მედია მონიტორინგი
17 სექტემბერი
ტელევიზია
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
179 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქედან 126 აჭარაში გამოვლინდა. ახალ კლასტერებთან და ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით განცხადებას მარინა ეზუგბაია აკეთებს. 2. გამკაცრებული ზომებია წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში. კოვიდშემთხვევების მატების გამო ბათუმის შესასვლელ-გასასვლელში ბლოკპოსტებია მოწყობილი, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ამირან გამყრელიძეც ესწრება. აჭარაში კლინიკა ევექსის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკა დაკეტილია.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში დღეს კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი. ახალი პაციენტების უმეტესობა ისევ რეგიონებს უკავშირდება, თბილისს კი, მხოლოდ 15. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 1 488 კოვიდინფიცირებულიდან ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 70-მდე ინფიცირებული კი მძიმედ ფასდება. „ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის 2 937 დადასტურებული შემთხვევა.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00
აჭარაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ბიზნესასოციაციებს მონიტორინგის გამკაცრების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, სექტორული ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინსპექტირების პროცესში მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოში კიდევ 179 კოვიდ-დადებითი პაციენტია. ყველაზე მეტი ინციფირებული ისევ წითელ ზონაშია. აჭარაში ბოლო მონაცემებით 126 ინფიცირებული მოდის. „ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 32 დადასტურებული პაციენტი. ამ 32 დადასტურებული პაციენტიდან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე პაციენტია.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
მკაცრი რეგულაციები ბათუმში. ზღვისპირა რეგიონებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. ყველა, ვინც დატოვებს ან შევა ბათუმში, თერმოსკრინინგს გაივლის. ასევე გააკონტროლებენ დისტანციასა და პირბადეების გამოყენებას. 2. გურიაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი არასრულწლოვანია. ყველაზე პატარა კოვიდინფიცირებული ორი წლისაა. პაციენტებს შორის არის 13 წლის მოზარდიც. 3. ოკუპირებული აფხაზეთიდან ოთხი ახალი ინციფირებული პაციენტი დაემატა რუხის საავადმყოფოს. ჯამში კლინიკაში 61 პაციენტი მკურნალობს.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
1. საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ აჭარაა. რეგიონში ბოლო 24 საათში 126 შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ 19 დაუდასტურდა ევექსის ბათუმის პოლიკლინიკის სამ თანამშრომელს.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
წითელ ზონაში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ორი ადვოკატის კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს. ამასთან, 12-მდე გაიზარდა კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა ბათუმის სამშობიაროში. პარალელურად, რეგიონში რჩება და არსებულ ვითარებას ეცნობა ჯანდაცვის მინისტრი. ბათუმის საქალაქო სასამართლო დისტანციურ რეჟიმში მუშაობას იწყებს.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 179 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინში 6633 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარებში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია. 2. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო აჭარაში მეორე დღეა ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებიან.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
დღეს "აირაიმ" კვლევის შედეგები გაასაჯაროვა - ამ კვლევის დეტალებზე ვისაუბრებთ "დღის ამბებში 16.00ზე" , მანამდე კი მთავრობის მთავარ მიღწევად გამოკითხულთა ნაწილი კოვიდთან ბრძოლას ითვლის.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ცოტა ხნის წინ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მოინახულა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარის მთავარ კოვიდ-მიმღებ ცენტრში ამ დროისთვის 156 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ვირუსი დაუფიქსირდათ ევექის კლინიკის თანამშრომლებსაც.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
მკაცრი რეგულაციები ბათუმში. ზღვისპირა რეგიონებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. ყველა, ვინც დატოვებს ან შევა ბათუმში, თერმოსკრინინგს გაივლის. ასევე გააკონტროლებენ დისტანციასა და პირბადეების გამოყენებას. 2. თსუ-ს სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, კოვიდ 19 დაუდასტურდა. საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღეს და კარანტინში გადაიყვანეს. 3. საქართველოში კოვიდ დადებითი კიდევ 179 ახალი პაციენტია. ყველაზე მეტი დაინფიცირებული წითელ ზონაშია. აჭარაში ახალი ინფიცირება 125 ადამიანს დაუდასტურდა.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00
წითელ ზონაში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ორი ადვოკატის კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს. ამასთან, 12-მდე გაიზარდა კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა ბათუმის სამშობიაროში. პარალელურად, რეგიონში რჩება და არსებულ ვითარებას ეცნობა ჯანდაცვის მინისტრი. ბათუმის საქალაქო სასამართლო დისტანციურ რეჟიმში მუშაობას იწყებს.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომა გაიხსნა. მინისტრთა კაბინეტის წევრებს სიტყვით პრემიერმა მიმართა. საუბრისის მთავარი თემა კოვიდ 19 და ქვეყანაში არსებული ვითარებაა. რას აპირებს მთავრობა? "დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ჩაკეტვები და მკაცრი ზომები აღარ იქნება" - განაცხადა გახარიამ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ აჭარაშია, რეგიონში კიდევ 126 ადამიანი დაინფიცირდა. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ აჭარაა. ბათუმში 121 შემთხვევაა გამოვლენილი, ქედაში ერთი, ქობულეთში - 3, ხოლო ინფიცირების ერთი ფაქტი დაფიქსირდა ხულოში. ამ ეტაპზე, ბათუმის სამშობიარო სახლში სულ 13 კორონავირუსით ინფიცირებული ორსულია მოთავსებული.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
1. კოვიდ 19 დღეს კიდევ 179 ადამიანს დაუდგინდა. გუშინდელთან შედარერბით ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. 17 სექტემბრის მონაცემებით ჯამში 2937 დადასტურებული შემთხვევაა არრიცხული. რაც შეეხება განკურნებულებს, დღეს კლინიკებიდან კიდევ 10 პაციენტი გაეწერა. ვირუსი სულ 1422-მა პაციენტმა დაამარცხა. 2. ბათუმში მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა. ქალაქში შემსვლელი და გამოვსლელი ყველა მოქალაქე მკაცრად კონტროლდება. პროცესში ჩრთულები არიან სამართალდამცველები.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად ეპიდვითარება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები აღარ იგეგმება, პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები. პრემიერი ამბობს რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენა და ეს შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვის პირობებში.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
წითელი ზონა ისევ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა. ეპიდსიტუაცია ზღვისპირეთში ისევ რთულია. 126 ინფიცირებულიდან 121 ბათუმში, 1 ქედაში, 3 ქობულეთში და 1 ხულოში დაფიქსირდა. რეგიონში ახალი კლასტერი არ გაჩენილა, თუმცა არსებულები ფართოვდება.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
კორონავირუსმა თბილისის მერიაშიც შეაღწია. ინფექცია მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს დაუდასტურდა. ცვლა, ვისთან ერთადაც ინფიცირებული მუშაობდა, იზოლაციაში გადავიდა. ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, ინფიცირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - კავკასია - დღეს 19:00
კორონავირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა კვლავ რეკორდულ მაჩვენებელზეა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფექციის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3000-ს მიუახლოვდა. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების მიუხედავად, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი აბობს, რომ საქართველო მწვანე ზონად რჩება.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეეხო რეგიონში არსებულ პრობლემებს. ჯანდაცვის სმაინისტრომ მხოლოდ ახლა დაიწყო რიგი პრობლემების მოგვარება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარში ლაბორატორიები გარკვეული სიმძლავრისაა და ილუზია არ უნდა ჰქონდეს არავის რომ პრობლემა 6 თვეში მოგვარდება. ევროპული საქართველოს წევრი ვახტანგ კალოიანი გეგმას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რათა კორონავირუსის მასშთაბური გავრცელება არ მოხდეს. კალოიანის განცხადებით, ხელისუფლებამ დიდი დრო დაკარგა.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ქვეყანა მწვანე ზონად რჩება, ამიტომ მთავრობა არც სრულ ჩაკეტვას და არც სხვა შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. ეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობსი სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა. უფრო მეტიც. დღესვე გაირკვა, რომ პირველი ოქტომბრიდან რიგის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები შესრულდება.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
აჭარა კვლავ ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია. დღეს დადსტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება. გრძელდება მასობრივი თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია კონტროლი. ქვეყნის მასშტაბით გასულ დღე-ღამეში 12 000-მდე ტესტი ჩატარდა. ვირუსი დაუდასტურდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. კონტაქტები იზოლაციაში გადაიყვანეს. აქტიურად განიხილება ბინაზე მკურნალობის პრაქტიკაც.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
უკვე ორი დღეა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონსტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აჭარაში იმყოფებიან. აჭარა კვლავ წითელ ზონად რჩება, თუმცა სიტუაცია დარეგულირებისკენ მიდის. მეორე დღეა ბათუმის შესასვლელში ბლოქ პოსტებია განთავსებული. თერმოსქრინინგი მიმდინარეობს ქალაქშიც. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით რეგიონში მომლოდინე პაციენტების პრობლემა აღარ დგას და საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია დამატებითი საწოლები. ეკატერინე ტიკარაძე: "სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გვესაჭიროება გარკვეული დაკვირვება თუ როგორი იქნება ინფიცირებულთა რიცხვი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში." ახალ ინფიცირებულთა შორის არიან მედიკოსებიც. კოვიდ 19-ით ბათუმში ევექსის 3 თანამშრომელი დაინფიცირდა.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება. ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ ანონსებს. საქართველოში ვირუსის სამნიშნა მატებაა. რთული ვითარება კვლავ აჭარაში რჩება. COVID 19 - გასცდა ბათუმს და ააღწია მწვანე ზონაში, მთიან აჭარაში. ინფიცირებულ პაციენტებს რეგიონში 7 კლინიკა იღებს, საავადმყოფოში 345 -მდე ადამიანი მკურნალობს გაიზარდა. 187 ინფიცირებული კი კარანტინშია. აჭარაში არსებულ ვითარებას დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. მეორე დღეა, ბათუმის შესასვლელსა და გასასვლეში მოქალაქეებს ტემპერატურას უსინჯავენ ეკატერინე ტიკარაძე: "ამ ეტაპისთვის კოვიდ კლინიკების დატვირთულობა წარმოადგენს 50%-ს."
17.09.2020
Link: 17.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში უკვე 30 მილიონს გადასცდა, აქედან საქართველოს წილი 2 934-ია. შედეგად, ქვეყანა საერთაშორისო მაჩვენებლებით 140-ე ადგილზეა და ინარჩუნებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის, დაღუპულთა დაბალი სტატისტიკით კი უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარის რეგიონს უკავშირდება.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
1. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება. ამის შესახებ "სპუტნიკი" ე.წ. ოპერატიულ შბატზე დაყრდნობით იუწყება.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - I არხი - აქტუალური თემა
კოვიდ 19“ და კონსპირაციული თეორიები - რას ეფუძნება ჩვენი ცოდნა კორონავირუსის შესახებ. სტუმრები: ირა ჭელიძე – სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი დავით ლიკლიკაძე – ჟურნალისტი მარი მალაზონია – ექიმი, გადაცემა „პირადი ექიმის“ წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე – „წიგნების თაროს“ წამყვანი, მწერალი ეკა კოტრიკაძე – ბიოლოგიის და ტელესკოლის პედაგოგი ნანა მამულაშვილი – ფსიქოლოგი მერაბ წულუკიძე – პირველი არხის ჟურნალისტი.
18 სექტემბერი
ტელევიზია
18.09.2020
Link: 18.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ექიმთან მისვლისას ბიუროკრატიული ბარიერების, ექიმის კომპეტენციისა, თუ რიგებთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოხსნის იდეით 27 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდმა საქართველოში ახალი კლინიკა "რეიმანის" დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების გამოცდილებით შექმნილი საოჯახო მედიცინის ცენტრია. რეიმიანის მიზანი, ქართულ აბზარზე პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა, ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, მათი დროის დაზოგვა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.
18.09.2020
Link: 18.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
კორონავირუსიმესამე დღეა წითელ ზონაში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი. მოწმდება ბათუმში შემსვლელი და გამომსვლელიც. მოსახლეობა თერმოსკრინინგს გადის. იმ შემთხვევაში თუ პიროვნებას დაუდასტურდება კორონავირუსი, სამართალდამცველები უზრუნველყოფენ მათ გადაყვანას კოვიდ-ცენტრში. 2. ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებული ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 3. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მოსახლეობას ისევ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, მომატებული შემთხვევბის ფონზე, პანიკის საფუძველი არ არის.
18.09.2020
Link: 18.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
რეგიონებში კიბოს სკრინინგის უფასო გამოკვლევები გრძელდება . ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა, მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით ხაშურის ჰოსპიტალის ბაზაზე ძუძუს უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. მოსახლეობას, ასევე, საშუალება ჰქონდა საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო გამოკვლევები ჩაეტარებინათ. კახა ხელაძე: "ღონისძიება ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს".
17 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი წინასაარჩევნო კამპანიისას გადახვევას და კოცნას არასასურველად მიიჩნევს. ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციები გასაგებია, თუმცა ის უნდა დავძლიოთ. „არ არის სასურველი, ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველი, უნდა გადავეჩვიოთ. „გახსოვთ, გაზაფხულზე იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც და არ ვეხუტებოდით. შევიკავოთ თავი დღესაც. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ინფო9
გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, ეპიდვითარებიდან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდში რამდენად რეკომენდირებულია, როდესაც კანდიდატები ამომრჩევლებს ეხუტებიან, ამირან გამყრელიძე პასუხობს „ამ პერიოდშიც არ არის ეს სასურველი, გადავეჩვიოთ“.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ინფო9
საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონების მიხედვით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება. „ახალ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გვაქვს 2,63. მწვანე ზონაშია მთლიანად ქვეყანა, მწვანე ზონის ზღურბლი ჩვენთვის გახლავთ 5 და შემდეგ მოდის ყვითელი, უფრო საფრთხილო ზონა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე ნახევარ მილიონზე მეტი “პისიარ” ტესტია ჩატარებული. “ქვეყანაში უკვე ნახევარ მილიონზე მეტი “პისიარ” ტესტია ჩატარებული, ასევე, 297 000 სწრაფი ტესტი. მიუხედავად შემთხვევების გარკვეული ზრდისა, ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები”, – აღნიშნა გამყრელიძემ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - კვირა.ჯი
“ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს, თქვა – პირბადე უფრო ძლიერი დაცვის საშუალებაა, ვიდრე შეიძლება, გახდეს ვაქცინა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, აჭარაში სიტუაცია კონტროლირებადია. მისი თქმით, 500-ზე მეტი საწოლფონდია მობილიზებული. "სიტუაცია კონტროლირებადია და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე და მიკვლევადობა ბევრად უფრო გაუმჯობესებულია. რაც შეეხება საწოლფონდს, მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ყველა ჰოსპიტალის წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდინფექციის მართვით პროცესში არიან ჩართული.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსთან მიმართებით რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე, აჭარაში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. „აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსთან მიმართებით რიცხვების კლება იკვეთება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ტაბულა.ჯი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, სტუდენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობა აჭარიდან დაიწყება. გამყრელიძის თქმით, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ტრენინგები კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც აღნიშნული პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება. „განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევების სახლში, ბინაზე მკურნალობა მიღებული პრაქტიკაა და ამას აჭარიდან ვიწყებთ. მემგონი, სულ მალე იქნება შესაძლებელი. ხვალ, ზეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ამასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდებათ და მალე დაიწყება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, აჭარაში სიტუაცია კონტროლირებადია. მისი თქმით, 500-ზე მეტი საწოლფონდია მობილიზებული. "სიტუაცია კონტროლირებადია და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე და მიკვლევადობა ბევრად უფრო გაუმჯობესებულია. რაც შეეხება საწოლფონდს, მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ყველა ჰოსპიტალის წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდინფექციის მართვით პროცესში არიან ჩართული.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, აჭარაში სიტუაცია კონტროლირებადია. მისი თქმით, 500-ზე მეტი საწოლფონდია მობილიზებული. "სიტუაცია კონტროლირებადია და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე და მიკვლევადობა ბევრად უფრო გაუმჯობესებულია.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - პია.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსთან მიმართებით რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე, აჭარაში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. „აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსთან მიმართებით რიცხვების კლება იკვეთება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო ზომები იქნება მიღებული, სადაც მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - კომერსანტ.ჯი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მაია მიქაიას განცხადებით, სილამაზის სალონებში არსებული რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება. როგორც მიქაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ინსპექტირების სამსახურებმა ქვეყნის მასშტაბით ყველა სილამაზის სალონი უკვე შეამოწმეს და მონიტორინგის პროცესი კვლავ გრძელდება.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - მედიანიუს.ჯი
ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო ზომები იქნება მიღებული, სადაც მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ. " ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ტაბულა.ჯი
“მეტად მკაცრი მიდგომების საჭიროება არ დამდგარა, თუ ჩვენ ამას დავინახავდით, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ არ დავიხევდით ამ ნაბიჯების გადადგმაზეც უკან, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ დღესდღეობით, მეტად უფრო გამკაცრება საჭირო იყო. ჩვენ გვაქვს კიდევ წინ შემოდგომა-ზამთრის თვეები, როდესაც მოლოდინი გვაქვს სეზონური ვირუსების გავრცელების, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობა მორალურად მზად შეხვდეს მას და ისწავლოს თანაცხოვრება კორონავირუსთან ” ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ხომ არ იყო საჭირო უფრო მკაცრი მიდგომები თუნდაც აჭარასთან მიმართებით.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ტაბულა.ჯი
"საფრთხე, რა თქმა უნდა, რჩება და საფრთხის სირთულე არ შეცვლილა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიცვალა ცოდნა ამ საფრთხის მიმართ" - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვას, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, რატომ არ წესდება მკაცრი შეზღუდვები მაშინ, როცა გაზაფხულზე ბევრად ნაკლები შემთხვევის დროს, კომენდანტის საათი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იყო გამოცხადებული. "დღესდღეობით ყველა ქვეყანა ერიდება, რომ გამკაცრებისკენ ნაბიჯები გადადგას, ვინაიდან, ჩვენ ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება თითოეული ქვეყნისთვის. ჯანდაცვის სისტემაშიც მოხდა გარკვეული ცოდნის დაგროვება. ნებისმიერ ვირუსთან თუ დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ცოდნა, რათა გადაიდგას სწორი ნაბიჯები, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ იკურნებიან პაციენტები და რა მეთოდოლოგიაა ყველაზე გამოყენებადი, ყველაზე ეფექტური იმისთვის, რომ არ გვქონდეს ლეტალური შედეგი" - თქვა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა, რითიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 14-დღიანი საკარანტინო ვადა არ უნდა შეიცვალოს. პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში კარანტინში ყოფნის ვადის ცვლილება არასწორად იქნა გაგებული.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ბათუმში ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში, ტაქსსა თუ მიკროავტობუსში რაც მე ვნახე, კიდე კარგი, უარესი არ მოხდა ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის გახსნის პირობებშიც კი ოდნავ უკეთესი ვითარება იქნებოდა, მოქალაქეებს 400 -კაციანი ქორწილებისთვის თავი რომ აერიდებინათ.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - კომერსანტ.ჯი
არ გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოს მასშტაბით ტესტირება გავზარდოთ 10 000-მდე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებთან შეთანხმებით, ტესტირება არამხოლოდ 10 000-მდე, არამედ 15-20 ათასამდე გაიზრდება. „ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების ინციდენტობას, ასევე ინფექციის რეალურ დროში გავრცელების კოეფიციენტს და ტესტირების შედეგად გამოვლენას. არ გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოს მასშტაბით ტესტირება გავზარდოთ 10 000-მდე. თუმცა, აჭარაში დადგა საჭიროება, გაგვეზარდა ტესტირება. რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და აჭარაში გაიზარდა ტესტირება.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - ინფო9
თუ შენ დადასტურებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8- დღიანი კარანტინი",-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. იმნაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 14-დღიანი საკარანტინო ვადა არ უნდა შეიცვალოს.
17.09.2020
Link: 17.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 17 სექტემბერს კორონავირუსი თბილისის მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს დაუდასტურდა, მასთან ერთად მომუშავე ცვლაში მყოფი პირები კი იზოლაციაში გადავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერიაში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები. მერიაში კი აცხადებენ, რომ ინფექციის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ცნობისთვის, დღეს 17 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 179 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
18 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
18.09.2020
Link: 18.09.2020 - პია.ჯი
ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლებმა, რომელთა უმეტესობა დევნილია, გზა გადაკეტეს. საპროტესტო აქცია საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ დევნილთა სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ. ადგილობრივების თქმით, ისინი 72 ოჯახისთვის ბინების სასწრაფოდ დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმის წარმოაბა დაწებულია და დაკანონების პროცესს დრო სჭირდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
18.09.2020
Link: 18.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით აჭარაში ზაფხულის განმავლობაში ისეთი სიტუაცია იყო, რომ უარესსაც ელოდა. ამის შესახებ მან პალიტრანიუსთან საუბარში განაცხადა. "მე თვითონ მქონდა შესაძლებლობა, ერთი-ორჯერ ვიყავი აჭარაში ზაფხულის განმავლობაში და ძალიან კარგად იცვებოდა ყველა წესი, მაგრამ რომ გახვიდოდი ქალაქში, ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში იქნებოდა, თუ ტაქსი იქნებოდა, თუ მიკროავტობუსი, რაც მე ვნახე, კიდევ კარგი, უარესი არ მოხდა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
18.09.2020
Link: 18.09.2020 - კომერსანტ.ჯი
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა.