From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 14-15 სექტემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 15.09.2020 10:42
Attachments :

მედია მონიტორინგი

14 სექტემბერი

ტელევიზია

კოვიდ 19

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1

აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის - ვირუსის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია. ინფიცირებულთა შორის პოლიციელები და ექიმებიც არიან. საქ-ო წითელი ზონის ზღვარზეა. დღეს ანტირეკორდია მსოფლიოშიც. თავიდან ხელისუფლებამ ჩაკეტვით ვირუსი მართა, ამის შემდეგ კი სოც.დახმარებები დაიწყო. NDI-ის კვლევის მიხედვით, 73 % მოქალაქეების ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დაბალი შედეგი ექიმებისა და მთავრობის სწორი ნაბიჯების შედეგი იყო.

კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00

ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. საუბარია კომენდანტის საათსა და სხვა ამ სახის რეგულაციებზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

ადაპტაციის ეტაპის მთავარი არსი ისაა, რომ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად და მის მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მუშაობა გააგრძელოს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

14.09.2020

Link:    14.09.2020 - I არხი - მოამბე 15:00

ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტები მცხეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. როგორც კლინიკაში ამბობენ, მათ ახალი პაციენტების მისაღებად მხოლოდ რამდენიმე საწოლი აქვთ დარჩენილი. რა ვითარებაა კახეთში, სადაც ბოლო დღეებში კორონავირუსის 23 შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ მატანის შესასვლელ-გასასვლელში სამედიცინო კარვები მოეწყო. მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

კორონავირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება. მთავრობა მხოლოდ წერტილოვან შეზრუდვებს აწესებს. დღეიდნ გორში, ჩოხატაურსა და ახმეტაში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნეტები, სადაც ყველა გამვლელ-გამოვლელს ჩაუტარდება შემოწმება. ამირან გამყრელიძე:"ჯერჯერობიტ საქართველო კვლავ რჩება მწვანე ზონაში და საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით რა თქმა უნდა, საქართველო გამოიყურება უსაფრთხო ქვეყნად".

კოვიდ 19

14.09.2020

Link:    14.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ახლა კი ეპიდ.ვითარება ქვეყანაში. მიუხედავად კორონა ვირუსის რეკორდული მაჩვენებლისა, მთავრობა მკაცრი სრული კარანტინისა და ქვეყნის მასტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს. თუმცა ზომები მკაცრდება იმ დასახლებებში, სადაც ვირუსის გავრცელების ტემპი უკოტნროლოა. "დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ საბჭოზე. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მთავრობის პოლიტიკა კორონავირუსის ბრძოლაში თანმიმდევრული იყო.

გამყრელიძის განცხადება

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული 2200 პედაგოგიდან, პარასკევს, შაბათსა და კვირას 808 მასწავლებლის გამოკვლევა მოხერხდა, რომელთაგანაც 6-ს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. მისივე თქმით, ეს მასწავლებლები იზოლირებულნი არიან და საავადმყოფოში იმყოფებიან. ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კორონავირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სექტორი მომზადებულია. ''თუ საგანგებო მდგომარეობის დროს, გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს მიდგომა შეცვლილია. როცა შემოგვაქს შეზღუდვა, ეს არის ლოკალური და წერტილოვანი. იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. კიდევ ერთხელ საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასასურველი თავყრილობებისგან.

კორონავირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ზოგ რეგიონში ისევ რეგულაციები დაწესდა. ახმეტაში, გორში და ჩოხატაურში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. დღეიდან 2 კვირის განმავლობაში დაიწყება ადგილობრივების მასობრივი სკრინინგი, გადაწყვეტილებები სპეციალისტების თქმით გადაიხედება იმ შემთხვევაში თუ როგორ გაგრძელდება ეპიდსურათის მართვა.

COVID დაზღვევა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

საქმის კურსისთვის ცნობილი ხდება, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის სავალდებულო ე.წ COVID-დაზღვევა ამოქმედაა. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, სადაზღვევო პოლისი, რომელიც სტუდენტებს კოვიდის გარდა საკარანტინე სივცეების ხარჯსაც აუნაზღაურებს, 10 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. სავალდებულო დაზვევა შესაძლოა მალე ტურსტებისთვისაც ამოქმედდეს. დღეს ინფორმაცია დაადასტურდა თამარ გაბუნიამაც. "დასრულდა მუშაობა უცხოელი სტუდენტების COVID დაზღვევაზე და ამოქმედდ პაკეტი."- თამარ გაბუნია. თინა სტამბოლაშვილი: ,,აქტიურად ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან და მზად ვართ მუშაობისთვის, არ არის დასრულებული შემოსულ ტურისტებზე რეგულაციები."

კორონა ვირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

დღეიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში, ჩოხატაურში და გორში საკონტროლო გამშვები პუნქტი ამოქმედდება. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება. დღესვე ითქვა რომ ხელისუფლება მკაცრი კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს, შეზღუდვები და კონტროლი ლოკალურად იმ ზონებში განხორციელდება, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მძიმეა. ნათია მეზვრიშვილი

კორონავირუსი საქართველოში

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

გორის მუნიციპალიტეტის ქიწნისის მეურნობაში კორონავირუსის 6 შემთხვევის დადასტურების შემდეგ უსაფრთხოების განსაკუთრებული ღონისძიებებია მიღებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფლის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი მოეწყო და შემსვლელ-გამოსმსვლელებს ტესტირებას უტარებენ. ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიიდან 300-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. ინფიცირების პირველწყაროდ, გორში გადახდილი 100-კაციანი ქორწილი სახელდება. 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სასწავლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

14.09.2020

Link:    14.09.2020 - I არხი - მოამბე 18:00

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 108 ადამიანს დაუდასტურდა აჭარაში. მათი ძრითადი ნაწილი ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეებს გამოუვლინდა, რამდენიმე შემთხვევაშ ინფიცირების წყარო დაუდგენელია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შიდა გავრცელების მიუხედავად, რეგიონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

კორონა ვირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ეპიდაფეთქების ახალი კერა შიდა ქართლში. ქიცნისის შესასვლელში გამშვები პუნქტი მოეწყო, ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად ეპიდემიოლოგები ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს კორონა ვირუსზე ამოწმებენ. ამ სოფელში ინფიცირების 6 შემთხვევაა დადასტურებული და ყველა მათგანი ე.წ ქორწილის კლასტერს უკავშირდება. სპეციალისტები ამბობენ რომ ამ დროისთვის ეპიდაფეთქების წინაშე მყოფი დადასტურებული შემთხვევების 300 კონტაქტი გამოვლენილია, შიდა ქართლიდან ლუვარის ლაბორატორიაში დღეს 369 ნიმუში იგზავნება.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დამატებით 700 საწოლია მობილიზებული

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დამატებით 700 საწოლია მობილიზებული. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარაში 6 ბაზრის 150 მეწარმეს გაფრთხილება მიეცა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარაში 6 ბაზრის 150 მეწარმეს გაფრთხილება მიეცა. ჯამში შემოწმებული 8 სუბიექიდან კი მხოლოდ ერთი დაჯარიმდა. მისი განცხადებით, ბაზრების შემწომების შედეგად დამაკმაყოფილებელი ვითარებაა. ტრასნპორტში 300-ზე მეტ მგზავრს პირბადის გამოუყენებლობის გამო გაფრთხილება მიეცა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში დატესტილი მასწავლებელებიდან კორონავირუსი მხოლოდ ექვსს დაუდასტურდა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში დატესტილი მასწავლებელებიდან კორონავირუსი მხოლოდ ექვსს დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მთავარი პრობლემა ძვირი წამლებია

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

მოსახლეობის 56% ამბობს , რომ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების ფასი მომატებულია. ცნობილი გახდა , რომ ფასების მომატება მართლა მოხდა გაზაფხულზე ანუ კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე. ამ მომენტისთვის კი მედიკამენტებზე ფასები ნაკლებადაა მომატებული. ძირითადად კი ქრონიკული დაავადების მქონე პირები ცდილობენ მოიმარაგონ მედიკამენტები. მედიკამენტებზე ფასების ზრდის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კორონავირუსის პრევენციის გეგმები

14.09.2020

Link:    14.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

სექტემბერში დაწყებული ყოველდღიური მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, ხელისუფლება საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს. ზოგადად, მთელი მსოფლიო ამ არჩევანის წინაშეა. რატომ არ იკეტება ქვეყანა დღეს და რატომ მოხდა კომენდანტის საათის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მაშინ, როდესაც დღევანდელზე ბევრად ნაკლები შემთხვევა იყო - ამაზე მთავრობის პასუხი ასეთია: სამედიცინო სექტორი დღეს გაცილებით მომზადებულია, ვიდრე ეს ახალი კორონავირუსის მოულოდნელი გავრცელების პირველ ეტაპზე იყო. მოქმედების ტაქტიკა ამ ეტაპზე ე.წ. წერტილოვან დარტყმებს მოიცავს.

კორონავირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - I არხი - მოამბე 21:00

1. ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესება ჯერ ვერ ხერხდება. მესამე დღეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 150-ს სცდება. გუშინდელი მცირედი კლებისგან გასხვავებით, დღევანდელმა მონაცემმა წინა დღის რიცხვს გადააჭარბა და 165 შეადგინა. ყველაზე მაღალი რისკის ზონა აჭარაა, სადაც მარტო დღეს 109 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

კოვიდ-19

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

ქვეყანაში კორონა ვირუსის მართვა პრაქტიკულად შეუზლებელია. ახალი და უკონტროლო გავრცელების კიდევ ერთი მაგალითი დღევანდელი მონაცემებია. დღეს ახალი ანტირეკორდი მოიხსნა. კორონა ვირუსი 165 ადამიანს დაუდგინდა. ასეთი დღემდე არასდროს ყოფილა. ნაწილის წყარო დაუდგენელია და ინფექციონისტები კლასტერებსაც ვეღარ ითვლიან.

კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა და ანტისანიტარია ცხელების ცენტრებში

14.09.2020

Link:    14.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

სისხლიანი კედლები, ტარაკნები და დასვრილი თეთრეული - რესპუბლკიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოხვედრილი სტუდენტი, მარიამ საჯაია "მთავრთან" გაუსაძლის პირობებეზე საუბრობს. ასეთ ანტისანიტარიაში, მარიამი მეგობართან ერთად ორი დღის წინ დროებით მოათავსეს, სანამ კორონავირუსის ტესტზე პასუხს მიიღებდა.

კოვიდ-19

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კავკასია - პოლიტიკა

კოვიდის პანდემია და საქართველო. ნოლო ხანებში კოვიდის მაჩვენებლის აქტიური ზრდაა. დღეს უკვე 165 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროცესს აკონტროლებს. თუმცა სიტუაცია ურთიერთწინააღმდეგბორივია და ხელისუფლების დამოკიდებულებებში ორმაგი სტანდარტებიც მოჩანს.

კორონავირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

1. კოვიდ 19-ის დღიური მაჩვენებელი უკვე ასეულს გასცდა. სტატისტიკის ახალი დინამიკა შაბათიდან იწყება, 158, 154 და 165-ასეთია ბოლო სამი დღის მონაცემები. სპეციალისტები საქართველოში პოზიტიურ მონაცემს გამიყოფენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია. 2. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას და მათ შორის დეპუტატებს ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა და დაინფიცირებულ კოლეგებს გამოჯანმრთელება უსურვა.

 

15 სექტემბერი

ტელევიზია

კოვიდ 19

15.09.2020

Link:    15.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული 2200 პედაგოგიდან, პარასკევს, შაბათსა და კვირას 808 მასწავლებლის გამოკვლევა მოხერხდა, რომელთაგანაც 6-ს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლებვა დასრულებულია.

როგორ ხვდება ჯანდაცვის სისტემა #COVID19-ის მეორე ტალღას

15.09.2020

Link:    15.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

როგორ ხვდება ჯანდაცვის სისტემა COVID-19-ის მეორე ტალღას? - ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც ინფიცირებულების რაოდნეობის ზრდის ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულების რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 2400 საწოლი მობილიზებულია, რომელთა 45%-ი კერძო კლინიკებს ეკუთვნის. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ დროისთვის 700-მდე საწოლის გამოთავისუფლება მოხერხდა. მისივე თქმით, საწიროების შემთხვევაში რაოდენობა გაიზრდება. 2. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების მანკის მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფზე უპრეცედენტო დახმარება განხორციელდა. ნათია თურნავა:"საქართველოს მთავრობა იმდენად არის მომზდებული, რომ შეგვიძლია არსებულ ვითარებას და ეპიდემიას სრულად გავუმკლავდეთ". 3. სტუმარი: ირაკლი კურცხალია - სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა, კლინიკური დირექტორი

კორონავირუსი და საქართველო

15.09.2020

Link:    15.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

600-მდე ტესტის პასუხებს ელოდებიან დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტში. სოფელ მატანის შესასვლელ-გასასვლელს სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებდნენ - ტარდებოდა თერმოსკრინინგი. ამ დროის მონაცემებით, ლაგოდეხში, ველისციხესა და მატანში დაინფიცირების 24 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ნახევარი ე.წ. ქორწილის კლასტერია. დაინფიცირებულთა შორის არის ორი ბავშვი. გურიაში კი ამ დროისთვის 26 კოვიდინფიცირებული ჰყავთ.

კორონავირუსი

15.09.2020

Link:    15.09.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

1. კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს 600 ადამიანს სოფელ მატანში, პსუხებს დღეს ელოდებიან. მატანში გამოვლენილი 12 შემთხვევა გორის ქორწილის კლასტერს უკავშირდება. მოსახლეობის გაფართოებულ ტესტირება დღეს დილიდან კვლავ განახლდება, სწავლის პროცესი კი ორ საჯარო სკოლაში დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. 2. ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები, რომებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ წუხელ ქუთაისში კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. კორონავირუსი 5 ბენეფიციარს აღმოაჩნდა, ვრუსი დაუდასტურდა 1 თანამშრომელსაც, თუმცა იგი თითქმის 2 კვირაა სამსახურში არ დადის. დაწესებულებასი კარანტინია გამცხადებული.

თამარ გაბუნი

15.09.2020

Link:    15.09.2020 - I არხი - მოამბე 08:00

თამარ გაბუნითამარ გაბუნი

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს

15.09.2020

Link:    15.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ეს მსოფლიოში პირველი მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საინვესტიციო პანელი, სადაც ქართულ მხარეს საშუალება ექნება საკუთარი ბიზნეს-ხედვები გააცნოს ტურიზმის ინდუსტრიას, პოტენციურ პარტნიორებს კი კონკრეტული პროექტები. მარიამ ქვრივიშვილი:„მოხარულები ვართ, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ არის შერჩეული".

კორონავირუსი

15.09.2020

Link:    15.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში შესაძლოა შეზღუდები გამკაცრდეს. სპეციალისტები ამბობენ რომ იმ შემთხვევაში თუ ინფიცირების დიდი ნაწილის დაავადების პირველ წყარო უცნობი იქნება დამატებითი შუზღუდვების შემოღება გახდება საჭირო. ექიმები მოსახლეობას კვლავ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწიდებენ. ქვეყანაში კორონავირუსის 2392 დადასტურებული შემთხვევაა. მათან 1369 გამოჯანმრთელებულია 19 კი გარდაცვლილი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა

15.09.2020

Link:    15.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნია შეხვედრაზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, სიტყვით გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად პირველ რიგში პარტნიორების მხარდაჭერა და მულტისექტორული მიდგომა დაასახელა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საკითხზე.

კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა საქართველოში

15.09.2020

Link:    15.09.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კი, ვირუსის სულ 2 562 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შემთხვევებიდან 20 თბილისს უკავშირდება. რა არის ცნობილი პაციენტების ინფიცირების წყაროებთან დაკავშირებით. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 1 154 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 35-ის კი მძიმედ ფასდება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

15.09.2020

Link:    15.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. თამარ გაბუნიამ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განიხილა, რომელოიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

14 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

თამარ გაბუნია - ამოქმედდა ე.წ კოვიდ სასტუმროები, რაც გარკვეულწილად შუალედური ეტაპია ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პაციენტებს, რომლებიც არიან მსუბუქი კლინიკური მდგომარეობით, 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და არ აქვთ რომელიმე ქრონიკული თანმხმლები დაავადება, სამედიცინო მეთვალყურეობა ე.წ. კოვიდ სასტუმროებში ჩაუტარდებათ.

ამირან გამყრელიძე: საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონის ქვეყნებს შორის არის. გამყრელიძის თქმით, ამის მიუხედავად, ბოლო დღეებში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს და ეს ტენდენცია მთავრობის, ექიმების და მოსახლეობის ერთობლივი მოქმედებით უნდა შეჩერდეს.

ამირან გამყრელიძე: ბიზნეს-საქმიანობის შეჩერებაზე რეკომენდაცია არ გაგვიცია

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიემ.ჯი

"არავითარი რეკომენდაცია არ გაგვიცია, რომ ბიზნესები უნდა შეჩერდეს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „არავითარი რეკომენდაცია იმისა, რომ ბიზნესები შეჩერდეს, არ არის.

ჯანდაცვის სამინისტრო: დღის ბოლომდე covid-პაციენტების საწოლ-ფონდი 2 400-მდე გაიზრდება

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიემ.ჯი

"დღის ბოლომდე კოვიდის მიმღები პაციენტების საწოლ-ფონდი 2 400-მდე გაიზრდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი სექტორის მომზადება იყო.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მატების ტენდენციის გამო, დამატებით 700-მდე საწოლია მობილიზებული

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია გამოვლინდა, დამატებით 700-მდე საწოლი მობილიზდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა.

ამირან გამყრელიძე - საქართველო კვლავ რჩება "მწვანე", უსაფრთხო ზონაში

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება მწვანე, უსაფრთხო ზონაში. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრილიძემ აღნიშნა, მოსახლეობა უნდა შეეცადოს, რომ უსაფრთხოება სრულად შეინარჩუნოს.

ამირან გამყრელიძე - აჭარის რეგიონში ნამყოფი 808 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 6-ს დაუდასტურდა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული 2200 პედაგოგიდან, პარასკევს, შაბათსა და კვირას 808 მასწავლებლის გამოკვლევა მოხერხდა, რომელთაგანაც 6-ს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ვერ ხდება და აზრიც დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ, ვინაიდან კორონავირუსის შემთხვევები უკვე გაფანტულია

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვერ ხდება და აზრიც დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ, ვინაიდან ქალაქში შემთხვევები უკვე გაფანტულია , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

4 მუნიციპალიტეტში შემთხვევით შერჩეული 1 222 პირიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 1 222 ნიმუშიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი.

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კვირა.ჯი

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის “შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები” ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.

საქართველო UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მასპინძლობს, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველი მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინფო9

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გამართა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კომერსანტ.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხურვალეთის, შავშვების, კარალეთისა და ვერხვების დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

თამარ გაბუნია - ამოქმედდა ე.წ კოვიდ სასტუმროები, რაც გარკვეულწილად შუალედური ეტაპია ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პაციენტებს, რომლებიც არიან მსუბუქი კლინიკური მდგომარეობით, 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და არ აქვთ რომელიმე ქრონიკული თანმხმლები დაავადება, სამედიცინო მეთვალყურეობა ე.წ. კოვიდ სასტუმროებში ჩაუტარდებათ.

ე.წ. COVID-დაზღვევა სავალდებულო, სავარაუდოდ, უცხოელი ტურისტებისთვისაც გახდება

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიემ.ჯი

უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოში სწავლობენ, ე.წ "სავალდებულო COVID-დაზღვევა“ ამოქმედა. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი bm.ge-ისთან აცხადებს, სადაზღვევო პოლისი, რომელიც სტუდენტებს კოვიდის გარდა საკარანტინე სივცეების ხარჯსაც აუნაზღაურებს, 10 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

"საქართველო კვლავ რჩება მწვანე, უსაფრთხო ზონაში"

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება მწვანე, უსაფრთხო ზონაში. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრილიძემ აღნიშნა, მოსახლეობა უნდა შეეცადოს, რომ უსაფრთხოება სრულად შეინარჩუნოს. "მიუხედავად ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა, ჯერჯერობით საქართველო, ჩვენ კვლავ ვრჩებით მწვანე, უსაფრთხო ზონაში. საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად და უნდა შევეცადოთ ეს უსაფრთხოება სრულად შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც განსაკუთრებით ხაზი ესმევა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - აიბიზნეს.ჯი

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის “შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები” ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.

4 მუნიციპალიტეტში შემთხვევით შერჩეული 1 222 პირიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 1 222 ნიმუშიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი.

ბექა ფერაძე - ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიპიენ.ჯი

ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიების შეგხვდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ადამიანები რეგულაციების გვერდის ავლით ცდილობენ სოციალური ღონისძიებების გამართვას. „ადამიანები ცდილობენ, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება.

ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში გაფრთხილება 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა, პირბადის გამოუყენებლობისთვის - 358 მგზავრს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიპიენ.ჯი

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში 6 ბაზრის 150 მეწარმეს გაფრთხილება მიეცა. როგორც ფერაძემ დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბაზრების შემოწმების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი ვითარება იყო. „აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების შემოწმება, სადაც ადამიანთა მობილობის დიდი რაოდენობა იყო.

ამ დროისთვის 155 პაციენტი მკურნალობს COVID-სასტუმროებში - გაბუნია

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდსასტუმროში, დღეის მონაცემით, 155 პაციენტია გადაყვანილი. „მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო გუნდები მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას განაგრძობენ.

გამყრელიძე: პირბადესა და დისტანციაზე ღირებული იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტაბულა.ჯი

“ჩვენ მოვეშვით და არ ვიცავთ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია. პირველ რიგში, ხაზგასმით ვამბობ, მესმის, თავი მოგაწყინეთ პირბადესთან, დისტანცირებასთან, ხელების დაბანასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა უფრო ღირებული ინტერვენცია და იარაღი კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ არ არსებობს. ” თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძე: 4 სექტემბრიდან დღეში საშუალოდ 8 256 ტესტირებას ვატარებთ

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდა.

აჭარაში ნამყოფ 808 მასწავლებელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა – ინფიცირებულია 6

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ამ ზაფხულს ნამყოფი 2 200 მასწავლებლიდან ტესტირება 808-ს ჩაუტარდა. ტესტირებული მასწავლებლებიდან, კორონავირუსის ექვსს დადასტურდა. მასწავლებლების ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. დღეს, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 165 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის უწყება კორონავირუსის ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება. მისივე თქმით, ეს პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. „ეს [კოვიდსასტუმროები] გარკვეულწილად არის შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. როგორც მოგეხსენებათ მთელ მსოფლიოში ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აპრობირებულია.

„დღეს დილით 400 000 PCR-ტესტი მივიღეთ“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიემ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში უწყება სტრატეგიული მარაგების შექმნაზე მუშაობდა, რაშიც დონორი ორგანიზაციებიც დაეხმარნენ. ასე უპასუხა თამარ გაბუნიამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემის მზაობას შეეხებოდა. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანას მაღალი ხარისხის პირადი დაცვის სამედიცინო აღჭურვილობა აქვს.

4 მუნიციპალიტეტში შემთხვევით შერჩეული 1 222 პირიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. მისი თქმით , 1 222 ნიმუშიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი.

ამირან გამყრელიძე: საქართველო კვლავ “მწვანე ზონაშია”, თუმცა, ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ ზრდის მაჩვენებელი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსთან მიმართებით, ჯერჯერობით, მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონაში რჩება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია. „ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია. ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო “მწვანე ზონაში” რჩება, თუმცა, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ, ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ ზრდის მაჩვენებელი.

ბექა ფერაძე - ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება - ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიებიც შეგხვდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში გაფრთხილება 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა, პირბადის გამოუყენებლობისთვის - 358 მგზავრს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში 6 ბაზრის 150 მეწარმეს გაფრთხილება მიეცა. როგორც ფერაძემ დღეს გამართული საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბაზრების შემოწმების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი ვითარება იყო. „აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების შემოწმება, სადაც ადამიანთა მობილობის დიდი რაოდენობა იყო.

4 მუნიციპალიტეტში შემთხვევით შერჩეული 1 222 პირიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 1 222 ნიმუშიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი.

ბექა ფერაძე: ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება - ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინფო9

ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიებიც შეგხვდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ადამიანები რეგულაციების გვერდის ავლით ცდილობენ სოციალური ღონისძიებების გამართვას. „ადამიანები ცდილობენ, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება.

თამარ გაბუნია: კოვიდპაციენტების მისაღებად 2 400 საწოლი უკვე მზადაა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პია.ჯი

ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად კლინიკებში 2 400 საწოლია მომზადებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემა თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. „სტაციონარებში საწოლები დაემატა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში. გეოგრაფიულად განაწილება თანაბარია, ასე, რომ ყველა რეგიონიდან პაციენტებისთვის საწოლები იქნება მზად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

იმერეთში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს უკვე 5 კლინიკა მიიღებს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პია.ჯი

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უკვე 5 კლინიკა მიიღებს. ამის შესახებ მხრის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას, განაცხადა.

თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირებულთა მომატებული მაჩვენებლების შემდეგ, COVID კლინიკებში საწოლების რაოდენობა 700-ით გაიზარდა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კვირა.ჯი

“პარასკევს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების მატება დაფიქსირდა, დამატებით მობილიზებული იქნა 700-მდე საწოლი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მომზადება პრიორიტეტი იყო. “მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც არიან COVID კლინიკა ან ცხელების კლინიკა.

თამარ გაბუნია: დღის ბოლომდე უკვე 2400-მდე საწოლია მზად, რომ კოვიდპაციენტები მიიღოს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კვირა.ჯი

დღეს, დღის ბოლომდე უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ კოვიდ-პაციენტების მიღება განახორციელოს 2400-მდე საწოლმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ქობულეთში, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მობილობის გაზრდასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

თამარ გაბუნია: მთელს მსოფლიოში დღეს უკვე კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კვირა.ჯი

კოვიდსასტუმროები არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ შემთხვევების ჰოსპიტალს გარეთ მართვის გამოცდილება მივიღოთ და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში დღეს უკვე კრგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა. „ეს არის გარკვეულწილად შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის.

ბექა ფერაძე: ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ ღონისძიება

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კვირა.ჯი

“ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსია შეგხვდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანები რეგულაციების გვერდის ავლით სოციალური ღონისძიებების გამართვას ცდილობენ. „ადამიანები ცდილობენ, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება.

ბექა ფერაძე: აჭარის რეგიონში გაფრთხილება 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კვირა.ჯი

„აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების შემოწმება, სადაც ადამიანთა მობილობის დიდი რაოდენობა იყო. 6 ბაზარი იქნა შემოწმებული და 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯამურად, ბაზრების შემოწმების შედეგად შეიძლება, ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი ვითარება იყო.

თამარ გაბუნიას თქმით, სასტუმროებში მკურნალობა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჰოსპიტალში

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ბიემ.ჯი

„სასტუმრო მომსახურება ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე - ჰოსპიტალური", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სასტუმროებში მკურნალობის გადაწყვეტილებას შეეხებოდა. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, სასტუმროებთან ინფიცირებულთა მიღების შემთხვევაში განსაკუთრებული მოთხოვნები არ ყოფილა.

თამარ გაბუნია სწავლის დაწყებაზე: ერთი კვირის თავზე შეიძლება უკეთესი პასუხი გვქონდეს იმაზე, რა მოხდება პირველ ოქტომბერს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინფო9

თამარ გაბუნიას თქმით, ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ და ცოტა ხანი დავიცადოთ და ერთი კვირის თავზე შეიძლება უკეთესი პასუხი გვქონდეს იმაზე, თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ "პალიტრანიუსის" ეთერში 1-ელ ოქტომბერს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელებაზე საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია - შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, თუ შემდგომი ესკალაცია აღინიშნა, შეიძლება ვთქვათ, რომ აჭარაში ეპიდემიის კუპირება ვერ მოვახერხეთ

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჩვენ კიდევ შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, როდესაც სიტუაციის ლოკალიზება უნდა მოხერხდეს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. გაბუნიას განმარტებით, თუ ორი კვირის შემდეგ ესკალაცია კვლავ იქნება, მაშინ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ვირუსის ლოკალიზება ვერ მოხერხდა.

თამარ გაბუნია - ეპიდემია დინამიური პროცესია, არასერიოზული იქნება იმის თქმა, რამდენად რეალისტური ან არარეალისტურია 1-ელ ოქტომბერს საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება, დაველოდოთ

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს აქტიურად მიმდინარეობს ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება, რადგან მისი შეფასებით, ისინი რისკ - ჯგუფს წარმოადგენენ.

პაატა იმნაძე - ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ნოემბრამდე არ ველით რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თამარ გაბუნია: შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინფო9

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შემდეგი ორი კვირა კრიტიკული იქნება. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება, რომლებიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. თამარ გაბუნია ამბობს, რომ სკოლაში ინფექციის გავრცელება სერიოზულ დამაზიანებელ შედეგს გამოიწვევს.

კორონავირუსი დაახლოებით 1 წელი არ გაქრება - ამირან გამყრელიძე

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი, დაახლოებით, მომდევნო 1 წელი არ გაქრება. "კორონავირუსული ინფექცია არსად არ გაქრება კიდევ დაახლოებით 1 წელიწადი, მაგრამ დიდი ლოქდაუნები და შეზღუდვები, რომლებიც ეკონომიკას გააჩერებს, უკვე არსად არ არის რეკომენდებული და არ ხდება, გარდა წერტილოვანი ე.წ. დარტყმებისა"- თქვა მან.

15 სექტემბერი

ინტერნეტ სააგენტო

თამარ გაბუნია: პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ

15.09.2020

Link:    15.09.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა COVID-პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ამ ეტაპზე 1381 ადამიანს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

15.09.2020

Link:    15.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

აჭარის რეგიონში, 229 სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აცხადებს, სკოლები წიგნებით არის უზრუნველყოფილი, ასევე პირველკლასელებს ბუქები გადაეცათ. მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაში მოსწავლეთა 95 პროცენტი ჩართულია.

თამარ გაბუნია - პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ

15.09.2020

Link:    15.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა COVID-პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა.

თამარ გაბუნია: პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ

15.09.2020

Link:    15.09.2020 - კვირა.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

თამარ გაბუნია: პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ

15.09.2020

Link:    15.09.2020 - პია.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა COVID-პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა დაფიქსირდა

15.09.2020

Link:    15.09.2020 - პია.ჯი

დღეს, 15 სექემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2562 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 19 გარდაიცვალა. ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

„ბათუმში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“ - მარინა ეზუგბაია

15.09.2020

Link:    15.09.2020 - პია.ჯი

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან: 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი 50 მოგზაურობის ისტორიით 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული დანარჩენი კი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ცხელების ცენტრში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება გრძელდება“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

კახეთში ბოლო 24 საათში 1069 ადამიანი გამოიკვლიეს

15.09.2020

Link:    15.09.2020 - პია.ჯი

კახეთიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” 1069 ნიმუში გაიგზავნა , აქედან 750 სოფელ მატნიდან არის- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს , მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, ხოლო 10 წლის ბავშვი უსიმპტომო იყო, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

პაატა იმნაძე - ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით

15.09.2020

Link:    15.09.2020 - კომერსანტ.ჯი

ნოემბრამდე არ ველით რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.