მედია მონიტორინგი
12 ოქტომბერი
ტელევიზია
12.10.2020
Link: 12.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ბავშვები დღეს საბავშვო ბაღებში წასვლას შეძლებენ, თუმცა კოვიდ 19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო სააღმზრდელო პროცესი ყველა ბაღში ვერ დაიწყება. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა ბოლო კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან კვირას ბოლოს გაიარა. ცნობილია, რომ შეცვლილია ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. 200-მდე ახალი შემთხვევა 24 საათში. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია. გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული 523 ახალი შემთხვევიდან 194 მხოლოდ დედაქალაქში გამოვლინდა. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ამჟამად იქ 55 ინფოცირებული პაციენტი მკურნალობს. თამარ გაბუნია: "აქცენტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციაზე, რათა მძიმე პაციენტებმა მიიღონ შესაფერისი სამედიცინო მომსახურება".
12.10.2020
Link: 12.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლა დაიწყო. თბილისის 183 ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ ოთხმა ვერ აღადგინა. სააღმზრდელო პროცესი დღეს არ განახლდა ასევე აჭარის რეგიონსა და ოზურგეთის რეგიონში. "უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა. ასევე, ინფრასტრუქტურულ და მეთოდოლოგიურ ნაწილშიც შეიცვალა ბევრი რამ, რომ უსაფრთხოება მაღალ დონეზე ყოფილიყო აყვანილი. 183 ბაღიდან გაიხსნა 179 ბაღი, 4 ბაღი არ გაიხსნა გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, - აღნიშნა კახაბერ გვანცალაძემ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - I არხი - მოამბე 09:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი აგრძელებს მკურნალობას.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
კოვიდ ინფექციის სამართავად თბილისში საწოლ-ფონდის რაოდენობა იზრდება - ასეთია საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება. რაიმე დამატებითი აკრძალვის ან რეგულაციის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. სიახლეა ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტექსტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ, აქამდე შიალედი ორი კვირა იყო. ეკატერინე ტიკარაძე:" პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, ეს არის პირბადეების გამოყენება. ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება".
12.10.2020
Link: 12.10.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განახლდა. თუმცა ცნობილია, რომ თბილისის 83 ბაღიდან ოთხი ფუნქციონირებას ვერ აღადგენს. მიზეზად პერსონალის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი სახელდება. კახა გვანცელაძე: "უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენს ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი".
12.10.2020
Link: 12.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო საქართველო პოზიციებს კარგავს. დღეს გამოვლენილი 478 ახალი ფაქტით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის 98-ეა. 8 თვის თავზე საქართველოში უკვე 12 272 ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტია. ცხელ წერტილად აჭარასთამ ერთად უკვე დედაქალაქიც ითვლება. მხოლოდ ზღვისპირა რეგიონში კოვიდ სტატისტიკას 196, ხოლო თბილისში 178 დაემატა. 12 ოქტომბრის მონაცემებით, კლინიკებშია 50 კრიტიკულად მძიმე პაციენტ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგ სხდომას მართავს. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას მთავრობა სპეციალისტებთან ერთად განიხილავს. ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი მართავს ბრიფინგს მედიისთვის. ეკატერინე ტიკარაძემ საუბარი, კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებულ, სტატისტიკით დაიწყო.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
7 თვიანი პაუზის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგა. ეს იმ დროს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად ასობით ახალი ინფიცირებული ვლინდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის სასწავლო პროცესის შეჩერებაზე ბრძანება მთავრობამ ორ მარტს გასცა.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
2. მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრი მედიასთან განცხადებას აკეთებს. ეკატერინე ტიკარაძე:"კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ამიტომ, დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის".
12.10.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
ობიექტები: -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), ეკატერინე ტიკარაძე (ნეიტრალური), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ნეიტრალური), საქართველოს მთავრობა (ნეიტრალური), ჯანდაცვის სამინისტრო (ნეიტრალური), მთავრობის ადმინისტრაცია (ნეიტრალური), თბილისი (ნეიტრალური), აჭარა (ნეიტრალური), ინფექციური საავადმყოფო (ნეიტრალური), საჩხერე (ნეიტრალური), აფხაზეთი (ნეიტრალური), თბილისი (შეფასების გარეშე), აჭარა (შეფასების გარეშე)
Link: 12.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დამატებით მოხდება საწოლების მობილიზება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. კორონავირუსით ინფიცირების მზარდი სტატისტიკის გამო დაწესდება თუ არა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეზღუდვები? მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. რა გადაწყეტილება მიიღო მთავრობამ? ეკატერინე ტიკარაძე: "უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყნება, ასევე, სოციალური დისტანცირება, რადგან უკვე დედაქალაქში გვაქვს ჩვენ საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც საყურადღებოა... სამინისტროში მიმდინარეობს კლინიკებთან შეხვედრა, ამ ეტაპისთვის 150-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს თავისუფალი".
12.10.2020
Link: 12.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღი თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო არ გაიხსნა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა. კახა გვანცელაძე:"იმ შემთხვევაში თუ საბავშვო ბაღში კოვიდინფექცია დაფიქსირდება, შემუშავებული პროტიკოლის მიხედვით, გადაწყვეტილებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მივიღებთ".
ინტერნეტ სააგენტო
12.10.2020
Link: 12.10.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ისეთი მატება არ არის, რომ ამას ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები - კონტაქტების გამოვლენა, მათი იზოლაცია და ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში. „ვფიქრობ, ეპიდემიის გავრცელების ესკალაციას არ მივიღებთ“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 6327 გამოჯანმრთელებულია, 85 გარდაცვლილია.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - კომერსანტ.ჯი
ექსკლუზიურად „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლურ კლინიკაში გადაჰყავთ. სანდო წყარო, 112- დან გვიყვებოდა, რომ პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკებში არ უნდა გადაიყვანონ, რადგან მათ აქვთ იმ დაწესებულებების სია, სადაც გადაუდებელი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური ბრძანების შესახებ დაგვიდასტურეს ჰოსპიტალურ სექტორშიც, კლინიკების უმეტესობაში განგვიცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური დავალებით პატარა, მონოპროფილური კლინიკების ჩაძირვაა გადაწყვეტილი. პრობლემის შესახებ საუბრობენ როგორც კანონმდებლები ასევე ასევე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ დღეს კლინიკებს შორის არაჯანსაღი კონკურენციაა. მისი განცხადებით სქემა, რომლითაც 112 კლინიკებთან მუშაობას ჩვეულებრივი კარტელური გარიგებაა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ისჯებოდეს. ექსპერტი ამბობს, რომ საკითხის შესახებ შესაბამისმა უწყებები იციან. თუმცა, პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯს არ დგამენ. „გარკვეული კლინიკები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან მოლაპარაკებულები არიან, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია მათთან მოხდეს.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - პია.ჯი
დღეს, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. არსებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობაა 12 272, აქედან 6 538 ადამიანი განიკურნა, 91 კი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, ქვეყანაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა, ვირუსი პანდემიად კი 11 მარტს გამოცხადდა.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დღეიდან საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განახლდება. თუმცა უკვე ცნობილია რომ თბილისის 183-ი ბაღიდან ოთხი: 36-ე 53-ე, 89-ე და 99-ე ბაღი ფუნქციონირებას ვერ აღადგენს. მიზეზად პერსონალის კოვიდ ინფიცირებულებთან კონტაქტი სახელდება. თანამშრომლები თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე სააღმზრდელო პროცესი დღეს არ განახლდება აჭარის რეგიონსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. იმ ბაღებში კი, რომლებიც დღეიდან იხსნება, პატარებს და მშობლებს სიახლეები ელით. ახალი რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა ბაგა-ბაღში ბავშვის მიყვანისა და გაყვანის წესი. მათ ყოველდღიურად ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ამასთან, შეიცვალა ბაღებში სათამაშოების გამოყენების წესიც. კონკრეტულად, აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღი თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო არ გაიხსნა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ამ ეტაპზე თბილისში შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს. "დედაქალაქში გვაქვს ჩვენ საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც საყურადღებოა და ასევე, დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ტიკარაძის განმარტებითვე, აჭარაში 196 ინფიცირებული არის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამაიმედებელია, მაგრამ ჯერ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ კმაყოფილები ვიყოთ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება და ასევე სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში საგრძნობლად მომატებული რიცხვია, რაც მისი თქმით, საყურადღებოა. „დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება. ამ მიმართულებით ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს“, - თქვა ტიკარაძემ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ტესტირება ექიმების დაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. "დღეის მდგომარეობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც ყველაზე მჭიდრო კონტაქტში არიან, როგორც გამოვლენის, ასევე დიაგნოზის დადგენის პერიოდში, ტესტირება, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ტარდება ექიმების ჯგუფში, მათთან მიმართებაში შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ ტეტსირება, რაც ვთვლით, რომ დაგვეხმარება სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე - ინფექციის გავრცელების პრევენციაში,"- განაცხადა ეკარტერინე ტიკარაძე.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
მნიშვნელოვან ღონისძიებად პირბადეების ტარება რჩება და ამ მხრივ, ღონისძიებების გამკაცრება იგეგმება , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხს განიხილავს, თუმცა როგორც მან თქვა, ამ ეტაპზე დედაქალაქში ეს საჭიროება არ არის. "პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება ეს არის პირბადეების გამოყენება და ამ მიმართულებით ჩვენ ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 53 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ პაციენტებს მონიტორინგს რეანიმატოლოგთა კლინიკური ჯგუფი უწევს.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ტაბულა.ჯი
დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული ინფიცირების რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის ” ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღი თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო არ გაიხსნა. „მინდა მივულოცო თითოეულ ბავშვს დღევანდელი დღე და წარმატებული სასწავლო-სააღმზრდელო წელი ვუსურვო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები - ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა. როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში აღინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა, მკაცრი სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
თბილისში მასწავლებლებს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააჟღერა. "აქტიურად ვმუშაობთ მასწავლებლებთან დაკავშირებით.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს საქართველომ ფრანგული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ვაქცინის 25 000 დოზა მიიღო. მისი თქმით, ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილდა. როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 135 000 დოზაზე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და დანარჩენი 110 000 დოზა 23 ოქტომბრის კვირაში შემოვა.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო შეხვედრების ღია სივრცეებში გამართვისკენ მოუწოდებს. "აუცილებლად გამოიყენეთ პირბადეები", - განაცხადა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი აარიდონ დიდი თავშეყრის ადგილებს.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე არსებულ საწოლფონდზე ისაუბრა. მისი თქმით, მზარდი კოვიდ-სტატისტიკის გათვალისწინებით, მთავრობა საწოლების დატვირთვის დინამიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს „საწოლების რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია“, დამატებითი covid-საწოლების მობილიზება უკვე დაიწყეს. "დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობის მატულობს, მოხდეს დამატებითი საწოლების მობილიზება.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში საველე კარვების განთავსება არ იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერეციაზე განაცხადა. კერძოდ, მედია დაინტერესდა - ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, ხომ არ აპირებს მთავრობა აჭარის მსგავსად თბილისშიც მოაწყოს საველე კარვები.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
"როგორც კი, covid-19-ის რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, 600-700 ათას დოზას მივიღებთ" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
"დედაქალაქში ვითარება საყურადღებოა", - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისში, ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის ყოველდღიურ მატებას. საქმე იმაშია, რომ დღეს თბილისში კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში შეზღუდვების მოხსნა რეგიონში მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ვითარების დასტაბილურებზეა დამოკიდებული. მისი განმარტებით, სტაბილურ სიტუაციაში იგულისხმება ინფიცირებულთა მცირე რაოდენობა, რასაც ჯერ ადგილი არ აქვს.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად დამატებით შეზღუდვების ამოქმედებაზე საკოორდინაციო საბჭო, ჯერჯერობით, საუბრობს და გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მთავრობა პირბადეების ტარებაზე ღონისძიებების გამკაცრებას გეგმავს.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიემ.ჯი
"სასწრაფო დახმარების ექიმებს ტესტირებები ორი კვირის ნაცვლად 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ვცდილობთ, მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები გამოვავლინოთ. ამიტომ სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც არიან მჭიდრო კონტაქტში პაციენტებთან, ვიდრე მათი დიაგნოზი ტესტირებით დადგინდება, კოვიდზე ყოველ 72 საათში ერთხელ გაიტესტებიან.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ხანდაზმულებს, ამიტომ მოწოდებაა, რომ დარჩით სახლში, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, რეკომენდაციაა, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება, არამედ საუბარია ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
თბილისში მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში. „ჩვენი რეკომენდაცია, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ დიდი, მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება თბილისში, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიეფემ.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა. გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა დანარჩენი 110 ათასი დოზა ვაქცინა. ამასთანავ, გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს დამატებით 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზეც. „გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4- ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიეფემ.ჯი
ექსკლუზიურად „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლურ კლინიკაში გადაჰყავთ. სანდო წყარო, 112- დან გვიყვებოდა, რომ პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკებში არ უნდა გადაიყვანონ, რადგან მათ აქვთ იმ დაწესებულებების სია, სადაც გადაუდებელი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური ბრძანების შესახებ დაგვიდასტურეს ჰოსპიტალურ სექტორშიც, კლინიკების უმეტესობაში განგვიცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური დავალებით პატარა, მონოპროფილური კლინიკების ჩაძირვაა გადაწყვეტილი.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ბიეფემ.ჯი
ვიმედოვნებთ, დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება და ნიღბების ინტენსიური, მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება.
პრესა
12.10.2020
Link: 12.10.2020 - მესინჯერი
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა ხუთი სასუნთქი აპარატი კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აპარატები ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში 2020 წლის 7 ოქტომბერს გადასცა მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - კვირის პალიტრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიუხედავად გართულებული ეპიდვითარებისა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები არ იგეგმება, თუმცა, სადაც საჭირო იქნება, იქ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება: „გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს. დღეს ჩვენ გავითავისეთ უკვე, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორი დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ამიტომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება".
12.10.2020
Link: 12.10.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა ხუთი სასუნთქი აპარატი კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აპარატები ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში 2020 წლის 7 ოქტომბერს გადასცა მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ალია
არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულთან ახლოს ყოფნის მიუხედავად არ ავადდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. თუმცა, იმნაძის განმარტებით, ადამიანები ამის იმედად არ უნდა იყვნენ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - კვირის პალიტრა
პოლიტიკური პარტიების უმეტესობათა დაპირებებს შორის ჯანდაცვის საკითხი ერთ-ერთი წამყვანია. ისინი მოსახლეობას ხელმისაწვდომ ჯანდაცვას სთავაზობენ, თუმცა საინტერესოა, ვის დაპირებებს უფრო სანდოდ და დამაჯერებლად მიიჩნევს ამომრჩეველი.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
ორშაბათს კორონავირუსთან ბრძოლოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახალი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ინფიცირებულთაო რაოდენობის ზრდის ტემპების გამო „წერტილოვანი შეზღუდვების" დაწესება პრაქტიკულად გარდაუვალია. ინფექციონისტები კი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებენ, რომ თბილისის მასშტაბით ეს გულისხმოს შეზღუდვების დაწესებას კონკრეტულ უბნებში ან კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსებში.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - ალია
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, იტყობინება, რომ გრიპზე ვაქცინირებულ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინტენსიური თერაპია იშვიათად სჭირდებოდათ.
რადიო
12.10.2020
Link: 12.10.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღი თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო არ გაიხსნა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა. "ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა. ასევე, ინფრასტრუქტურულ და მეთოდოლოგიურ ნაწილშიც შეიცვალა ბევრი რამ, რომ უსაფრთხოება მაღალ დონეზე ყოფილიყო აყვანილი“, - აღნიშნა კახაბერ გვანცალაძემ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - რადიო საქართველოს ხმა - რადიო საქართველოს ხმა 11:00
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, გარდაიცვალა საქართველოს კიდევ 6 მოქალაქე და ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს. გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღი თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო არ გაიხსნა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა.
12.10.2020
მედ
Link: 12.10.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დღეს 478 ახალი შემთხვევა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძრვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით საქართველოში გამოვლენილი 478 შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება. საჩხერის საავადმყოფოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. "აჭარაში 196 ახალი ინფიცირებული არის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამაიმედებელია, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ კმაყოფილები ვართ" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 13:00
ცხელ წერტილად აჭარასთან ერთად, უკვე დედაქალაქიც ითვლება. მხოლოდ ზღვისპირა რეგიონში კოვიდსტატისტიკას 196, ხოლო თბილისში 178 დაემატა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო, დაახლოებით, 600-700 ათას დოზას მიიღებს.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00
1. ბოლო დღე-ღამეში კორინავირუსს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა. აღირიცხა 478 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 211. გუშინდელი მონაცემების ფონზე საინტერესოა, როგორია გეოგრაფიული განაწილება-ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოდან მარინა ენდელაძე გაგვაცნობს. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 50 პაციენტი, მათგან 8 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
12.10.2020
Link: 12.10.2020 - რადიო აფხაზეთის ხმა - რადიო აფხაზეთის ხმა 13:00
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. ამასთან, გარდაიცვალა საქართველოს კიდევ 6 მოქალაქე და ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს. გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა.