- საერთოდ როგორ ბედავს „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ ღვინოზე და ყურძნის ფასზე ლაპარაკს, როდესაც გლეხს 20-30 თეთრს უხდიდნენ და დიდმოსავლიანობის დროს ყურძნის კრეფას უკრძალავდნენ.
- ყველას კარგად გვახსოვს გაჩეხილი ვენახები, პიარისთვის ადეიშვილითა და ოქრუაშვილით დადგმული რთველები, დაღვრილი ღვინო და ღვინის შეურაცხყოფა. ეს ის ძალაა, რომელსაც ქართული მევენახეობა მუდმივად სუბსიდიაზე, თანაც იმდენად მცირეზე ყავდა აყვანილი, რომ გლეხებს ვაზის მოვლაც აღარ უღირდათ და ვენახის გაჩეხვისთვის იყვნენ განწირულები. ისიც გვახსოვს, რომ სააკაშვილის მთავარმა პროპაგანდისტმა ქართველი ხალხისთვის ყველაზე საკრალური, ჩვენი იდენტობის ნაწილი - ქართული ღვინო, რომელსაც ბარძიმში ვასხამთ და მისი მეშვეობით ქრისტეს ვეზიარებით, სრულიად ამაზრზენად, პირდაპირ ეთერში შეურაცხყო (ნიკა გვარამია - „ჩაგიფსით ღვინოში“).
- ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ქართულ ვაზზე განსაკუთრებით ზრუნავდა, რომლის ქველმოქმედების შედეგად, ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში გადარჩენილი და დაცულია 625 უნიკალური ქართული და ევროპული ჯიში. (წლების განმავლობაში გაშენებული ეს უნიკალური სანერგე ქართუმ საჩუქრად სახელმწიფოს გადმოსცა).
საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ფონდმა ქართუმ,“ 2012 წელს, 95 მილიონი ლარი დაარიგა დასეტყვილი ვენახების საკომპენსაციოდ, რასაც შემდგომში სახელწმიფოს მწყობრი პოლიტიკა და ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსება მოჰყვა.
- ასევე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს, მთავრობის ხელშეწყობით დაიწყო საერთაშორისო სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგადაც საქართველო დღეს მსოფლიოში აღიარებულია ღვინის სამშობლოდ.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი მენეჯმენტისა და ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერით, აღნიშნული დარგი იმდენად განვითარდა, რომ ბოლო ორი წელია სუბსიდიაც აღარ სჭირდება. ამასთან ერთად, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააფორმა მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებთან (მაგალითისთვის ევროკავშირთან და ჩინეთთან), რამაც ღვინის რეალიზაცია და ექსპორტი კარდინალურად გაზარდა.
- სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელმაც სეტყვათსაშიში პროცესები კახეთში მრავალჯერ გაანეიტრალა, უამრავი გლეხის მოსავალი კი განადგურებას გადაარჩინა. ამოქმედდა აგროდაზღვევის პროექტი და სხვა სახელმწიფო პოგრამები, რომლებიც გლეხებსა თუ მეწარმეებს უდიდეს სტიმულს აძლევს, რათა ახალი საქმე წამოიწყონ. ასევე, აქტიურად იხსნება მცირე მარნები და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ღვინის ტურიზმი, რასაც მთავრობის მხარდამჭერი კამპანიები და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული აქტივობებიც უწყობს ხელს.
- წელს, როდესაც ღვინის ინდუსტრია თავისით იმდენად განვითარდა, რომ სუბსიდირებას აღარ საჭიროებდა, გლობალური პანდემია დაიწყო, რამაც ღვინის სექტორს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. სწორედ ამიტომ, პანდემიით შექმნილ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გაყიდვების შემცირებით გამოწვეული ზარალის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, სახელმწიფოს მიერ 2020 წლის რთველის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სუბსიდიის თანხა.
- სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულმა სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიღწეულ წარმატებებზე და წინა ხელისუფლების დროს არსებულ ვითარებაზე სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს:
Ø 2012 წელს ექსპორტირებული იყო 23 მლნ ბოთლი (75 მლნ აშშ დოლარი), 2019 წელს - 94 მლნ-მდე ბოთლი ( ღირებულება - 237 მლნ აშშ დოლარი).
Ø 2013-2019 წლებში ექსპორტირებულია 1,2 მილიარდი აშშ დოლარი ღირებულების ღვინო.
Ø 2012 წელს კახეთში გადამუშავდა 52 ათასი ტონა ყურძენი, 2019 წელს კახეთში გადამუშავდა 272 ათასი ტონა, თითქმის 6-ჯერ გაიზარდა მოსავალი, ფასი რქაწითელი საშუალო 70 თეთრი და საფერავი საშუალო 1,83 ლარი.
Ø 2013-2019 წლებში რთველი ჩატარდა ორგანიზებულად და არც ერთ მევენახეს არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა - გადაუმუშავებელი არ დარჩენილა არც ერთი კილოგრამი ყურძენი;
Ø 2013 წლიდან 2019 წლამდე ყურძნის რეალიზაციიდან კახელი მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,2 მლრდ ლარს მიაღწია. რთველი 2020-ის ფარგლებში, 16 სექტემბრის დგომარეობით, მევენახეების შემოსავალმა რთველში 50 მლნ ლარს მიაღწია უკვე.
Ø 2019 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის საშუალო ფასით, 1 ლიტრი 3,12 ევრო მეღვინეობის ქვეყნების ხუთეულშია საფრანგეთის, აშშ-ს და იტალიის შემდეგ.
Ø 2012 წელს 35 ათასი ჰექტარიდან 2019 წელს 55 ათას ჰექტრამდე გაიზარდა ვენხების ფართობი.
2012 წელს ქართული ღვინო იყიდებოდა მსოფლიოს 40 ქვეყანაში, 2019 წელს 54 ქვეყანამდე გაიზარდა.