From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 14 სექტემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge
Received On : 14.09.2020 09:07
Attachments :

მედია მონიტორინგი

14 სექტემბერი

ტელევიზია

გეგმიური ინსპექტირება

14.09.2020

Link:    14.09.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

შრომის ინსპექცია, შსს, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურები აქტიურ ფაზაში გადავიდნენ.

კოვიდვაქცინის შეჩერებული ტესტირება; კოვიდვირუსი საქარათველოში; კორონავირუსი რეგიონებში

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ფარმაცევტული კომპანია ასტრა ზენეკა ვაქცინაზე მუშაობას ანახლებს. დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწოფოებმაც ასტრა ზენეკას ტესტირების პროცესის მაღალი სტანდარტი დაუდასტურეს. 2. საქართველოში ქართველი ინფექციონისტების და ეპიდემიოლოგების განახლებული აღრიცხვა განახლდება. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება. სილქროუდ ჯგუფის პარტნიორს, გიორგი რამიშვილს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა. 3. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური ნამატი 187-ია. აზერბაიჯანში 135 ინფიცირების ახალი შემტხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსი და საქართველო

14.09.2020

Link:    14.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

30 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხს ელოდებიან დღეს შიდა ქართლში. დამატებითი ტესტის გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭრო, რაც შიდა ქართლში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახლად დაინფიცირებულები თბილისსა და კახეთში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ნაწილი კი გორში გადახდილ ქორწილს უკავშირდება. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დილიდან ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდკვლევას იწყებენ.

ბათუმში იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ბათუმის იუსტიციის სახლი დღეიდან მუშაობას განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ. ისინი მომსახურების სივრცეში, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვებიან. ბათუმის იუსტიციის სახლის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია სრულად განხორციელდა. თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას კოვიდინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა - სამი შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა ფაქტები არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ჯანდაცვის იმნისტრის მოადგილე ამბობს რომ ქვეყანაში მინიმუნ 8-9 ათასი ტესტი ტარდება თუმცა კვლევების ოდენობა ყოველთვის მაღალი იყო. შესაბამისად ვირუსის შემთხვევათა ზრდა მისი თქმით ტესტირების რაოდენობის მატებას უკავშირდება. სპეციალისტები ამბობენ რომ კორონავირუსის დადასტურების ფაქტები მომატებულია თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია რასაც მედიკოესბი დროული დიაგნოსტიკით და კონტაქტების მოძიებით ახერხებენ. ინფიცირების 23 შემთხვევაა გამოვლენილი ამ დროისათვის გურიაში.

კორონავირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას ანახლებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ყველა პრევენციული ზომა განხორციელდა. 2. კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ახმეტის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. 3. გორში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა იწყება. შიდა ქართლში კოვიდ 19-ის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექიმები პაციენტების კვლევას დაიწყებენ. 4. კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩოხატაურსა და ოზურგეთში. ისინი პედაგოგები არიან. 5. ფოთში კორონავირუსი 24 წლის ბიჭს დაუდასტურდა. თბილისში ყოფნისას მას კონტაქტი ინფიცირებულ პირთან ჰქონდა. 6. სისტემა სიტუაციას აკონტროლებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიური ტესტირება სპეციალისტებს დაავადებულების დროულ გამოვლენაში ეხმარება. 7. 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა კორონავირუსის საქართველოში.

კოვიდ 19

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა დღეს ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსი 165 ადამიანს დაუდგინდა. დღეს არცერთი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი საწოლი ადგილები არის საჭირო. იწურება პრე მიერ მინისტრისგან ჯანდაცვის მინისტრისთვის მიცემული ვადაც. ეკატერინე ტიკარაძემ 3 000 საწოლი ადგილი კოვიდდაავადებულებისთვის უნდა გამოათავისუფლოს. ახალ კლასტერებთან დაკავშირებით განცხადებას მარინა ეზუგბაია აკეთებს. 2. საქართველოში ყველაზე რთული ვითარება აჭარაშია. რეგიონი წითელ ზონაშია. ინფიცირებულები გურიაშიც დაემატათ. კორონავირუსი 4 მასწავლებელს დაუდგინდა. 4-დან 3 ბათუმში, ქორწილში დაინფიცირდა. ერთი პედაგოგის ინფიცირების წყარო ეპიდემიოლოგებმა ჯერ ისევ ვერ დაადგინეს.

კორონავირუსი და საქართველო

14.09.2020

Link:    14.09.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

ბრძოლა უხილავ მტერთან და უშედეგო მცდელობა. კორონავირუსის დადაატურებული შემთხვევების შესამცირებლად უკვე მესამე დღეა საქართველოში კოვიდ 19-ის დღიური მაჩვენებელი სამნიშნა ციფრით აღირიცხება. მსოფლიოში გავრცელებულმა ინფექციამ ჩვენს ქვეყანაში თავისივე რეკორდი მოხსნა და სიმპტომები 165 ადამიანზე გამოავლინა.

ინტერნეტ სააგენტო

ქორწილის კლასტერი იზრდება – სად დაფიქსირდა მექორწილეების ახალი „კოვიდ კერა“

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ქორწილის კლასტერი იზრდება. გორის რაიონის 8 მაცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, 137 ნიმუში იყო გაგზავნილი, საიდანაც 8 შემთხვევა დადასტურდა და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევები ქორწილის კლასტერს უკავშირდება.

შიდა ქართლის რეგიონში ბინა 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კომერსანტ.ჯი

შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა გორში ის კორპუსი მოინახულეს, სადაც უახლოეს მომავალში დევნილები ბინებს მიიღებენ. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, დევნილი ოჯახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებენ. „ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილზე სწავლობენ ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიმუმ 2.5 ქულა მიენიჭათ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი მიდგომის თანახმად, თუ არსებული ბინების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, დევნილ ოჯახებს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის საცხოვრებელ ფართებს უახლოეს მომავალში შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 2020 წელს, დევნილთა სააგენტო ახალ საცხოვრებელს ჯამში, 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

საქართველოში კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პია.ჯი

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 2392 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, საქართვრთველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ბესარიონ სიმონიშვილმა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გამართა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - პია.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხურვალეთის, შავშვების, კარალეთისა და ვერხვების დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულა და მათი პრობლემები მოისმინა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სააგენტო ზრუნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული განათლების, თვითდასაქმების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ბესარიონ სიმონიშვილმა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გამართა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხურვალეთის, შავშვების, კარალეთისა და ვერხვების დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულა და მათი პრობლემები მოისმინა. „ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სააგენტო ზრუნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული განათლების, თვითდასაქმების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ”,-აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესა

შაბათ-კვირას კოვიდ19-ის 310 შემთხვევა დაფიქსირდა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - მესინჯერი

შაბათ-კვირას საქართველოში კოვიდ19-ის 310 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად შემთხვევების საყურადღებო ზრდისა, პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგულაციების შესახებ და მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა. "ესაა ძალიან მარტივი შესასრულებლად – პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში სადაც მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხდება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარული წესრიგის გამკაცრებას ქვეყანაში და აუცილებელია, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრისგან. განსაკუთრებით მოვერიდოთ ხანდაზმულ ადამიანებს", – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, საზოგადოება კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს და ისეთი მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც გაზაფხულზე იყო დაწესებული, აღარ ამოქმედდება. ეს ზრდა სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოში გამოკვლეულ ადამიანებში ვირუსის გამოვლენის პროცენტულობა 1%-ზე ოდნავ მაღალია და ამ მაჩვენებელს ბევრი ქვეყანა ისურვებდა - თამარ გაბუნია

14.09.2020

Link:    14.09.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, „ქრონიკასთან“ საუბრისას, საქართველოში ახალ კორონავირუსზე გამოკვლეულ ადამიანებში ვირუსის გამოვლენის პროცენტულობაზე ისაუბრა. „ჩვენთან, ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაინც, საკმაოდ დადებითი მაჩვენებლით ხასიათდება და საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით. არის ქვეყნები, სადაც მიიჩნევენ, რომ თუ გატესტილი რაოდენობიდან, 3%-ს უვლინდება ვირუსი, ეს კარგი მაჩვენებელია და მშვიდად მიჰყვებიან თავიანთ სოციალურ ცხოვრებას. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ 1%-ზე ქვემოთ ვიყავით, ახლა ვართ ოდნავ ზემოთ: მაგალითად, თუ, დღის განმავლობაში, 9 000 ადამიანი იტესტება, მათგან დადებითობის მოსალოდნელი მაჩვენებელი არის 90 ადამიანი. ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მაჩვენებელი, ოდნავ მაღალი გვაქვს. ჯერჯერობით, ესაა ის მაჩვენებელი, რასაც ბევრი ქვეყანა ისურვებდა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღლა ადის, მიიჩნევენ, რომ ესაა ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ამას სჭირდება დამატებითი ღონისძიებები“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

"აა, უსიმპტომო პაციენტებს აქამდე კლინიკებში მკურნალობდით? - ზურაბ გურული ტიკარაძეს

14.09.2020

Link:    14.09.2020 - ალია

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს პასუხობს: „ააა, უსიმპტომო პაციენტებს აქამდე კლინიკებში მკურნალობდით? რითი მკურნალობდით? საინტერესო იქნებოდა ამ უნიკალური გამოცდილების გაზიარება დ’არტანიანის პოზიცია გასაგები იქნება, მაგრამ საინტერესოა რას იტყვის ამაზე ბატონი ათოსი. P.S. დიდი მადლობა პატივცემულ მინისტრს გულწრფელობისათვის“ შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: „ჩვენ განვსაზღვრეთ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რომლითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. იქნება შემდეგი მიდგომა: 65 წელს ზემოთ პაციენტებს სასტუმროებში არ გადაიყვანენ. ხოლო 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებიც არიან Covid-ინფიცირებულები და არ აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობას გააგრძელებენ საკარანტინო სივრცეებად მოწყობილ სასტუმროებში“.

"ვუახლოვდებით "ყვითელ ზონას" და დიდი სიფრთხილე გვმართებს"

14.09.2020

Link:    14.09.2020 - კვირის პალიტრა

ხვავიანი შემოდგომა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობითაც მდიდარი აღმოჩნდა. სწორედ კორონავირუსთან იქნება დაკავშირებული ჩვენი კითხვები, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უპასუხებს. - თუ აქამდე გავრცელებული ინფორმაციებითა და სტატიებით ვიმსჯელებთ, მეორე ტალღას ასე მალე არ ველოდით. კიდევ რა მოულოდნელობებმა შეიძლება იჩინოს თავი? - რაც ახლა ხდება, ეს, გარკვეულწილად, მეორე ტალღის დასაწყისია, რაც, ძირითადად, განაპირობა მობილობის ზრდამ, განსაკუთრებით - აგვისტოში და რეგულაციების დაუცველობამ. ერთი მხრივ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოსახლეობაში შექმნილ ილუზიას, თითქოს საქართველომ "კოვიდ 19" დაამარცხა, არადა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ვირუსს საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს, ის უნდა დაამარცხოს მთელმა მსოფლიომ და ვურჩევდით მოსახლეობას, არ მოშვებულიყო.

რადიო

კორონავირუსი

14.09.2020

Link:    14.09.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც სოფელ მატანის შესასვლელ-გასასვლელში სამედიცინო კარავი მოეწყო. მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით, დილიდან დაიწყო სოფლის ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ. ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლები სერვისებს კვლავ წინასწარ დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

14.09.2020

Link:    14.09.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 2392 ადამიანს დაუდასტურდა. ქუთაისში 32-ე სკოლის კლასტერი ფართოვდება. იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით ყველა გამოვლენა სკოლის კლასტერს უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით დღეს ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს.

​