From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_29.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 29.09.2020 07:51

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 41575 - სსიპ -  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განახორციელებს საკანცელარიო ნივთების სახელმწიფო შესყიდვას.
  2. შსს 41534 - ცვლილება შედის ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესში, რაც განპირობებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით კერძოდ, ტერმინი სქესობრივი დანაშაული შესაბამისობაში მოდის განხორციელებულ ცვლილებებთან.
  3. ეკონომიკა 41430 - ცვლილება შედის საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესში, რაც ხელს შეუწყობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვის ეფექტურობის ზრდასა და სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის სამუშაო დატვირთვის შემცირებას.
  4.  ფინანსები 41401 - მტკიცდება „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები“; „ხარჯების ნუსხა,  რომელთა  საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა“.
  5. რეგიონული 41628 - მთავრობასთან თანხმდება: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – ზარზმას მონაკვეთის ლოტი II (გოდერძის უღელტეხილი - ზარზმა კმ0+000 - კმ 17+380) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები).; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმას მონაკვეთის ლოტი I (ხულო-გოდერძის უღელტეხილი კმ5+195 – კმ29+732) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები).

კანონპროექტი:

 

  1. 41607 - საქართველოს კანონების პროექტები: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

    რომან კაკულიას საკანონმდებლო ინიციატივა

    არსი: კონკურენციის სააგენტოს მართვის ორგანოს საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწევს 2023 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად 2021 წლის ივნისისა); კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის საგამონაკლისო სახით დაშვების უფლების მიმნიჭებელი ნორმაც ამოქმედდება 2023 წლის პირველი იანვრიდან.

     

    ხელმოსაწერი:

  1. 41605 - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

    არსი: საქართველოს განზრახვაა, მიუერთდეს „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციას. შესაბამისად ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობაში. პროექტის მიხედვით, კანონს ემატება ნორმა რაც სასამართლოს მიერ უწყების საზღვარგარეთ გაგზავნას ითვალისწინებს. თუ სასამართლოში დასაბარებელ პირს უწყება საზღვარგარეთ, უნდა ჩაბარდეს სასამართლოს შეუძლია ამისათვის გამოიყენოს უწყების ჩაბარების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები.

 

პატივისცემით,  

ნათია