| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Cc : | Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Received On : | 09.09.2020 16:22 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
მოგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 10 სექტემბერს - 11:00 საათზე.
გაცნობებთ, რომ
ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხები ხდომის დღის წესრიგში არ იქნება.
აქვე, სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით, შევნიშნავ, რომ ეკონომიკის სამინისტრო გამოიტანს სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრსა“ და შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრს"შორის გაფორმებელი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოწონებას. საკითხი წარმოდგენილია დანართის სახით.
ა) NCDC მიერ სახელმწიფო შესყიდვაზე წინასწარი თანხმობა (საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების, კამპანიებისა და აქტივობების მომსახურებების შესყიდვა);
ბ) ,,სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის N262 დადგენილებაში ცვლილება.
გ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება (ლუქის დადებასა და გეგმიურ კონტროლთან დაკავშირებით);
დ) „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში ცვლილება (საბანკო ანგარიშთან დაკავშირებული ტექნიკური დაზუსტება);
ე) „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილება (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისა და სოფლის ექიმის პროგრამის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა).
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე