მედია მონიტორინგი
15 სექტემბერი
ტელევიზია
15.09.2020
Link: 15.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნია შეხვედრაზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, სიტყვით გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად პირველ რიგში პარტნიორების მხარდაჭერა და მულტისექტორული მიდგომა დაასახელა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საკითხზე.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 170 ადამიანი დაინფიცირდა. ინფექციურ კლინიკასთან განცხადებას მარინა ეზუგბაია აკეთებს. 2. ბათუმის მოხუცთა თავშესაფრიდან ინფიცირებული 5 ხანდაზმული გუშინ, გვიან ღამით ქუთაისში გადაიყვანეს. საპატრიარქოსთან არსებულ პანსიონატში კარანტინია გამოცხადებული. მოხუცები კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. ქუთაისშ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კი, ვირუსის სულ 2 562 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შემთხვევებიდან 20 თბილისს უკავშირდება.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. თამარ გაბუნიამ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განიხილა, რომელოიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
კორონავირუსის ახალი მაჩვენებელი. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 170 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კი 2562-მდე გაიზარდა კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი. ყველაზე მაღალი მაჩვენებლი კვლავ აჭარაში ფიქსირდება, სადაც 124 ადამიანია ინფიცირებული. 20 ადამიანია დაინფიცირებული თბილისში, 6-ზუგდიდში, 13 - ქუთაისში, 3-გურიაში, 3 -მცხეთაში და ერთიც ზაგესში. ქუთაისში გამოვლენილი 14 შემთხვევს დიდი ნაწილი უკავშირდება 32-ე სკოლის კლასტერს დ აასევე გაშლილია კარავი სადაც ადამიანებს შეუძლით მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტირება. ბოლო 24 საათში კახეთში კოვიდ 19-ის ხალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ახმეტის მუნიციპალიტეტში 600-მდე ადამიანს აუღეს ტესტი კორონავირუსზე.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
მერიის მხარდაჭერით ჩატარებული კიდევ ერთი კონცერტი პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ფონზე. მერიის მხარდაჭერას არც ორგანიზატორები მალავენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცცვით გაიმართა. ფესტივალი არტოს ბაღში კიდევ 2 დღეს გაგრძელდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სარიტუაო შეკრებების 10 კაცზე მეტი შემადგენლობით გადახდა აიკრძალა. ასევე დაიკეტა არაერთი ბარი და კლუბი.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი 1352 ლარია, ქალის - 924.2 ლარი. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1,150 ლარი და 10 თეთრი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელზე 29.6 ლარით ნაკლებია. სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების საშუალო ხელფასის მაჩვენებელს 428 ლარით აღემატება.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კი, ვირუსის სულ 2 562 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა, ანუ 124 აჭარას უკავშირდება. რეგიონში აქტიურად გრძელდება ვირუსზე ტესტირება.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ოჯახები საკვებ პროდუქტებს მიიღებენ. პროდუქტების გაცემა უკვე დაიწყო. პროგრამის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბრიდან განახლდება. კახა გვანცელაძე:" ვგეგმავთ, რომ პირველ ოქტომბერს განვაახლოთ სააღმზრდელო პროცესი და ყველანაირი ზონა უსაფრთხოების კუთხით მიღებულია ბაღებში. შრომის ინსპექცია დღეიდან დაიწყებს კონტროლს".
15.09.2020
Link: 15.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
კორონავირუსის რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე პანდემიის დასაწყისში. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში საავადმყოფოების გადატვირთვა მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლოია მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვა მოხდეს. "მზაობა, ეს ითვალისწინებს მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და მედიკოსების ტრენინგებს. პირადი დაცვის საშუალებებზე იყო გამოწვევები, ეს ახლა მოხსნილია.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
4 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი გურიის სოფელ ბახვიდანაა და ვირუსი დედისგან გადაედო. ახალგაზრდა ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. ის ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ გადაიყვანეს. დღეს კი, ოჯახის მცირეწლოვან წევრზე ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხის შემდეგ, ბავშვი პალატაში მშობელთან ერთად მოათავსეს. ბახვის გარდა, მასობრივი ტესტირება დაიწყო კიდევ ორ სოფელში. ადგილზე მოეწყო ბლოკპოსტები.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ქვეყანაში ბოლო 2 საათში 170 შემთხვევა გამოვლინდა. 2562-მდე გაიზარდა საერთო რიცხვი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში ფიქსირდება და მათგან უმეტესობას მოგზაურობის ისტორია აქვს. იზრდება პისიარ ტესტირების რიცხვიც. 2. ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში, სადაც 5 ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ყველა თანამშრომელს ტესტიტება ჩაუტარდა. დაწესებულებაში კარანტინი გამოცხადდა.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
რატომ არ გამოიყენა მთავრობამ პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინში არსებული დრო ჰოსპიტალური სექტორის გასაძლიერებლა. კითხვებს კორონასთან ბრძოლაში გამოცდილი მედიკოსები სვამენ. კორონა ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელის პირობებში მიმღებ კლინიკებთან ერთად დაიტვირთა სასტუმროებიც.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
170 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 124 აჭარას უკავშირდება. ბათუმის გარდა წითელი წერტილებია: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა და ცაგერი. სექტემბრის კორონავირუსის თავისებურება ამ ეტაპზე ასეთია: უმეტესი შემთხვევები შედარებით მსუბუქი სიმპტომებით, ან საერთოდ უსიმპტომოა. სპეციალისტების შეფასებით, ერთის მხრივ ეს კარგია, რადგან ინფექციის მართვა შედარებით ადვილია, თუმცა გავრცელების რისკი უფრო იზრდება. კლასტერების დევნა და პირველწყაროს დადგენა, ფაქტობრივად, აზრს კარგავს. კვლავ არის მოლოდინი, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტები კიდევ უფრო მოიმატებს. ექიმები მსუბუქი შემთხვევის სახლში მკურნალობაზე ალაპარაკდნენ.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00
კორონავირუსის გავრცელების არეალი უკვე საათობრივად ფართოვდება. საქართველოს მასშტაბით მობილიზებული 2 400 საწოლიდან ამ მომენტისთვის ნახევარი უკვე დაკავებულია. შაბათს დაწყებული ნახტომისებური მატების ტენდენცია გრძელდება - დილის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა 170 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ეპიცენტრი ისევ აჭარაა, სადაც ვირუსულმა ინფექციამ ხანდაზმულთა პანსიონატშიც შეაღწია.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
რატომ არ ცხადდება სგანაგებო მდგომარეობა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე. სპეციალისტები აღნიშნავენ , რომ ვირუსმა ხასიათი იცვალა და ახლა რთული ფაქტები ნაკლებია ვიდრე ეს ვირუსის დასაწყისში იყო. სპეციალისტებს იმედი აქვთ , რომ ვირუსი აგრესიულობას დაკარგავს და მსოფლიო საბოლოოდ დაამარცხებს. საწოლფონდის გაფართოების რესურსები იყო ერთ-ერთი თემა , რომელზეც ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა საქართველოში.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - კავკასია - ბარიერი
კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. გვაქვს თუ არა პანიკის საფუძველი და რისთვის არის მზად ქვეყანა. კონკრეტულად რისთვის არის მზად ჯანდაცვის სისტემა და რამდენს გაუძლებს ეკონომიკა, რომელმაც სედაც უმძიმესი დარტყმები მიიღო და ახალი შეზღუდვების ამოქმედებით კიდევ უფრო მძიმე დარტყმები მიადგება მას.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
საქართველოს მასშტაბით მობილიზებული 2 400 საწოლიდან ამ მომენტისთვის ნახევარი უკვე დაკავებულია. შაბათს დაწყებული ნახტომისებური მატების ტენდენცია გრძელდება - დილის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა 170 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ეპიცენტრი ისევ აჭარაა, სადაც ვირუსულმა ინფექციამ ხანდაზმულთა პანსიონატშიც შეაღწია.
16 სექტემბერი
ტელევიზია
16.09.2020
Link: 16.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
მარტვილში კორონავირუსი სამართალდამცველს დაუდასტურდა. ინფორმაცია "კურიერს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ბათუმია. ამ დროისთვის გამოვლენილია მისი 7 კონტაქტი. მამაკაცი რუხის კლინიკაშია მოათავსებული. ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კი კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი დაემატა.
16.09.2020
Link: 16.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00
თუ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში იარონ, ნიღაბი გავიკეთოთ, ასე ვიაროთ დახურულ სივრცეში და დისტანცია დავიცვათ, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეძლებს ქვეყანა პირველ ოქტომბერს სასწავლო პროცესის დაწყებას. „თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან.
16.09.2020
Link: 16.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
მარტვილში კორონავირუსი სამართალდამცველს დაუდასტურდა. ინფორმაცია "კურიერს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ბათუმია. ამ დროისთვის გამოვლენილია მისი 7 კონტაქტი. მამაკაცი რუხის კლინიკაშია მოათავსებული. ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კი კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი დაემატა.
16.09.2020
Link: 16.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების ტენდენცია აჭარაში იყო, თუმცა მისივე განმარტებით, ქვეყნის სხვა რეგიონებში შემთხვევების მატება არ აღინიშნება. 2. ქვეყანაში არსებული კოვიდ-სტატისტიკა და დღიური მზარდი მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ ე.წ. მეორე ტალღასთან საკმაოდ ახლოს ვართ - ასე ფიქრობენ ეპიდემიოლოგები.
16.09.2020
Link: 16.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
ეპიდაფეთქება აჭარაში - ბათუმში, მხოლოდ ერთ დღეში კორონავირუსის 144 შემთხვევა დაფიქსირდა. ქობულეთში კი კოვიდ 19 ერთ პაციენტს დაუდგინდა. ეს 145 შემთხვევა არის 74% დღიური 196 დადასტურებული ფაქტის. შიდა გავრცელება რეგიონში უკონტროლოა. ბათუმში ყოველდღიურად იზრდება მცირეწლოვნების რაოდენობა, რომელთაც ინფექცია უდასტურდებათ.
15 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო, საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - კომერსანტ.ჯი
დღეიდან უკვე მეტად ბინაზე ორიენტირებული მოდელის ადაპტირებაზე ვფიქრობთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ყველა ოჯახის ექიმს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით ტრენინგი უკვე გავლილი აქვს. „ბინაზე მართვის პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა თებერვალ-მარტში და ყველა ოჯახის ექიმმა ერთი ციკლი ტრენინგი გაიარა.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ინფო9
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. ცერცვაძის თქმით, შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ რვა თვის განმავლობაში მუდმივად შეინარჩუნოს ვირუსის გავრცელების ძალიან დაბალი დონე.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ინფო9
თამარ გაბუნიას თქმით, ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა. „ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები. შეხვედრის მთავარი თემა სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო, საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს. მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - რეგინფო.ჯი
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, უარყოფითია გუშინ გადაგზავნილი 256 ტესტის ნიმუშზე მიღებული პასუხი, კიდევ 214 ანალიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ინფო9
თამარ გაბუნიას თქმით, ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა. "ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ბევრ ქვეყანას ჰქონდა ბინაზე მკურნალობის გამოცდილება.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ბიემ.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - პია.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - კვირა.ჯი
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ხურცილავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი გაბისონიამ სამსახურისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - კომერსანტ.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - რეგინფო.ჯი
„სერიოზული ეპიდაფეთქებაა აჭარაში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1052 შემთხვევა გვაქვს საქართველოში, ანუ ბოლო ორ კვირაში თითქმის ნახევარია იმის, რაც მთელი წლის განმავლობაში გვქონდა. აქედან 60-65% დღეს აჭარაშია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შემოდგომის დასაწყისში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - პია.ჯი
მარტვილში პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებულის 7 კონტაქტი უკვე მოძიებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელოს განყოფილების ინფორმაციით, მამაკაცის ინფიცირების წყარო ბათუმია. კოვიდინფიცირებულს რუხის კლინიკაში მკურნალობენ.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - პია.ჯი
„კორონავირუსის პანდემიას ინფოდემიაც მოჰყვა“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს. მისი თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებულმა დეზინფორმაციამ არა მარტო საქართველოს მოსახლეობის ნაწილზე, არამედ იმ ქვეყნებშიც იმოქმედა, სადაც აცრებისადმი დამოკიდებულება გაცილებით უკეთესი იყო. „ამაზე ხომ ტროლების ქარხნებიც მუშაობენ, რათა მოსახლეობაში განხეთქილება ჩამოაგდონ. უნდა ვეცადოთ, იმ ადამიანებს, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ზოგს ხომ სჯერა, რომ ვაქცინით უნდა დაიჩიპონ. რას ვიზამთ, ადამიანები არიან, ზოგი შეცდომაშია შეყვანილი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრები ვალდებული არიან, ისრაელში ჩასვლამდე ან ქვეყნის დატოვებამდე ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა სულ მცირე 24 საათით ადრე შეავსონ.
15.09.2020
Link: 15.09.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ღამის კურიერის" ეთერში. მისი თქმით, კორონავირუსის სამართავად ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა საჭირო აღარ იქნება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად, იქნება "წერტილოვანი დარტყმები" და მცირე ჩაკეტვები ვირუსის ფართოდ გავრცელების ასარიდებლად.
16 სექტემბერი
ინტერნეტ სააგენტო
16.09.2020
Link: 16.09.2020 - პია.ჯი
დღეს, 16 სექემბერს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2758 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 13 ცნობისთვის, საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
16.09.2020
Link: 16.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
თუ გაზაფხულზე იყო პრინციპი “დარჩი სახლში”, დღეს პრინციპია “ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის სამართავად ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა საჭირო აღარ იქნება. „ძალიან მკაცრი ჩაკეტვები იყო, ძირითადად, გაზაფხულზე, როცა ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს ინფექცია.
პრესა
16.09.2020
Link: 16.09.2020 - რეზონანსი
თამარ გაბუნიას თქმით, ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა. „ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
16.09.2020
Link: 16.09.2020 - რეზონანსი
ბევრად ნაკლებია მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ზოგადად, მთელ მსოფლიოშიც, ასეთი ტენდენციაა, - ამის შესახებ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მაჩვენებელი 1%-ზე ჩამოვიდა. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ერთი ისაა, რომ, ალბათ, ვირუსი თანდათან დასუსტდა. ვიდრე არ იქნება ვაქცინა და პირდაპირი მოქმედების წამალი, მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
16.09.2020
Link: 16.09.2020 - რეზონანსი
კარანტინში მყოფი მოქალაქე ნოდარ გიგანი გაუსაძლისი პირობების შესახებ პორტალ საუბრობს. მისი თქმით, სიგარეტის ფასი ორმაგია, ხოლო არსებული პროდუქტი - მომწამლავი. მოქალაქე თვითიზოლაციაში გადასვლას და კარანტინის დატოვებას ითხოვს. „ყველაფერი გავაკეთე რაც შეიძლებოდა, ბოლოს 112-ში დავრეკე და ვუთხარი, რომ გადავხტებოდი ფანჯრიდან, სხვა გზა არ მრჩებოდა და ამაზე ჰქონდათ რეაქცია.
რადიო
16.09.2020
Link: 16.09.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, დეა ქაჯაიამ დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები კლინიკის ექთნები არიან. ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მოთავსებული 30-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტებს შორის 12 ბავშვი, ორი ორსული და აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ექვსი ხანდაზმულია. დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დიდწილად რეგულაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული, ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა. არსებული სიტუაციის ფონზე ჯანდაცვის სამიისტრო საწოლფონდის გაორმაგებ ას გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრი ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და კლინკების ხელძღვანელებს შეხვდა.
16.09.2020
Link: 16.09.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და 1412 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. გორის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ქიწნისში მცხოვრებ ორ პირს, ორივე მათგანი გორში ქორწილში მყოფთა კონტაქტს განეკუთვნება. რაც შეეხება მესამე პირს, ამ შემთხვევაში ინფიცირება გორის „ცხელების ცენტრში“ მყოფ პირს უკავშირდება. ცაგერის მუნიციპალიტეტში 123 ადამიანის „პისიარ“ ტესტის პასუხს ელოდებიან. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის ინფორმაციით, ბიოლოგიური ნიმუშები ქუთაისის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.