From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ხელმოსაწერები_ ელ.მთავრობის საკითხები_16.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 16.09.2020 10:58

          კოლეგებო,

დამატებით გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამაში ხელმოსაწერ საკითხებს:


ხელმოსაწერია:

  1. ჩვენია 39652 - ხელი ეწერება სსიპ –  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ  სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების   პროექტს (საოჯახო ტექნიკის შესყიდვა).
  2. ჩვენია 39643 - ხელი ეწერება ,,სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის N262 დადგენილებაში ცვლილებას (პროგრამა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული ბაზრის დაცვას გაუვარგისებული, უხარისხო და ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტისაგან).
  3. 39669 - უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 31 042 936.30 ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს‘ რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
  4. 39666 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცემა მის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება (სკვერი) გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების ადგილად. 
  5. 39664 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერგიას“  შორის „ღარულა ჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი.
  6. 39660 - სსიპ - კოლეჯი ,,ბლექსი“ განახორციელებს საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურისა და ავეჯის  სახელმწიფო შესყიდვას.
  7. 39659 - შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  8. 39658 - სსიპ - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, განახორციელებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმსაცავში - ,,გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების საწყისი მასალებიდან დამზადებული 8 ქართული ფილმის ასლის რესტავრაციისთვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო  შესყიდვას.
  9. 39657 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ტელე და რადიო მიმღებების, და ხმის ან ვიდეო ჩამწერების ან რეპროდუცირების აპარატურის და მარკების, ქვითრების ფორმების, საკრედიტო ბილეთების, სააქციო სერტიფიკატების, ვაჭრობის სარეკლამო მასალის, კატალოგების და სახელმძღვანელოების სახელმწიფო შესყიდვას.
  10. 39655 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს აკუმულატორების, პირველადი ელემენტების და პირველადი ბატარეების სახელმწიფო შესყიდვას.
  11. 39654 - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს აირადი არგონისა და აზოტის  სახელმწიფო შესყიდვას.
  12. 39651 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს ჰელიუმის სახელმწიფო შესყიდვას.
  13. 39649 - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განახორციელებს 3 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების  სახელმწიფო შესყიდვას.
  14. 39648 -  სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი  განახორციელებს ინტერნეტმომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  15. 39647 - თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  16. 39646 - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ლაზერული პრინტერის კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვას.
  17. 39645 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  18. 39641 - ძალადაკარგულად გამოცხადდება „სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის N2028 განკარგულება.
  19. 39638 - ცაგერის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ქალაქ ცაგერის და სოფლების ლაილაშის, ორბელის, წიფერჩის, ჩხუტელის, ქულბაქის, ოყურეშის, ზუბის და მახაშის საბავშვო ბაღების სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაშობის დაფინანსებას.
  20. 39636 - საქართველოს მთავრობასა და შპს „მემეს“ შორის გაფორმდება შეთანხმება 2020 წლის 16 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება „ჯანდარა ჰესის“ ელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრები. ასევე, მხარეთა შორის გაფორმდება შეთანხმება „ჯანდარა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.
  21. 39635 - სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური“ განახორციელებს ელექტრო გენერატორის სახელმწიფო შესყიდვას.
  22. 39634 - პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს ქურთუკების სახელმწიფო შესყიდვას.
  23. 39633 - შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს მეტყევეობისა და ხე-ტყის პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვას.
  24. 39632 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
  25. 39631 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს წყლის მონიტორინგის ავტომატური სადგურის სათადარიგო ნაწილების სახელმწიფო შესყიდვას.
  26. 39629 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს დაკალიბრების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას 12340 ლარის ღირებულების ფარგლებში.
  27. 39627 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  განახორციელებს ცემენტის გამყარების სითბოს გამზომი კალორიმეტრის სახელმწიფო შესყიდვას 15000 ლარის ფარგლებში.
  28. 39543 - სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური‘‘ განახორციელებს საკანცელარიო ნივთებისა და კარტრიჯების  სახელმწიფო შესყიდვას.

პატივისცემით,  

ნათია