუთხით კვლავ აჭარის რეგიონი მკურნალობს, თუმცა ინფიცირების ფაქტები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა

23.09.2020

Link:    23.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, „Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული. მათი ინფორმაციით, სამედიცინო აპარატი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. „მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

ვინ იყო კორონავირუსისგან გარდაცვლილი 24-ე პაციენტი

23.09.2020

Link:    23.09.2020 - აქცენტნიუს.ჯი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, გარდაცვლილი პაციენტი 70 წლის კაცია და მას მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა. კერძოდ, იყო ონკოლოგიური პაციენტი, რის გამოც ახალი გადატანილი ჰქონდა ხორხის კიბოს ოპერაცია, ინფექციურში კი ორმხრივი პნევმონიით 18 აგვისტოს შეიყვანეს. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დილის 8 საათზე გარდაიცვალა, რომელიც ინფექციურში 18 აგვისტოს შეიყვანეს. „კორონავირუსის მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა: 3–4 სექტემბერს ტესტზე იყო უარყოფითი პასუხი, 11 სექტემბერს განმეორდა ტესტირება და პასუხი კვლავ უარყოფითი იყო, მაგრამ მძმე ფონური დააბადებების გამო, პაცენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილის 08:00 საათზე გარდაიცვალა“,– განაცხადა ენდელაძემ.

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება დილის 09:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდეა შესაძლებელი

23.09.2020

Link:    23.09.2020 - პროგრესნიუს.ჯი

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ადგილზე ტესტირება ვირუსის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვის მიზნით ტარდება, რისთვისაც საშუალოდ 1000-მდე ადამიანის გატესტვაა საჭირო. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მსურველებს დღეს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დილის 09:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მივიდნენ. დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა

23.09.2020

Link:    23.09.2020 - აიპრეს.ჯი

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. „Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული . სამედიცინო აპარატი,უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.

ზუგდიდში საბავშვო ბაღებს დეზინფექცია ჩაუტარდათ

23.09.2020

Link:    23.09.2020 - აიპრეს.ჯი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია გაეცნო.

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა — StopCov

23.09.2020

Link:    23.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა. იმერეთში — 14, გურიაში — 4, დუშეთში — 1, ხოლო ზუგდიდში — 2. 23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 643 უკვე გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

23.09.2020

Link:    23.09.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა. 23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში კი 640. კარანტინის რეჟიმში რჩება 5390. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

23.09.2020

Link:    23.09.2020 - რეგინფო.ჯი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე დილით განახლდა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა ერთით გაიზარდა.

იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება მიმდინარეობს

23.09.2020

Link:    23.09.2020 - ინფო9

თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს. PCR კვლევის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეუძლია. იუსტიციის სახლთან, კორონავირუსზე PCR ტესტის ნიმუშების აღება 22 სექტემბერს დაიწყო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ტესტირებას მსურველების 20:00 საათამდე შეძლებენ.

„თბილისში COVID 19-ის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“ - მარინა ენდელაძე

23.09.2020

Link:    23.09.2020 - პია.ჯი

დღეს, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 227 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან: აჭარა 165 თბილისი 34 რუსთავი 4 იმერეთი 14 გურია 4 დუშეთი 1 ზუგდიდი 2 ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 69 პაციენტმა დაამარცხა

23.09.2020

Link:    23.09.2020 - პია.ჯი

დღეს, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირდა 4140 ადამიანი, აქედან 1643 განიკურნა, 23 კი გარდაიცვალა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება მიმდინარეობს

23.09.2020

Link:    23.09.2020 - პია.ჯი

თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს. PCR კვლევის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეუძლია. იუსტიციის სახლთან, კორონავირუსზე PCR ტესტის ნიმუშების აღება 22 სექტემბერს დაიწყო. როგორც PIA.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ტესტირებას მსურველების 20:00 საათამდე შეძლებენ.

რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს

23.09.2020

Link:    23.09.2020 - პია.ჯი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

პრესა

"აჭარაში კოვიდინფექციის სახლის პირობებში მკურნალობის მეთოდი ამოქმედდა" - თამარ გაბუნია

23.09.2020

Link:    23.09.2020 - რეზონანსი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში კოვიდინფექციის სახლის პირობებში მკურნალობის მეთოდი ამოქმედდა და პაციენტების ნაწილს ბინაზე უწევს კონსულტაციას ოჯახის ექიმი. პაციენტებს კონსულტაციებს ოჯახის ექიმები უწევენ. "ახალ კლინიკებს აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ კონსულტაციები კოვოდის მართვაში გამოცდილი ექსპერტებისგან. კარგად მიმდინარეობს პროცესების მართვა კოვიდ სასტუმროებში. აჭარაში უკვე პაციენტების ნაწილს ბინაზე უწევს კონსულტაციას ოჯახის ექიმი. კლინიკებში 1500-მდე პაციენტი იმყოფება, მათშორის 1300-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია და სასტუმროებში არის 563 პაციენტი,"-განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: "აჭარაში კოვიდპაციენტების ნაწილი ბინაში მკურნალობს"

23.09.2020

Link:    23.09.2020 - ახალი თაობა

ჯანდაცვის მინისტრის პირვე ლი მოადგილის თამარ გაბუნიას გან ცხადებით, დღეს განსაკუთრებული ყუ რადღება ექცევა ჯანდაცვის სისტემის მზაობას, რათა შემთხვევების ახლან დელი და მოსალოდნელი მატებისთვის სისტემა სათანადოდ მოემზადოს. გაბუნიას თქმით, დღეისთვის 31 კლინიკაში 2.522 საწოლია მობილი ზებული. მისივე განმარტებით, განსა კუთრებული ყურადღება ეთმობა ხა რისხის მართვასაც. _ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხარისხის მართვის პროცე სებზე. დღეისთვის უკვე მობილიზებუ ლია 2.522 საწოლი 31 კლინიკაში. ახალ კლინიკებს აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ კონსულტაციები კოვი დის მართვაში მეტად გამოცდილი ექ სპერტებისგან, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიყენა კლინიკური კონსულტანტების მექანიზმი, რათა ყვე ლა კლინიკას ჰქონდეს საშუალება და მოიწვიოს მეტად გამოცდილი ექსპერ ტი ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილ ში. კარგად მიმდინარეობს პროცე სების მართვა კოვიდსასტუმროებში. როგორც იცით, იქ ხდება იმ პაციენტე ბის გადაყვანა, რომელთაც აქვთ დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეო ბა, მსუბუქი შემთხვევები, რომელთა შემთხვევაშიც რაიმე გართულება მო სალოდნელი არ არის, მათი ასაკი არის 16დან 65 წლამდე შუალედში და ისი ნი არ საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას, ამდენად მათი მკურნალობა მიდის სამედიცინო მეთ ვალყურეობის ქვეშ, _ განაცხადა თა მარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე: "კორონავირუსზე აქტიური ტესტირების საჭროება ამ ეტაპზე ამოწურულია"

23.09.2020

Link:    23.09.2020 - ვერსია

„ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და ბევრი საზომი და ინდიკატორი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ მართვა ხდება ეფექტურად და სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი“, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსზე აქტიური ტესტირების საჭროება, ამ ეტაპზე, ამოწურულია. „რამდენი ტესტი უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო ჩარჩო. ეს დამოკიდებულია ინციდენტობის მაჩვენებელზე. როდესაც ინციდენტობა არის 5, „რამდენი ტესტი უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო ჩარჩო.

​