From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_30.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 30.09.2020 06:46

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:


1.      იუსტიცია 40862 - მტკიცდება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე  მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების თანდართული პროცედურები სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, მათ შორის სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ძირითად ფუნქციებად განისაზღვრა: საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან  ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ბავშვის მდგომარეობის შეფასება და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის დაწყებამდე მისი ფსიქოლოგიური მომზადების უზრუნველყოფა, ასევე, სასამართლოში სამართალწარმოების დასრულებამდე არასრულწლოვანსა და მეურვეობის უფლების მქონე ან ურთიერთობის უფლების  განხორციელებით დაინტერესებულ პირს შორის ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფა.

პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.

2.    ეკონომიკა 41804 - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ განახორციელებს კურორტ ბაკურიანში ახალი დიდველის ტერიტორიის გათოვლიანების სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებული ყველა სახის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვას.

3.    ეკონომიკა 41788 - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს საკონცერტო დარბაზის პარკინგისათვის, სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდული იქნება კერძო პირებისაგან მიწის ნაკვეთები, შემდგომში, მათი კომპანიის კაპიტალში შეტანის მიზნით.

4.    გარემო 41776 - შპს ,,RMG Gold“-ს  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 20 წლით და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

5.    ეკონომიკა 41715 - შპს „ფემილი ფარმს“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარე 8 ერთეული, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში 172.813 ჰა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 60 500 ლარად, ხელს შეუწყობს კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის განხორციელებას.

6.    ეკონომიკა 41712 - შპს „ელმონდ გარდენს“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ საგარეჯოში მდებარე 4  ერთეული, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში 117.3951 ჰა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 42 268 ლარად, რაც ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის განხორციელებას.

7.    ეკონომიკა 41659 - ცვლილება შედის „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესსა და პირობებში“, ტექსტშიც არსებული ტერმინები შეიცვალა („ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ შეიცვალა - „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“)  კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.

8.    ფინანსები 41644 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკურ სამსახური, განახორციელებს 1 ცალი, 1 წლიანი მხარდაჭერით, ელექტრონული ფოსტის არქივირების სისტემის პროგრამული პაკეტის სახელმწიფო შესყიდვას.



ხელმოსაწერია:

  1. ჩვენია 41799 - ხელი ეწერება „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს (სოციალური დახმარების მიღების უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და მათი მშობელი(ები) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე).
  2. 41798 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ავეჯის, საოჯახო ტექნიკის, ტელე და რადიო მიმღებების, და ხმის ან ვიდეო ჩამწერების ან რეპროდუცირების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას.
  3. 41797 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებენ საოფისე მანქანების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  4. 41786 - შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  5. 41781 - შპს „საგურამოს მეფრინველეობას“ საკუთრებაში გადაეცემა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი 24 თვის ვადაში, გადაცემულ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე მეფრინველეობის ფერმ(ებ)ის მოწყობისა და არანაკლებ 250000 ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით, რითაც, სავარაუდოდ, ხელი შეეწყობა მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  6. 41699 - სპეციალურ პენიტენციური სამსახური განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. 41695 - სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე განახორციელებს კომპიუტერული მთარგმნელობითი პროგრამა „Trados“-ის 2021 წლის უახლესი ვერსიის და „GroupShare 2020“-ის ინსტალაციის მომსახურების შესყიდვას.
  8. 41691 - იუსტიციის სახლს, საქართველოს ეროვნულ არქივსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს მიეცემათ თანხმობა, მათ სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით, იჯარის უფლებით გასცენ არაუმეტეს 20 კვ.მ. ფართი თითოეული შენობა-ნაგებობიდან, მასზე სანოტარო ბიუროს განთავსების მიზნით.
  9. 41684 - სსიპ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოეყოფა მიჩენილი უბანი და მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს შესაბამისი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც გააუმჯობესებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტეგრირებულ მართვას.

 

პატივისცემით,  

ნათია