From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 16-17 სექტემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 17.09.2020 10:05
Attachments :

მედია მონიტორინგი

16 სექტემბერი

ტელევიზია

კოვიდ 19

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1

დღეს დილით საქ-ში დადასტურდა კორონა ვირუსის 196 ახალი შემთხვევა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლია. ამწუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა მიმდინარეობს. ნათია მეზვრიშვილი: ,,„კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია, მათ შორის ბათუმში, უფრო კონცენტრირებულად. კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება.

ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

16.09.2020

Link:    16.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00

ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს წევრების განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება, მათ შორის არც ბათუმში. აჭარა საყურადღებო რეგიონად რჩება, დღესაც „კოვიდ-19“-ის ახალი 196 შემთხვევიდან უმეტესობა, ანუ 144 სწორედ წითელ ზონას უკავშირდება.

კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

საქართველოში გამოვლენილი ინმფიცირების 74% აჭარას უკავშირდება. გართულებული ეპიდ-ვითარების გამო, ბათუმში ჯანდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებიან. ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ აჭარაში დამატებით სამედიცინო პერსონალის მობილიზება გახდეს საჭირო. ეკატერინე ტიკარაძე:" აჭარაში მობილიზებულია დღეს 400-მდე საწოლი და კიდევ დაემატება 170 საწოლი იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტების უწყვეტი მართვა". 2. ბოლო 24-საათში კორონავირუსი 196 შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდ 19

16.09.2020

Link:    16.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ახლა კი კორონა ვირუსი და პანდემიით გამოწვეული პრობლემები. ეპიდ.აფეთქების მიუხედავად ბათუმი ისევ არ ჩაიკეტება. ახალი სტასტიკის შედეგებზე დღეს კიდევ ერთხელ ისმჯელეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე. სხდომა ერთდროულად გაიმართა თბილისსა და ბათუმში. საბჭოს წევრებმა ინფორმაცია გაცვალეს ონლაინ რეჟიმში.

კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე კონტროლი წესდება. მიზეზი ქალაქში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში კორონავრიუსის 145 შემთხვევა სწორედ აჭარაზე მოდის. ბათუმის შესასვლელებთან მოეწყობა ბლოკპოსტები და ყველა მგზავრს დაუზომავენ სიცხეს.

კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი იმუშავებს.

გამკაცრებული რეგულაციები

16.09.2020

Link:    16.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც რეგიონში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის.

ინფიცირებული პოლიციელები

16.09.2020

Link:    16.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

კორონა ვირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

საქართველოში დღეს კორონა ვირუსის 156 შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესობა, 145 აჭარაში. ეპიდემიოლოგების თქმით, სხვა რეგიონებში ვირუსის გავრცელება კლებულობს, დედაქალაქი კი სტატისტიკის ზომიერ მატებას ინარჩუნებს. კორონა ვირუსი დაუდგინდათ სამხედრო მოსამსახურეს.

კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში.

"დღის ამბები" - კორონავირუსის გავლენა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 18:00 ტვ 1

დღეში თითქმის 200-მდე შემთხვევა, სტატისტიკა რომელიც ყოველდღე ახალ პიკს სთავაზობს და კვლავ მწვანე ფერი ე.წ კორონავირუსის შუქნიშანზე. ხელისუფლება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვეუბებიან, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. აჭარაში კვლავ რთული ვითარებაა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ შესაძლოა პერსონალის დამატება გახდეს საჭირო.

აჭარაში COVID-19-ის მზარდი შიდა გავრცელების გამო რეგულაციები მკაცრდება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ბათუმში ეპიდაფეთქებაა - აჭარის რეგიონში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის 74%-ია. რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი არ ამოქმედდება, თუმცა მზარდი შიდა გავრცელების გამო რეგულაციები მკაცრდება. ბათუმში შესასვლელთან სპეციალური პუნქტი მოეწყობა, სადაც ოპერატიული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს. ქალაქში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. ტესტირებას მხოლოდ ის ადამიანები დაექვემდებარებიან, ვისაც შემოწმების შემდეგ ტემპერატურა დაუდგინდება.

ჭარაში შესაძლოა ახალი ცხელების ცენტრი ამოქმედდეს

16.09.2020

Link:    16.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

აჭარაში ისევ მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მიმართვიანობა იმდენად გაზრდილია, რომ უკვე გაჩნდნენ მომლოდინე პაციენტები. სწორედ ამიტომ რეგიონში ახალი ცხელების ცენტრის ამოქმედებაზე მსჯელობენ. იქ არიან ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და ამირან გამყრელიძე. ახლა მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადგილობრივ მედიკოსებს ხვდება.

ეპიდემიოლოგიური ვითარება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - I არხი - მოამბე 18:00

საქართველოში კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა რეგიონებს უკავშირდება, 28 კოვიდინფიცირებულია თბილისში. ეპიდემიოლოგების განცხადებით, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში შეიმჩნევა ინფექციის გავრცელების ლოკალიზება, მათი რაოდენობა ადგილებზე არ იზრდება. გაზრდილია ტესტირების მაჩვენებელი და შემცირებულია ვირუსის აგრესიულობა. საქართელო მწვანე ზონად რჩება.

კორონავირუსი და საქართველო

16.09.2020

Link:    16.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა. უმეტესობა აჭარაშია, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელში კარვები განთავსდა, სადაც მოსახლეობას შეამოწმებენ. რეგიონებში მკაცრდება რეგულაციები. დღეს შეხვედრები ჩატარდა ბათუმში. განცხადებები გააკეთეს გიორგი გახარიამ, ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ.

კორონა ვირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

პანდემია და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა, როგორია ვითარება კლინიკებში, რამდენი საწოლია ქვეყანაში კოვიდ პაციენტებისთვის და რამდენად მზად ხვდება კოვიდ 19-ის ახალ ტალღას ჯანდაცვის სისტემა. ამ თემაზე ვსაუბრობთ გადაცემის მეორე ნაწილში, ჩემი თანწამყვანი ჯიპას კანცლერი და ბიზნესკვლევების სახლის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილია, ჩვენს კითხვებს კი ევექსი ჰოსპიტალების გენერალური დირექტორი, ბატონი გიორგი მინდიაშვილი უპასუხებს.

კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

1. კორონავირუსის მორიგი რეკორდი-16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 196 ახალი კოვიდდადებითი პაციენტია. უმეტესი ნაწილი ქვეყნის წითელ ზონაში-აჭარაზე მოდის. აჭარაში კორონავირუსი საკონდიტრო "დონას" კლასტერიდან გავრცელდა. ამ კლასტერს ეკუთვნის საქართველოს ბანკის სოლო ბანკის დაინფიცირებული თანამშრომელი, ასევე ბათუმის იუსტიციის სახლის კოვიდ დადებითი თანამშრომელი. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ბათუმის "ართუ ბანკის" ფილიალშიც.

კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

იტყუება თუ არა მთავრობა, როცა ამბობს, რომ ქვეყანა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს - ამ კითხვას უკვე ღიად სვავენ ოპოზიციასა და საექსპორტო წრეებში. გატესტილი მოსახლეობიდან ვირუსი 2%-ს დაუდასტურდა, თუმცა დღეისთვის ეს უკვე რეკორდული მაჩვენებლის პიკია. გაიქცა თუ არა ვირუსის მართვაზე კონტროლი?! მთავრობა ირწმუნება, რომ კრიზისი არც წითელი ზონის აჭარაშია, თუმცა იქ უკვე პაციენტებს სასტუმროში მკურნალობენ. ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ აჭარაში საწოლების რიცხვი გაიზრდება. ეკატერინე ტიკარაძე: "აჭარას კიდევ დაემატება 160 საწოლი"

დამცავი ფარებით შეიარაღებული კომისიის წევრები და კაბინები ფარდების გარეშე - როგორი იქნება 2020 წლის არჩევნები პანდემიის პირობებში

16.09.2020

Link:    16.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

არჩევნები საქართველოში პანდემიის ფონზე ჩატარდება. უფრო მეტიც - შესაძლოა, ის კორონავირუსის მეორე ტალღის პიკს დაემთხვეს. ამიტომ, პასუხისმგებლობის დიდი წილი უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზეც ნაწილდება. ცესკოს ახალი წესები უკვე შემუშავებული აქვს. ყველა პრევენციული ზომა, რაც აქამდე ვიცოდით საარჩევნო უბნებზეც გავრცელდება. უკვე ცნობილია, რომ 31 ოქტომბერს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაკარგავს.

კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - კავკასია - დღეს 19:00

აჭარა - 144, თბილისი - 29, იმერეთი - 8 - კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი ქვეყანაში. ბოლო 24 საათში ინფექცია 186 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირე ბულების 76% აჭარაზე მოდის, ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალი, 15მდე არასრულწლოვანი და ორსულები.

ახალი კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00

აჭარაში დამატები ზომების მიღება ხდება საჭირო. რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და შესაბამისად, კლასტერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც დღეიდან ეპიდემიოლოგიური კონტროლი მკაცრდება. იწყება რეგიონში შემსვლელთა და გამომსვლელთა თერმოსკრინინგი, რისთვისაც სპეციალური პუნქტები მოეწყობა.

კორონავირუსი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

კორონავირუსის კიდევ ერთი საგანგაშო მონაცემი-24 საათში 196 ადამიანი დაინფიცირდა. უკონტროლო გავრცელებასთან ერთად იზრდება ახალი კლასტერების ეაოდენობაც. ვირუსმა ჯარშიც შეაღწია. ინფიცირებულია სენაკის მეოთხე ბრიგადის ჯარისკაცი. წითელ ზონად რჩება ბათუმი. ადგილზე შსს ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში ზედამხედველობას უწევს საკონტროლო პუნქტებზე მოქალაქეების შემოწმებას.

 

17 სექტემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

17.09.2020

Link:    17.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. მკაცრი რეგულაციები ბათუმში. 2. ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული 196 ახალი შემთხვევიდან 145 გუშინ აჭარაში გამოვოვლინდა. 3. საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტებით აჭარა წითელ ზონად ჯერ არ არის გამოცხადებული - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. 4. 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გურიაში, მათგან 2 არასწრულწლოვანია. 5. 4 ახალინ კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 6. ქუთაისის ინფექციურ საავამდყოფოში ამჟამად 54 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 22 არასწრულწლოვანია. 7. გუშინ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 196 ახალი შემთხვევიდან 3 შიდა ქართლში დადასტურდა. 8. საერთო ჯამში 1328 პაციენტი მკურნალობს ამ მომენტისთვის საქართველოს კოვიდ ცენტრებში.

კორონავირუსი

17.09.2020

Link:    17.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელებში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტების განთავსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმსა და აჭარის ა/რ-ის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. მათივე ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის გასასვლელთან და შესასვლელთან საველე კარვები ააწყვეს.

COVID 19-ის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

17.09.2020

Link:    17.09.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე

როგორ მოქმედებს პანდემია თითოეული ჩვენგანის ფსიქიკაზე? - კვლევას, რომელიც ამერიკელმა ჩაატარეს თაკო ნოზაძე გაეცნო და უფრო მეტ დეტალს დილის მაყურებელ გააცნობს. თემაზე საუბრობს გადაცემის სტუმარი ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტი ნინო მენაღარიშვილი.

კორონავირუსი

17.09.2020

Link:    17.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

1. ბლოკპოსტი ბათუმის შესასვლელთან. ზღვისპირა ქალაქში შემსვლელ ყველა მგზავრს სიცხეს უზომავენ. მას კი ვისაც ტემპერტურა დაუფიქსირდება, კორონავირუსზე გადაამოწმებენ და ტესტირებას ჩაუტარებენ. გამკაცრებული ზომებით, ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იკრძალება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. 2. ხმაური საკარანტინე სივრცეში ლიხაურის ქუჩაზე მდებარე საკარანტინე სივრცეში, Covid 19-ის ეპიდემიის გამო კარანტინში მყოფ ქალს, სავარაუდოდ, პანიკური შეტევა დაემართა. ამის გამო ტერიტორიაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. კარანტინში მყოფი მოქალაქეები ჩივიან, რომ სავალდებულო ვადის გასვლის მიუხედავად ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, რადგან საბოლოო ტესტების პასუხები აგვიანებს.

კოვიდ 19

17.09.2020

Link:    17.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

179 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქედან 126 აჭარაში გამოვლინდა. ახალ კლასტერებთან და ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით განცხადებას მარინა ეზუგბაია აკეთებს. 2. გამკაცრებული ზომებია წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში. კოვიდშემთხვევების მატების გამო ბათუმის შესასვლელ-გასასვლელში ბლოკპოსტებია მოწყობილი, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ამირან გამყრელიძეც ესწრება. აჭარაში კლინიკა ევექსის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკა დაკეტილია.

კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა საქართველოში

17.09.2020

Link:    17.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საქართველოში დღეს კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი. ახალი პაციენტების უმეტესობა ისევ რეგიონებს უკავშირდება, თბილისს კი, მხოლოდ 15. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 1 488 კოვიდინფიცირებულიდან ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 70-მდე ინფიცირებული კი მძიმედ ფასდება.

კორონავირუსი

17.09.2020

Link:    17.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოში კიდევ 179 კოვიდ-დადებითი პაციენტია. ყველაზე მეტი ინციფირებული ისევ წითელ ზონაშია. აჭარაში ბოლო მონაცემებით 126 ინფიცირებული მოდის. „ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 32 დადასტურებული პაციენტი. ამ 32 დადასტურებული პაციენტიდან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტების სია მოგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 5 მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა ეზუგბაიამ. 2. ეპიდ-სიტუაცია ზღვისპირეთში ისევ რთულია. წითელ ზონაში რჩება და ადგილზე აკვირდება ვითარებას ჯანდაცვის მინისტრი დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელთან ერთად. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, აჭარაში სიტუაცია კონტროლირებადია. მისი თქმით, 500-ზე მეტი საწოლფონდია მობილიზებული.

კორონავირუსი

17.09.2020

Link:    17.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

1. საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ აჭარაა. რეგიონში ბოლო 24 საათში 126 შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ 19 დაუდასტურდა ევექსის ბათუმის პოლიკლინიკის სამ თანამშრომელს. კლინიკაში დროებით პაციენტების მიღება შეწყდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება ბათუმში. ეკატერინე ტიკარაძე: "ეპიდემიოლოგებს იმისთვის, რომ განსაზღვრონ რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ესაჭიროებათ სულ მცირე 7-დღიანი კლების ციკლი". 2. როგორც უკვე გითხარით ევექსის ბათუმის პოლიკლინიკაში გეგმიური ტესტირების შედეგად სამ თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

 

16 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

გამყრელიძე: გთხოვთ, ბედნიერება მოკრძალებულად აღვნიშნოთ

16.09.2020

Link:    16.09.2020 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტურ იარაღად პირბადის გამოყენება და საციალური დისტანცირების დაცვა რჩება. ამირან გამყრელიძე მოსახლოებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ პანდემიის პირობებში თავი შეიკავონ მასობრივ თავყრილობებში მონაწილეობისგან.

ამირან გამყრელიძე აჭარაში მყოფებს მიმართავს

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე აჭარაში მყოფებს მიმართავს და მაქსიმალური სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს. „ვისაც 37 აქვს უკვე ტემპერატურა, უნდა გაიკეთონ შესაბამისი გამოკვლევა, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მართვა საუკეთესო გამოსავალს იძლევა. ტემპერატურის მიზეზი, შეიძლება, სხვა ბევრი დაავადება იყოს და ამიტომაც საჭიროა დიფერენცირება. ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურის მატება აღენიშნება, გაიკეთოს PCR-ტესტი. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარაში ყველა კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში იწარმოებს მკაცრი თერმოსკრინინგი. ასევე, იწყება თერმოსკრინინგი აჭარიდან გასულ ყველა ადამიანზე.

„განვიხილავთ ბინაზე მკურნალობის საშუალებებს“ - ეკატერინე ტიკარაძე

16.09.2020

Link:    16.09.2020 - პია.ჯი

„ერთი კვირის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროდან ბათუმში და აჭარის რეგიონში გამოგზავნილები არიან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო დეტალურად ეცნობიან ბათუმში ჰოსპიტალური სექტორის და ჯანდაცვის მზაობას იმისათვის, თუ რა მეთოდების გამოყენება იქნებოდა საჭირო აჭარაში, რომ კოვიდინფექციის შესაბამისი გამკლავება ყოფილიყო“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 16 სექტემბერს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახეთში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 2 შსს-ს თანამშრომელია

16.09.2020

Link:    16.09.2020 - რეგინფო.ჯი

კახეთში, კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუფიქსირდა, აქედან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყველა შემთხვევის კონტაქტები დგინდება. „ოთხი ახალი შემთხვევიდან, ერთი არის მატანში, ქორწილის კლასტერიდან, ის იყო თვითიზოლაციაში. ერთი შემთხვევაა ლაგოდეხში, ხოლო ორი ახალი შემთხვევაა სიღნაღში.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კიდევ 170 დაემატება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში, ამ დროისთვის, 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კი მას 170 საწოლი დაემატება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, უწყება აჭარაში კორონავირუსის ინფექციის სამართავად როგორც პირველადი ჯანდავის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებსაც განიხილავს. „უკვე ერთი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროდან ბათუმში და აჭარის რეგიონში გამოგზავნილები არიან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ ბათუმში ჰოსპიტალური სექტორისა და ასევე, პირველადი ჯანდაცვის მზაობას.

ჯანდაცვის მინისტრი: აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინფო9

„ერთი კვირის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროდან ბათუმში და აჭარის რეგიონში გამოგზავნილები არიან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო დეტალურად ეცნობიან ბათუმში ჰოსპიტალური სექტორის და ჯანდაცვის მზაობას იმისათვის, თუ რა მეთოდების გამოყენება იქნებოდა საჭირო აჭარაში, რომ კოვიდინფექციის შესაბამისი გამკლავება ყოფილიყო“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 16 სექტემბერს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პატრულის 1 თანამშრომელს, რომელიც მივლინებით აჭარაში იყო, კორონავირუსი დაუდასტურდა - შსს

16.09.2020

Link:    16.09.2020 - პუბლიკა.ჯი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

შესაძლოა, აჭარაში საჭირო გახდეს პერსონალის მობილიზაცია – ჯანდაცვის მინისტრი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში მობილიზებულია 400-მდე საწოლი და 48 საათის განმავლობაში დაემატება 170 საწოლი, უსიმპტომო პაციენტები კი მკურნალობას გაივლიან სასტუმროებში, რომლებიც შესაბამისი ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. „აჭარაში დღესდღეობით მობილიზებულია 400-მდე საწოლი და 48 საათში დაემატება 170 საწოლი, რაც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაკადის უწყვეტ მართვას.

აჭარაში წესების დაცვაზე მონიტორინგი გამკაცრდება - ტიკარაძე

16.09.2020

Link:    16.09.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა იმ რეგიონებში, სადაც იყო აფეთქების კერა. მისი თქმით, ამის საჭიროება გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ამ რეგიონში კორონავირუსის ინფიცენტობის მაჩვენებელი აღემატება 14-ის ნიშნულს. „რეგიონულ ჭრილში, აჭარაში ინციდენტობა აღემატება 14-ის ნიშნულს, რაც მნიშვნელოვნად უფრო საყურადღებოს ხდის აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს.

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ინფექცია ჯერჯერობით უკან არ იხევს, პანდემია გრძელდება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსის ინფექცია ჯერჯერობით უკან არ იხევს, პანდემია გრძელდება,-ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია. „საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია და ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა.

ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

„ერთი კვირის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროდან ბათუმში და აჭარის რეგიონში გამოგზავნილები არიან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო დეტალურად ეცნობიან ბათუმში ჰოსპიტალური სექტორის და ჯანდაცვის მზაობას იმისათვის, თუ რა მეთოდების გამოყენება იქნებოდა საჭირო აჭარაში, რომ კოვიდინფექციის შესაბამისი გამკლავება ყოფილიყო“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 16 სექტემბერს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კიდევ 170 დაემატება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში, ამ დროისთვის, 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კი მას 170 საწოლი დაემატება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, უწყება აჭარაში კორონავირუსის ინფექციის სამართავად როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებსაც განიხილავს.

ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის. როგორც მან განაცხადა, ინფექციის გავრცელების ნიშნულის გამო აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი და რეგულაციები მკაცრდება. „მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აჭარაშიც გავატაროთ ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც აფეთქების კერები იყო. იქნება უფრო მეტად გამკარებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. ასევე, გადავამოწმებთ სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებსა და კომპანიებს", - განაცხადა ტიკარაძემ.

შსს: ჩვენს 2 თანამშრომელს და დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს Covid 19 დაუდგინდა

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტაბულა.ჯი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შსს-ს ცნობით, ასევე კოვიდინფექცია დაუდგინდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.

ამირან გამყრელიძე - აჭარაში, როგორც მთლიანად საქართველოში, შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოა

16.09.2020

Link:    16.09.2020 - მედიანიუს.ჯი

აჭარაში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძე: კორონავირუსი ბავშვებში, შესაძლოა, დიარეული სინდრომით გამოვლინდეს

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინფო9

შესაძლებელია, რომ ბავშვებში კორონავირუსი დიარეული სინდრომით გამოვლინდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისივე თქმით, კორონავირუსის სიმპტომი მხოლოდ ტემპერატურა არ არის და შესაძლოა, ტემპერატურის გარეშე სხვა სიმპოტმებითაც გამოვლინდეს. მაგალითად, ხველა და სუნთქვის გაძნელება. მანვე აღნიშნა, რო ამ დროს აუცილებელია 122-ზე დარეკვა და ექიმთან კონსულტაცია.

ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ბათუმში კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან. მათი განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში აჭარაში ახალი კლინიკები ჩაერთვებიან, შესაბამისად, კლინიკებში საწოლფონდის რაოდენობა იზრდება.

ეკატერინე ტიკარაძე - ტესტირებასთან დაკავშირებით პრობლემები აღმოფხვრილია, შევთანხმდით, რომ დაყოვნების ვადა, 24 საათი ტესტის აღებასა და პასუხებს შორის, უნდა შენარჩუნდეს

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ნებისმიერ ქვეყანაში არის სირთულეები და კოვიდინფექცია თავისთავად რთული პათოლოგიაა , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა მედიკოსების პოზიცია მოისმინეს კლინიკებში არსებულ პრობლემებზე.

აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი გამკაცრდება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი

აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი და რეგულაციები მკაცრდება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცახდებით ინფექციის გავრცელება რეგიონში მაღალია, ამიტომ მკაცრად გაკონროლდება ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვა, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. "იქნება უფრო მეტად გამკარებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. ასევე, გადავამოწმებთ სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებსა და კომპანიებს" - ამბობს ტიკარაძე.

აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათში კიდევ 170 დაემატება - მინისტრი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი

აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული - 48 საათის განმავლობაში რაოდენობას კიდევ 170 საწოლი დაემატება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "აღსანიშნავია, რომ ჩვენ გადავედით ახალ პროტოკოლზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, მკურნალობას გაივლიან სასტუმროებშ, რომლებშიც ასევე განთავსებული არიან სამედიცინო პერსონალი და განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ კოვიდინფექცია არ მიმდინარეობს უსიმპტომოდ და შესაძლებელი არის ასევე პაციენტების გართულებული შემთხვევების მართვა, ისინი კვლავ მოთავსდებიან და დაბრუნდებიან სტაციონარში." - ამბობს ტიკარაძე.

ტიკარაძე: აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათში კიდევ 170 დაემატება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული. მისივე სიტყვებით, 48 საათის განმავლობაში რაოდენობას კიდევ 170 საწოლი დაემატება. "აღსანიშნავია, რომ ჩვენ გადავედით ახალ პროტოკოლზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, მკურნალობას გაივლიან სასტუმროებში, რომლებშიც ასევე განთავსებული არიან სამედიცინო პერსონალი და განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ კოვიდინფექცია არ მიმდინარეობს უსიმპტომოდ და შესაძლებელი არის ასევე პაციენტების გართულებული შემთხვევების მართვა, ისინი კვლავ მოთავსდებიან და დაბრუნდებიან სტაციონარში". – ამბობს ტიკარაძე.

გამყრელიძე: დღევანდელ დღემდე ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტაბულა.ჯი

საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. დღევანდელი რიცხვით უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ანუ 500 800 PCR ტესტია გაკეთებული იანვრის ბოლოდან. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ სადღაც შუა ხაზზე ვართ. ეს ნიშნავს, რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ამიტომაც არის ერთერთი მიზეზი, რომ ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია რადგან ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულ პაციენტებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა. ” თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 16 სექტემბერი, 2020

ტიკარაძე: აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი გამკაცრდება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი გამკაცრდება. "აჭარაში ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც იყო აფეთქების კერები. იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში.

გამყრელიძე: დღეში 16-18 000 PCR ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მარაგში ნახევარი მლნ ტესტი გვაქვს

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტაბულა.ჯი

“დღევანდელი დღით, ქვეყანაში გვაქვს დღეში 16-18 000 ტესტის ჩატარების სიმძლავრე. ამავე დროს, მარაგში გვაქვს დაახლოებით ნახევარი მილიონი ტესტი ქვეყანაში, ამიტომ ამის პრობლემა არ არის. მოგეხსენებათ, ტესტირება ერთერთი მთავარია იმ სამი მიმართულებიდან მართვის, როგორიც არის ეპიდზედამხედველობა და კონტაქტების მოძიება, ტესტირება და დროული მართვა ანუ მკურნალობა. ” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, "საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. დღევანდელი რიცხვით უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ანუ 500 800 PCR ტესტია გაკეთებული იანვრის ბოლოდან. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ სადღაც შუა ხაზზე ვართ". 16 სექტემბერი, 2020

მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე ბათუმში ჩავიდნენ

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ტაბულა.ჯი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ვიცეპრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბათუმში არიან. როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე ბათუმში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ჩავიდნენ. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მთავრობის წევრები NCDC-ის ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის მიზნით არიან.

აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების კონტროლი გამკაცრდება - ეკატერინე ტიკარაძე

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების კონტროლი გამკაცრდება. როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გამკაცრებული ღონისძიებები ნიღბის ტარებას და დისტანცირებასაც შეეხება. "დღეს საქართველოს მასშტაბით ინციდენტობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აჭარაში ინციდენტობა აღემატება 14-ს, რაც საყურადღებოა.

ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინფო9

"მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე", - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვალიფიციური კადრები მუშაობენ."არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საავადმყოფოები თავიანთ სტატუსს პროფესიონალი ექიმების დამსახურებით იღებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე", - აღნიშნა ტიკარაძემ. ინფორმაციისთვის, "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატიმა გედევან ფოფხაძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ პირობებზე ისაუბრა.

გურიაში დაწყებითი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინფო9

ლანჩხუთში კორონავირუსი დაწყებითი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია "პრაიმტაიმს" დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის უფროსმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა. "დღეს ლანჩხუთში დადასტურებული კორონავირუსის ორი შემთხვევიდან, ერთ-ერთი არის დაწყებითი სკოლის მოსწავლე. ის ნათესავებთან ერთად ბახვში სტუმრად იმყოფებოდა. ბახვის ამბების შემდეგ, ეს კონტაქტები დაიტესტნენ და კორონავირუსი ბავშვს და მის ნათესავს დღეს დაუდასტურდათ." – აცხადებს არჩილ მჟავია. ლანჩხუთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტიძის თქმით, ბავშვი, სკოლაში არ მისულა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა."დიახ, ნამდვილად დაუდასტურდა ქ. ლანჩხუთის #1 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი. მოსწავლე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. სკოლაში არ არის ნამყოფი.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს ბინებსა და სასტუმროებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები მოემსახურებიან~

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს ბინასა და სასტუმროებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები მოემსახურებიან. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მოადგილე თამარ გაბუნია აჭარაში დარჩება და აღნიშნული პროტოკოლის შემუშავებაზე სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებს, რათა სერვისი უსაფრთხო იყოს. "ჩემი მოადგილე თამარ გაბუნია დღეიდან ბათუმში იმყოფება და ხვალიდან ინტენსიურ მუშაობას პირველადი ჯანდაცვის რგოლთან ერთად დაიწყებს.

ეკატერინე ტიკარაძე - ამ დროისთვის არ გვყავს პაციენტების ის რაოდენობა, რომ გარკვეული კრიზისული ზღვარი იყოს სასუნთქ აპარატებთან მიმართებაში

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მძიმე პაციენტების განსაკუთრებული რაოდენობა არ არის, რაც ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტს შექმნას. "ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამატებით უახლოესი და თანამედროვე აპარატურა შევიძინეთ, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის განთავსებული, ასევე თბილისშიც.

ეკატერინე ტიკარაძე - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საუკეთესო კადრები მუშაობენ და მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მკურნალობის ხარისხზე და არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მომსახურებაზე

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საუკეთესო კადრები მუშაობენ და მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მკურნალობის ხარისხზე და არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მომსახურებაზე, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პროფესიონალი სამედიცინო კადრებით არის დაკომპლექტებული და მაღალ სამედიცინო მომსახურებას ეწევიან.

ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ ბრალდებებს პასუხობს

16.09.2020

Link:    16.09.2020 - პია.ჯი

„მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვალიფიციური კადრები მუშაობენ. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საავადმყოფოები თავიანთ სტატუსს პროფესიონალი ექიმების დამსახურებით იღებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე“, - აღნიშნა ტიკარაძემ. ინფორმაციისთვის, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატიმა გედევან ფოფხაძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ პირობებზე ისაუბრა.

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

16.09.2020

Link:    16.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

გურიაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან ორი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ყველაზე პატარა 2 თვის ბავშვია და ერთი კი 13 წლის მოზარდი. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის კლინიკაში. ,,ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურიდანაა, ორი ლანჩხუთიდან, ერთი კი ოზურგეთიდან. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.

ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე როგორც ტრანსპორტში, ასევე – დახურულ სივრცეში

16.09.2020

Link:    16.09.2020 - კვირა.ჯი

“აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი და რეგულაციები მკაცრდება.

ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში კორონავირუსის სამართავად როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებსაც განვიხილავთ

16.09.2020

Link:    16.09.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში, ამ დროისთვის, 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კი მას 170 საწოლი დაემატება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, უწყება აჭარაში კორონავირუსის ინფექციის სამართავად როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებსაც განიხილავს.

ეკატერინე ტიკარაძე: ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი

16.09.2020

Link:    16.09.2020 - კვირა.ჯი

“პირველ ყოვლისა, მადლობა გაწეული შრომისთვის. ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად ბათუმში კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება. ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში აჭარაში, კლინიკებში საწოლფონდის რაოდენობა იზრდება.

ეკატერინე ტიკარაძე: სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ აღინიშნება

16.09.2020

Link:    16.09.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ის რაოდენობა არ არის, რომ სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას. მისივე თქმით, სასუნთქი აპარატების დეფიციტი დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზეც არ აღინიშნებოდა. „სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ აღინიშნება, ეს არ აღინიშნებოდა არც დაავადების გავრცელების დასაწყისში.

 

 

17 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

შემოგთავაზებთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას - ვახტანგ კალოიანი

17.09.2020

Link:    17.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანი, ხელისუფლებას იმ კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას პანდემიის დროს. ვახტანგ კალოიანის თქმით, უნდა შეიქმნას გაწერილი გეგმა, სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, ასევე უნდა მოხდეს რისკ ჯგუფების გაძლიერებული კონტროლი, პირველადი ჯანდაცვის ჯაჭვის გამართვა, რითაც მოხდება მაქსიმალური პრევენცია. „მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაკარგული დროისა და უაზროდ გაფლანგული რესურსისა, დღეს არ შევჩერდებით მის კრიტიკაზე. შემოგთავაზებთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

თსუ-ს მედიკოსი დოქტორანტები აშშ-ში გადამზადებას გაივლიან

17.09.2020

Link:    17.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 დოქტორანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადებას გაივლის. ამის შესახებ ისაუბრეს ონლაინკონფერენციაზე, რომელშიც უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. თსუ ბაზაზე მომზადებული ათივე დოქტორანტი რვათვიან ტრენინგებს გაივლის აშშ-ში: პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში. დაგეგმილია მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც 30 პოსტ-დოქტორანტი / მოქმედი მკვლევარი მომზადდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში.

2 200 მასწავლებლიდან გამოკვლევაზე მხოლოდ 1 011 მივიდა - გამყრელიძე

17.09.2020

Link:    17.09.2020 - პუბლიკა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ზაფხულის განმავლობაში აჭარაში მყოფი მასწავლებლებიდან მხოლოდ 47%-მა ჩაიტარა ტესტირება. ამირან გამყრელიძემ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, მოუწოდა, ტესტირებისთვის მიმართონ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს. „ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებიც ზაფხულში, აგვისტოში იმყოფებდნენ აჭარაში. ისინი დაექვემდებარენ გამოკვლევას. ამ 2 200 მასწავლებლიდან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1 011 (47%) მასწავლებელი და აქედან 7 დადასტურება გვაქვს.

რატომ არ არიან კარვებში ეპიდემიოლოგები? - ტიკარაძის განმარტება

17.09.2020

Link:    17.09.2020 - ბიემ.ჯი

„ეპიდემიოლოგები კარვებში იმყოფებიან საჭიროებისამებრ, ვინაიდან მათი ძირითადი ფუნქცია არის ვირუსის გავრცლების კონტროლი“ - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აჭარაში განთავსებულ კარვებში სიცხიანი ადამიანების უყურადღებოდ დატოვებასთან დაკავშირებით. მინისტრი ირწმუნება, რომ მათთან დატრენინგებული ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც იმ დროისთვის არსებული საჭიროებების მიხედვით მოქმედებენ.

ბათუმში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა

17.09.2020

Link:    17.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. მიღებულია დამატებითი ზომები. ავტოსადგურების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, განახორციელონ მგზავრთა თერმოსკრინინგი და აწარმოონ მგზავრთა იდენტიფიცირების ჟურნალი.

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ყველა ავტოსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს

17.09.2020

Link:    17.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ეპიდსიტუაციის მართვის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კორონავირუსის პრევენცია კიდევ უფრო გამკაცრდა. დღეიდან საქალაქთაშორისო ტარსპორტის ყველა ავტოსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს, მათი იდენტიფიცირება კი ჟურნალში აწარმოოს.

​