მედია მონიტორინგი
19 სექტემბერი
ტელევიზია
19.09.2020
Link: 19.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
კორონავირუსი ისევ ძლიერდება. დღეს დაფიქსირებული 197 ახალი შემთხვევიდან, უმეტესობა 116 ისევ აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში. ქვეყანაში ამ დროისთვის 14 კრიტიკულად მძიმე და 70-ზე მეტი მძიმე პაციენტია. ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთის რეგიონს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაემატა.
19.09.2020
Link: 19.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება. 100 აღსაზრდელისთვის ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აშენდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. 2020-2021 წლებში 7 საბავშვო ბაღის აშენება არის დაგეგმილი. გიორგი შენგელია:"ზუგდიდში დევნილთა სააგენტოს მხარდაჭერით და დანიის ლტოლვილთა საბჭოს ჩართულობით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი შენდება". ბესარიონ სიმონიშვილი:"განსახლებასთან ერთად, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე".
19.09.2020
Link: 19.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი შაბათს 21:00
სპეციალისტები ზუსტად ვერ ამბობენ, არის თუ არა სანდო კოვიდ 19-ის სტატისტიკა, რომელსაც ყოველ 24 საათში ჯანდაცვის სამინისტრო ანახლებს. გახშირდა შემთხვევები, როდესაც სავარაუდო ინფიცირებულებს რამდენჯერმე ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მისდით. პაციენტებს ტესტი ხან დადებითს და ხანაც უარყოფითს უჩვენებს. ერთ-ერთი სავარაუდო ინფიცირებული, რომელსაც ზუსტად ვერ ეუბნებიან, არის თუ არა დავირუსებული, ვახტანგ ბარამაშვილია. ბოლოს პასუხად "გაუგებარი" მიუვიდა და ახლა ელოდება კიდევ ერთ ტესტს, რომ საბოლოოდ კოვიდ 19 ან დაუდასტურდეს და ან გამოერიცხოს.
19.09.2020
Link: 19.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00
ახალი კორონავირუსის გავრცელების ბოლო დღეებში არსებული ტენდენცია ნარჩუნდება - დღეს ქვეყანაში კიდევ 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან დიდი ნაწილი კვლავ აჭარას უკავშირდება - 116 შემთხვევა, 30 ინფიცირებული კი თბილისში გამოვლინდა. კვლავ ასზე მეტია კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი წითელ ზონაში. აჭარაში გასულ ღამეს 3 500 პირი გამოიკვლიეს, აქედან „კოვიდ-19“ 116 ადამიანს დაუდასტურდა. რეგიონში გამკაცრებულია კონტროლი.
20 სექტემბერი
ტელევიზია
20.09.2020
Link: 20.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
კორონავირუსის დღიური მაჩვენებლი ისევ 200-ს მიუახლოვდა. ქვეყანაში ახალი 196 შემთხვევაა. 3502 - ასეთია დადასტურებული შემთხვევების საეთო რაოდენობა. 196-დან 128 ისევ აჭარაა. ინფიცირებულთა შორის არიან ფეხმძიმეები, ბავშვები და ექიმები. . ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 53 შემთხვევა დადასტურდა, რაც 15 სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებალია. 195 საეჭვო სიმპტომის მოქალაქეიდან, ვირუსი 53-ს აღმოაჩნდა.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
აჭარაზე მოდის კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. კოვოდ 19 რეგიონში 128 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 196-ია. განცხადება ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთდა. იმდენად დიდია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ განახლებული ინფორმაცია შემთვევების შესახებ, მედიკოსები ვერ ამბობენ, რომელ წყაროს მიეკუთვნება ესა თუ ის შემთხვევა. 2. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
1. გურიაში კორონავირუსზე 400 ადამიანიტესტის პასუხს მეორე დღეა ელოდება, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრსა და ალაბორატორიას ახლა ერთმანეში დავა აქვთ, რის გამოც არაა გამორიცხული კოვიდტესტებმა კიდევ დაიგვიანოს. დღეს დილით ტვ პირველს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ უთხრა, რომ ლაბორატორია, რომელიც ტესტების პასუხებზეა პასუხისმგებლი და რომელიც ეკუთვნის ქართული ოცნების დეპუტატს, დავით მდინარაძეს ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ამის გამო არ არის გამორიცხული ახალი ლაბორატორიის მოძებნა გახდეს საჭირო.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აქედან 10 აჭარაში, 1 რუსთავში დაფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის არიანდ აცვის პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. 400 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან გურიაში. არჩილ თალაკვაძე: თქვენ ახლა იმყოფებით ქართული ოცნების ოფისთან, ეს არის ვასილ ჩიგოგიძის შტაბზე და როცა კითხვები გაქვთ, როცა პარტიის ოფისში მოდიხართ, პარტიულ საკითხებზე შეგვიძლია გიპასუხოთ. ჯანდაცვის საკითხებზე კომპეტენტურია ჯანდაცვის სამინისტრო.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - ფორმულა - დროება
ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1533 ადამიანს დაუდასტურდა. ეს 10 დღის მაჩვენებელი ქვეყანაში მთლიანობაში დაინფიცირებული ადამიანების თითქმის ნახევარს შეადგენს. სექტემბრის თვის ინფიცირების დინამიკა საკმაოდ მზარდია, თუმცა მთავრობის წარმატებული მენეჯერი გვეუბნება, რომ საგანგაშო არაფერია და სიტუაციას აკონტროლებენ. როგორც ჩანს მთავრობა პანდემიის დაწყებისას არჩეულ სტრატეგიას დააწესოს მკაცრი რეგულაციები, ჩაკეტოს ქვეყანა და გააჩეროს ეკონომიკა აღარ მიმართავს.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
ვინ არის და ვინ არა გურიაშ ინფიცირებული ამას მეორე დღეა ვერ ადგენენ. ტესტის პასუხს 400 ადამიანი ელოდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლაბორატორია იმაზე დაობენ ვინ უფრო სუსტია და ვინ უფრო ძლიერი. გუბერნატორი დღეს ვალდებული გახდა დამატებითი ზომები მიეღო და გურიის ცენტრის უფროსი კაბინეტში დაიბარა. დღეს ქვეყანაში 196 ახალი შემთხვევა დაფისირდა, მათ შორისაა შსს-ს 11 თანამშრომელი.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - იმედი - იმედის კვირა
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა კარანტინი ისევ გამოცხადდეს და ქვეყანა ამის ზრვარზეა. ასევე ცნობილი გახდა, რომ უზბეკეთის პრემიერ მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა. სომხეცში 60მდე ახალი შემთხვევაა გამოვლენი. საქართველოში იცით, რომ 196 ახალი შემთხვევა გამოვლიონდა, რომ გითხრათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს თქო, მოგატყუებთ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ ვიტარებას განვიხილავთ, ისევ ვრჩებით მწვანე უსაფრთხო ქვეყნების სიაში. 6. გადაცემაში გვიერთდება სიუჟეტის ავტორი ქეთი ფარცხაკლაძე. მისი თქმით, 179 ვაქცინა გადის ამჯერად შემოწმებას. ვაქცინის შემოწმებას 8 წელი ჭირდება, თუმცა ამ ვაქცინაზე მუსაობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
19 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
19.09.2020
Link: 19.09.2020 - პია.ჯი
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები შენდება. 100 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღიჭურვება. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ხონსა და სენაკში 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
19.09.2020
Link: 19.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
17-18 სექტემბერს, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 8 778 საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტი მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული ახალი რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს.
19.09.2020
Link: 19.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები შენდება. 100 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღიჭურვება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
19.09.2020
Link: 19.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
შემოსავლების სამსახურმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად აღასრულონ შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი კონტროლის მექანიზმები და შეზღუდვები. „ 17-18 სექტემბერს, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 8 778 საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტი დაათავლიერეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული ახალი რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს.
19.09.2020
Link: 19.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები შენდება. 100 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღიჭურვება. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ხონსა და სენაკში 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
19.09.2020
Link: 19.09.2020 - კომერსანტ.ჯი
კვირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერსო სტატია კომერსანტისგან. 2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილება მაშინ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დღეს 520-ე დადგენილება აღარავის ახსოვს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როცა 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სამინისტოში ახსოვდათ, უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული. „კომერსანტი“ დაინტერსდა 10 თვის შემდეგ რა შედეგები მოუტანა 520-ე დადგენილებამ კლინიკებს.
20 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
20.09.2020
Link: 20.09.2020 - რეგინფო.ჯი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა. პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 3502 ადამიანს დაუდასტურდა. დღეს კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1494 გახდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1780 აქტიური შემთხვევაა. გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. წინა დღეების სტატისტიკა კი ასეთია: 18 სექტემბერი – 182; 17 სექტემბერი – 179; 16 სექტემბერი – 196; 15 სექტემბერი – 170; 14 სექტემბერი – 165; 13 სექტემბერი – 152; 12 სექტემბერი – 158; 11 სექტემბერი – 87.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
გურიაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ,კოვიდ- 19 ოზურგეთის მცხოვრებს დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ,,ამ დროის მონაცემებით გურიაში გვაქვს 49 შემთხვევა, ერთი დღეს დაგვემატა, აქედან ყველაზე მეტად ყურადღებამისაქცევი არის ზოტი და ლაითური. ზოტში გუშინ ვიმუშავეთ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად. 49 კონტაქტი დავადგინეთ გუშინდელი ინფიცირებულების, რომელთანაც გვექნება სამუშაო, ამ 12 დღის განმავლობაში.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათვე ცნობით, გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში. „გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ახორციელებს.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - პია.ჯი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ინგირში, განმუხურში, რუხსა და ჩხორიაში დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე გამოიყო.
20.09.2020
Link: 20.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ინგირში, განმუხურში, რუხსა და ჩხორიაში დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება. დევნილთა საცხოვრებელი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე გამოიყო.