მედია მონიტორინგი
21 სექტემბერი
ტელევიზია
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. აქედან, ყოველდღიურად, ნახევარზე მეტი აჭარაზე მოდის. 20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის დადასტურებული 196 ახალი შემთხვევიდან, 128 აჭარაში გამოვლინდა. რამდენად მზად არის რეგიონი ინფიცირებულების მართვისთვის? უსიმპტომო პაციენტებისთვის არის კოვიდ სასტუმროები და სულ მალე იგეგმება უსიმპტომო კოვიდ პაციენტების ბინაზე მკურნალობა, რაც მინისტრმა ტიკარაძემ გასულ კვირაში დაანონსა. გუშინდელი დღიდან კოვიდ პაციენტების მკურნალობა დაიწყო ევექსის ქობულეთის ცენტრმაც.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
გურიაში კოვიდ 19-ის ტესტების პასუხებს უკვე მესამე დღეა 400-ზე მეტი ადამიანი ელოდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ ტესტების დაგვიანების გამომწვევი ლაბორატორია ბიომედიკა ჯორჯიაა. მისი განცხადებით უწყება დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მდინარაძე.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
სენაკის საჯარო სკოლა დღეიდან დისტანციური სწავლების ფორმაზე გადადის - მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სასწავლებლის ერთ-ერთ პედაგოგსა და ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. 150 ადამიანის ტესტირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი. პარალელურად, მოზარდის კონტაქტებს იკვლევენ გურიაში. კორონავირუსი გუშინ სოფელ შრომის საჯარო სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა რიცხვი ეს კვლევის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი. ამასთან, გურიის სოფელ ზოტში ადგილობრივი მოსახლეობა - 300-ზე მეტი ადამიანი უკვე მესამე დღეა ტესტის პასუხებს ელოდება. შედეგების დაგვიანება გუშინ სპეციალისტების შორის ბრალდებების მიზეზიც გახდა. 2) ახალციხეში ეპიდკვლევები გრძელდება, სადაც სარიტუალო ღონისძიება შესაძლოა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდეს.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
1. ღუდუშაურის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. შუახნის ქალი კლინიკის მიმღებში მუშაობს. ინფიციებულს შეხება ჰქონდა როგორც კლინიკის თანამშრომლებან, ისე ორსულ პაციენტებთან. პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელ არ ისურვა, გვიყვება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქში მყოფი პირების ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწიი კი კარანტინში გადიყვანეს.ექანს მეორე სამსახურიც აქვს და ალადაშვილის სახელობის კლინიკაშიც მუშაობს, თუმცა როგორც აცხადებენ 2 თვეა იქ არ მისულა. 2. სენაკის ერთ-ერთი საჯარო სკოლა დღეიდან დისტანციური სწავლების ფორმაზე გადავიდა. გადაწყვეტილება სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მას შემდეგ მიიღო, როდესაც დასწრებითი სწავლების დაწყებიდან რამდენიმე დღეში სკოლის პედაგოგსა და 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ სასწავლო დაწესებულებაში ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდა და 150 პირზე პასუხს დღეს ელოდებიან.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 3502 დადასტურებული შმთხვევაა. სპეციალისტების განმარტებით სიტუაცია საყურადღებოა თუმცა კონტროლირებადი. გურიაში ხვალ კორონავირუსზე 100-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. მათ შორის, ხვალ გახდება ცნობილი სოფელ ეკალდიდში მცხოვრებ ინფიცირებულ მოზარდთან კონტაქტში მყოფი 39 კონტაქტის ტესტის პასუხიც. ამ დროისთვის რეგიონში სულ 50 ინფიცირებული პირია. მხარის გუბერნატორის, ზურაბ ნასარაიას თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
საქართველოში კორონავირუსით 20-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა. 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თორნიკე რიჟვაძე:''არ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან მნიშვნელოვანი ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვა. ეს საშუალებას მოგვცემს მდგომარეობა დასტაბილურდეს. სიტუაცია არის მართვადი. ხდება კონტაქტების მიდევნება და ლაბორატორიული ნიმუშების აღება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ეფექტურად ვმართოთ და არ იყოს უკონტროლო გავრცელება. მზარდი დინამიკის ფონზე, იყო ერთეული ხარვეზები. მე პირადად ვეცნობი თითოეული მოქალაქის და პაციენტის მდგომარეობას. ვაპირებთ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
1. ქვეყანაში კოვიდ 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მურნალობდა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან 19 სექტემბერს გადმოიყვანეს. მასან ერთად გადმოყვანილია კიდევ 3 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა. ბოლო 24 საათგში კი 193 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემხვევათა რაოდენობა 3695-მდე გაიზარდა. 2. გურიაში კოვიდ 19-ის ტესტების პასუხებს უკვე მესამე დღეა 400-ზე მეტი ადამიანი ელოდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ ტესტების დაგვიანების გამომწვევი ლაბორატორია ბიომედიკა ჯორჯიაა. მისი განცხადებით უწყება დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მდინარაძე. მისი განცხადებით ტესტებზე პასუხების მოსამზადებლად მას 72 საათი აქვს.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოში კორონავირუსით 20-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა. 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თორნიკე რიჟვაძე:''არ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან მნიშვნელოვანი ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვა. ეს საშუალებას მოგვცემს მდგომარეობა დასტაბილურდეს. სიტუაცია არის მართვადი. ხდება კონტაქტების მიდევნება და ლაბორატორიული ნიმუშების აღება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ეფექტურად ვმართოთ და არ იყოს უკონტროლო გავრცელება. მზარდი დინამიკის ფონზე, იყო ერთეული ხარვეზები. მე პირადად ვეცნობი თითოეული მოქალაქის და პაციენტის მდგომარეობას. ვაპირებთ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
დღეს აჭარაში 92 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. სტაციონარში მკურნალობას გადის 504 პირი, ხოლო კოვიდკარანტინში იმყოფება 456 პაციენტი. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება, ამოქმედებულია ონლაინკლინიკა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა, 53 იმერეთში, 31 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში, 1 კი მცხეთა-მთიანეთში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა. „ვაპირებთ, რომ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მე პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას. იყო დაყოვნება ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის აღმოფხვრილი, სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს როგორც ლაბორატორიების ასევე დიაგნოსტიკის და ჰოსპიტალური მართვის ნაწილში.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
აჭარის მთავრობა აღიარებს, რომ რეგიონში მდგომარეობა რთულია. ამის გამო შტაბის საგანგებო სხდომაც კი მოიწვიეს, სადაც პრობლემებზე იმჯელეს და კოვიდ ინფიცირებული პაციენტების პრეტენზიები განიხილეს. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვიდ 19-ით არიან დაავადებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები, მაგრამ მოსამართლეების შესახებ ინფორმაციას მედიას არ აწვდიან. გაიზარდა კორონავირუსით დაავადებული ექიმების რიცხვიც. ნინო ნიჟარაძე: "ჩვენთან ერთად მუშაობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო".
21.09.2020
Link: 21.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ის ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა 193-ია. ვირუსის დამარცხება დღეს 40-მა პაციენტმა შეძლო. ახალი შემთხვევების უმეტესობა კვლავ რეგიონებს უკავშირდება. კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას უკავშირდება. რა ვითარებაა წითელ ზონაში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აჭარის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა რეგიონში კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით.
ინტერნეტ სააგენტო
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. „ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო აფხაზეთიდან. როცა გადმოიყვანეს, უკვე იყო ძალიან მძიმე, საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც ინფორმაცია გვაქვს, კორონავირუსი დადასტურებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეიძლება გაკეთებულიყო, პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გაკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, - განაცხადა გოჩა გიორგაძემ. გარდაცვლილი პაციენტი 60 წლის იყო.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ინგირში, განმუხურში, რუხსა და ჩხორიაში დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება. დევნილთა საცხოვრებელი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე გამოიყო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 40 პაციენტი განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორნავირუსის 3695 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 1534 განიკურნა, 20 კი გარდაიცვალა.ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3695 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - პია.ჯი
კორონავირუსისგან საქართველოში გარდაცვლილი მე-20 პაციენტი სოხუმის № 1 სკოლის მასწავლებელია, ამის შესახებ ინფორმაცია "სპუტნიკ აბხაზია“ ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის გარდა ქალს ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ფაქტი კორონავირუსისგან ადგილობრივ სტატისტიკაში არ შევა, რადგანაც „ქალი სხვა ქვეყანაში გარდაიცვალა“. სოხუმის სკოლაში, სადაც გარდაცვლილი პედაგოგი ასწავლიდა, კარანტინი გამოცხადდა. სკოლაში კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლეებიც არიან.
პრესა
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ალია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა„POSTV“-ის ეთერში განაცხადა: „ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დიზფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური მანიფესტაციებით.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ალია
თაკო ჩარკვიანი, რომლის დედასაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში წერს: „მე და ჩემი მეუღლე ვწევართ ინფექციურში, ნუ იცით რომ აქ რემონტი და რაღაც არ არის, მაგრამ უმაგრესი ექიმები, სისუფთავე, გაკრიალებული ყველაფერი (ყველა კორპუსში გარემონტებულში და ურემონტოშიც) ექთნები, პროფესიონალები პასუხისმგებლობით სავსენი არიან (მარინა ეზუგბაია – აი თქვენ ( შენ) გენიოსო მადლობა, ბატონი თენგიზ ცერცვაძე – საოცარი პიროვნება უმაგრესი პროფესიონალი, ბატონი ამირან გამყრელიძე, რომლმაც დიდი ყურადღება გამოიჩინა პირველივე დღეს, კახა ჩომახიძე – უმაგრესი მარიკა – ექიმი, თამრიკო, საოცარი მზიკო აფხაზავა, ციცო ბოცვაძე, ნინო ახვლედიანი, ნატო ქართველიშვილი, ყველა- ყველა, ვისი გვარიც გავიგე/ყველა ყველა, სასწაული ხალხია) ჩვენ უფრო ადრე წამოგვიყვანა სასწრაფომ, ხოლო დედა და თაია ცეკვავა და რიტა რევაზიშვილი სასწრაფომ გადაიყვანა რესპუბლიკურში !
21.09.2020
Link: 21.09.2020 - კვირის პალიტრა
ზუსტად ერთი კვირის წინ, ინტერვიუს დროს, ამირან გამყრელიძემ მითხრა, ჯერ ისევ მწვანე ზონაში ვართო. ამის თქმა იყო და, მეორე დღიდან მოყოლებული, ყოველდღიურად გამოვლენილ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 100-დან 200-მდე მერყეობს. მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის შედეგებსა და პროგნოზზე დღევანდელ ინტერვიუში ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე გვესაუბრება.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - კვირის პალიტრა
კოვიდინფექციამ არ იცის ასაკი, სქესი, სტატუსი და არც პარტიული კუთვნილება. კოვიდინფიცირებული უკვე არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაძე ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ კი ბოჭორიშვილის კლინიკაში. - თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ბოჭორიშვილის კლინიკაში ვარ. აქაურმა ექიმებმა ტემპერატურა მომიწესრიგეს, მკურნალობის კურსი სრულფასოვანია. მე და ლევან გოგიჩაიშვილი 6 სექტემბერს შევხვდით ერთმანეთს.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - ალია
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა ახსენა, არაერთმა ექიმმა იკითხა, რას გულისხმობს მინისტრი, როცა ამბობს, რომ უსიმპტომო პაციენტებს უნდა უმკურნალოს? მეტიც, ზოგი ექიმი ითხოვს შეწყდეს უსიმპტომო პაციენტთა მკურნალობა. როგორც ჩანს ჯანდაცვის მინისტრი არ აპირებს მოსახლეობას და ექიმებს უპასუხოს, მეტიც, როგორც თავად მიხვდებით, მას უბრალოდ არა აქვს პასუხი, რადგან სინადვილეში, არათუ უსიმპტომო პაციენტებს, იმ პაციენტებსაც კი არ მკურნალობენ, რომლებსაც სუსტად აქვთ გამოხატული სიმპტომი.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ, ბოლო პერიოდში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება.
რადიო
21.09.2020
Link: 21.09.2020 - რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით სულ ინფექციამ 20 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 193 ადამიანი დაინფიცირდა. აჭარა ვირუსის გავრცელების მასშტაბით ისევ ლიდერ პოზიციაზეა.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა–ბიზნესნიუსი 11:30
Covid 19-მა სხვა ბიზნესებთან ერთად მნიშვნელოვანი გავლენა ავეჯის მაღაზიებზეც იქონია. ფასდაკლებების მიუხედავად მათი ნაწილი გაყიდვების შემცირებაზე და უარყოფით მოლოდინებზე საუბრობს. შექმნილი ვითარება განსაკუთრებით კრიზისული ავეჯის იმპორტიორი კომპანიებისთვის აღმოჩნდა. ავეჯის მაღაზიების „ლაბორატორია ჩემი სახლის“, „კარეს“ და „მობლერის“ დირექტორი აცხადებს, რომ გაყიდვების კლება ყველაზე მეტად დაბალი ფასის სეგმენტში შეინიშნება. ემბავუდის ავეჯი კი მალე შეერთებულ შტატებში ექსპორტზე გავა. მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან უკვე დასრულდა.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 15:00
თბილისში საველე კარვების განთავსება იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითი იქნება და ის უფასოდ გაკეთდება. კონკრეტულად რა ლოკაციებზე განთავსდება თბილისის ქუჩებში საველე კარვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ამ დროისთვის აჭარის რეგიონში კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება უფასოდ შეუძლიათ. საკოორდინაციო საბჭომ აჭარის რეგიონში საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის შემთხვევების ზრდის და ზაფხულის სეზონზე აჭარაში დამსვენებლების რიცხვის მატების გამო მიიღო.
21.09.2020
Link: 21.09.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 13:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ინგირში, განმუხურში, რუხსა და ჩხორიაში დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.