წელს, სუბსიდიას მიიღებენ ის ღვინის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონიდან არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.
► 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 ლარი და 1 კგ კახური მწვანისთვის - 0,30 ლარი; ამ მიზნისთვის, ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარია გათვალისწინებული.
► ღვინის კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნის ნაკლებობის შემთხვევაში, სახელმწიფო მმართველობაში არსებული სს „აკურა“ ჩაერთვება ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
► რთველი 2020-ის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა შესაბამისი ადგილები.
► შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მევენახე-მეღვინეებისთვის იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელდა რიგი ცვლილებები, ასევე დარგის მხარდაჭერას ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.
► სტრატეგიულ ბაზრებზე ახალი ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში მცირე მარნებს მხარდაჭერას ღვინის ეროვნული სააგენტო აღმოუჩენს.
► ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნას საერთაშორისო ბაზრებზე.
სუბსიდიის სტატისტიკა წლების მიხედვით:
|
წელი |
გადამუშავდა |
გაცემული სუბსიდია |
ჯიში |
ჯიში |
ჯიში |
|
2008 |
40,1 ათასი ტონა |
6,1 მლნ. ლ. |
საფერავი 0,25 ლ. |
რქაწითელი 0,15 ლ. |
მუჯურეთული 1,0 ლ. |
|
2009 |
22,3 ათასი ტონა |
5,5 მლნ. ლარი |
საფერავი 0,25 ლ. |
რქაწითელი 0,15 ლ. |
ალექსანდროული მუჯურეთული 1,0 ლ. |
|
2010 |
23 ათასი ტონა |
4,7 მლნ. ლარი |
საფერავი 0,25 ლ. |
რქაწითელი 0,15 ლ. |
|
|
2011 |
43,5 ათასი ტონა |
8,7 მლნ. ლარი |
საფერავი 0,25 ლ. |
რქაწითელი 0,15 ლ. |
|
|
2012 |
52 ათასი ტონა |
14,8 მლნ. ლარი |
საფერავი 0,35 ლ. |
რქაწითელი, კახური მწვანე 0,25 ლ. |
|
|
2013 |
92,3 ათასი ტონა |
32,0 მლნ. ლარი |
საფერავი 0,25 ლ. |
რქაწითელი, კახური მწვანე 0,40 ლ. |
|
|
2014 |
123 ათასი ტონა |
32,0 მლნ. ლარი |
საფერავი 0,15 ლ. |
რქაწითელი, კახური მწვანე 0,35 ლ. |
|
|
2015 |
148 ათასი ტონა |
35,7 მლნ. ლარი |
საფერავი 0,15 ლ. |
რქაწითელი, კახური მწვანე 0,35 ლ. |
|
|
2016 |
117 ათასი ტონა |
35,5 მლნ. ლარი |
საფერავი 0,20 ლ. |
რქაწითელი, 0,45 ლ. კახური მწვანე 1კგ. 0,45 ლ. |
ალექსანდროულ-მუჯურეთული - 2 ლარი |
|
2017 |
130 ათას ტონამდე |
13,6 მლნ ლარი |
რქაწითელი და კახური მწვანე - 1 კგ ყურძენი არანაკლებ 70 თეთრი. სახელმწიფოსგან კომპანიებმა კომპენსაციის სახით 35 თეთრი მიიღეს. |
|
სუბსიდია შენარჩუნდა ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე 2 ლარი. |
|
2018 |
245 ათასი ტონა |
სუბსიდია არ იყო; |
|
|
|
|
2019 |
280 ათას ტონამდე |
სუბსიდია არ იყო - სს "აკურამ" მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რისგან დამზადებული სპირტი იყიდებოდა აუქციონზე. |
|
|
|