From : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის მასალები 02.10.20.
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 02.10.2020 07:51

მოგესალმებით ბატონო გიორგი, შესათანხმებლად, გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს: 1. იუსტიცია 42259 - კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, გაუქმდა საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, სადაც მითითება კეთდებოდა სამინისტროზე და სამინისტროს კონკრეტულ პოზიციებზე, წარმოდგენილი ცვლილებით მითითება კეთდება სამსახურზე და სამსახურის შესაბამის პოზიციებზე. 2. მთავრობა 42254 - სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას. 3. ეკონომიკა 42118 - სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს შპს „New Road”-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატების ცვლილებას. 4. განათლება 42099 - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2020 წლის 2 მარტის N139 საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების ნაცვლად აქტში მიეთითება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან სსიპ-სათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან სსიპ-ს მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესში. 5. ფინანსები 42084 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 7 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი (საგადასახადო შეთანხმება), რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა. 1. შპს "საინფორმაციო პორტალი რუბრიკა" (ს/ნ 402003513) 2. შპს "ვი სი ვი" (ს/ნ 420426550) 3. შპს "შუახევის მეურნეობა" (ს/ნ229273274) 4. ფ/პ გელა მაკალათია (პ/ნ 02001020037) 5. ი/მ "ანა მიქელაძე" (ს/ნ 61006042345) 6. შპს "გეოქარს" (ს/ნ404904136) 7. ი/მ "ნაომი ბუცხრიკიძე" (ს/ნ 01027017913) პატივისცემით, შორენა Sincerely, Shorena Okropiridze Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia Head of the Legal Drafting Division 144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119 Tel: +995 577 282881 Mail: sokropiridze@moh.gov.ge